განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
010141318700058496
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700058496

საქმე № 1აგ/3---18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა, ზეპირი მოსმენით.

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ბ-------------------------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

სასჯელმოხდილი: ზ--------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ქ-----------------------------------------------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით, ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ზ--------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-----------ს, რ----- ნ---------ი დაახლოებით 23:00 საათზე იმყოფებოდა მ----–---–----------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა 10 ლარის სანაცვლოდ სთხოვა ყვავილების თაიგულის ატანა ქ.----------–---–--------------------------ის ბოლო სადარბაზოს მესამე სართულზე მცხოვრებ ნ---------–-–---–თან, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა და ყვავილები მიიტანა მითითებულ მისამართზე, სადაც კარები გაუღო ნ---------–-–---–ის მეუღლემ ზ--------------ემ, შეიტყო რა მისვლის მიზეზი, გაბრაზებულმა განიზრახა რ----- ნ---------ის ჯანმრთელობის დაზიანება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ჩაიყვანა ეს უკანასკნელი სახლის ეზოში, სადაც მუშტი დაარტყა სახის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად რ----- ნ---------ი დაეცა და მიუხედავად აღნიშნულისა ზ--------------ე წაქცეულზე აგრძელებდა მის ხელებითა და ფეხებით ცემას, ხოლო როცა ჩათვალა, რომ მიაღწია დასახულ მიზანს დაანება თავი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენი ზ--------------ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 26 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ბ---------------ამ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის განაჩენის გადასინჯვა.

 

შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2016 წლის 29 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკრი ნიშნით დევნილ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2018 წლის 19 მარტს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ იქნა დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით.

 

2018 წლის 19 აპრილის მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ დადგენილებით, სისხლის სამართლის N0-------- საქმის წარმოების პროცესში არსებითად დარღვეულია მსჯავრდებულ ზ-----------–-------------------ის (პ/ნ 3----------, დაბადებული:1---------წ.) თვისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები.

 

შუამდგომლობაში ბრალდების მხარე უთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ზ--------------ის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილი იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რაც ამტკიცებს ზ--------------ის უდანაშაულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

შუამდგომლობის, დადგენილების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

 

პალატის მიერ შესწავლილი იქნა ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რა დროსაც გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი ზ--------------ის მიმართ.

 

პალატა პირველ რიგში მიუთითებს ბრალდების მხარის პოზიციაზე, რომლითაც ზ--------------ე უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რისთვისაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის განაჩენით დაედო მსჯავრი. ბრალდების მხარემ, ხსენებული პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე.

 

შუამდგომლობის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა ზ--------------ემ განმარტა, რომ 1995 წლიდან მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში. ვინაიდან უკმაყოფილო იყო ხელისუფლებით, 2010 წელს გაწევრიანდა პოლიტიკურ პარტიაში ,,დე-------------–-----------------------------------–---თვის“, ასევე იყო ,,სახალხო კრების“ აქტიური წევრი. ამ პერიოდში დასაქმებული იყო და თავისუფალ დროს აქციებში იღებდა მონაწილეობას. იგი მუშაობდა ე.წ. სტ------–------------ის დაცვის სამსახურში, საიდანაც 20---–-–ის თებერვალში გაათავისუფლეს პოლიტიკური აქტივობის გამო. 20---–-–ის 25 მაისს, რუ-------–-----------ზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დარბეული იქნა ხელისუფლების მიერ. რა დროსაც დაკავებული იქნა მისი შვილი და შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით ჰქონდა მუდმივი შიში რომ მასაც დააკავებდნენ. 2----–-–-----------ს, დაახლობით, ღამის 12:00 საათზე, ყოფილ მეუღლესთან - ნ---------–-–---–თან და ქალიშვილ - თ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ----------–----–--------------ზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში. კარებზე გაისმა კაკუნი, მან გააღო და დაინახა, რომ იდგა 35 წლის წვერგაუპარსავი მისთვის უცნობი მამაკაცი (როგორც მოგვიანებით შეიტყო რ-----------------ი), რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა. უცნობმა მამაკაცმა განუმარტა, რომ თაიგული ნ---------–-–---–თან გამოატანეს. იგი მიხვდა, რომ პროვოკაციას უწყობდნენ, თავი შეიკავა და კარი მიხურა. თუმცა უცნობმა კვლავ დააკაკუნა და შეეცადა ყვავილები დაეტოვებინა. ამასთან უმეორებდა, რომ ის პირი, ვინც თაიგული გამოატანა სადარბაზოსთან იდგა. მიხვდა, რომ ეს პირი მის ეზოში ჩატყუებას ცდილობდა. მან გამოართვა თაიგული, რომელშიც ჩადებული იყო წერილი. იგი არ აპირებდა ეზოში ჩასვლას, თუმცა ხმაურზე მისი მეუღლე გამოვიდა და მოისურვა ენახა, თუ ვინ გამოუგზავნა თაიგული. როცა ეზოში ჩავიდნენ რ-----------------თან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება, ამ დროს ახლო-მახლო მეზობელ ე-–------------ის გარდა არავინ შეუნიშნავს. ე-–------------ბა უცნობ პიროვნებას მოუწოდა შეეწყვიტა გინება, წასულიყო და ხელი ჰკრა, რასაც წაბორძიკებაც კი არ მოჰყოლია. ამის პარალელურად მისმა ყოფილმა მეუღლემაც უთხრა, რომ ყველაფრის გასარკვევად საპატრულო პოლიციაში დარეკავდნენ, რის გაგონებაზეც რ-----------------მა ჩქარი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია, რითაც ინციდენტი დამთავრდა. ამის შემდეგ, მათმა ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანეს საჩივარი მისი შვილის დაკავების დროს უფლებების დარღვევის თაობაზე. 20---–-–ის 11 ივლისს, აპირებდა საზღავარგარეთ შვილის სამკურნალოდ წაყვანს, თუმცა 10 ივლისს, როდესაც სახლიდან გამოვიდა, დააკავეს და გადაიყვენს ქ. რუსთავის შს პირველ განყოფილებაში, სადაც განყოფილების უფროსისაგან შეიტყო, რომ ნ---------ის ცემის გამო იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, სთხოვდნენ გამოეტანა სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი მისი შვილის უფლებების დარღვევის თაობაზე ან ეღიარებინა დანაშაული და თავისუფალი იქნებოდა. მან არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა და იხდიდა სასჯელს. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 20---–-–----- იანვარს, ამნისტიის საფუძველზე.

 

მოწმე ნ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ზ--------------ის ყოფილი მეუღლე. 2----–-–-----------ს ქ. რუ-----–---–-----------------------------------------ში ცხოვრობდა შვილთან - თ----------------ესთან და ზ--------------ესთან ერთად. დაახლოებით 11:30 საათზე, როდესაც უკვე დასაძინებლად იწვა, კარზე კაკუნის ხმა გაიგონა. ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ მისული იყო უცხო მამაკაცი ყვავილებით ხელში. თავდაპირველად ეგონა, რომ მისამართი შეეშალათ, რადგან მათ სამეზობლოში სხვა ნ----– ცხოვრობდა. ვინაიდან აღნიშნული პიროვნება ამბობდა, რომ თაიგულის გამომგზავნი მას სადარბაზოსთან ელოდა, მის მეუღლესთან და უცნობთან ერთად ჩავიდა ეზოში, იმის გასარკვევად ნამდვილად მას გამოუგზავენს თუ არა თაიგული და შეცდომას ხომ არ ჰქონდა ადგილი. თუმცა ეზოში არავინ დახვდათ. ვინაიდან ოჯახში დაძაბულობის თავიდან აცილება სურდა, უცხო მამაკაცს უთხრა, რომ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, რათა გაერკვიათ თაიგულის გამომგზავნის ვინაობა, რის შემდეგაც უცნობი გაიქცა. ზ--------------ესა და უცნობ მამაკაცს შორის ფიზიკური დაპირისპირება არც ბინაში და არც ეზოში არ მომხდარა, მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. მოგვიანებით, ზ---- დაიჭირეს რ-----------------ის ცემის გამო და გაასამართლეს. ზ---- ნი---------------ის პარტიის წევრობის გამო იდევნებოდა. ციხიდან კი გათავისუფლდა პოლიტიკური პატიმრობის გამო.

 

მოწმე მ-----–------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–--------ის თვეში მუშაობდა შსს ქალაქ რუსთავის შ---------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებლად. ზ--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ რ-----------------მა ზ--------------ის მეუღლეს უცხო პიროვნების თხოვნით, თანხის სანაცვლოდ, მიართვა ყვავილების თაიგული, რაზედაც ზ--------------ე გაბრაზდა და რ-----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. უშუალოდ თუ ვისგან გახდა მისთვის ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით არ ახოვს. გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი დ---------------ძე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის იყო გამოყოფილი სხვა თანამშრომლები, ხოლო თვითონ ამ საქმეში არ იყო ჩართული.

 

მოწმე დ---------------ძის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–------------–ში მუშაობდა რუსთავის რეგიონალურ სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად. რუსთავის საავადმყოფოდან შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება რ-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. იგი გავიდა მის სანახავად, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, ამოიღო მისი ტანსაცმელი და დაკითხა რ-----------------ი. ნ---------ის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები და დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. რ-----------------ისთვის დაზიანებების მიმყენებილი პირის ვინაობა დადგინდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რის შემდეგაც ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, ზ--------------ის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინებით, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა ამოსაცნობად. მოწმემ განმარტა, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, თუ ვისგან და რა ნივთი იქნა ამოღებული, ან სად ჰქონდა დაზიანება რ-----------------ს ვერ იხსენებს. მას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და ვერც იმას იხსენებს სხვა თანამშრომლებმა დაათვალიერეს თუ არა. თვითმხილველების დადგენის მიზნით, გატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, მაგრამ ასეთი ვერ იქნა დადგენილი. ასევე მხოლოდ მანქანის ფერით და პიროვნების ზოგადი აღნაგობით ვერ დადგინდა ყვავილების თაიგულის გამგზავნი პირის ვინაობა.

 

მოწმე ი-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–------------–ში მუშაობდა ქ-------------–--------–-------------------ში ექთნად. მის მოვალეობებში შედიოდა პაციენტისათვის ექიმის დანიშნული მკურნალობის და მანიპულაციების ჩატარება. თუ პაციენტს ექნებოდა დაზიანებები, აღნიშნულს ატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს. როდესაც ხელი მოაწერა ნივთმტკიცების ამოღების ოქმზე, დაადასტურა ფაქტი, რომ პაციენტმა რ-----------------მა გაიხადა მაისური და გადასცა პოლიციელებს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელმოწერით, თუმცა ოქმი არ წაუკითხავს. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია თუ საიდან ჰქონდა დაზიანებები რ-----------------ს.

 

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2011 წელს ცხოვრობდა ქ-----------–-------–---–----------------------------ში. რ-----------------ს იცნობს სკოლიდან და მეგობრობდა მასთან. 2----–-–------------–ში მასთან სახლში ორმა პიროვნებამ მიიყვანა რ-----------------ი, რომლიც საავამყოფოდან იყო გამოწერილი. მას სახე ჰქონდა დასიებული, თუმცა მიზეზი არ უკითხავს. იგი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან სახლში, რა დროსაც მუდმივად დარაჯობდა ორი პირი, რომლებიც როგორც მოგვიანებით შეიტყო, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელებს ეშინოდათ, რომ რ-----------------ისთვის რაიმე არ დაეშავებინათ ან არ მოეკლათ იგი. მას რ----- ნ---------მა უთხრა, რომ მაღაზია ,,პ----–თან“ უცხო ადამიანმა სთხოვა ყვავილების ატანა კონკრეტულ მისამართზე, რაც შეასრულა და მას ბინიდან გამოსულმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც მისთვის ცნობილია, რ-----------------ი იყო პოლიციის ინფორმატორი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული თ---------------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი არის ზ--------------ის ქალიშვილი. 2----–-–--------ის თვეში მამა ცხოვრობდა მასთან და დედასთან ერთად მისამართზე ქ----------------–------------------------------------------ში. იმ ღამეს იგი მამასთან ერთად უყურებდა ტელევიზორს, ხოლო დედა იწვა. დაახლობით ღამის 12:00 საათზე კარზე დააკაკუნეს. კარის გასაღებად მამასთან ერთად თვითნაც გავიდა. კარის გაღების შემდეგ, მან დაინახა მაღალი, შავგვრემანი, არაქართული გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა და თქვა, რომ ქალბატონ ნ---------- უნდა გადაეცა. მამამ გამოართვა თაიგული, რომელშიც ბარათი იდო. აღნიშნულზე მამა გაბრაზდა. ხმაურზე დედა ოთახიდან გამოვიდა. საუბარისას გაირკვა, რომ ამ მამაკაცს თანხის სანაცვლოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა სთხოვა ყვავილების ამოტანა, ხოლო აღნიშნული პიროვნება სადარბაზოსთან ელოდებოდა. ამის შემდეგ, დედა, მამა და უცნობი პიროვნება ჩავიდნენ ეზოში ყვავილების გამომგზავნის სანახავად. რამოდენიმე წუთის შემდეგ მისი მშობლები ამოვიდნენ სახლში და უთხრეს, რომ ეზოში არავინ დახვდათ, ხოლო მამაკაცი გაიქცა. ბინაში ყოფნის დროს მამასა და უცნობს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ხოლო როგორც მისთვის მშობლებისგან არის ცნობილი, მსგავსს არც ეზოში ჰქონია ადგილი. ზ--------------ის დაკავება და მასზე აღნიშნული დანაშაულის დაბრალება მოხდა მისი ოპოზიციური საქმიანოს გამო.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ე-–------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 20 წელზე მეტია ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ-----------–-----–-----------------------------------------ში. იგი მუშაობდა ,,სტ------–------------აზე“, საიდანაც იცნობდა დაცვის თანამშრომელ ზ--------------ეს. მოგვიანებით, ზ--------------ე მის მეზობელზე დაქორწინდა და საცხოვრებლად მათ კორპუსში გადავიდა. 2----–-–------------–ში, სამუშაოს დასრულების შემდეგ შინ ბრუნდებოდა და ვინაიდან იყო სასიამოვნო ამინდი, ცოტა ხანი ეზოში შეყოვნდა, რა დროსაც მოესმა მამაკაცების ყვირილის და გინების ხმა, რომელიც სადარბაზოდან გამოდიოდა. მან დაინახა, რომ სადარბაზოდან გამოვიდნენ ზ--------------ე და მისთვის უცნობი მამაკაცი. მოგვიანებით კი ჩამოვიდა ზ--------------ის მეუღლეც. მან ზ----ს შეატყო, რომ იყო აღელვებული და უცნობ მამაკაცს ეკითხებოდა, თუ ვინ გამოგზავნა მასთან სახლში. უცნობი უწმაწური სიტყვებით მიმართვდა ზ--------------ეს რაც არ ესიამოვნა და მოუწოდა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა ბილწისტყვაობა. მათ შორის საუბარი გაგრძელდა რამოდენიმე წუთს, რა დროსაც ზ--------------ე უცნობ მამაკაცს ხელით არ შეხებია. რამოდენიმე წუთში ხსენებული მამაკაცი მოულოდნელად გაიქცა. აღნიშნული პიროვნების წასვლის შემდეგ, ზ----მ მას უთხრა, რომ იგი მათთან სახლში მისული იყო ყვავილების თაიგულით. ზ--------------ე ხსენებული მამაკაცისგან ცდილობდა გაერკვია, თაიგულის გამომგზავნის ვინაობა. რამოდენიმე თვის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ---- დაკავებული იქნა აღნიშნული პირის ცემის გამო.

 

პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვი შექმნა იმ ბრალდების საფუძვლიანობაში, რაშიც ზ--------------ე დამნაშავედ იყო ცნობილი. განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ნ---------–-–---–ის, თ---------------ის და ე-–------------ის ჩვენებებით დაადასტურდა, რომ 2----–-–------------ს, ზ--------------ე რ-----------------ს ფიზიკურად არ შეხებია და მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. მოწმე ი-------------ის ჩვენებით დასტურდება ის ფაქტი, რომ რ-----------------ი მოთავსებული იყო საავადმყოფოში, ხოლო ის გარემოება, თუ რისგან ჰქონდა დაზიანებები რ-----------------ს - არ დადგენილა. ასევე მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია ის გარემოება, რომ რ-----------------ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა მასთან სახლში, რა დროსაც განუწყვეტლივ დარაჯობდა პოლიციის ორი თანამშრომელი. საგულისხმოა ის გარემოებაც რომ გამოძიების მიერ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, ასევე არ იქნა გატარებული ღონისძიებები ფაქტის თვითმხილველი მოწმეების დასადგენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. პალატა თვლის, რომ განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს და დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ზ--------------ის უდანაშაულობას. რის გამოც, უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი ზ--------------ის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პ----–იპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს, სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის გამამტყუნებელი განაჩენები და მის ნაცვლად ზ--------------ის მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ბ---------------ას შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------------ის განაჩენები.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი