განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
330310016001499604
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001499604

საქმე №3ბ/972-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე, თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ-–- ქ--------ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ს----–-–--------------------- ბ-------";

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი;

მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

წარმომადგენელი -თ----------------–--ი;

დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2. 1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 16 მარტის №0------- ბრძანების საფუძველზე კომისიამ (შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–---- გ---–--ე - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ზ----- კ--------ე - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; ნ--- ყ-------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი) შპს ,,ზ------------ ტ--------------ში“ (მის: ქ. ზ-----------, თ-----ის ქ. N--), ჩაატარა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. კომისია მუშაობდა 2012 წლის 17 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით. საინსპექციო პერიოდი: 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ აპრილამდე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტის დასკვნით საინსპექციო პერიოდში 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ აპრილამდე შპს ,,ზ------------ ტ--------------ის“ მიერ ფიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის (ამბულატორიული დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 460,80 ლარი. (ტ.1 ს.ფ. 207-209)

 

2.2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 08 აგვისტოს №0------- მიმართვით შპს ,,ზ------------ ტ--------------ს“ ეცნობა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაწეული მომსახურების ფარგლებში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შემოწმებისას გამოვლენილი, მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილი - 460,80 (ოთხას სამოცი ლარი და 80 თეთრი) ლარის ოდენობით თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულების შესახებ. (ტ.1 ს.ფ 210);

 

2.2.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 22 მარტის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 16 მარტის №0------- ბრძანების საფუძველზე კომისიამ (შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–---- გ---–--ე - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარე); თ------- გ------------ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ზ----- კ--------ე - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; ნ--- ყ-------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი) შპს ,,ზ---------------------- ც--------–---- პ---–---–----აში“ (მის: ქ. ზ-----------, რ---------–ის ქ. N-), ჩაატარა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. კომისია მუშაობდა 2012 წლის 17 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით. საინსპექციო პერიოდი: 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ აპრილამდე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 22 მარტის დასკვნით საინსპექციო პერიოდში 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ აპრილამდე შპს ,,ზ---------------------- ც--------–---- პ---–---–----ის“ მიერ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა სულ 951,94 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 203-205);

 

2.2.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 08 აგვისტოს №0------- მიმართვით შპს ,,ზ---------------------- ც--------–---- პ---–---–----ას“ ეცნობა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაწეული მომსახურების ფარგლებში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შემოწმებისას გამოვლენილი, მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილი - 951,01 (ცხრაას ორმოცდათერთმეტი ლარი და 01 თეთრი) ლარის ოდენობით თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულების შესახებ. (ტ.1ს.ფ 206);

 

2.2.5. შპს ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ა“ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს შპს ,,ზ----------------------- ს-----------–--------- პ---–---–----ის“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ჭ---------- ტ--------------ის“ (ს/ნ 2--------), სს ,,ა--------------------–----- ჭ---------- ქ--–--------------------ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ჭ---------- ქ--–---- პ---–---–----ის“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ზ------------ დ------------------–--------- დ----------ის“ (2--------), შპს ,, ზ------------ ტ--------------ის“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ზ------------------------- ც--------–------------------------ს“ (ს/ნ 2--------) და შპს ,,ზ--------------------–--------- ს---–-ს“ (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლეს. (ტ.1 ს.ფ 217-232) (ტ.1 ს.ფ 216);

 

2.2.6. შპს ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ის“ (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს ,,ს----–-–--------------------- ბ-------.“ (ტ.1 ს.ფ 262-264);

 

2.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქალაქო სასამართლომ მიუთთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები’’, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს. დასახელებული ბრძანების 4.1 მუხლის თანახმად პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამავე ბრძანების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციების დაკისრების წესი, კერძოდ, - დასახლებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ შპს ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ასა“ და შპს ,,ზ------------ ტუპდისპანსერში“ განახორციელა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 460,80 ლარი, ხოლო შპს ,,ზ------------ ტ---------------სათვის“ შეადგინა 951,94 ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტისა და 2012 წლის 22 მარტის შემოწმების აქტებში დაფიქსირებული დარღვევები მიჩნეული უნდა იქნეს დადასტურებულად და სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ მოთხოვნილი თანხის - 1412.74 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს განმარტებით, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მართალია მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო არ იხილავს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტისა და 22 მარტის შემოწმების აქტების კანონიერების საკითხს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მასში მითითებულ გარემოებებს და არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშული დარღვევები ცალსახად არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევების უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნევასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც შემოწმების აქტი გამოცემის დროისთვის არ მიიჩნეოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სასარჩელო წარმოების წესით.

 

სასამართლო ასევე ყურადღება გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით მოსარჩელეს დაავალა მტკიცებულებების წარმოდგენა. 2017 წლის 20 დეკემბერს, მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი 2010 წლის ხელშეკრულებები არის განადგურებული (სფ 316).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შემოწმების აქტები შედგენილია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის ფაქტებზე. შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს შეემოწმებინა, რა პირობებით იყო ხელშეკრულება დადებული მხარეთა შორის, დაირღვა თუ არა აღნიშნული პირობები მოპასუხის მიერ და თუ დაირღვა რა სანქციას ითვალისწინებდა კონკრეტული დარღვევა.

 

მიუხედავად იმის, რომ სასამართლომ ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სრულად გამოიყენა მისი უფლებამოსილება და გამოითხოვა საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი მტკიცებულებები, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც რევიზიის აქტთან ერთობლიობაში დაადასტურებდნენ მოპასუხისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების აუცილებლობას.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო სჩივრის ავტორის განმარტებით, 2012 წლის 22 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა აქტი, რომლის დასკვნითი ნაწილის მიხედვით, საინსპექციო პერიოდში 2010 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე შპს „ზ---------------------- ც--------–----ი პოიკნინიკის“ მიერ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა სულ 951.94 ლარი.

 

აქტი შედგენილია, 03 ეგზემპლიარად და აღიარებული და ჩაბარებულია კლინიკის დირექტორის მიერ, შესაბამისად ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შემადგენლობას (ვალდებულების წერილობით აღიარებას).

 

აპელანტის განმარტებით აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობაა რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტს აქტთან მიმართებაში, რომლითაც შპს „ზ------------ ტ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 460.80 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.3 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები’’, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს. დასახელებული ბრძანების 4.1 მუხლის თანახმად პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამავე ბრძანების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციების დაკისრების წესი, კერძოდ, - დასახლებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ შპს ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ასა“ და შპს ,,ზ------------ ტუპდისპანსერში“ განახორციელა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, ,,ზ---------------------- ც--------–----ი პ---–---–----ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 460,80 ლარი, ხოლო შპს ,,ზ------------ ტ---------------სათვის“ შეადგინა 951,94 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 22 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს აქტი აღიარებულია კლინიკის დირექტორის მიერ იმ მოტივით, რომ აქტი შედგენილია, 03 ეგზემპლიარად ჩაბარებულია კლინიკის დირექტორის მიერ, შესაბამისად ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შემადგენლობას (ვალდებულების წერილობით აღიარებას).

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობით აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის ჰარსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად აპელანტის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2012 წლის 22 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს აქტი ჩაბარებულია კლინიკის დირექტორის მიერ ვერ შექმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო არ იხილავს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 21 მარტისა და 22 მარტის შემოწმების აქტების კანონიერების საკითხს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ს----–-–--------------------- ბ-------" სადავოდ ხდის მასში მითითებულ გარემოებებს და არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშული დარღვევები ცალსახად არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პოზიცია შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევების უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნევასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც შემოწმების აქტი გამოცემის დროისთვის არ მიიჩნეოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და იგი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სასარჩელო წარმოების წესით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სრულად გამოიყენა მისი უფლებამოსილება და გამოითხოვა საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებებლი მტკიცებულებები თუმცა აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც რევიზის აქტთან ერთობლიობაში დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების აუცილებლობას. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი არც სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

5. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა