განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001192658
საქმე #1/ბ-953-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
სოფიკო კაპანაძის, ეკატერინე ჯიქიას მდივნობით
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხა--------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლე-----------ძე;
გამართლებული -ირ---–--------ძე (მონაწილეობის გარეშე) , დაბადებული19-- წლის 1-------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–-----------------------------------------------.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად: ირ---–--------ძეს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით), აგრეთვე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით), რაც გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 31 ივლისს, ირ---–--------ძე გასამართლებული იქნა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე იმავე ვადით გადაევადა.
მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული სასჯელის ვადა არ იყო გასული, მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: 2002 წლის 26 თებერვალს, 22:30 საათზე, იგი იმყოფებოდა რა ქ. თბილისში, გამსახურდიას გამზირზე მაღაზია ,,ორბიტა“-სთან გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გააჩერა და ჩაჯდა ვაზ 2107 მარკის ა/მანქანაში, სახელმწიფო ნომრით B-------, რომლის მძღოლს დაზარალებულ გიო--------------ს მოსთხოვა წაეყვანა ისინი ,,ნახალოვკა“-ში. გზად მიმავალმა ,,მალაკნების“ ხიდთან მძღოლს უთხრა აეხვია კუკიის სასაფლაოსკენ. მიუახლოვდნენ რა თეკლათის ქუჩას, ამ უკანასკნელმა ა/მანქანაში მძღოლზე მოახდინა შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ყელის არეში მიაბჯინა დანა, ხოლო მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, თავის არეში ჩაარტყა საგანი და აიძულებდნენ მანქანიდან გადასვლას. გაწეული წინააღმდეგობის გამო, გიო--------------ს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნის არეში პირველი თითის გამშლელი მყესების და ნება ფალანგის სახსრის სასახსრე ჩანთის დაზიანება, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ლოყის და მარჯვენა მტევნის მეორე თითის არეში, ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, ექსკორიაციები თხემის არეში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. გიო--------------მა მოახერხა ჩაერთო მანქანაში დამცავი მექანიზმი, რის შემდეგ გადმოვიდა ა/მანქანიდან და გაიქცა, მაგრამ ისინი დაედევნენ და დაეწივნენ რა, წაქცეულს კვლავ ურტყამდნენ ხელებით და ფეხებით, აგინებდნენ დედის მისამართით და დანის მუქარით აიძულებდნენ გადაეცა მათთვის ა/მანქანის გასაღები, მაგრამ მათ ასეთი ვერ შეძლეს, რადგან პოლიციის მუშაკების დანახვაზე ისინი მიიმალნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ირ---–--------ძე (დაუსწრებლად) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ირ---–--------ძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ირ---–--------ძის მიერ დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ სასამართლო სხდომაზე, სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გიო--------------ის, მოწმეების - ზა------–----–-–---–ის, თა-------------–-ს, ნატ-----------ის, ნი----------------ის, ელ----------------ის ჩვენებებით, 2002 წლის 27 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2002 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ ირ---–--------ძემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
გამართლებულ ირ---–--------ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე-----------ძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინადან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქმეშია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ გ.კ--------ის ჩვენება, რომელიც გარდა იმისა, რომ თანხვედრაში არ მოდის დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, არის ნაკლებად სარწმუნო, ვინაიდან ფაქტია, რომ გ.კ--------ი არ იყო გულწრფელი სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, ასეთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იქნებოდა უკანონო და არასამართლიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა გიო--------------მა განმარტა, რომ 2002 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით ღამის 22:00-23:00 საათზე, სახლიდან გამოვიდა და ღამის საათებში ტაქსაობდა საკუთარი ავტომობილით, ვაზ-2107-ით. როდესაც პეკინის ქუჩისკენ მიემართებოდა, იქვე გამსახურდიას გამზირის შუალედში, მაღაზია ,,ორბიტასთან“ მამაკაცმა დაუქნია ხელი და გააჩერა. სანამ მამაკაცი მანქანაში ჩაჯდებოდა, მან ვიღაცას დაუძახა - ,,გიორგიევიჩ მოდი, დაჯექიო“. უცებ უკანა მხრიდან ავტომანქანაში ჩაჯდა მეორე მამაკაცი. მათ მძღოლს უთხრეს, რომ წასულიყო ,,ნახალოვკაში“, რაზეც გიო--------------ი დათანხმდა. მგზავრების თქმით, ისინი ნათესავებს ეძებდნენ და როდესაც ე.წ. ,,მალაკნების ხიდს“ მიუახლოვდნენ, მძღოლს უთხრეს, რომ კუკიის სასაფლაოსკენ ასულიყო. მან აუხვია და გააგრძელა მოძრაობა. როდესაც კუკიის სასაფლაოს გასცდა, იკითხა თუ საით წასულიყო, რაზეც მგზავრებმა უთხრეს, რომ მანქანა მოეტრიალებინა. მან მოატრიალა მანქანა და წამოვიდა უკან. წინა სკამზე მჯდომმა მგზავრმა, რომელიც იყო ქერათმიანი, ოდნავ მსუქანი და სრული აღნაგობის მქონე, ხელის მუხრუჭი ამოწია. გ.კ--------მა ჰკითხა, ,,რას შვებიო?“ - რა დროსაც წინა ადგილას მჯდომმა მგზავრმა კისრის არეში დანა მიადო, ხოლო უკან მჯდომმა თავში რაღაც საგანი ჩაარტყა. ამის შემდეგ გ.კ--------ი შეშინებული გადმოხტა მანქანიდან და პულტით გათიშა მანქანა, რათა თავდამსხმელებს არ დაექოქათ და გაეტაცათ. მას პულტი ჯიბეში ედო, ხოლო თავდამსხმელებმა ვერ დაქოქეს მანქანა, გამოეკიდნენ, დაიჭირეს და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქერათმიანი მოკვლით ემუქრებოდა და პულტს სთხოვდა, ხოლო მეორე არ აქტიურობდა. ამასობაში ვიღაცამ დაიძახა ,,ბიჭო, რას შვებითო?!“, ასევე რაღაცამ გაანათა. მანქანით პოლიცია მოდიოდა და მისი ფარები იყო, რის გამოც თავდამსხმელებს შეეშინდათ და გაიქცნენ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გამოძიების დროს ფოტოსურათებით ამოიცნო წინა სავარძელზე მჯდომი თავდამსხმელი.
მოწმე ზა------–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იყო დაზარალებულ გიო--------------ის მეზობელი და ამ უკანასკნელის მიმართ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით, გიო--------------ის სახლში ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რადგან დაზარალებული შეუძლოდ იყო და იწვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად კ--------მა ამოიცნო მასზე თავდამსხმელი პირი, რასაც თავადაც ესწრებოდა.
მოწმე ნატ-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ირ---–--------ძე არის მისი ქალიშვილის - თა-------------–-ს ყოფილი მეუღლე, რომელიც ბოლოს ნახა თებერვლის თვეში, თავისი ნათესავის დაბადების დღეზე. თვითონ შვილთან ერთად სახლში დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიმ დაურეკა თა-------------–ს და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და მის წასაყვანად მისვლა სთხოვა. მან დაურეკა მეუღლის მამიდაშვილს - ზუ-----–-----–-–---–ს და სთხოვა სიძესთან მანქანით მიეყვანა, რაზეც ცაბულაშვილი დათანხმდა. ცაბულაშვილმა თა-------------–- და ნატო ჩიქოვანი მიიყვანა ირ---–--------ძესთან. ქუჩაში ხალხმრავლობა იყო, ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა. ირ---–--------ძეს ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. ისინი ,,ნაძალადევის“ მეტროსთან გაჩერდნენ, რა დროსაც ირ---–--------ძე ავტომანქანიდან გადავიდა და გაიქცა, მიზეზი მისთვის და მისი ქალიშვილისთვის უცნობი იყო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე თა-------------–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ როდესაც ირ---–--------ძე ნახა, მან უთხრა, რომ ,,ლიმონკა“ აუფეთქეს დაჭრილი იყო.
მოწმე ზუ-----–-----–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, თებერვლის თვეში, მას დაურეკა ბიძაშვილის მეუღლემ ნატ-----------მა და დახმარება სთხოვა, რადგან მის სიძეს ირ---–--------ძეს უჭირდა. თავისი მანქანით მივიდა და შეხვდა ნატ-----------სა და მის ქალიშვილს თაკო არაბულს. მათი თქმით, ირ---–--------ძე იყო დაჭრილი და საავადმყოფოში უნდა მიეყვანათ. მანქანით მიაგნეს ბაქრაძეს და თავის ორ მეგობართან ერთად ჩაისვეს მანქანაში. ირ---–--------ძე უკანა სალონში ჩაჯდა, მანქანაში ჩოჩქოლი იყო. როდესაც ცხრა ძმისა და ლეჩხუმის ქუჩებთან მივიდნენ, პოლიცია დაეწია ,,ბმვს“ მარკის ავტომანქანით და გაჩერება მოსთხოვა. მან მანქანა გააჩერა, პოლიციამ ჰკითხა თუ სად მიდიოდნენ, რაზეც უპასუხა, რომ დაჭრილი მიჰყავდა საავადმყოფოში. ამასობაში ირ---–--------ძემ გააღო ავტომანქანის კარი და გაიქცა. მას დაჭრილი ირ---–--------ძე პირადად არ დაუნახავს. საავადმყოფოში მიჰყავდა თა-------------–-ს მითითებით.
მოწმის სახით დაკითხულ რე-------------ას ჩვენებით გაირკვა, რომ შემთხვევის დღეს - 25 თებერვალს აღნიშნავდნენ მისი მეუღლის დაბადების დღეს და სტუმრებთან ერთად მათთან ასევე იმყოფებოდა ირ---–--------ძე. იმავე დღეს, გვიან ღამით, სახლის ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ირ---–--------ძე დაჭრილი იყო. მოწმის განმარტებით, ირ---–--------ძე მათთან არ დაჭრილა. ის ამ დღეს ნასვამი იყო და როდესაც დაურეკეს, ჯერ კიდევ ქეიფობდა.
მოწმის სახით დაკითხულ ნი----------------ის ჩვენების თანახმად, 2002 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე იმყოფებოდა სტუმრად ქ. თბილისში, სენაკის ქუჩა #25-ში. ამ დროს მას გარედან შემოესმა ჩხუბის ხმა და როდესაც ფანჯარა გამოაღეს, დაინახეს, რომ ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, ორ მამაკაცს ერთი მამაკაცი კედელთან ჰყავდა მიყუდებული და ურტყამდნენ. ერთ-ერთი ყვიროდა - ,,რა ვუყოთ ეხლა ამას, მანქანა წავართვათო“. ერთ-ერთი კი იძახდა, გამიშვითო და ხალხისგან დახმარებას ითხოვდა. შემდეგ მოულოდნელად დაუსხლტა მათ და გაიქცა, ხოლო ერთ-ერთმა მამაკაცმა რაღაც ააფეთქა, რის შედეგადაც სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა. სამივე მამაკაცი ერთი მიმართულებით გაიქცა. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ხსენებული მამაკაცები სახეზე არ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ელ----------------ემ ანალოგიური ჩვენება მისცა და დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე ცია-–---------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმად, იგი არის გირ---–--------ძის ბებია და ირაკლის ადგილსამყოფელი 2002 წლის შემდეგ მისთვის უცნობია. ირაკლის ჰყავს მეუღლე თამუნა არაბული, რომელიც ცხოვრობს „ნახალოვკაში“ და მცირეწლოვანი შვილი ლაშა ბაქრაძე. მან მოწმემ ირ---–--------ძის საქმიანობის შესახებ არაფერი იცის და უცნობია ირაკლის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტის თაობაზე.
2002 წლის 26 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, სენაკის ქუჩაზე, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ვერცხლისფერი რკინის რგოლი, ზედ მიმაგრებული 4 სმ სიგრძის რკინის ღეროთი.
ექსპერტმა ლევან მჟავანაძემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე თავისი ხელმოწერა.
2002 წლის 27 თებერვლის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა გიო--------------მა ამოიცნო ირ---–--------ძე, რომელმაც 2002 წლის 26 თებერვალს მასზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა და მიაყენა სხეულის დაზიანება.
2002 წლის 28 თებერვლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #7-- დასკვნის თანახმად, გი------------------ კ--------ს 2002 წლის 26 თებერვალს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნის არეში I თითის გამშლელი მყესების და ნება ფალანგის სახსრის სასახსრე ჩანთის დაზიანებით ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ლოყის და მარჯვენა მტევნის II თითის არეში. ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, ექსკორიაციები თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ ირ---–--------ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) და საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) წარდგენილი ბრალდებები ვერ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v.s TYRKEY განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის (მოთხოვნის) მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ირ---–--------ძის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით -2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, უტყუარად არ ადასტურებს ირ---–--------ძის ბრალეულობას, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან დანაშაულის ფაქტის თვითმხილველები. არც ერთი მათგანი არ ადასტურებს ირ---–--------ძის მიერ დაზარალებულ გიო--------------ის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს. კერძოდ: ნატ-----------ის განმარტებით, ირაკლიმ ბაქრაძემ დაურეკა თა-------------–ს, უთხრა, რომ დაჭრილი იყო და სთხოვა მისულიყო მის წასაყვანად. ისინი ზუ-----–-----–-–---–ის მანქანით მივიდნენ ირ---–--------ძეთან, რომელსაც ფეხიდან სისხლი მოსდიოდა, ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს და როდესაც ნაძალადევის მეტროსთან გაჩერდნენ, ი. ბაქრაძე გადავიდა ავტომანქანიდან და გაიქცა, ხოლო მიზეზი მათთვის უცნობი იყო, ხოლო მოწმის - თა-------------–-ს ჩვენებით, როდესაც ირ---–--------ძე ნახა, მან უთხრა, რომ ,,ლიმონკა“ აუფეთქეს და იყო დაჭრილი. მოწმე ზუ-----–-----–-–---–ის ჩვენებით, დაჭრილი ირ---–--------ძე პირადად არ დაუნახავს. საავადმყოფოში მიჰყავდა თა-------------–-ს მითითებით.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხული ნი----------------ის და ელ----------------ის ჩვენებებს, რომლებიც გამოკვლეული იქნა სააპელაციო პალატის სხდომაზე, ისინი ადასტურებენ მხოლოდ 2002 წლის 26 თებერვალს, სენაკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს და არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს ირ---–--------ძის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. არც ერთ მათგანს არ დაუნახავს უშუალოდ ირ---–--------ძის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, ნი----------------ის ჩვენებით, 2002 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, ქ. თბილისში, სენაკის ქუჩა #25-ში, სტუმრად ყოფნისას, გარედან შემოესმა ჩხუბის ხმა და როდესაც ფანჯარა გამოაღეს, დაინახეს, რომ ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, ორი მამაკაცი ურტყამდა ერთ მამაკაცს, ერთ-ერთი ყვიროდა - ,,რა ვუყოთ ეხლა ამას, მანქანა წავართვათო“. ერთ-ერთი იძახდა, გამიშვითო და ხალხისგან დახმარებას ითხოვდა. შემდეგ მოულოდნელად დაუსხლტა და გაიქცა, ხოლო ერთ-ერთმა მამაკაცმა რაღაც ააფეთქა, რის შედეგადაც სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა. სამივე ერთი მიმართულებით გაიქცა და არც ერთი სახეზე არ დაუნახავს. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს თავის ჩვენებაში მოწმე ელ----------------ე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ გ.კ--------ის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2002 წლის 26 თებერვალს, გამსახურდიას გამზირის შუალედში, მაღაზია ,,ორბიტასთან“ მამაკაცმა დაუქნია ხელი და გააჩერა და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მან ვიღაცას დაუძახა - ,,გიორგიევიჩ მოდი, დაჯექიო“. უცებ უკანა მხრიდან ავტომანქანაში ჩაჯდა მეორე მამაკაცი. მათ ჯერ ,,ნახალოვკაში“, შემდეგ კი კუკიის სასაფლაოსკენ წასვლა სთხოვეს. როდესაც კუკიის სასაფლაოებს გასცდა, მგზავრებმა უთხრეს, რომ მოეტრიალებინა მანქანა. მან მოატრიალა მანქანა და წამოვიდა უკან. ამ დროს წინა სკამზე მჯდომმა მგზავრმა ხელის მუხრუჭი ამოწია, წინა ადგილას მჯდომმა მგზავრმა კისრის არეში დანა დაუსვა, ხოლო უკან მჯდომმა თავში რაღაც საგანი ჩაარტყა. მას შემდეგ, რაც შეშინებული მანქანიდან გადმოხტა პულტით გათიშა, თავდამსხმელებს რომ არ დაექოქათ და გაეტაცათ. ისინი გამოეკიდნენ კ--------ს, რომელიც დაიჭირეს და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის მანქანის დანახვაზე შეეშინდათ და გაიქცნენ. 2002 წლის 27 თებერვალს დაზარალებულმა გიო--------------მა ფოტოსურათით ამოიცნო ირ---–--------ძე. მართალია, სააპელაციო პალატას არ გააჩნია დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი (იხ. #12აპ-14 გადაწყვეტილება), გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე#251აპ-16). აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში (Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი აკისრია პროკურორს; ბრალდებულს არ აკისრია ვალდებულება ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ირ---–--------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ახალი მტკიცებულება, რაც გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი ირ---–--------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი ირ---–--------ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ირ---–--------ძე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით), წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ირ---–--------ძე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით), წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ირ---–--------ძეს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი