განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
110210018002336111
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210018002336111

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 923

30 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: ხ------- კ---–--ე

წარმომადგენელი: მ------ ა-------ე

მოწინააღმდეგე მხარე: გ---–----- ს---–-----–--ე

წარმომადგენელი: ნ--- ფ------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ---–----- ს---–-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობით ნაწილი:

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ---–----- ს---–-----–--ემ, მოპასუხე მხარედ ხ------- კ---–--ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხე ხ------- კ---–--ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხის 8000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით: 2013 წლის დასაწყისში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოწმეთა თანდასწრებით, მოპასუხე ხ------- კ---–--ეს ასესხა 8000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2015 წლის აგვისტოს თვეში. დროის ამოწურვის შემდეგ, მოსარჩელე სისტემატურად თხოვდა მოვალეს თანხის გადახდა, თუმცა უშდეგოდ, შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის - 8000 ლარის დაბრუნება ითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ხ------- კ---–--ეს ესაჭიროებოდა თანხა სესხის გამოტანისათვის, რის გამოც მან ხ------- კ---–--ეს გადაუფორმა თავისი კუთვნილი ერთოთახიანი ბინა, რომლით უზრუნველყოფის შემდგომაც ხ------- კ---–--ემ გამოიტანა სესხი ბანკიდან, შესაბამისად იპოთეკით დატვირთვა აღნიშნული ბინა. ხ------- კ---–--ემ სესხის თანხა არ გადაიხადა. მოსარჩელეს ბინა, რომ არ დაკარგვოდა, გადაიხადა ხ------- კ---–--ის გადასახდელი თანხები, ჯამში 8000 ლარის ოდენობით. თანხა გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ეს მისცა სესხის სახით, და ითხოვს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხ------- კ---–--ემ გ---–----- ს---–-----–--ისაგან 2010 წელს იყიდა ბინა, მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–---- ქ N-, ბ------ ს.კ 3------------------. 2013 წელს ხ------- კ---–--ემ გამოიტანა სესხი სს ,,კ-----------–---------------აგან’’ 2000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით და 2014 წელს წავიდა საზღვარგარეთ. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება, არც სასესხო ურთიერთობაზე და არც ბანკის ვალის დაფარვის თაობაზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ხ------- კ---–--ესთან შეთანხმებით, ვალის დასაფარად იხდიდა თანხებს. გ---–----- ს---–-----–--ე ამ თანხებს იხდიდა თავისი სარგებლობისათვის, ვინაიდან ის თავად ფლობდა ამ ბინას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ---–----- ს---–-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ხ------- კ---–--ეს გ---–----- ს---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 1524 (ათას ხუთას ოცდაოთხი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრის და 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარისა და 64 (სამოცდაოთხი) ცენტის ეკვივალენტი - 972 (ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის, ჯამში 2496 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა და 63 (სამოცდასამი) თეთრის გადახდა. გ---–----- ს---–-----–--ეს უარი ეთქვა მოპასუხე ხ------- კ---–--ეზე 5 503 (ხუთი ათას ხუთას სამი) ლარისა და 37 (ოცდაჩვიდმეტი) თეთრის დაკისრებაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 15 იანვარს ხ------- კ---–--ესა და სს „კ-----------–---------------“ შორის გაფორმდა N--------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------- კ---–--ეს მიეცა კრედიტი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 2014 წლის 14 იანვრამდე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხ------- კ---–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–---- ქ.N-, ბ------ ს.კ 3------------------.

გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ის, 2013 წლის 15 იანვრის NC------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოტანილი სესხის დაფარვის მიზნით, სს „კ-----------–---------------“ ანგარიშზე პერიოდულად გადაიხადა თანხები, ჯამში 1524.48 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 985-986-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება, იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში ვალი რეალურად არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილია, რომ გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ის, 2013 წლის 15 იანვრის N--------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოტანილი სესხის დაფარვისათვის პერიოდულად გადაიხადა თანხები, ჯამში 1524.48 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმოდგენილ ყველა სალაროს შემოსავლის ორდერში, თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია - ხ------- კ---–--ის სესხის დაფარვა და სესხის ხელშეკრულების ნომერი C------- .

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი მოპასუხის ვალის კონდიქციის წესით ანაზღაურების წინაპირობა, ვინაიდან აღნიშნულით უსაფუძვლოდ დაიზოგა მოპასუხის ქონება.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე ხ------- კ---–--ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ---–----- ს---–-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

აპელანტის განმარტებით: მოსარჩელე გ---–----- ს---–-----–--ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის დასაწყისში ხ------- კ---–--ეზე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მისესხებული 8000 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინა სს „კ----------–---------------ში“ გადახდის ქვითრები, თითქოს გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ეს გადაუხადა თანხა, რაც მიიჩნია სესხად და მისი დაბრუნება ითხოვა. სასამართლომ თვითნებურად შეცვალა დავის საგანი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და სრულიად სხვა საფუძვლით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ---–----- ს---–-----–--ის ისეთი მოთხოვნა, რომელი საფუძვლითაც მოსარჩელე არ ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხ------- კ---–--ემ მიიღო სარგებელი და უსაფუძვლოდ გამდიდრდა გ---–----- ს---–-----–--ის ხარჯზე, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ხ------- კ---–--ემ 2010 წლის 29 ნოემბერს გ---–----- ს---–-----–--ისაგან შეიძინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ერთოთახიანი ბინა, ფართით 30 კვ.მეტრი. ხ------- კ---–--ემ 2013 წლის 15 იანვარს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „კ----------–---------------სთან“ გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ბინა დატვირთა იპოთეკით და წავიდა საზღვარგარეთ. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხ------- კ---–--ის ბინა გახდა ბანკ „კ----------–---------------ს“ საკუთრება. გ---–----- ს---–-----–--ე თანხას უხდიდა სს „კ----------–---------------ს“ იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი გამოსახლება ბინიდან, რადგანაც ფაქტობრივად თვითნებურად, ის თავად ფლობდა აღნიშნულ ბინას. სს „კ----------–---------------სათვის“ გ---–----- ს---–-----–--ის მიერ გადახდილი თანხებით ხ------- კ---–--ეს არანაირი სარგებელი არ მიუღია. არც იცოდა ამის შესახებ და შესაბამისად არც გამდიდრებულა.

გარდა იმისა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოთხოვნის ხანდაზმულობა - მოთხოვნა ხანდაზმულია.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ---–----- ს---–-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ 2013 წლის 15 იანვარს ხ------- კ---–--ესა და სს „კ-----------–---------------“ შორის გაფორმდა N--------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------- კ---–--ეს მიეცა კრედიტი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 2014 წლის 14 იანვრამდე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხ------- კ---–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა მდებარე ქ.ზესტაფონი, ჩ---–---- ქ.N-, ბ------ ს.კ 3------------------.

ს.ფ. 61-64-ზე განთავსებული საბანკო ქვითრებით დადგენილია, რომ გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ის სესხის დასაფარად N--------- – 2014 წლის 03 იანვარს, 2013 წლის 18 ივნისს, 2014 წლის 08 ივლისსა და 2014 წლის 25 აპრილს სს „კ-----------–--------------- ანგარიშზე შეიტანა 397.64 აშშ დოლარი.

ს.ფ.65-70-ზე განთავსებული საბანკო ქვითრებით დადგენილია, რომ გ---–----- ს---–-----–--ემ ხ------- კ---–--ის N---------სესხის დასაფარად 20113 წლის 14 აპრილს, 2013 წლის 13 მარტს, 2013 წლის06 ნოემბერსა და2015 წლის 20 აპრილს სს „კ-----------–--------------- ანგარიშზე შეიტანა ჯამში 1524,64 ლარი.

შესაბამისად დადგენილია, რომ ბანკისათვის, ხ------- კ---–--ის მიერ გადასახდელი თანხები 1524,64 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი იქნა გ---–----- ს---–-----–--ის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად: ”პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება”.

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით უდავოა, რომ გ---–----- ს---–-----–--ეარ იხდიდა თავის ვალს, არამედ იგი ხ------- კ---–--ის გადასახდელ თანხას უხდიდა საკრედიტო დაწესებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით პირი, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს აღჭურვილია უფლებით მოითხოვოს ამ პირისაგან გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის სწორედ ამგვარი შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა დავის საგანს და მხარეს იმაზე მეტი მიაკუთვნა, რაც მას არ უთხოვია.

მართალია მოსარჩელე მხარე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვდა, თუმცა მის მიერ მოხდა პირველი ინსტანციის სასამარტლოში კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა და კონკრეტულ ფაქტებზე მითითება. სწორედ ამ ფაქტების შეფასება მოახდინა სასამართლომ.

ის, თუ რა სამართლებრივი უსწორობა არსებობდა მხარეთა შორის და რით უნდა დარეგულირდეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა - სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე სასამართლოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შეფასება კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გაკეთებული, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლო.

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად: ” ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესებით უკან იქნეს მოთხოვილი”.

უდავოა, რომ ბანკის წინაშე ვალდებულ პირს წარმოადგენდა ხ------- კ---–--ე.

უდავოა ისიც, რომ რეალურად ეს ვალდებულება 1524,64 ლარისა და 397.64 აშშ დოლარის ოდენობით დაფარა მოსარჩელემ, რის გამოც სარჩელი მის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით საფუძვლიანია.

კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე, მოპასუხემ თავის პასუხში უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში: "თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს".

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. ხ------- კ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე