განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002146057
საქმე №3ბ/1832-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - ლ-–- რ-----–--ე;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ----- ბ-–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ----- დ-----ე;
წარმომადგენელი - ე---------- მ------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N------ დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის N------ ბრძანება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რ----- დ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანება ,,რ----- დ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N------ დადგენილება და მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მოსარჩელე - რ----- დ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ღ------------ის ქუჩა (ყოფ. ი-------------–----–--) N--, ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით 2011 წლის 11 აპრილიდან რეგისტრირებულია რ----- დ-----ის სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ღ------------ის ქუჩა (ყოფ. ი-------------–----–--) N--, ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით 2016 წლის 06 ივლისიდან რეგისტრირებულია ი-----–- დ-----ის სახელზე (ს.ფ. 130-131; 157-158).
4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რ----- დ-----ის მიმართ 2016 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა მითითება N------, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა N---ში (ს/კ 0---------------) არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოებია უნებართვო რეკონსტრუქცია, კერძოდ ფასადის მხრიდან გაუქმებულია საზაფხულო და მოწყობილია საცხოვრებელი ფართი. ასევე, დამატებით მოწყობილია საცხოვრებელი ფართები, სათავსო და სველი წერტილები. დარღვევის გამოსწორების მიზნით რ----- დ-----ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენატიის წარდგენა ან დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად რ----- დ-----ეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე (ს.ფ. 119-120).
4.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 აგვისტოს N------ შემოწმების აქტის თანახმად, რ----- დ-----ის მიერ არ შესრულდა 28.06.2016 წლის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ.121-122).
4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის ოქმის მიხედვით, ტ-------- ქ-----ე განმარტავს, რომ ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა N---ში (ს/კ 0----------------ში) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია და ასევე სველი წერტილის მოწყობა არ არის მის მიერ განხორციელებული (ს.ფ. 123-124).
4.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის N------------ ბრძანებით რ----- დ-----ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით და აღნიშნული ორთვიანი ვადა აითვალა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 173).
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის N------ ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა რ----- დ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ სველი წერტილები არ არის მის მიერ მოწყობილი, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები განახორციელა მოქალაქე ტ-------- ქ-----ემ, რომელიც დღეისათვის შეჭრილია მის საკუთრებაში და სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა გამოსახლების თაობაზე. რ----- დ-----ემ ასევე აღნიშნა, რომ არც სხვა დარღვევები, რაც აღნიშნულია მითითებაში, არ არის მის მიერ მოწყობილი, ასევე მიუთითა, რომ ამ ფართებით დიდი ხანია სარგებლობს ტ-------- ქ-----ე და არ იცის, ვის მიერ არის განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. სამართალდარღვევის გამოსწორებას ვერ ახერხებს, ვინაიდან ამჟამინდელი მოსარგებლეები უფლებას არ მისცემენ განახორციელონ დემონტაჟი (ს.ფ. 175-176).
4.7. 2016 წლის 26 დეკემბრის რეაგირების ოქმის თანახმად, მოქალაქე რ----- დ-----ის განცხადების საფუძველზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა ქ. თბილისი, ღ------------ის ქ. N---ში, სადაც მოქალაქე რ----- დ-----ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ფლობს მიწის ფართს და შენობა-ნაგებობას, სადაც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითების საფუძველზე სურს მოახდინოს უკანონოდ მიშენებული სველი წერტილების ოთახის დემონტაჟი, რაშიც ხელს უშლის მოქალაქე ტ-------- ქ-----ე, რომელთანაც აქვს სასამართლოში დავა. რ----- დ-----ემ მოითხოვა, რომ გაეფრთხილებინათ ტ-------- ქ-----ე, რათა ხელი არ შეეშალა მისთვის დემონტაჟის განხორცილებაში (ს.ფ. 76).
4.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც რ----- დ-----ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა (ყოფ. ი-------------–----–--) N---ში (ს/კ 0---------------), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის (ფასადის მხრიდან გაუქმებულია საზაფხულო და მოწყობილია საცხოვრებელი ფართი, ასევე დამატებით მოწყობილია საცხოვრებელი ფართები, სათავსო და სველი წერტილები). ამავე დადგენილებით ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა (ყოფ. ი-------------–----–--) N---ში (ს/კ 0---------------) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს დაევალა სამსახურის 2016 წლის 28 ივნისის N------ მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევების გამოსწორება, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (საზაფხულო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მის ნაცვლად მოწყობილი საცხოვრებელი ფართის დემონტაჟი, ასევე დამატებით მოწყობილი საცხოვრებელი ფართების, სათავსოს და სველი წერტილების დემონტაჟი). რ----- დ-----ეს დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში (ს.ფ. 195-198).
4.9. 2017 წლის 20 იანვარს რ----- დეისაძემ N----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბერის №------ დადგენილების ბათილად ცნობა. 2017 წლის 24 თებერვალს, 29 მარტს და 27 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომები (ს.ფ. 21-23, 149-154).
4.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ----- დ-----ის 2017 წლის 20 იანვარის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის №------ დადგენილება (ს.ფ. 24-28).
4.11. საქმეზე წარმოდგენილი შეგებებული სამოქალაქო სარჩელისა და სასამართლოს მიერ ელექტრონული წესით მოძიებული ინფორმაციის თანახმად დასტურდება, რომ რ----- დ-----ესა და ე-–------ ქ-----ეს შორის, უძრავ ნივთთან დაკავშირებით (მდებარე ქ. თბილისი, ღ------------ის ქუჩა N--, ს/კ 0---------------) საკუთრების უფლების თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს სასამართლო დავა (ს.ფ. 87-108).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რ----- დ-----ის მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სველი წერტილები არ არის მის მიერ მოწყობილი, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მოქალაქე ტ-------- ქ-----ის მიერ, რომელიც შეჭრილია მის საკუთრებაში და სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ არც სხვა დარღვევები, რაც აღნიშნულია მითითებაში, არ არის მის მიერ მოწყობილი. ამ ფართებით დიდი ხანია სარგებლოს ტ-------- ქ-----ე და არ იცის, ვის მიერ არის განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. აქვე, სასამართლომ მიუთითა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციაზე, რომელიც ეყრდნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის ოქმს, სადაც ტ-------- ქ-----ე აცხადებს, რომ მას არ განუხორციელებია ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა N---ში (ს/კ 0----------------ში) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია და ასევე სველი წერტილის მოწყობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ აქტში არსად არ არის მითითება იმის თაობაზე, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე დაადასტურა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია რ----- დ-----ის მიერ. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა და არ გამოიკვლია ის გარემოება, რაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, რომ მას არ მიეცა მითითების შესრულების შესაძლებლობა, ვინაიდან სადავო ფართში ცხოვრობს ტ-------- ქ-----ე, რომელმაც არ მისცა არც დემონტაჟის და არც აზომვითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ შეუფასებია საპატრულო პოლიციის მიერ შედეგნილი 2016 წლის 26 დეკემბრის რეაგირების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე რ----- დ-----ის განცხადების საფუძველზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა ქ. თბილისი, ღ------------ის ქ. N---ში, სადაც მოქალაქე რ----- დ-----ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ფლობს მიწის ფართს და შენობა-ნაგებობას, სადაც მერიის ზედამხედველობის საქალაქოს სამსახურის მითითების საფუძველზე სურს მოახდინოს უკანონოდ მიშენებული სველი წერტილების ოთახის დემონტაჟი, რაშიც ხელს უშლის მოქალაქე ტ-------- ქ-----ე, რომელთანაც აქვს სასამართლოში დავა. რ----- დ-----ემ მოითხოვა, რომ გაეფრთხილებინათ ტ-------- ქ-----ე, რათა ხელი არ შეეშალა მისთვის დემონტაჟის განხორცილებაში. დასახელებული გარემოებები საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას ტ-------- ქ-----ის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელიც სახეზე არ არის. აქვე, აპელანტი მიუთითებს, რომ თუკი სამსახურისთვის ცალსახად არ დგინდება მწარმოებელი პირი, მაშინ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება რ----- დ-----ის პოზიციას უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირად ტ-------- ქ-----ის მითითებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგგენილი შესაბამისი მტკიცებულება აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ტ-------- ქ-----ემ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.
აპელანტი ასევე არ იზიარებს პოზიციას სამართალდარღვევის გამოსწორების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის 2016 წლის 26 დეკემბრის რეაგირების ოქმით ცალსახად არ დასტურდება დემონტაჟის განხორციელების ხელშეშლა, მასში საუბარია მხოლოდ სველი წერტილების დემონტაჟის ხელშეშლაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გამხდარიყო სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
8.2. სააპელაციო პალატა, სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, დამატებით მიუთითებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე:
8.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N2/25651-15) მოსარჩელე ი-----–- დ-----ესა და მოპასუხეებს ე-–------ ქ-----ესა და ნ---- ღ-----–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ,,ჩვენ მხარეები ერთის მხრივ - ი-----–- დ-----ე პ/ნ 0---------- მცხ. ქ. თბილისი ღ. ღ------------ის ქ.N-- და მეორე მხრივ ე-–------ ქ-----ე პ/ნ 0----------, ნ---- ღ-----–---–ი პ/ნ 0---------- მცხ. ქ. თბილისი, ღ------------ის ქ. N-- ვთანხმდებით შემდეგზე: უძრავი ქონება, ს/კ 0--------------- ეკუთვნის ე-–------ ქ-----ეს და ნ---- ღ-----–---–ს, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ 1950 წლიდან და განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები. მხარეები ადასტურებენ, რომ ი-----–- დ-----ე და მისი ოჯახი ფაქტობრივად არ სარგებლობდნენ და არ ფლობდნენ ე-–------ ქ-----ის და ნ---- ღ-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ქონებას, რომლის საკუთრებაში გადაცემაც განისაზღვრა ამ მორიგების აქტით და პასუხს არ აგებენ ამ ქონებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. ჩემი მხრიდან ი. დ-----ე თანხმობას ვაცხადებ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირონ საკუთრებაში უძრავი ქონება ს/კ N0--------------- მდებარე ქ. თბილისი, ღ------------ის ქ. N---ში ე-–------ ქ-----ემ და ნ---- ღ-----–---–მა. ჩვენ მხარეები თანახმა ვართ შეწყდეს ყოველგვარი დავა სასამართლოში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით. მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გაგვაჩნია არანაირი პრეტენზია და არც მომავალში ვაპირებთ რაიმე სახის დავას აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.'' (ს.ფ. 401-404).
8.3. განსახილველი დავის საგანია სამშენებლო სამართალდაღვევა. დავის არსებითად სწორად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო საქმიანობაზე და მის დემონტაჟზე პასუხისმეგებელი პირის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, რ----- დ-----ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ სადავო სამშენებლო საქმიანობა არ ყოფილა მის მიერ განხორციელებული, ამასთან, მას არც დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა, ვინაიდან ობიექტის ფაქტობრივ მფლობელობას წლების განმავლობაში ახორციელებს სხვა პირი - მეზობელი ტ-------- ქ-----ე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, მათ შორის სამშენებლო საქმიანობას. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (ამავე კოდექსის 25.2 მუხლი). თავის მხრივ ,,მითითება“ წარმოადგენს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (ამავე კოდექსის 15.,,ღ“ მუხლი). ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს მითითებას ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.
სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ზედამხედველობას (2.1 მუხლი), იგი უფლებამოსილია განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს მითითება (4.1.,,ბ“ მუხლი).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემომითითებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის პირველ ეტაპზე მითითების გაცემა.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რ----- დ-----ის მიმართ 2016 წლის 28 ივნისს შედგა N------ მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ღ------------ის ქუჩა N---ში (ს/კ 0---------------) არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოებია უნებართვო რეკონსტრუქცია, კერძოდ ფასადის მხრიდან გაუქმებულია საზაფხულო და მოწყობილია საცხოვრებელი ფართი. ასევე, დამატებით მოწყობილია საცხოვრებელი ფართები, სათავსო და სველი წერტილები. დარღვევის გამოსწორების მიზნით რ----- დ-----ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენატიის წარდგენა ან დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად რ----- დ-----ეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
მოსარჩელე რ----- დ-----ის განმარტებით, სადავო სამშენებლო ობიექტი არ იყო მის მიერ აშენებული, ამასთან იგი არ ფლობს მას. სადავო ობიექტს ფაქტობრივად ფლობს ტ-------- ქ-----ე, რომელიც თვითნებურად არის შეჭრილი რ----- დ-----ის საკუთრებაში. მოსარჩელე ასევე მოიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა დავა მოსარჩელის საკუთრებიდან ტ-------- დ-----ის გამოსახლების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ რ----- დ-----ე ფაქტობრივად ვერ ახორციელებდა მისი საკუთრების ობიექტის ფლობას, რაც დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული მითითების შესრულებისთვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, დასახელებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელე ვერ ახორციელებდა ფაქტობრივ ბატონობას საკუთრების ობიექტზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებული იქნა როგორც სამშენებლო სამართალდარღვევით ნაწარმოები ობიექტი და მოთხოვნილ იქნა ობიექტის დემონტაჟი.
პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი. მოცემული ნორმის საფუძველზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სადავო ობიექტის მესაკუთრე, ასევე მისი მოსარგებლე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ არის ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა დაედგინა სწორედ აღნიშნული გარემოება და მის შესაბამისად განესაზღვრა სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე ვალდებული პირი. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე რ----- დ-----ის განმარტება, რომ იგი ვერ ახორციელებდა სადავო ობიექტზე ბატონობას, ასევე არ გაითვალისწინა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი, რომელიც ცალსახად ადასტურებს მეზობელ პირთა შორის კონფლიქტს სადავო ობიექტით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო რ----- დ-----ემ ვერ უზრუნველყო მითითების შესრულება და ვერ განახორციელა უკანონო სამშენებლო ობიექტის დემონტაჟი, რაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რ----- დ-----ის მიმართ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ №------ დადგენილების გამოცემის საფუძველი გახდა, რომლის შედეგად მოსარჩელე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, მასვე დაეკისრა N------ მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევების გამოსწორება, კერძოდ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს რ----- დ-----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე ნაწარმოები აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი პრინციპის უგულებელყოფით, რაც გულიხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული ორგანო რ----- დ-----ის იმ პოზიციას, რომ იგი ვერ სარგებლობდა სადავო ობიექტით, უპირისპირებს ტ------- ქ-----ის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას არ განუხორციელებია სადავო მშენებლობა. პალატას მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის განმარტება, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული მიზნით ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა გამოკითხვა და საქმეში არსებული მტკიცებულებების (მათ შორის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის) შეჯერება.
მოცემულ საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაჯეროვან, ზედაპირულად ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე მიუთითებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაც, რომლის თანახმად, მოდავე მხარეები - რ----- დ-----ე და ე-–------ ქ-----ე, ასევე ნ---- ღ-----–---–ი მორიგდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის ეტაპზე. მორიგების აქტში მხარეებმა დაადასტურეს, რომ სადავო ობიექტი ეკუთვნის ე-–------ ქ-----ეს და ნ---- ღ-----–---–ს, რომლებიც ფაქტობრივად ფლობენ მას 1950 წლიდან და განხორციელებული აქვთ სხვადასხვა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები. მხარეები ადასტურებენ, რომ ი-----–- დ-----ე და მისი ოჯახი ფაქტობრივად არ სარგებლობდა და არ ფლობდა ე-–------ ქ-----ის და ნ---- ღ-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ქონებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული გარემოება წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას განსახილველი დავისთვის, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. აპელანტი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -