განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001246656
საქმე №-ბ/3102-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი, გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბმა ,,ლ----–---------”;
წარმომადგენელი - ლ---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - გ------------------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენლები - ს--–---- ა------ე, გ---------------ე;
მესამე პირები - გ------ გ---–---–ი, შპს ,,ძ---–--------ი“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 იანვრის №- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანება;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად, არარსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზია
3.1 მესამე პირებმა - გ------ გ---–---–მა, შპს ,,ძ---–--------მა“ სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბმა ,,ლ----–-------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.2.1. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---ში მდებარე 267 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N1, N2, N3 შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
ამასთან, ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში მდებარე 301 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N1, N2, N3 შენობა - ნაგებობებზე, საერთო ფართით 472.376 კვ.მ. (მათ შორის: სარდაფი 165.445 კვ.მ. I სართული 138.34 კვ.მ. II სართული 156.898 კვ.მ. და N3-ის III სართული 11.693 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------) რეგისტრირებულია გ------ გ---–---–ის საკუთრება. (ტ.1, ს.ფ. 139-143; ტ.2, ს.ფ. 135-136);
4.2.2 2015 წლის 10 ივნისს, ერთის მხრივ, გ------ გ---–---–სა და მეორეს მხრივ, შპს ,,ძველი მ-----ის“ დირექტორს ა----- ა------–---ს შორის გაფორმდა ფართის
ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას კომერციული საქმიანობისათვის გადაეცა თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5--ში (საკადასტრო კოდი: 0---------------) შენობის ნაწილი, ფართით 173.96 კვ.მ. (I-ლი სართული, 55.9 კვ.მ. სარდაფი 49.78 კვ.მ. მ-----ი 68.28 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთიდან 100 კვ.მ. ფართი.
გ------ გ---–---–მა თანხმობა განაცხადა კუთვნილ ფართზე, მდებარე: ქ. თბილისი, ლ----–--ის ქუჩა N---5- (საკადასტრო კოდი: 0---------------), შპს ,,ძ---–--------ს“ განეთავსებინა ფასადზე სარეკლამო აბრა, შეეცვალა შენობის ფასადის ფერი, შიდა ეზოს მხრიდან მოეწყო ღია კაფე, ასევე შიდა ეზოს მხრიდან გაეჭრა კარი არსებულ შენობაში.
(ტ.2, ს.ფ. 167- 169); (ტ.2, ს.ფ. 165-166);
4.2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 07 სექტემბერს წარედგინა შპს ,,ძ---–--------ის“ A-------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5--ში მდებარე 301 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ექსტერიერისა და ინტერიერის სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები) წარმოებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2015 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. (ტ.1, ს.ფ. 122-128); (ტ.2, ს.ფ. 163-164);
4.2.4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ოქტომბრის №------- ბრძანებით A-------- განცხადებით წარდგენილ დოკუმენტაციას ხარვეზი დაუდგინდა. განმცხადებელს დაევალა განმარტებითი ბარათის, საპროექტო სამუშაოებისა (მათ შორის გასაჭრელი კარის) და საკადასტრო საზღვრების დატანით გენგეგმის წარდგენა; არსებულ და საპროექტო ნახაზებზე დატანილი უნდა ყოფილიყო საკადასტრო საზღვრები; ასევე დაევალა კონსტრუქციული დასკვნის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში ნახაზების ჩვენებით. (ტ.1, ს.ფ. 17-18);
4.2.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-– ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 იანვრის ჩათვლით.
მოწონებულ პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5--ში მდებარე უძრავი ქონების წითელ ხაზებში შიდა ეზოს მხრიდან უნდა დაპროექტდეს ღია კაფე, მათ სარგებლობაში არსებული კომერციული ფართიდან გაიჭრება ღია კაფეში გასასვლელი კარი, ნალესისაგან გაიწმინდება შიდა ეზოში არსებული დამცავი ჯებირის ფასადი და არსებული აგურის მასალა დამუშავდება სპეციალური ლაქით. ღია კაფის თავზე მოეწყობა წყალგაუმტარი ტენტი, ასევე მოეწყობა გამწვანებისათვის ხის ქოთნები.
საპროექტო დოკუმენტაციაში ასევე დაცულია შპს ,,ა---------ოს“ 2015 წლის 11 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა. ექსპერტის მიერ შესწავლილია ქ. თბილისში, ლ----–--------5- -ში (საკადასტრო კოდი: 0---------------) გ------ გ---–---–ის შენობის ტექნიკური მდგომარეობა და საპროექტო დოკუმკენტაციის მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების მიზანშეწონილობა კონსტრუქციული მდგომარეობისა და მოთხოვნების შესაბამისად. დასკვნის თანახმად, შენობის მზიდი დანიშნულების ელემენტების ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება საპროექტო სამუშაოებს კონსტრუქციულ მზიდ ელემენტებთან მიმართებაში დასაშვებია, აქედან გამომდინარე, ექვემდებარებოდა სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განხორციელებას. (ტ.2, ს.ფ. 161-162); (ტ.2, ს.ფ. 170); (ტ.1, ს.ფ. 114-115);
4.2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 09 ნოემბერს ბმა ,,ლ----–--------“-მ წარადგინა N-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ მოხდა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N---სა და N---ში მდებარე მიწის ნაკვეთებს შორის არსებული მიჯნის მოხსნა და საერთო სივრცის წარმოქმნა, რომელიც მოიცავს ორ მიწის ნაკვეთს: N0--------------- (მისამართი: ქ. თბილისი, ლ----–--ის ქ. N---5-) და N0--------------- (მისამართი: ქ. თბილისი, ლ----–--ის ქ. N--) საკადასტრო ერთეულებს. საპროექტო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო გახდება ეზოს კარის გახსნა, რაც გამოიწვევს ნებისმიერი მსურველის შესვლას, რაც უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული კაფეს ფუნქციონირება შეზღუდავს მათ საკუთრებას, შეუძლებელი გახდება მათ საკუთრებაში არსებულ N3 შენობა-ნაგებობაში შესვლა. პროექტი შეთანხმებულია მხოლოდ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - გ------ გ---–---–ის თანხმობის წარდგენის პირობებში. (ტ. 1, ს.ფ. 134-138);
4.2.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 იანვრის N3 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ლ----–--------“-ის 2015 წლის 09 ნოემბრის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება.
საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ტერიტორიები არ არის ერთმანეთისაგან გამიჯნული რაიმე სახის სასაზღვრო ნაგებობით, აღნიშნული არ წარმოადგენს მათი საერთო სივრცედ მიჩნევის განმაპირობებელ გარემოებას. ამასთან, წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, გ------ გ---–---–ი არ იყო ვალდებული მეზობელი მიწის ნაკვეთი უზრუნველეყო აუცილებლი გზით, კერძოდ, არ იყო წარდგენილი მტკიცებულება, რომლიც დაადასტრდებდა N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესამე პირის სასარგებლოდ სანივთო უფლებით შეზღუდვას. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საჩივრის ავტორთა არგუმენტებს საპროექტო ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არ აქვს კავშირი ადმინისტრაციული საჩივრის დავის საგანთან, ადმინისტრაციულ წარმოებასთან და წარმოადგენს სამოქალაქო წესით სასამართლოს განსჯადს. გარდა ამისა, საპროექტო ტერიტორიის ერთპიროვნულ მესაკუთრეს წარმოადგენს გ------ გ---–---–ი, რომელმაც მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარმოებულ საპროექტო სამუშაოებზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრა შპს ,,ძ---–--------ი“. შესაბამისად, ნებართვის მაძიებლად მიჩნეულნი არიან დასახელებული პირები. (ტ.2, ს.ფ.234-241);
4.2.8. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებაში, კერძოდ, ,,ნებართვა ძალაშია 2016 წლის 19 იანვრის ჩათვლით“ შეიცვალა ,,ნებართვა ძალაშია 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით“. ამავე ბრძანების მიხედვით, წინამდებარე ბრძანება განხილულ უნდა ყოფილიყო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებასთან ერთად.
(ტ.1, ს.ფ. 319-321);
4.2.9. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2016 წლის 18 მაისიდან, ვინაიდან მოქმედების ვადაში, ანუ 2016 წლის 18 მაისამდე, მესამე პირს არ მიუმართავს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. (ტ.1, ს.ფ. 359-365); (ტ.1, ს.ფ. 399-406);
4.2.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 25 სექტემბერს წარედგინა A-------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში მდებარე 301 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) ვადაგასულ - მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ექსტერიერისა და ინტერიერის სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები) წარმოებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი ნებართვის გაცემის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. (ტ.2, ს.ფ. 163-164);(ტ.2, ს.ფ. 231-233);
4.2.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა– დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით უძრავ ძეგლზე გაიცა სამუშაოების ახალი ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით. (ტ.2, ს.ფ. 31-32);
4.2.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 11 ნოემბერს ბმა ,,ლ----–--------“-ის თავმჯდომარემ ლია გ-----–--ემ წარადგინა N4-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორი მოთხოვნას ამყარებს სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 31 ოქტომბრის დასკვნაზე.
საჩივარზე თანდართული სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 31 ოქტომბრის N0-------- დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ წარდგენილი ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) დაგეგმილი მცირე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს თუ არა დარღვევით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ლ----–--ის ქ. N--) განთავსებულ კიბის უჯრედთან და შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში, აღნიშნულის დადგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან დოკუმენტაცია წარდგენილი იყო არასრულყოფილად, ამავე მიზეზით შეუძლებელი იყო აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებასთან, ასევე ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიისა გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებასთან. რაც შეეხებოდა წარდგენილი დოუკენტაციის შესაბამისობის დადგენას ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ექსპერტმა მიუთითა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას. (ტ.2, ს.ფ. 35-41); (ტ.2, ს.ფ. 153-158);
4.2.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ბმა ,,ლ----–--------“-ის თავმჯდომარის ლ---------–--ის 2016 წლის 11 ნოემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანება.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოებანი, რაც განაპირობებდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
(ტ.2, ს.ფ. 43-48);
4.2.14. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2017 წლის 25 იანვრიდან, მესამე პირს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები სრულად არ დაუსრულებლია ზემოხსნებული ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში მესამე პირს არ მიუმართავს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. (ტ.2, ს.ფ. 267-273)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო არის ის ორგანო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე კონსულტაციის გაწევა, რეკომენდაციების მომზადება. შესაბამისად, საბჭო საკითხზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არქიტექტურის სამსახური.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში მდებარე საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, შესაბამისად, მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, საბჭოს 2015 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. მითითებული დოკუმენტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებაში, რომლითაც ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით. სამშენებლო დოკუმენეტებში დაცული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5--ში მდებარე უძრავი ქონების წითელ ხაზებში უნდა დაპროექტებულიყო შიდა ეზოს მხრიდან ღია კაფე, მათ სარგებლობაში არსებული კომერციული ფართიდან გაიჭრებოდა ღია კაფეში გასასვლელი კარი, ნალესისაგან გაიწმინდებოდა შიდა ეზოში არსებული დამცავი ჯებირის ფასადი და არსებული აგურის მასალა დამუშავდებოდა სპეციალური ლაქით. ღია კაფის თავზე მოეწყობოდა წყალგაუმტარი ტენტი, ასევე მოეწყობოდა გამწვანებისათვის ხის ქოთნები. გარდა ამისა, შპს ,,ა---------ოს“ 2015 წლის 11 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, შენობის მზიდი დანიშნულების ელემენტების ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხებოდა საპროექტო სამუშაოებს კონსტრუქციულ მზიდ ელემენტებთან მიმართებაში დასაშვებად იქნა მიჩნეული, აქედან გამომდინარე ექვემდებარებოდა სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განხორციელებას. უდავოა, რომ ამ ბრძანების საფუძველზე დამკვეთს არ განუხორციელებია შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2016 წლის 18 მაისიდან, ვინაიდან მოქმედების ვადაში, ანუ 2016 წლის 18 მაისამდე, მესამე პირს არ მიუმართავს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
დადგენილია ისიც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ 2016 წლის 06 ოქტომბერს განმეორებით დადებითი შეფასება მისცა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5--ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი ნებართვის გაცემის საკითხს. სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა– დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით უძრავ ძეგლზე გაიცა სამუშაოების ახალი ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მხარეები ადასტურებენ, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2017 წლის 25 იანვრიდან, მესამე პირს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადში არ დაუსრულებია. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მესამე პირს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს. ამ ბრძანების საფუძველზე, დამკვეთმა მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული კარი მოაწყო კიბის უჯრედზე.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ძალადაკარგული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- და 2016 წლის 11 იანვრის №- ბრძანებების ბათილად ცნობა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები გამოიწვევს მისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენებას.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ სადავო პროექტით შეთანხმებული სამუშაოების განხორციელების შედეგად, კონკრეტულად, კარების ღიობის ამოღებით, ასევე კაფეს მოწყობით ეზღუდება საკუთრების უფლება, კერძოდ პრობლემად ექცევა საკუთარ ფართში მოხვედრა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. მოსარჩელის საყურადღებოდ სასამართლო განმარტავს, რომ საპროექტო ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ არგუმეტები გავლენას ვერ მოახდენს მოცემულ დავაზე, რამეთუ იგი ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვა- გადაწყვეტას.
5.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული აქტების - სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- და 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებების მიმართ მესამე პირებს უდავოდ აქვთ. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო ბრძანებებით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, მათ საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 იანვრის №- და 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანებები ასევე კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბმა ,,ლ----–-------“-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
6. ბმა „ლ----–--------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე.
6.1. ბმა „ლ----–--------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.4 ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არ გაკვლეულა და არ დადგენილა, დაინტერესებულმა მხარემ შეავსო თუ არა 2015 წლის 05 ოქტომბრის N2------ ბრძანებით დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, არ დადგენილა გარემოება, რომ დაინტერესებულმა მხარემ შპს „ძ---–---------მა“ არ წარმოადგინა გენგეგმა, საკადასტრო საზღვრების დატანით სრულყოფილი სახით, სადაც დატანილი იქნებოდა მეზობელი უძრავი ნივთები. ბმა „ლ----–--------ის“ შენობა ნაგებობები და კიბის უჯრედი, რათა დადგენილიყო II საპროექტო ობიექტის არქიტექტურული პროქტი იყო თუ არა დაცული სამეზობლო მიჯნა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „ ქალა თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, რაც გასაჩივრებული ბრძანება - ნებართვის შეთანხმების სამართლებრივი საფუძველია, ანუ არსებითი გარემოებაა, რისი გამოკვლევის გარეშეც ვერ დადგინდება გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება ან/და უკანონობა.
სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა 3.5 ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ სასამართლო დაეყრდნო შპს „ა---------ოს“ 2015 წლის 11 ოქტომბრის ე.წ საექსპერტო დასკვნას, მიიჩნია, რომ რადგან „დასკვნაში“ მითითებული იყო, რომ „შენობის მზიდი“ დანიშნულების ელემენტების ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა დაკმაყოფილებულია, საპროექტო სამუშაოები კონსტრუქციულ მზიდ ელემენტებთან მიმართებაში დასაშვებია და აქედან გამომდინარე ექვემდებარე სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განხორციელებას. დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით ცალსახად დგინდება, რომ მზიდი კედლები (ისტორიული ნაწილი) მთლიანად დაბზარულია და ჩანგრევის პირასაა, ნაცვლად იმისა რომ მოხდეს გამაგრება- რეაბილიტაცია, რათა შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურის სამსახურმა მასში უსახური კარის გამოჭრაზე გასცა ნებართვა.
სასამართლომ არ დაადგინა სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 31 ოქტომბრის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული დავის საგანთან პირდაპირ კავშირში არსებული გარემოებები. მაგალითად, ექსპერტიზა უთითებს, რომ არ არის ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით. ეს აქტი, რომელიც სავალდებულო იყო, არცკი გამოუცია არქიტექტურის სამსახურს, ისე შეითანხმა I-ელის კლასის შენობა ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. ის, არც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული და სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა, ან/და უკანონობა ვერ დგინდება.
არასწორად იქნა დადგენილი 3.13 ფაქტობრივი გარემოება, ის რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად არის მითითებული თავად აქტებში, არ არის დაცული ანუ აქტებით ეწინააღმდეგება კანონს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილი ბათილად ცნობის საფუძველია.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.
ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე მუხლი მე-2 პუნქტის მიხედვით, ძეგლის
ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი. მე-3 მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით, ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონები დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 41-ე მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს, ასევე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლება მიეცა განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო- სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე, რის თაობაზეც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება“ დამტკიცებული იქნა 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდება (დებულება)“, რომლის მე-3 მუხლში განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილებით დამტკიცებულია ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება“, რომელის მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში ”საბჭო”) წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა–ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა; კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო არის ის ორგანო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე კონსულტაციის გაწევა, რეკომენდაციების მომზადება, ხოლო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არქიტექტურის სამსახური.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბჭოს 2015 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5- -ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. მითითებული დოკუმენტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებაში, რომლითაც ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით. სამშენებლო დოკუმენეტებში დაცული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5--ში მდებარე უძრავი ქონების წითელ ხაზებში უნდა დაპროექტებულიყო შიდა ეზოს მხრიდან ღია კაფე, მათ სარგებლობაში არსებული კომერციული ფართიდან გაიჭრებოდა ღია კაფეში გასასვლელი კარი, ნალესისაგან გაიწმინდებოდა შიდა ეზოში არსებული დამცავი ჯებირის ფასადი და არსებული აგურის მასალა დამუშავდებოდა სპეციალური ლაქით. ღია კაფის თავზე მოეწყობოდა წყალგაუმტარი ტენტი, ასევე მოეწყობოდა გამწვანებისათვის ხის ქოთნები. გარდა ამისა, შპს ,,ა---------ოს“ 2015 წლის 11 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, შენობის მზიდი დანიშნულების ელემენტების ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხებოდა საპროექტო სამუშაოებს კონსტრუქციულ მზიდ ელემენტებთან მიმართებაში დასაშვებად იქნა მიჩნეული, აქედან გამომდინარე ექვემდებარებოდა სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განხორციელებას. უდავოა, რომ ამ ბრძანების საფუძველზე დამკვეთს არ განუხორციელებია შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2016 წლის 18 მაისიდან, ვინაიდან მოქმედების ვადაში, ანუ 2016 წლის 18 მაისამდე, მესამე პირს არ მიუმართავს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ ფოტომასალით ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ მზიდი კედლები (ისტორიული ნაწილი) მთლიანად დაბზარულია და ჩანგრევის პირასაა, ნაცვლად იმისა რომ მოხდეს გამაგრება- რეაბილიტაცია, რათა შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურის სამსახურმა მასში კარის გამოჭრაზე გასცა ნებართვა, რამდენადაც შპს ,,ა---------ოს“ 2015 წლის 11 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, შენობის მზიდი დანიშნულების ელემენტების ერთიანი კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხებოდა საპროექტო სამუშაოებს კონსტრუქციულ მზიდ ელემენტებთან მიმართებაში დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ 2016 წლის 06 ოქტომბერს განმეორებით დადებითი შეფასება მისცა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩა N---5--ში (ძ---–-- ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი ნებართვის გაცემის საკითხს. სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებით ქ. თბილისში, ლ----–--ის ქ. N--–5-–ში (ძ---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოს მხრიდან კარის გაჭრის, გარე კედლების გაწმენდა–დამუშავებისა და ღია კაფეს მოწყობის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით უძრავ ძეგლზე გაიცა სამუშაოების ახალი ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მხარეები ადასტურებენ, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება ძალადაკარგულია 2017 წლის 25 იანვრიდან, მესამე პირს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში არ დაუსრულებია. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მესამე პირს თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის სადავო ბრძანების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს. ამ ბრძანების საფუძველზე, დამკვეთმა მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული კარი მოაწყო კიბის უჯრედზე.
7. 2 . სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- და 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული აქტების - სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- და 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებების მიმართ მესამე პირებს უდავოდ აქვთ. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო ბრძანებებით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ ცალსახად არ დასტურდება აპელანტის იურიდიული ინტერესი და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ძალადაკარგული სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, აპელანტის სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის/აღდგენის ფაქტი.
7.3. აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 იანვრის №- და 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №2----- და 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანებების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირ---ესობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, მათ საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 იანვრის №- და 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანებები ასევე კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. 4 სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო წესით ასევე გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ბმა „ლ----–--------“-ის თავმდჯომარის ლ---------–--ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა და მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 11 იანვრის №- ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 21 ოქტომბრის N------- ბრძანების უძრავ ძეგლზე ახალი ნებართვის და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 თებერვლის N----- ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა;
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმე №-/9236-16, (მოსარჩელე - ბმა ,,ლ----–--ის-4-” თავმჯდომარე ლ---------–--ე, მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირები - შპს ,,რ----”, გ------ გ---–---–ი, ლ---- გ---–---–ი. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია - 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, განაცხადის რეგისტრაციის №-4----- 05.10.99წლის, შპს ,,რ-----ზე” ქ. თბილისი, ლ----–--ის ქ. №---ში 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე მდგომი 12 კვ. მ შენობა-ნაგებობით, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შესახებ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი განაცხადის რეგისტრაციის №-2-------, 12.06.2000 წ. გ------ გ---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თბილისი ლ----–--ის ქ. №---ში მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 12 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე; 3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, განაცხადის რეგისტრაციის №1--------- 17.11.2000 წ. თბილისი, ლ----–--ის ქ. 4--5--ში გ------ გ---–---–ისა და ლ---- გ---–---–ის საერთო საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 301 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 230,47 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე, რომელშიც შედის თბილისი, ლ----–--ის ქ. 4--ის თანამესაკუთრეთა უძრავი ქონება; 4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 11.06.2012 წლის №8-------------- გადაწყვეტილება განაცხადის რეგისტრაციის შესახებ №8----------- (საკ. კოდი 40---------------); 5. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ბათილად ცნოთ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 30 აგვისტოს №--------- დადგენილების 6.17 ნაწილი არარსებული შპს ,,რ----სათვის” ავარიულობის გამო დანგრეული შენობის ნაწილის აღდგენის ნებართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ თბილისში, ლ----–--ის ქ. 4--ში და გააუქმოთ მისი თანმდევი შედეგი თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 03.04.99 წლის გეგმები, რომლებზედაც ერთ შემთხვევაში ასახულია ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში ლ----–--ის ქ. 4--ში დანგრეული ნაწილის აღსადგენად შპს ,,რ----სათვის” 94 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მეორე შემთხვევაში, იმავე წლით და რიცხვით ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში ლ----–--ის ქ. №---ში დანგრეული ნაწილის აღსადგენად ფაქტიურად დაკავებული 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 6. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 დეკემბრის №1-------- წერილი (გადაწყვეტილება); 7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს: 1. 1996 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (რეესტრის №5------); 2. 1996 წლის 11 ივნისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს №2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; 3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” და ,,დ ქვეპუნქტების თანახმად, არარა ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტად იქნეს აღიარებული 1996 წლის 6 ივნისის №---- მიღება-ჩაბარების აქტი;8. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 6 იანვრის №0---- წერილი (გადაწყვეტილება).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი რამდენადაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. თუმცა, აღნიშნული გარემოება სახეზე არ არის ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებულ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება არ შეაბრკოლებს მოცემულ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნული გამოიწვევს განსახილველი საქმის განხილვის გაჭიანურებას.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე აპელამტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა ,,ლ----–---------” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა