განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
140310017002017893
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 14031001700-017893

საქმე N3ბ/1965-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - რ--------- ბ--–-–---–ი;

წარმომადგენელი - ლ------ ბ------–---;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ------ თ----------;

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი - მ------ თ----------;

მესამე პირი - ლ--–- ბ--–-–---–ი;

წარმომადგენელი - გ------- გ----------–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

1.აპელანტის მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ--------- ბ--–-–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, მესამე პირი ლ--–- ბ--–-–---–ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რ--------- ბ--–-–---–მა 2017 წლის 20 იანვარს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე. წარდგენილ და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დავის არსებობის გამო საქმე გადაიგზავნა მედიაციისათვის. ამავე დროს მხარეებს უნდა წარედგინათ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

2.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება რ--------- ბ--–-–---–ის მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე 4-- კვ.მეტრ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან საქმე გადაგზავნილი იყო მედიაციისათვის და მედიაცია არ შედგა. ამავე დროს მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

2.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ--------- ბ--–-–---–ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8-------------- (03.04.2017)გადაწყვეტილება.

 

2.2.4. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა საჯარო რეესტრს, რომ მედიატორად ლ--–- ბ--–-–---–თან სადავოდ შეარჩია ნოტარიუსი ა-–--–------ა.

 

2.2.5. საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება რ--------- ბ--–-–---–ის 2017 წლის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2.2.6. 2017 წლის 27 მარტს გაფორმდა სამედიატორო შეთანხმება და ამავე დღეს შეწყდა მედიაცია რ--------- ბ--–-–---–სა და ლ--–- ბ--–-–---–ს შორის ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო.

 

2.2.7. კ-----–- ბ--–-–---–ის სახელზე რიცხულია მიწის ნაკვეთი მონაცემებით სარეგისტრაციო ზონა გორი 6-, სექტორი ბ--–----ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი №---, ფართობი 2739კვ. მეტრი დაუზუსტებელი, მისამართი ზ--------–----ი, უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის საგადასახადო სია №---, გაცემული 2003 წლის 26 აგვისტოს.

 

2.2.8. ბ--–----ის ს/საბჭოს აღმასკომის 1981 წლის ოქმი№--ის საფუძველზე გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში მცხოვრებ კ----------–---------– ბ--–-–---–ს ნება დაერთო თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ახალი ბინის აშენებისა.

 

2.2.9. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1971-1975 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ---------–------ ბ--–-–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ--–-–---–ი კ-----–-, ბ--–-–---–ი ნ--------რ, ბ--–-–---–ი ტ------–- წ-----–-- ხ---------ში 1973 წლიდან, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1975 წლიდან, ბ--–-–---–ი ნ-------. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1900 წელს, ფართი მითითებული არ არის და 0,26 ჰა მიწის ფართობი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--.

 

2.2.10. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1976-1978 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ---------–------ ბ--–-–---–ი, გარდაცვლილია 10/03 1977 წელს. აქტი №- კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ--–-–---–ი კ-----–-, ბ--–-–---–ი ნ--------რ, წ-----–-- ქ.გორში სამუშაოდ 1975 წელს, ბ--–-–---–ი ტ------–- წ-----–-- ხ---------ში 8/12 1973 წლიდან, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1/12 1975 წლიდან, ბ--–-–---–ი ნ-------. გათხოვილი 15/0- 1977 წელს, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი. საცხოვრებელი ფართის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--

 

2.2.11. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს. პირადი რეგისტრაციის ნომერი 3--.

 

2.2.12. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1983-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხება ნ--------რ პ------ს ძე ბ--–-–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--.

 

2.2.13. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, გარდაცვლილია 6/04 1998 წელს აქტი №4. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიამ ნ--------რ პ------ს ძე ბ--–-–---–ი გარდაცვლილია 10.10.1998 წელს, ლ--–- ბ--–-–---–ი, ოჯახის უფროსი სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,22 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--. სოფელ ზ--------–----ის 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში რ--------- პ------ს ძე ბ--–-–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 4-- -მიწის ფართობი, კვარტალი №--, ნაკვეთი№---

 

2.2.14. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვ--------ს” და 2012 წლის 3 ივლისს გაიცა საინჟინრო-ტენიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე, კოდით 6----------- და ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა ნაგებობა 01 რეალურად არ არსებობს საკადასტრო გეგმის და ორთოფოტოზე აღნიშნულ ადგილას.

 

2.2.15 რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო .დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 25 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 4-- - მიწის ფართობი(დაუზუსტებელი), ზონა გორი, სექტორი 2- ბ--–----ი, კვარტალი №--, ნაკვეთი №--- მისამართი გ---–------ უბანი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია 0--.

 

2.2.16. რ--------- ბ--–-–---–ის წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდება ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.

 

2.2.17. ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2203. 00კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 75.94 საკადასტრო კოდი 6----------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო ამონაწერი №---, უფლების რეგისტრაცია 2010 წლის 6 მაისი.

 

2.2.18. ლ--–- ბ--–-–---–ი სოფელ ზ--------–----ში აღრიცხული იყო ცალკე კომლად და მისი კომლი შედგებოდა ერთი წევრის - ლ--–- ბ--–-–---–ისაგან.

 

2.2.19. რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1170.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 6----------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო ცნობა, მიწის საგადასახადო სია №---, უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 27 იანვარი.

 

2.2.20. რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 1170.00 კვ.მ -მიწის ფართობი(დაუზუსტებელი), ზონა გორი 6-, სექტორი 2-, ბ--–----ი, კვარტალი №0-, ნაკვეთი№--- მისამართი ზ--------–----ი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო.

 

2.2.2-. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო.

 

2.2.22. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის დადება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. სარჩელის უზრუნველყოფის დადებას ითხოვდა ლ--–- ბ--–-–---–ის კუთვნილ ქონებაზე. გორის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2.23. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე განხორციელებული საკომლო წიგნისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა. გორის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელის მიმართ იმავე საგანზე, იმავე მხარეებს და იმავე საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო.

 

2.2.24. რ--------- ბ--–-–---–ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება. უძრავ ნივთზე მისამართით - რაიონი გორი, ბ--–----ი, გ---–------- უბანი, საკადასტრო კოდი №6------------. გორის სარეგისტრაციო სამსახურმა გასცა საკადასტრო კოდით №6----------- დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დოკუმენტების ასლები.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად. ამავე კანონის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთერთი საფუძველია - სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასატრო მონაცმებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა, ამ შემთხვევაში ასევე განმცხადებელს ეძლევა ვადა შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. ხოლო 22-ე მუხლის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს(მედიატორებს), რომელიც(რომლებიც) მხარეებს აცნობს მედიაციიის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს. ამავე კანონის მე-20-ე მუხლი აწესრიგებს მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, რომლის თანახმად მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ(აწერს) მხარეები ან/და მედიატორი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს მედიატორი.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ--------- ბ--–-–---–მა 2017 წლის 20 იანვარს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე დროს გამოვლინდა, რომ მას დავა ჰქონდა ლ--–- ბ--–-–---–თან აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რის გამოც საქმე გადაიგზავნა მედიაციისათვის. ამავე დროს მხარეებს განემარტათ, რომ უნდა წარედგინათ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. რ--------- ბ--–-–---–მა არ წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არ შედგა მედიაცია მასსა და ლ--–- ბ--–-–---–ს შორის. ამის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 27 მარტს შედგენილი აქტი მედიაციის შეწყვეტის შესახებ, რაც ერთ-ერთი საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიერ მიღებული იქნა კანონიერი გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ ზემდგომ ორგანოში, რომელმაც ჩაატარა ზეპირი მოსმენა 2017 წლის 8 ივნისს, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და საქმის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოდავე მხარეების საკომლო ჩანაწერების მიხედვით აღრიცხული ქონების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებანი, შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ასევე ლ--–- ბ--–-–---–ის მართლზომიერი მოთხოვნის უფლება და იმგვარად მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ კომლის შესახებ დაცული მონაცემებით ვერ დგინდება მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა და აქედან გამომდინარე მართლზომიერი მოთხოვნის უფლება ლ--–- ბ--–-–---–ის ამჟამად კუთვნილ უძრავ ქონებაზე. მოსარჩელე ითხოვს საკუთრებად რეგისტრაციას 4-- კვ.მ მიწის ნაკვეთზე, გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში და აღნიშნავს, რომ იგი ფლობდა მშობლების მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლს და ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სწორედ იქ. სასამართლომ განმარტა, რომ ეს ფაქტი არ დგინდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. საკომლო ჩანაწერების მიხედვით მოსარჩელის მშობლები არიან პ------ და კ-----–- ბ--–-–---–ები. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1976-1978 წლების საკომლო წიგნებში მითითებულია, რომ კომლიდან, რომლის უფროსია პ------ ბ--–-–---–ი, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1/12 1975 წლიდან. ბ--–----ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს, რომლის წევრად შემდეგ წლებში აღარ ირიცხება რ--------- ბ--–-–---–ი. მოსარჩელის რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე ბ--–----ში რიცხულია მიწის ნაკვეთი 1170.00 და არა 4-- კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 1170.00 კვ.მ -მიწის ფართობი(დაუზუსტებელი), ზონა გორი 6-, სექტორი 2-, ბ--–----ი, კვარტალი №0-, ნაკვეთი№--- მისამართი ზ--------–----ი,) საცხოვრებელ სახლზე მითითება არ არის, რაც შეეხება 4--.00 კვ. მ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციაში მითითებული მისამართი გ---–------ უბანი და არა ზ--------–----ი ან ბ--–----ი, რაც ლ--–- ბ--–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის. (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 25 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 4-- -მიწის ფართობი (დაუზუსტებელი), ზონა გორი, სექტორი 2- ბ--–----ი, კვარტალი №--, ნაკვეთი№--- მისამართი გ---–------ უბანი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია 0--), სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მონაცემებში ნაკვეთის ფუნქციაა, სასოფლო-სამეურნეო და არა საკარმიდამო, რაც ასევე გამორიცხავს საცხოვრებელი სახლის არსებობას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. საკომლო ჩანაწერების ბოლო პერიოდის მიხედვით პ------ ბ--–-–---–ის შემდეგ, კ-----–- ბ--–-–---–ის კომლში ირიცხება ლ--–- ბ--–-–---–ი და არა რ--------- ბ--–-–---–ი, რაც ასევე დგინდება ზ--------–----ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. მოსარჩელის საკუთრების შესახებ აღნიშნულია, რომ პირად საკუთრებაში ერიცხება სადავო მიწის ნაკვეთი და არა როგორც კომლის საკუთრება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია გარემოებები სრულად, კერძოდ, ლ--–- ბ--–-–---–ის მიერ წარდგენილ იქნა არასწორი აზომვითი ნახაზი, რაც ირკვევა, დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვ--------ს” 2012 წლის 3 ივლისს გაცემული საინჟინრო-ტენიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე, კოდით 6----------- და ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა ნაგებობა 01 რეალურად არ არსებობს საკადასტრო გეგმის და ორთოფოტოზე აღნიშნულ ადგილას, აგრეთვე არასწორად იქნა შეფასებული საკომლო ჩანაწერები.

 

სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხარეებს შორის ამავე დავის საგანსა და ამ ფაქტობრივ გარემოებების, მათ შორის აზომვით ნახაზების, ექსპერტიზის დასკვნის, საკომლო ჩანაწერების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება და დადგენილი აქვს, რომ მიწის ნაკვეთი 6----------- საკადასტრო კოდით არის ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებმა სრულად გამოიკვლიეს საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოებისას დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, დაადგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, უარი უნდა ეთქვას ასევე მოსარჩელეს მეორე სასარჩელო მოთხოვნის - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე.

 

3. რ--------- ბ--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო აქტები (№8-------------- (03.04.2017);№2-----) მიღებულია ყველა გარემოებების გამოკვლევის გარეშე და არ არის დაცული ადმინისტრაციული აქტების მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი ვალდებული იყო მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება რომელიც შეესაბამება კანონს, მათ მიერ შესწავლილ უნდა ყოფილიყო ყველა ფაქტობრივი გარემოება და შემდგომ მიეღოთ გადაწყვეტილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელსაც იგი ფლობდა მდებარეობდა გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში, რომელიც მისი მშობლების იყო.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 2- ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (სუს 27.07.2006წ-ის განჩინება №ას-988-1242-05).

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად „საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით”. 1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რომლის შედეგად ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული და დამატებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის 2011 წლის 11 ნოემბრის საარქივო ცნობის თანახმად, 1983-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება -ვაჟიშვილი ნ--------რ პ------ს ძე ბ--–-–---–ი.

 

1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, გარდაიცვალა 6/04 1998 წელს აქტი N4. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ--–-–---–ი ნ--------რ- ვაჟიშვილი გარდაცვლილია 10.10.1998წელს. 2.ბ--–-–---–ი ლ--–- - ოჯახის უფროსი სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის.

 

გარდაცვლილ ბ--–-–---– კ-----–-ს ივანეს ასულს მიწის ნაკვეთი გადაეცა 2003 წელს. იგი გარდაიცვალა 1998 წელს. 1992 წლიდან კომლში ჩაწერები აღარ ხდებოდა, რადგან 1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რომლის შედეგად ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მათ მიერ წარდგენილი ნახაზებით და საჯარო რეესტრის ჩანაწერებით, რომელიც განხილვაზე წარადგინეს არის უზუსტობები (ფართების ოდენობები გზის მარჯვენა და გზის მარცხენა მხარეზე რეგისტრირებული და არსებული ფართები არ ემთხევევა), წარდგენილ იქნა ასევე ექსპერტის დასკნა სადაც მითითებულია, რომ გორის რ-ნი სოფელ ბ--–----ში, ამჯამად ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე კოდი 6----------- და ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა ნაგებობა 01 რეალურად არ არსებობს საკადასტორო გეგმის და ორთოფოტოზე აღნიშნულ ადგილას.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით №1--------- (12.04.2017) და 1-------- (12.04.2017), უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში მდებარე 4-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------) რეგისტრირებულია რ--------- პ------ს ძე ბ--–-–---–ზე. მაშინ როდესაც მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით რ--------- ბ--–-–---–ს ეკუთვნის უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 6-----------), ასევე კომლის საკანცელარიო წიგნის მიხედვით აშკარად ჩანს, რომ გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში №-- კვარტალში №--- 4-- მ.კვ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის რ--------- პ------ს ძე ბ--–-–---–ს.

 

რ.ბ--–-–---–ის მიერ მოძიებულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის საკადასტრო კოდი: 6----------- დაზუსტებული ფართი 2535,00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერია: 6----------- რაც მის სახელზე გაცემული დოკუმენტშია მითითებული, რომელიც რეალურად ეკუთვნის ლ--–- ქ----–---–ს, რ----- ხ----–---–ს და გ------- ხ--–-–---–ს, ამდენად დარწმუნებული არის, რომ შეგნებულად არასწორად მისცეს აღნიშნული დოკუმენტი. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი რომელსაც ის ფლობდა მდებარეობდა გორის რაიონ სოფელ ბ--–----ში, ამასვე ნაწილობრივ ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N1----- წერილით აპელანტს ეცნობა, რომ 6----------- (ახალი კოდი 6-----------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მისამართი, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, არის გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ო-----–-, ხოლო 6------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--–----ი, გ---–------ უბანი, ამგვარად აღნიშნული უძრავი ნივთები ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უძრავია ნივთია.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ 6----------- (ახალი კოდი 6-----------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი რომლის რეგისტრაცია მოხვდა 2013 წლის 04 აპრილს, რ.ბ--–-–---–ს ჯერ კიდევ 2010 წელს ჰქონდა წარდგენილი რეგისტრაციისთვის საარქივო ცნობა და მიწის განაწილების სია და ითხოვდა მიწის რეგისტრაციას.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, აპელანტს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. 2017 წლის 20 იანვარს რ--------- ბ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე. წარდგენილ და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დავის არსებობის გამო საქმე გადაიგზავნა მედიაციისათვის. ამავე დროს მხარეებს უნდა წარედგინათ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

4.2.2. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა საჯარო რეესტრს, რომ მედიატორად ლ--–- ბ--–-–---–თან სადავოდ შეარჩია ნოტარიუსი ა-–--–------ა.

 

4.2.3. საჯარო რეესტრის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება რ--------- ბ--–-–---–ის 2017 წლის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

4.2.4. 2017 წლის 27 მარტს გაფორმდა სამედიატორო შეთანხმება და ამავე დღეს შეწყდა მედიაცია რ--------- ბ--–-–---–სა და ლ--–- ბ--–-–---–ს შორის ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო.

 

4.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება რ--------- ბ--–-–---–ის მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე 4-- კვ.მეტრ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან საქმე გადაგზავნილი იყო მედიაციისათვის და მედიაცია არ შედგა. ამავე დროს მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

4.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ--------- ბ--–-–---–ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8-------------- (03.04.2017) გადაწყვეტილება.

 

4.2.7. კ-----–- ბ--–-–---–ის სახელზე რიცხულია მიწის ნაკვეთი მონაცემებით სარეგისტრაციო ზონა გორი 6-, სექტორი ბ--–----ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი №---, ფართობი 2739კვ. მეტრი დაუზუსტებელი, მისამართი ზ--------–----ი, უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის საგადასახადო სია №---, გაცემული 2003 წლის 26 აგვისტოს.

 

4.2.8. ბ--–----ის ს/საბჭოს აღმასკომის 1981 წლის ოქმი№--ის საფუძველზე გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში მცხოვრებ კ----------–---------– ბ--–-–---–ს ნება დაერთო თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ახალი ბინის აშენებისა.

 

4.2.9. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1971-1975 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ---------–------ ბ--–-–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ--–-–---–ი კ-----–-, ბ--–-–---–ი ნ--------რ, ბ--–-–---–ი ტ------–- წ-----–-- ხ---------ში 1973 წლიდან, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1975 წლიდან, ბ--–-–---–ი ნ-------. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1900 წელს, ფართი მითითებული არ არის და 0,26 ჰა მიწის ფართობი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--.

 

4.2.10. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1976-1978 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ---------–------ ბ--–-–---–ი, გარდაცვლილია 10/03 1977 წელს. აქტი №- კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ--–-–---–ი კ-----–-, ბ--–-–---–ი ნ--------რ, წ-----–-- ქ.გორში სამუშაოდ 1975 წელს, ბ--–-–---–ი ტ------–- წ-----–-- ხ---------ში 8/12 1973 წლიდან, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1/12 1975 წლიდან, ბ--–-–---–ი ნ-------. გათხოვილი 15/0- 1977 წელს, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი. საცხოვრებელი ფართის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--

 

4.2.11. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს. პირადი რეგისტრაციის ნომერი 3--.

 

4.2.12. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1983-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხება ნ--------რ პ------ს ძე ბ--–-–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--.

 

4.2.13. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, გარდაცვლილია 6/04 1998 წელს აქტი №4. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ნ--------რ პ------ს ძე ბ--–-–---–ი გარდაცვლილია 10.10.1998 წელს, ლ--–- ბ--–-–---–ი, ოჯახის უფროსი სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,22 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 2--. სოფელ ზ--------–----ის 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში რ--------- პ------ს ძე ბ--–-–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 4-- -მიწის ფართობი, კვარტალი №--, ნაკვეთი№---

 

4.2.14. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვ--------ს” და 2012 წლის 3 ივლისს გაიცა საინჟინრო-ტენიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე, კოდით 6----------- და ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა ნაგებობა 01 რეალურად არ არსებობს საკადასტრო გეგმის და ორთოფოტოზე აღნიშნულ ადგილზე.

 

4.2.15. რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 25 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 4-- - მიწის ფართობი (დაუზუსტებელი), ზონა გორი, სექტორი 2- ბ--–----ი, კვარტალი №--, ნაკვეთი №--- მისამართი გ---–------ უბანი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია 0--.

 

4.2.16. რ--------- ბ--–-–---–ის წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდება ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.

 

4.2.17. ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2203. 00კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 75.94 საკადასტრო კოდი 6----------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო ამონაწერი №---, უფლების რეგისტრაცია 2010 წლის 6 მაისი.

 

4.2.18. ლ--–- ბ--–-–---–ი სოფელ ზ--------–----ში აღრიცხული იყო ცალკე კომლად და მისი კომლი შედგებოდა ერთი წევრის - ლ--–- ბ--–-–---–ისაგან.

 

4.2.19. რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1170.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 6----------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო ცნობა, მიწის საგადასახადო სია №---, უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 27 იანვარი.

 

4.2.20. რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 1170.00 კვ.მ-მიწის ფართობი (დაუზუსტებელი), ზონა გორი 6-, სექტორი 2-, ბ--–----ი, კვარტალი №0-, ნაკვეთი№--- მისამართი ზ--------–----ი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო.

 

4.2.2-. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო.

 

4.2.22. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის დადება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. სარჩელის უზრუნველყოფის დადებას ითხოვდა ლ--–- ბ--–-–---–ის კუთვნილ ქონებაზე. გორის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

4.2.23. რ--------- ბ--–-–---–მა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ--–- ბ--–-–---–ის სახელზე განხორციელებული საკომლო წიგნისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა. გორის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელის მიმართ იმავე საგანზე, იმავე მხარეებს და იმავე საფუძვლით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო.

 

4.2.24. რ--------- ბ--–-–---–ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება. უძრავ ნივთზე მისამართით - რაიონი გორი, ბ--–----ი, გ---–------- უბანი, საკადასტრო კოდი №6------------. გორის სარეგისტრაციო სამსახურმა გასცა საკადასტრო კოდით №6----------- დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დოკუმენტების ასლები.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას არეგულირებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას. მასში მოიაზრება ნივთზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო თუ რა მოიაზრება თავად სარეგისტრაციო დოკუმენტში, განმარტავს მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტი. კერძოდ, იგი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად. ამავე კანონის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთერთი საფუძველია - სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასატრო მონაცმებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა, ამ შემთხვევაში ასევე განმცხადებელს ეძლევა ვადა შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. ხოლო 22-ე მუხლის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სახით ხორციელდება იმ უფლებათა აღრიცხვა მონაცემთა რეესტრში, რომელიც უკვე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არის წარმოშობილი. უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტის - უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტის არსებობა, რომელიც წარმოშობს პირის უფლებას სარეგისტრაციო ობიექტზე.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს(მედიატორებს), რომელიც(რომლებიც) მხარეებს აცნობს მედიაციიის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს. ამავე კანონის მე-20-ე მუხლი აწესრიგებს მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, რომლის თანახმად მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ(აწერს) მხარეები ან/და მედიატორი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს მედიატორი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ რ--------- ბ--–-–---–მა 2017 წლის 20 იანვარს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, გორი, სოფელ ბ--–----ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე დროს გამოვლინდა, რომ მას დავა ჰქონდა ლ--–- ბ--–-–---–თან აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რის გამოც საქმე გადაიგზავნა მედიაციისათვის. ამავე დროს მხარეებს განემარტათ, რომ უნდა წარედგინათ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. რ--------- ბ--–-–---–მა არ წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არ შედგა მედიაცია მასსა და ლ--–- ბ--–-–---–ს შორის. ამის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 27 მარტს შედგენილი აქტი მედიაციის შეწყვეტის შესახებ, რაც ერთ-ერთი საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიერ მიღებული იქნა კანონიერი გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ ზემდგომ ორგანოში, რომელმაც ჩაატარა ზეპირი მოსმენა 2017 წლის 8 ივნისს, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და საქმის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოდავე მხარეების საკომლო ჩანაწერების მიხედვით აღრიცხული ქონების შესახებ. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებანი, შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ასევე ლ--–- ბ--–-–---–ის მართლზომიერი მოთხოვნის უფლება და იმგვარად მიიღო გადაწყვეტილება. კომლის შესახებ დაცული მონაცემებით ვერ დგინდება მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა და აქედან გამომდინარე მართლზომიერი მოთხოვნის უფლება ლ--–- ბ--–-–---–ის ამჟამად კუთვნილ უძრავ ქონებაზე. საკომლო ჩანაწერების მიხედვით მოსარჩელის მშობლები არიან პ------ და კ-----–- ბ--–-–---–ები. გორის არქივში დაცული ბ--–----ის ს/საბჭოს სოფელ ზ--------–----ის 1976-1978 წლების საკომლო წიგნებში მითითებულია, რომ კომლიდან, რომლის უფროსია პ------ ბ--–-–---–ი, ბ--–-–---–ი რ---------ი წ-----–-- ქ.თბილისში 1/12 1975 წლიდან. ბ--–----ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ-----–----–---------–- ბ--–-–---–ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი და 80კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს, რომლის წევრად შემდეგ წლებში აღარ ირიცხება რ--------- ბ--–-–---–ი. მოსარჩელის რ--------- ბ--–-–---–ის სახელზე ბ--–----ში რიცხულია მიწის ნაკვეთი 1170.00 და არა 4-- კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 1170.00 კვ.მ -მიწის ფართობი(დაუზუსტებელი), ზონა გორი 6-, სექტორი 2-, ბ--–----ი, კვარტალი №0-, ნაკვეთი№--- მისამართი ზ--------–----ი,) საცხოვრებელ სახლზე მითითება არ არის, რაც შეეხება 4--.00 კვ. მ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციაში მითითებული მისამართი გ---–------ უბანი და არა ზ--------–----ი ან ბ--–----ი, რაც ლ--–- ბ--–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის. (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მოწმობა 2003 წლის 25 აგვისტოს მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო რუკა შემდეგი მონაცემებით 4-- -მიწის ფართობი(დაუზუსტებელი), ზონა გორი, სექტორი 2- ბ--–----ი, კვარტალი №--, ნაკვეთი№--- მისამართი გ---–------ უბანი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია 0--), პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ აღნიშნულ მონაცემებში ნაკვეთის ფუნქცია არის სასოფლო-სამეურნეო და არა საკარმიდამო, რაც ასევე გამორიცხავს საცხოვრებელი სახლის არსებობას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. საკომლო ჩანაწერების ბოლო პერიოდის მიხედვით პ------ ბ--–-–---–ის შემდეგ, კ-----–- ბ--–-–---–ის კომლში ირიცხება ლ--–- ბ--–-–---–ი და არა რ--------- ბ--–-–---–ი, რაც ასევე დგინდება ზ--------–----ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. მოსარჩელის საკუთრების შესახებ აღნიშნულია, რომ პირად საკუთრებაში ერიცხება სადავო მიწის ნაკვეთი და არა როგორც კომლის საკუთრება.

 

პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია გარემოებები სრულად, კერძოდ, ლ--–- ბ--–-–---–ის მიერ წარდგენილ იქნა არასწორი აზომვითი ნახაზი, რაც ირკვევა, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვ--------ის” 2012 წლის 3 ივლისს გაცემული საინჟინრო-ტენიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით გორის რაიონის სოფელ ბ--–----ში ლ--–- ბ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე, კოდით 6----------- და ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა ნაგებობა 01 რეალურად არ არსებობს საკადასტრო გეგმის და ორთოფოტოზე აღნიშნულ ადგილას, აგრეთვე არასწორად იქნა შეფასებული საკომლო ჩანაწერები.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №8----------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოებისას დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართებრივი გარემოებები, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული გორის რაიონული სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------- ბ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბ--–-–---–ების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა