განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002717336
საქმე N3ბ/3058-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
ააპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“;
წარმომადგენელი (თავმჯდომარე ) - გ-------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
წარმომადგენელი - კ---------------–-–---–ი, გ--------------------ი, ნ-----------–-–---–ი, მ-----–-------–---ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისია;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) -№- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისია;
მესამე პირები: 1. მ-----–-------ე, 2. დ-------------ე, 3. ვ---------------ა, 4. გ-------–---–--ე, 5. შ--–---------–-–---–ი, 6. ზ-------------–---–ი, 7. გ---------–--–---–---–ი, 8. ა-------------ი, 9. კ----------ა, 10. ო----------------ა, 11. ი-----–----------ე, 12. დ--------------–---–ი, 13. ზ-----------------ე, 14. მ-----–----–---–---–ი, 15. ზ--------–---–ი, 16. თ-------–-----------–ი, 17. გ--–-----–-–---–ი, 18. ზ-----------------ე, 19. ლ-----------ე, 20. ს--–--------------–---–ი, 21. ბ-----------------–---–ი, 22. გ-----------------ე, 23. კ---------------ე, 24. ვ-–----------------–---–ი, 25. თ-----------–-–--–---–ი.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2-----–-–-------------ის №-------- განკარგულება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.3. მოპასუხე - №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირები - მ-----–-------ე, დ-------------ე, ვ---------------ა, გ-------–---–--ე, შ--–---------–-–---–ი, ზ-------------–---–ი, გ---------–--–---–---–ი, ა-------------ი, კ----------ა, ო----------------ა, ი-----–----------ე, დ--------------–---–ი, ზ-----------------ე, მ-----–----–---–---–ი, ზ--------–---–ი, თ-------–-----------–ი, გ--–-----–-–---–ი, ზ-----------------ე, ლ-----------ე, ს--–--------------–---–ი, ბ-----------------–---–ი, გ-----------------ე, კ---------------ე, ვ-–----------------–---–ი და თ-----------–-–--–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ს №-------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2----–-–------------------ს.
5.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–---------------ს №-------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-----------------ის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ ორგანიზაციას - ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“.
5.3. 2----–-–-----------------ის №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და 2----–-–-----------------ის შესწორების ოქმის (--------) თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1535, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 878. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----–-------ე - 1 ხმა, დ-------------ე - 47 ხმა, ვ---------------ა - 0 ხმა, გ-------–---–--ე - 233 ხმა, შ--–---------–-–---–ი - 17 ხმა, ზ-------------–---–ი - 1 ხმა, გ---------–--–---–---–ი - 0 ხმა, ა-------------ი - 0 ხმა, კ----------ა - 26 ხმა, ო----------------ა - 0 ხმა, ი-----–----------ე - 0 ხმა, დ--------------–---–ი - 66 ხმა, ზ-----------------ე - 0 ხმა; მ-----–----–---–---–ი - 2 ხმა; ზ--------–---–ი - 0 ხმა; თ-------–-----------–ი - 4 ხმა; გ--–-----–-–---–ი - 0 ხმა; ზ-----------------ე - 67 ხმა; ლ-----------ე - 3 ხმა; ს--–--------------–---–ი - 342 ხმა; ბ-----------------–---–ი - 1 ხმა; გ-----------------ე - 12 ხმა; კ---------------ე - 1 ხმა; ვ-–----------------–---–ი - 1 ხმა; თ-----------–-–--–---–ი 9 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 44.
5.4. 2----–-–-----------------ის №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1338, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 724. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----–-------ე - 0 ხმა, დ-------------ე - 32 ხმა, ვ---------------ა - 0 ხმა, გ-------–---–--ე - 154 ხმა, შ--–---------–-–---–ი - 18 ხმა, ზ-------------–---–ი - 0 ხმა, გ---------–--–---–---–ი - 0 ხმა, ა-------------ი - 0 ხმა, კ----------ა - 15 ხმა, ო----------------ა - 0 ხმა, ი-----–----------ე - 1 ხმა, დ--------------–---–ი - 73 ხმა, ზ-----------------ე - 0 ხმა, მ-----–----–---–---–ი - 1 ხმა, ზ--------–---–ი - 0 ხმა, თ-------–-----------–ი - 2 ხმა, გ--–-----–-–---–ი - 1 ხმა, ზ-----------------ე - 58 ხმა, ლ-----------ე - 0 ხმა, ს--–--------------–---–ი - 296 ხმა, ბ-----------------–---–ი - 1 ხმა, გ-----------------ე - 12 ხმა, კ---------------ე - 2 ხმა, ვ-–----------------–---–ი - 1 ხმა, თ-----------–-–--–---–ი - 1 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 56.
5.5. 2----–-–--------------ის №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 101 571. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო ოლქში შეადგინა 53 008. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----–-------ე - 42 ხმა, დ-------------ე - 3389 ხმა, ვ---------------ა - 33 ხმა, გ-------–---–--ე - 14 904 ხმა, შ--–---------–-–---–ი - 1462 ხმა, ზ-------------–---–ი - 25 ხმა, გ---------–--–---–---–ი - 32, ა-------------ი - 140, კ----------ა - 1230 ხმა, ო----------------ა -39, ი-----–----------ე - 14 ხმა, დ--------------–---–ი - 4085 ხმა, ზ-----------------ე - 22 ხმა, მ-----–----–---–---–ი - 124, ზ--------–---–ი - 18 ხმა, თ-------–-----------–ი - 221 ხმა, გ--–-----–-–---–ი - 64 ხმა, ზ-----------------ე - 4349 ხმა, ლ-----------ე - 89 ხმა, ს--–--------------–---–ი - 18849 ხმა, ბ-----------------–---–ი - 169 ხმა, გ-----------------ე - 876 ხმა, კ---------------ე - 65 ხმა, ვ-–----------------–---–ი - 42 ხმა, თ-----------–-–--–---–ი - 449 ხმა. ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ (მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი) შეადგინა - 50732, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 2236.
5.6. 2----–-–--------------ის №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 129 757. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო ოლქში შეადგინა 65 412. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----–-------ე - 61 ხმა, დ-------------ე - 4281 ხმა, ვ---------------ა - 63 ხმა, გ-------–---–--ე - 19024 ხმა, შ--–---------–-–---–ი - 2177 ხმა, ზ-------------–---–ი - 22 ხმა, გ---------–--–---–---–ი - 82 ხმა, ა-------------ი - 166 ხმა, კ----------ა - 1365 ხმა, ო----------------ა - 45 ხმა, ი-----–----------ე - 21 ხმა, დ--------------–---–ი - 4455 ხმა, ზ-----------------ე - 13 ხმა, მ-----–----–---–---–ი - 151 ხმა, ზ--------–---–ი - 27 ხმა, თ-------–-----------–ი - 237 ხმა, გ--–-----–-–---–ი - 89 ხმა, ზ-----------------ე - 4586 ხმა, ლ-----------ე - 106 ხმა, ს--–--------------–---–ი - 23497 ხმა, ბ-----------------–---–ი - 213 ხმა, გ-----------------ე - 1248 ხმა, კ---------------ე - 97 ხმა, ვ-–----------------–---–ი - 42 ხმა, თ-----------–-–--–---–ი - 500 ხმა. ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ (მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი) შეადგინა - 62 568, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 2791.
5.7. 2----–-–---------------ს ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ თავმჯდომარემ - გ-------------–---–მა საჩივრით (ცესკოში რეგისტრაციის №----) მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჩივარში აღინიშნა, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
5.8 . საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----) №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველი დარჩა.
აღნიშნული განკარგულებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა 2----–-–------------------ს, ხოლო №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა 2----–-–------------------ს, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეს შეეძლო აღნიშნული ოქმები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაესაჩივრებინა 2 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრის ავტორის მიერ კი საჩივარი ცესკოში წარდგენილ იქნა 2----–-–---------------ს, რითაც დარღვეულ იქნა საჩივრის შეტანის ვადა და წესი.
5.9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი №-- ვ--ის და №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი 2----–-–-----------------ის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განკარგულებით საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები შედგენილია საუბნო საარჩევნო კომისიების კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის გადაწყვეტილება საქმე №--------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის გადაწყვეტილებები საქმე №------, №--------- და №---------) და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებათა გათვალისწინების შედეგად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
5.10. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აა(ი)პ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლის მ-----–-------ას სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–-----------------ის №------- განკარგულების ბათილად ცნობას და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - ი-------------–---–ისთვის და №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის - მ----–-------–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5.11 . თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–----------------“-ის წარმომადგენლის №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ი-----–--------–---–ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის №------- განკარგულების ბათილად ცნობას საარჩევნო სუბიექტის „ე-----------–------–----------------“-ის წარმომადგენლის - ი-----–--------–---–ის (რეგ. №---, 3---------წ.) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ასევე №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.
5.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №------- განკარგულების №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში ბათილად ცნობასა და №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ნ-----–------------ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აა(ი)პ ს----------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის №------- განკარგულების №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში ბათილად ცნობას და №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარის და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
სასამართლომ განმარტა, რომ კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სადავო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულება, 2----–-–-------------ის №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები.
საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
6.3. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე შედგა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ს №-- ვ--ის საარჩევნო ოლქში და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქში შედგა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
საქმეზე დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ თავმჯდომარემ - გ-------------–---–მა საჩივრით (ცესკოში რეგისტრაციის №----) მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში აღინიშნა, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----) №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველი დარჩა.
სასამართლომ ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი №-- ვ--ის და №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი 2----–-–-----------------ის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
6.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში.
საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.
სასამართლომ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ამავე ოლქების საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდებოდა და მოსარჩელე მხარეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ, ასევე ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ, კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შესაბამის, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი არ წარუდგენია.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამებას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის №--------- და 2----–-–--------------ის №---------, №--------- და №--------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები. ამასთან, აღნიშნა, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, სადავოდ ქცეული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა სწორედ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების და №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შესწორების ოქმების საფუძველზე.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგები შეაჯამეს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების, შესწორების ოქმებისა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით, ხოლო მოსარჩელის მიერ განცხადება/საჩივარი არ იქნა წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესის მიხედვით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სასამართლოს შეფასებით, სადავოდ ქცეული №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზეც იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილა.
6.5. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ამავე კოდექსის მე-14 (ცესკოს უფლებამოსილება), 21-ე (საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) და 26-ე (საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) მუხლების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველ (ქვედა) რგოლს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისია და იგი ექვემდებარება ზემდგომ ორგანოებს - საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, ასევე, სისტემის მეორე (შუალედურ) რგოლს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისია და მისი ზემდგომი ორგანოა ცესკო; სისტემის მესამე (უმაღლეს) საფეხურს იკავებს ცესკო.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის (გასაჩივრების ვადა და წესი) ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა საარჩევნო პროცესების ჭრილში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაადგინა კონტროლის ორი მექანიზმი - შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმები. შიდა კონტროლის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის ზედა რგოლი ამოწმებს ქვედა რგოლის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებას, ხოლო სასამართლო კონტროლი გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში შეამოწმოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი რგოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების, მათ მიერვე განხორციელებული ქმედებების კანონთან შესაბამისობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ფუნქციონირებს გარკვეული წესრიგის მიხედვით, ლოგიკურად თანმიმდევრული ეტაპების გავლის გზით; შიდა და სასამართლო კონტროლის შესახებ საკითხის დეტალურ რეგულაციას განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77- ე მუხლი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველი რგოლის (ანუ საუბნო საარჩევნო კომისიის) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები (დავის საგნიდან გამომდინარე მართებულია, რომ დაკონკრეტდეს - შემაჯამებელი ოქმები) პირველ რიგში უნდა გასაჩივრდეს ზემდგომი საფეხურის ადმინისტრაციულ ორგანოში - საოლქო საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდეგ - სასამართლოში; ანუ, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი სასამართლო კონტროლის საგნად მას შემდეგ იქცევა, რაც მისი კანონიერების საკითხს შიდა კონტროლის პირობებში განიხილავს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო - საოლქო საარჩევნო კომისია; ფაქტიურად, მითითებული კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ერთიანი სისტემა უბნის შემაჯამებელ ოქმთან მიმართებაში წარმოადგენს სამსაფეხურიან სისტემას იმ თვალსაზრისით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის დავის გადაწყვეტის პირველი და სავალდებულო საფეხური, პირველი ინსტანციის სასამართლო - მეორე საფეხური, ხოლო სააპელაციო სასამართლო - მესამე და ბოლო საფეხური. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ მიერ №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი გასაჩივრების წესის შესაბამისად, დავის გადაწყვეტის სავალდებულო რგოლში - საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნით განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა და წესი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მითითებული ოქმების კანონიერების საკითხზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საოლქო საარჩევნო კომისიას არ უმსჯელია, მოცემული დავის ფარგლებში №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს კონტროლის საგნად ვერ მოექცეოდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის 21-ე პუნქტზეც, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებდა არსებითად №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებაზე, ვინაიდან ოქმები არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კანონით დადგენილი წესით, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილა.
7. ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“-ს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7.1. ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან №- ვ--ის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევით.
8. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
8.1. მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისისს წარმომადგენლები, არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
8.2. მოწინააღმდეგე მხარე №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისის და №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულებან, რიც გამოც მათი პოზიცია პალატისთვის უცნობია.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი, თუმცა გამოუცხადებლობის მიზეზები პალატისთვის უცნობია.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
9.1 სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-390-ე მუხლების გათვალისწინებით, მიუთითებს მათზე. ასევე, სააპელაციო პალატა იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარის და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ სადავო გახდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულება, 2----–-–-------------ის №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
9.2. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტებას, რომ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები.
საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
9.3. პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სრულიად მართებულად მოიხმო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტი, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
პალატა იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
დადგენილია, რომ №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე შედგა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ასევე დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს №-- ვ--ის საარჩევნო ოლქში და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქში შედგა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
ამასთან დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ თავმჯდომარემ - გ-------------–---–მა საჩივრით (ცესკოში რეგისტრაციის №----) მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და №- ვ--ის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარში აღინიშნა, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის №----) №-- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და №-- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველი დარჩა.
სასამართლომ ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულებით ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ საჩივარი №-- ვ--ის და №-- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი 2----–-–-----------------ის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
9.4. პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში.
საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.
პალატა მიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ამავე ოლქების საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდებოდა და მოსარჩელე მხარეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ, ასევე ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ, კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შესაბამის, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანცის სასამართლომ სწორად მოიხმო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტი, რომლის თანახმადაც, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ზემოაღნიშნული გამომდინარე კი ცალსახაა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამებას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის №--------- და 2----–-–--------------ის №---------, №--------- და №--------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები. ამასთან, აღნიშნა, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, სადავოდ ქცეული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა სწორედ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების და №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შესწორების ოქმების საფუძველზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგები შეაჯამეს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების, შესწორების ოქმებისა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით, და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ განცხადება/საჩივარი არ იქნა წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესის მიხედვით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, პალატა პირველი ინსტანციის მგავსად მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
ამრიგად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობდა №- ვ--ის და №- ს----------–--ს საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2----–-–-------------ის №-------- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, იყო უსაფუძვლო.
9.5. მხარის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ასევე მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება ამავე კოდექსის მე-14 (ცესკოს უფლებამოსილება), 21-ე (საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) და 26-ე (საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) მუხლებზე, რომლის ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველ (ქვედა) რგოლს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისია და იგი ექვემდებარება ზემდგომ ორგანოებს - საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, ასევე, სისტემის მეორე (შუალედურ) რგოლს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისია და მისი ზემდგომი ორგანოა ცესკო; სისტემის მესამე (უმაღლეს) საფეხურს იკავებს ცესკო.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის (გასაჩივრების ვადა და წესი) ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა საარჩევნო პროცესების ჭრილში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაადგინა კონტროლის ორი მექანიზმი - შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმები. შიდა კონტროლის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის ზედა რგოლი ამოწმებს ქვედა რგოლის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებას, ხოლო სასამართლო კონტროლი გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში შეამოწმოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი რგოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების, მათ მიერვე განხორციელებული ქმედებების კანონთან შესაბამისობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ფუნქციონირებს გარკვეული წესრიგის მიხედვით, ლოგიკურად თანმიმდევრული ეტაპების გავლის გზით; შიდა და სასამართლო კონტროლის შესახებ საკითხის დეტალურ რეგულაციას განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77- ე მუხლი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველი რგოლის (ანუ საუბნო საარჩევნო კომისიის) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები (დავის საგნიდან გამომდინარე მართებულია, რომ დაკონკრეტდეს - შემაჯამებელი ოქმები) პირველ რიგში უნდა გასაჩივრდეს ზემდგომი საფეხურის ადმინისტრაციულ ორგანოში - საოლქო საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდეგ - სასამართლოში; ანუ, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი სასამართლო კონტროლის საგნად მას შემდეგ იქცევა, რაც მისი კანონიერების საკითხს შიდა კონტროლის პირობებში განიხილავს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო - საოლქო საარჩევნო კომისია; ფაქტიურად, მითითებული კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ერთიანი სისტემა უბნის შემაჯამებელ ოქმთან მიმართებაში წარმოადგენს სამსაფეხურიან სისტემას იმ თვალსაზრისით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის დავის გადაწყვეტის პირველი და სავალდებულო საფეხური, პირველი ინსტანციის სასამართლო - მეორე საფეხური, ხოლო სააპელაციო სასამართლო - მესამე და ბოლო საფეხური. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ის“ მიერ №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი გასაჩივრების წესის შესაბამისად, დავის გადაწყვეტის სავალდებულო რგოლში - საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნით განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა და წესი.
პალატა იზიარებს დასკვნას, რომ ვინაიდან მითითებული ოქმების კანონიერების საკითხზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საოლქო საარჩევნო კომისიას არ უმსჯელია, მოცემული დავის ფარგლებში №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს კონტროლის საგნად ვერ იქცეოდა.
ნამდვილად საყურადღებოა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის 21-ე პუნქტზეც, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო ნამდვილად ვერ იქონიებდა არსებით №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ოქმები არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კანონით დადგენილი წესით, რის გამოც, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა №- ვ--ის საარჩევნო ოლქის №-- და №- ს----------–--ს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე იყო უსაფუძვლო, რის გამოც არ დაკმაყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
10. პროცესის ხარჯები:
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იგი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 389-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ ა(ა)იპ „ა---–--------------------------–-----------ი“-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე