განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
080210018002333002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002333002

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 700

1 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: ნ--- გ-----–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: ი-----------ე

წარმომადგენელი: გ---- კ-------–---–ი

მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთისა და გურჯაანის მომსახურების სამხარეო ცენტრი

თანამოპასუხე: არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ი

კანონიერი წარმომადგენელი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების დადგენილებითი ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც ნ--- გ-----–---–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის (დაბადებული: 2009 წლის 25 ნოემბერს, პირადი # 6-----------) მიმართ, კერძოდ, დედას ი-----------ეს (პირადი #6----------) მიეცა უფლება, ბავშვის მამის, ნ--- გ-----–---–ის თანხმობის გარეშე, გაიყვანოს ნ-----–---- გ-----–---–ი საზღვარგარეთ, კერძოდ, იტალიის რესპუბლიკაში არა უმეტეს ორი თვის ვადით (ივლისის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით), ბავშვის საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ი-----------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეd ნ--- გ-----–---–ი მიუთითა და ითხოვა ნ--- გ-----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება თვეში 180 ლარის ოდენობით. ნ--- გ-----–---–ისათვის, როგორც არასრულწლოვან ნ-----–---- გ-----–---–ის კანონიერ წარმომადგენლისათვის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ„ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით მინიჭებული უფლების შეზღუდვა - გასცეს წერილობითი თანხმობა ნ-----–---- გ-----–---–ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებაზე ნ-----–---- გ-----–---–ის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელემ ასევე ითხოვა ნ--- გ-----–---–ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა, შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის ნაწილში.

2. მოსარჩელის განმარტებით: 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--- გ-----–---–თან. 2009 წლის 25 ნოემბერს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ნ-----–---- გ-----–---–ი. ერთად ცხოვრობდნენ 1 წელი და 2 თვე. შვილი იზრდება დედასთან. მამას არა აქვს ბავშვთან ურთიერთობა.

3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სტაბილური სამუშაო და შემოსავალი არ გააჩნდა, შვილისათვის საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოდ გაემგზავრა იტალიაში. საქართველოში ჩამოსვლას ახერხებს სამსახურიდან თავისუფალ დროს, თუმცა ეს არ არის საკმარისი შვილთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მამას არ აქვს შვილთან ურთიერთობა, მოპასუხე ფინანსურადაც არ ეხმარება შვილს.

4. ბავშვი ამჟამად ცხოვრობს ბებიასთან.

5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს შვილი სკოლიდან თავისუფალ დროს წაიყვანოს იტალიაში, რაც საშუალებას მისცემს მეტად ჩაერთოს ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში, იზრუნოს მისი პიროვნების ფორმირებაზე, ამასთან ბავშვს საშუალება მიეცემა იმოგზაუროს, გაეცნოს ევროპული ქვეყნების ყოფას, კულტურას და ისტორიას, რასაც დადებითი გავლენა ექნება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე.

 

მოპასუხის პოზიცია

 

6. მოპასუხე ნ--- გ-----–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებაზე თანხმობის მიღების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა- წარმომადგენლობით ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში არ ცნო. განმარტა, რომ სურს შვილთან ჯანსაღი ურთიერთობა გააჩნდეს. ისეთ ვითარებაში, როცა ბავშვის დედა საზღვარგარეთ მუშაობს, ბავშვს განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა ქონდეს მამასთან. დედის სითბოს და მზრუნველობის ნაკლებობა მამასთან ურთიერთობით უნდა შეივსოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით: ი-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ--- გ-----–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის (დაბადებული: 2009 წლის 25 ნოემბერს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 02 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ნ--- გ-----–---–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ, კერძოდ, დედას ი-----------ეს მიეცა უფლება, ბავშვის მამის, ნ--- გ-----–---–ის თანხმობის გარეშე ნ-----–---- გ-----–---–ის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება. ნ--- გ-----–---–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- გ-----–---–ის მიმართ, კერძოდ, დედას ი-----------ეს მიეცა უფლება, ბავშვის მამის, ნ--- გ-----–---–ის თანხმობის გარეშე, ნ-----–---- გ-----–---–ის საზღვარგარეთ, კერძოდ, იტალიის რესპუბლიკაში გაყვანისა - არა უმეტეს ორი თვის ვადით (ივლისის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით), ბავშვის საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. მოსარჩელე ი-----------ეს და ნ--- გ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში 2009 წლის 25 ნოემბერს შეეძინათ შვილი ნ-----–---- გ-----–---–ი.

9. ი-----------ე და ნ--- გ-----–---–ი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბებიასთან ერთად და სწავლობს ქ. ქუთაისის N- საჯარო სკოლაში.

10. ი-----------ე დასაქმებულია იტალიაში და მოპოვებული აქვს ბინადრობის ნებართვა;

11. დადგენილი იქნა, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ის აღზრდაში მონაწილეობს და მასზე ზრუნავს დედა ი-----------ე და ბებია ა-------- ა-------ი;

12. მოპასუხე ნ--- გ-----–---–ს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე განმარტა რომ მუშაობს კაფეში. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნაში მითითებულია, რომ ნ--- გ-----–---–ის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 300 ლარს.

13. სასამართლომ მიუთითა სოციალური სამსახურების შეფასებაზე, რომელშიc მითითებულია, რომ, ვინაიდან ი-----------ე ვერ ახერხებს დიდი დრო გაატაროს შვილთან ერთად, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობებების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, რათა არდადეგებების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს. ბიოლოგიურ დედას და ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი შექმნან ბავშვის საჭიროებაზე ორიენტირებული უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

14. სასამართლომ გაიზიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობებების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, რათა არდადეგებების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს.

15. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა უნდა იყოს დროებითი, არაუმეტეს ორი თვის ვადით, ბავშვის უკან დაბრუნების ვალდებულებით.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, მშობლის უფლების შეზღუდვის, კერძოდ საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანაზე ნებართვის გაცემის უფლების შეზღუდვის ნაწილში ნ--- გ-----–---–ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ი-----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა აპელანტმა.

17. აპელანტის განმარტებით ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა არ იქნება დროებითი ხასიათის. მოსარჩელის რეალური სურვილი არის ბავშვის მუდმივ საცხოვრებლად იატალიაში გაყვანა, რათა ბავშვმა იქ მიიიღოს განათლება. აღნისნულით კი აპელანტ მხარეს მოესპობა საშუალება შვილთან ურთიერთობის, რაც ასევე უარყოფითად აისახება ბავშვის ინტერესებზე.

18 აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება :

 

19 სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ--- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას

23. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

24. დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----------ეს და ნ--- გ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში 2009 წლის 25 ნოემბერს შეეძინათ შვილი ნ-----–---- გ-----–---–ი.

25. ი-----------ე და ნ--- გ-----–---–ი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბებიასთან ერთად და სწავლობს ქ. ქუთაისის N- საჯარო სკოლაში.

26. ი-----------ე დასაქმებულია იტალიაში და მოპოვებული აქვს ბინადრობის ნებართვა;

27. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ის აღზრდაში მონაწილეობს და მასზე ზრუნავს დედა ი-----------ე და ბებია ა-------- ა-------ი;

28. საქემში, ს.ფ. 75-76-ზე განთავსებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 30 მარტის დასკვნა. დასკვნის თანახმად: არასრულწლოვან ნ-----–---- გ-----–---–ის ემოციური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ოჯახის წევრების გადმოცემით, მშობლებს შორის კონფლიქტური დამოკიდებულება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება; ვინაიდან ი-----------ე ვერ ახერხებს დიდი დრო გაატაროს შვილთანერთად, ბავშვის ფსიქო - ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, რათა არდადეგების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს.

29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით: №2------ სამოქალაქო საქმეში, თანამოპასუხის სტატუსით ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ი (დაბადებული 2009 წლის 25 ნოემბერს, მცხ. ქ.ქუთაისი, ნ----- ქ. N--, ბ------, დედის - ი-----------ის საცხოვრებელ მისამართზე). დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.

30. არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ის წარმომადგენლად დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოდგენილი შესაგებლით განმარტავს, რომ ბავშვის ფსიქო - ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, რათა არდადეგების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს.

31. სააპელაციო სასამართლო გაესაუბრა არასრულწლოვანს ნ-----–---- გ-----–---–ს. რომელმაც განმარტა, რომ „სწავლობს მ--- საჯარო სკოლაში, მ--------–--ში . . . გაკვეთილების მომზადებაში ბებია ეხმარება. დედას ესაუბრება „სკაიპით“ დღეში 20-ჯერ მაინც, ხუთშაბათი და კვირა დასვნება აქვს. მამა არ უნახავს. მამის ნახვა არ უნდა. მამაზე არავინ არაფერს ეუბნება, არც იმას ეუბნებიან რომ ნახოს და არც იმას რომ არ ნახოს. ახლა არ უნდა რომ ნახოს. მამა თუ ახსოვს? - ახსოვს მხოლოდ მისი შავი წარბები. . . . დედა და დეიდა არიან იტალიაში. სადაც მუშაობენ იქვე ცხოვრობენ მე-4 სართულზე. იტალიური არ იცის. იტალიაში ჯერ არ არის ნამყოფი, ისე ძალიან უნდა წასვლა“.

32. უდავოა, 9 წლის ნ-----–----ის სურვილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად ამ სურვილის თანხვედრი იყოს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, პალატა შექმნილი რეალობიდან (რომ მამას 7 წელია არ უნახავს შვილი, მას ვერც კი იცნობს, ამასთან დედის სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე ნ-----–----ი მოკლებულია დედასთან ურთიერთობასაც) გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, იგი სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

33. სააპელაციო პალატა მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის უპირატესი, ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით (მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობებების გაუმჯობესების მიზნით), მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, იმ დასაბუთებით, რომ არდადეგებების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს, რომელზე თანხმობასაც არ გასცემს მამა ნ--- გ-----–---–ი, რის გამოც მას, როგორც მშობელს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

34. უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს პალატა მიუთითებს შემდეგს, მოცემულ შემთხვევაში სადაოს წარმოადგენს 9 წლის მოზარდის ნ-----–---- გ-----–---–ის მშობლისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად: შვილის მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

36. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

37. მშობლის უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

38. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად: მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

39. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

40. პალატა მიუთითებს, რომ გამომდინარე იქედან, რომ დავა საოჯახო დავათა კატეგორიას განეკუთვნება, სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს, უფლება აქვს გასცდეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და გამოიყენოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რაც საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს.

41. ანუ საოჯახო დავათა განხილვისას სასამართლო ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს მხარეთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად დაცვაში.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად ”სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა - განმარტებების შემდგომ თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ”.

43. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი მშობელთა უფლებების შეზღუდვა, კანონმდებელი არ კონკრეტდება და საკითხს შესაფასებლად სასამართლოს უტოვებს. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატის რწმენით, სადაო საკითხი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

44. ბავშვთა ინტერესების დამცველი უპირველესი სამართლებრივი დოკუმენტის, ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” მესამე მუხლის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედაბათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება, სასამართლო თუ ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები”.

45. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი კი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ასეთია სულისკვეთება იმ სამართლებრივი აქტებისა, რომლებიც ბავშვთა ინტერესებს იცავენ: საქართველოს კონსტიტუცია, ბაავშვთა უფლებათა კონვენცია და საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა.

46. პალატა თვლის, რომ მშობლის უფლების შეზღუდვა არ შეიძლება დავუკავშიროთ მხოლოდ ბავშვზე ფიზიკურად მოძალადე მშობლებს, არამედ ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მაშინაც, როცა მშობელი ვერ უზრუნველყოფს მოზარდის, ბავშვის სულიერ სიმშვიდეს, (შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში მშობლის მონდომების და მიუხედავად ეს აღემატებოდეს კიდევაც მის შესაძლებლობებს)

47. განსახილველ შმთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფდასკვნა, ასევე არასრულწლოვანი ნ-----–---- გ-----–---–ის საპროცესო წარმომადგენლის, მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს პოზიცია ერთნაირია, მათი რეკომენდაციით ვინაიდან ი-----------ე ვერ ახერხებს დიდი დრო გაატაროს შვილთან ერთად, ხოლო მამას ბევრი წელია არ უნახავს შვილი, ბავშვის ფსიქო - ემოციური მდგომარეობისა და სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, რათა არდადეგების პერიოდი დედა - შვილმა ერთად გაატაროს. ბავშვთან გასაუბრებისას სასამართლოსათვის ნათელი გახდა, რომ ბავშვს დედა ენატრება და აქვს სურვილი დედასთან გამგზავრების.

48. დადგენილია, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნ--- გ-----–---–ი თანახმა არ არის.

49. ამ მეტად რთული და ფაქიზი დავის გადაწყვეტისას, პალატა თვლის, რომ საკითხი, მშობლის უფლების შეზღუდვისა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

50. პალატა განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება,პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსპრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოგანმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი,რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამსაზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრებისუზრუნველყოფის ასპექტიც (შდრ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016).

51. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

52 სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

53. საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ეტაპზე, მოცემულ რეალობათა გათვალისწინებით, ნ-----–---- გ-----–---–ის მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა დავის გონივრული და კანონშესაბამისი გადაწყვეტაა.

54 პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სადაო საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ გამომდინარეობს უანგარიშგებო დასკვნებიდან, არამედ მას საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ნ--- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის ნ--- გ-----–---–ის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე