განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
180310116001635856
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180310116001635856

საქმე №3ბ/565-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათნ ვაშაყმაძე

აპელანტები (მოსარჩელეები) - ა------ი ჩ-------–---–ი, ი----------–---–ი, თ--------–--–-ა;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ყ------ის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენლები - ნ---------–-–---–ი, ჯ----–-------–---–ი;

მესამე პირები - ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ები;

წარმომადგენელი - თ-------------------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

1. აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა------ი ჩ-------–---–ის, ი----------–---–ის და თ--------–--–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ყ------ის მუნიციპალიტეტის დ. ს-------–-----აში, ი-–------------------ში ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ების საკუთრებაში არსებული 721 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ.------------) განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონტრუქციისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #--. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით ჩაითვალა შეთანხმებულად ყ------ის მუნიციპალიტეტის დ.ს-------–-----აში ი-–--------------------ში მდებარე ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ების საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ (ს/კ.-------------) მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--- (დანართი #1-ის) შესაბამისად.

 

2.1.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ნაკვეთის საკუთრების ტიპი არის თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 602,00 კვ.მ, ს/კ------------- მესაკუთრე ა------ი ჩ-------–---–ი, თ--------–--–-ა, ი----------–---–ი.

 

2.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ყ------ის რაიონის დაბა ს-------–-----აში მოქალაქე ა------ ჩ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს არსებული კედელი წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის შემადგენელ ნაწილს მის შესახებ დამატებითი განმარტებები მოცემულია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში. კედელი ამავდროულად საყრდენი კედლის ფუნქციას ასრულებს, რადგან მას თითქმის მთელ სიმაღლეზე გრუნტი აწვება. ვიზუალური დათვალირების შედეგად ფიქსირდება კედელთან უშუალოდ მიბჯნით მეზობლის მიერ ხორციელდება მშენებლობა, კერძოდ, არსებულ ერთსართულიან შენობაზე სართულის დამატება. მეზობლის ტერიტორიის დათვალიერების შუძლებლობის და ამასთან მშენებლობის საპროექტო მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა სახის ურთიერთზეგავლენა ექნება მშენებარე შენობას და ა------ ჩ-------–---–ის შენობის შემადგენელ კედელს შორის შენობის კარკასის არმატურის ნაშვერებით. მიუდგომლობის და დაუთვალიერებლობის გამო ვერ დადგინდა მშენებარე შენობის კარკასის და საძირკველის ტიპი ერთი რამ ცხადია, რომ აღნიშნულ შენობას გარკვეული სახის ზეგავლენა აუცილებლად ექნება ა------ ჩ-------–---–ის შენობის შემადგენელ კედელთან. ამ ზეგავლენის სავარაუდო შედეგების განსაზღვრისთვის აუცილებელი იქნებოდა გადამოწმდეს შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და გამოკვლეულ იქნეს საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. რაც შეეხება კედლის მდგომარებას ვიზუალური დათვალიერებით კედელში დაზიანების და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. მცირე სიდიდის დაზიანებების დაფიქსირება აღნიშნული ტიპის წყობის მქონე კედელში შეუძლებელია. დღეისთვის კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

 

2.1.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს ექსპერტის #--------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 04 ნოემბერს #--------- ლევან სამხრაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში დაფიქსირებული სიტუაციისგან განსხვავებით სამეზობლო საზღვარზე მდებარე ა------ ჩ-------–---–ის კუთვნილი ღია სათავსოს მშრალი წყობით ამოყვანილ მზიან კედელზე რომელიც ამავდორულად გრუნტის შემაკავებელ საყრდენ კედელსაც წარმოადგენს და რომელზეც მეზობლის ლ------ გ-------ის მიერ ცემენტ-ქვიშის ხსნარზე დაშენებული იყო 3,0 მ-იანი ყორე ქვის კედელი მოგვიანებით კიდევ ერთი დამატებით დაშენებულ იქნა 20 სმ-ი სიგანის და 2,8 მ-ი სიმაღლის წითელი თიხის აგურის კედელი დამატებითი სირთულის მოწყობის მიზნით. ჯერჯერობით გადახურვა და სახურავი დათვალიერების მომენტისათვის მოწყობილი არ არის. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციულ ნაწილში არ არის თოვლის დაცურების საწინააღმდეგო ჯებირების მოწყობის კონსტრუქცია და არც სახურავის გეგმასა და არც ფასადების ნახაზებზე არ არის მინიშნებული მათი მოწყობის ადგილი.

 

2.1.5. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,პ------––-------“ ტექნიკური დასკვნის თანახმად დაბა ს-------–-----აში ჭ------------------ ს/კ------------- მიწაზე არსებულ ობიექტზე დაშენება შესაბამისი პროექტის და წესების დაცვით შპს ,,პ------––-------“ შესაძლებლად მიაჩნია, რაც უარყოფითად არ იმოქმედებს არსებული შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.

 

2.1.6. საქმეში არსებული დაბა ს-------–------–-------------------ში ს/კ------------- არსებული შენობაზე დაშენების პროექტისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად გაცემული დასკვნები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ უბანი არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ვინაიდან არხელსყრელი ფიზიკური და გეოლოგიური მოვლენები (მეწყერი კარსტი, ჩაქცევები არ აღინიშნება) არსებული შენობის კედლები დაფუძნებული და გამოყოფილია ერთ სგე-ზე მსხვილნატეხოვან გრუნტზე (ფენა 1) ყორე-ქვის ლენტური საძირკველებით. კედლები და საძირკველები ნორმალურ მდგომარეობაშია. დასაშენებელი შენობის პირველი სართულის კედელი ნაწილობრივ ეყრდნობა მომიჯნავე დამხმარე ნაგებობის კედელს. რაც შეეხება დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი საძირკვლებით და მისგან გადაცემული დატვირთვები არ გამოწივევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე. უბნის საანგარიშო სეისმურობად განისაზღვროს 9 ბალი.

 

2.1.7. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 სექტემბრის #--- ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულ იქნა ყ------ის მუნიციპალიტეტის დ. ს-------–-----ის ი-–------------------ში ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ის საკუთერებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ------------- მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი. შეტანილ იქნეს ცვლილება ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით დამტკიცებულ #--- მშენებლობის ნებართვის შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პარამეტრებში და ჩამოყალიბდა დანართის #1-ის შესაბამისად.

 

2.1.8. საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური ექპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია: ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქ. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახ. სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობლის კედელი) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე. შენობას მთელ სიგრძეზე სახურავის დონეზე +6.10 ნიშნულამდე მოწყობილი აქვს თოვლის შემაკავებელი მონოლითური რკინაბეტონის პარაპეტი, რომელიც გამორიცხავს სახურავიდან თოვლის დაცურების შესაძლებლობას მეზობელ ნაკვეთზე და ნაგებობებზე მის მოხვედრას, უზრუნველყოფს მეზობელი ნაგებობების და ტერიტორიის უსაფრთხო ექსპლუატაციას, ხოლო საქმეში არსებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგად კი დადგენილია, რომ დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი საძირკვლებით და მისგან გადაცემული დატვირთები არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე. უბნის საანგაროშო სეისმურობად განისაზღვრა 9 ბალი. პროექტი შეთანხმებული და მოწონებულია საქ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 15.09. N--------

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დაბა ს-------–-----აში, ი-–--------------------ში მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა და გაიცა ნებართვა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა ,, ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავარობის 2014 წლის 15 იანვრის #---ე დაგენილების 26-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

საქ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 15 სექტემბერს N------- წერილით მიმართა ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც აღინიშნა, რომ სააგენტომ განიხილა და მოიწონა კორექტირებული პროექტი. 2017 წლის 15.09. N-------- სადავო კედელი მხარეების თანასაკუთრებაა და საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება ხდება სახლის კუთხეებში გაკეთებული ბეტონის ბალიშებიდან ამოყვანილი რკინა ბეტონის ხიმინჯებზე დაყრდნობით, ამრიგად დღეისათვის არსებულ საზიარო, სადავო კედელს დაშენებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მოსარჩელეების კუთვნილი კედლის ნაწილსაც აღნიშნული დაშენება არ ეხება. აღნიშნული კედლის მდგომარეობის შესახებ მოსარჩელემ გააკეთა სამხარაულის დასკვნა, N--------- სადაც აღნიშნულია: "რაც შეეხება კედლის მდგომარეობას, კედელში დაზიანებისა და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. დღეისათვის კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". სამხარაულის ექსპერტიზის N--------- დასკვნის გადასამოწმებლად, მესამე პირებმა გააკეთეს საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სამეცნიერო-კვლებითი ცენტრში "ტ------------------------", სადაც აღნიშნულია: ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქ. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახ. სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობლის კედელი) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება მესამე პირების სახლის დაშენებასთან დაკავშირებით #----, #----, ჩასწორდა და გამოიცა ბრძანება N--- რომელიც, გამოცემულია მოქმედი კანონის სრული დაცვით. მესამე პირების მიერ ჩატარებული იქნა გეოლოგიური კვლევა, რის საფუძველზეც გაკეთდა საცხ. სახლის დაშენების პროექტი. რაც შეეხება ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრას, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იყო დაშენების პირველ პროექტში, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თოვლის მოხვედრას მის ნაკვეთში, მესამე პირებმა პროექტში შეიტანეს ცვლილება და პროექტს სპეციალურად დამატებითი ღონისძიების სახით დაამატეს პარაპეტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის კუთვნილ კედელზე არ ეყრდნობა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება. მშენებლობა მიმდინარეობს პროექტის მიხედვით და მეორე სართულის დასაშენებლად გაკეთებულია სახლის კუთხეებში ბეტონის ბალიშები, საიდანაც ამოდის რკინის ბეტონის საყრდენი ხიმინჯები, რომელზედაც ეყრდნობა სახლის მეორე სართული. მშენებლობის ადგილი გამოიკვლიეს გეოლოგებმა, ხოლო სახლის კონსტრუქციული ნაწილი გათვალსწინებულია 9 ბალზე, სახლის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დაშენების პროექტი და დაშენება ადასტურებს, რომ მოსაჩელეთა სახლის კედელთან დაშენებას არანაირი შეხება არ აქვს. დაშენებისათვის სპეციალურად შეიქმნა პროექტი იმგავრად, რომ არსებულ კედელზე დაშენებას შემხებლობა არ ჰქონდა, იგი დაყრდნობილია სპეციალურად გაკეთებული რკინის ბეტონის ბალიშებზე, საიდანაც ამოდის რკინა ბეტონის ხიმინჯები, რომელსაც ერყრდნობა საცხოვრებელი სახლის დასაშენებელი მეორე სართული, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენი სამშენებლო პროექტებით ფოტომასალით და გეოლოგიური კვლევითი დასკვნით. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოსაზრებას ჩაუხედაობის პრინციპს სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მათი მხრიდან უფრო არის დარღვეული, რადგან მათი სამი ფანაჯარა და ფეჩის საკვამური გადის მესამე პირის ეზოში, ხოლო მესამე პირების დაშენების პროექტში ჩანს, რომ დასაშენებელი კედლის ნაწილი, სადაც გათვალისწინებულია მინა-ბლოკები გადის მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არ მოსარჩელეების.

 

სასმართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყ------ის მინიციპალიტეტის გამგებელმა უხეშად დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც მან მოსარჩელეთა მიერ მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და არაერთხელ ჩანიშნული/ წარმოებული მოსამზადებელი სხდომების ფონზე და ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე შეჩერებული იქნა მშენებლობა საქმის საბოლოო განხილვის დასრულებამდე, ამ დროს 2017 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ახალი ბრძანება N--- და მშენებლობის ნებართვა, სადაო საკითხზე კორექტირებულ პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე მათი, როგორც მომიჯნავე ნაკვეთის (რომლის ზედ სასაზღვრო მიჯნაზე იგეგმება მშენებლობა) მესაკუთრეების ინტერესებისა და უფლებების სრული იგნორირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნულ მისამართზე შეჩერებული იქნა მშენებლობა საქმის საბოლოო განხილვის დასრულებამდე, რაც დღეის მდგომარებითაც გრძელდება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 14 სექტემბრის N--- ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მესამე პირების სახელზე გაცემული იქნა უკანონო მშენებლობის ნებართვა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი და ისე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ა------ი ჩ-------–---–ის, ი----------–---–ის და თ--------–--–-ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სრულად არის უგულვებელყოფილი მოსარჩელის საკუთრების უფლება, ასევე დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N-- დადგენილების 26-ოე მუხლის მოთხოვნები, რომელიც მოცემულ სადავო შემთხვევისთვის ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მოსარჩელეების) თანხმობას.

 

აპელანტები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ გასაჩვრებული აქტებით არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, რადგან იგი მოგვიანებით ჩასწორდა N--- ბრძანებით. აპელანტები განმარტავენ, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის ჩასწორება და არა არსებითი კანონსაწინააღმდეგო ქმედების. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მომენტისათვის არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, იგი ვერც მოგვიანებით გახდება კანონიერი აქტი. ასევე, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, ყველა ცვლილება, რომელიც მასში განხორციელდა, ავტომატურად ბათილია, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლად ვერ წარმოშობენ უფლებას.

 

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ N--- ბრძანებით სრულად ვერ აღმოიფხვრება გასაჩივრებული პროექტის კანონდარღვევის საკითხი, ვინაიდან იგი არც მოცემულ მომენტში აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმატიული საქტების მოთხოვნებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა, ყ------ის მუნიციპალიტეტის დ. ს-------–-----აში, ი-–------------------ში მდებარე ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ების საკუთრებაში არსებული 721 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ.------------) განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონტრუქციისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #--.

 

ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ყ------ის მუნიციპალიტეტის დ.ს-------–-----აში ი-–--------------------ში მდებარე ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ (ს/კ.-------------) მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--- (დანართი #1-ის) შესაბამისად.

 

4.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ა------ი ჩ-------–---–ი, ი----------–---–ის და თ--------–--–-ა თანასაკუთრებას წარმოადგენს 602,00 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 7-----------.

 

4.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, ყ------ის რაიონის დაბა ს-------–-----აში მოქალაქე ა------ ჩ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს არსებული კედელი წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის შემადგენელ ნაწილს. მის შესახებ დამატებითი განმარტებები მოცემულია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში. კედელი ამავდროულად საყრდენი კედლის ფუნქციას ასრულებს, რადგან მას თითქმის მთელ სიმაღლეზე გრუნტი აწვება. ვიზუალური დათვალირების შედეგად ფიქსირდება კედელთან უშუალოდ მიბჯენით მეზობლის მიერ განხორციელებული მშენებლობა, კერძოდ, არსებულ ერთსართულიან შენობაზე სართულის დამატება. მეზობლის ტერიტორიის დათვალიერების შუძლებლობის და მშენებლობის საპროექტო მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა სახის ურთიერთზეგავლენა ექნება მშენებარე შენობას და ა------ ჩ-------–---–ის შენობის შემადგენელ კედელს შორის შენობის კარკასის არმატურის ნაშრევებით. მიუდგომლობის და დაუთვალიერებლობის გამო ვერ დადგინდა მშენებარე შენობის კარკასის და საძირკველის ტიპი. აღნიშნულ შენობას გარკვეული სახის ზეგავლენა აუცილებლად ექნება ა------ ჩ-------–---–ის შენობის შემადგენელ კედელთან. ამ ზეგავლენის სავარაუდო შედეგების განსაზღვრისთვის აუცილებელი იქნებოდა გადამოწმდეს შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და გამოკვლეულ იქნეს საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. რაც შეეხება კედლის მდგომარებას ვიზუალური დათვალიერებით კედელში დაზიანების და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. მცირე სიდიდის დაზიანებების დაფიქსირება აღნიშნული ტიპის წყობის მქონე კედელში შეუძლებელია. დღეისთვის კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

 

4.1.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 04 ნოემბერს N--------- ლევან სამხრაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში დაფიქსირებული სიტუაციისგან განსხვავებით სამეზობლო საზღვარზე მდებარე ა------ ჩ-------–---–ის კუთვნილი ღია სათავსოს მშრალი წყობით ამოყვანილ მზიან კედელზე რომელიც ამავდორულად გრუნტის შემაკავებელ საყრდენ კედელსაც წარმოადგენს და რომელზეც მეზობლის ლ------ გ-------ის მიერ ცემენტ-ქვიშის ხსნარზე დაშენებული იყო 3,0 მ-იანი ყორე ქვის კედელი მოგვიანებით კიდევ ერთი დამატებით დაშენებულ იქნა 20 სმ-ი სიგანის და 2,8 მ-ი სიმაღლის წითელი თიხის აგურის კედელი დამატებითი სირთულის მოწყობის მიზნით. ჯერჯერობით გადახურვა და სახურავი დათვალიერების მომენტისათვის მოწყობილი არ არის. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციულ ნაწილში არ არის თოვლის დაცურების საწინააღმდეგო ჯებირების მოწყობის კონსტრუქცია და არც სახურავის გეგმასა და არც ფასადების ნახაზებზე არ არის მინიშნებული მათი მოწყობის ადგილი.

 

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,პ------––-------“ ტექნიკური დასკვნის თანახმად დაბა ს-------–-----აში ჭ------------------ ს/კ------------- მიწაზე არსებულ ობიექტზე დაშენება შესაბამისი პროექტის და წესების დაცვით შპს ,,პ------––-------“ შესაძლებლად მიაჩნია, რაც უარყოფითად არ იმოქმედებს არსებული შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.

 

4.1.6. საქმეში არსებული დაბა ს-------–------–-------------------ში ს/კ------------- არსებულ შენობაზე დაშენების პროექტისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად გაცემული დასკვნები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ უბანი არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ვინაიდან არხელსყრელი ფიზიკური და გეოლოგიური მოვლენები (მეწყერი კარსტი, ჩაქცევები არ აღინიშნება) არსებული შენობის კედლები დაფუძნებული და გამოყოფილია ერთ სგე-ზე მსხვილნატეხოვან გრუნტზე (ფენა 1) ყორე-ქვის ლენტური საძირკველებით. კედლები და საძირკველები ნორმალურ მდგომარეობაშია. დასაშენებელი შენობის პირველი სართულის კედელი ნაწილობრივ ეყრდნობა მომიჯნავე დამხმარე ნაგებობის კედელს. რაც შეეხება დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი საძირკვლებით და მისგან გადაცემული დატვირთვები არ გამოწივევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე. უბნის საანგარიშო სეისმურობად განისაზღვრა 9 ბალი.

 

4.1.7. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 სექტემბრის #--- ბრძანების საფუძველზე შეთანხმდა ყ------ის მუნიციპალიტეტის დ. ს-------–-----ის ი-–------------------ში ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 721 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ------------- მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი. შეტანილ იქნა ცვლილება ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით დამტკიცებულ #--- მშენებლობის ნებართვის შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პარამეტრებში და ჩამოყალიბდა დანართის #1-ის შესაბამისად.

 

4.1.8. ტექნიკური ექპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახ. სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობლის კედელი) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე. შენობას მთელ სიგრძეზე სახურავის დონეზე +6.10 ნიშნულამდე მოწყობილი აქვს თოვლის შემაკავებელი მონოლითური რკინაბეტონის პარაპეტი, რომელიც გამორიცხავს სახურავიდან თოვლის დაცურების შესაძლებლობას მეზობელ ნაკვეთზე და ნაგებობებზე მის მოხვედრას, უზრუნველყოფს მეზობელი ნაგებობების და ტერიტორიის უსაფრთხო ექსპლუატაციას, ხოლო საქმეში არსებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგად კი დადგენილია, რომ დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი საძირკვლებით და მისგან გადაცემული დატვირთები არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე. უბნის საანგარიშო სეისმურობად განისაზღვრა 9 ბალი. პროექტი შეთანხმდა და მოიწონა საქ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელე აკაკი ელიაშვილისთვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ყ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა მოსარჩელის მომიჯნავედ სამშენებო სამუშაოების წარმოება. მოსარჩელის მტკიცებით სადავო ნებართვების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოებით მის საკუთრების ობიექტს ადგება ზიანი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი სამფუძვლები და შემოწმდეს ახდენს თუ არა იგი უარყოფით გავლენას მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

პალატა მიუთითებს ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავარობის 2014 წლის 15 იანვრის #---ე დაგენილებაზე, რომელიც შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. მითთებული დებულების 26-ე მუხლით დარეგულირებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესი. კერძოდ, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო. მე-11-12 პუნქტების შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობები; დასაშვებია, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ისე რომ დაცულ იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ რომელზეც მის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული. ხოლო 26-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა.

 

დადგენილია, რომ ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ოქტომბრის #---- ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ყ------ის მუნიციპალიტეტის დ. ს-------–-----ის ი-–------------------ში ა-–----------, გ------ი და ლ------ გ-------ების საკუთრებაში არსებული 721 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონტრუქციისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #--, ხოლო 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ამავე ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #---. ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 14 სექტემბრის #--- ბრძანების საფუძველზე შეთანხმდა ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისთვის წარმოდგენილი კორექტირებული პროექტი. შეტანილ იქნეს ცვლილება ყ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 ოქტომბრის #---- ბრძანებით დამტკიცებულ #--- მშენებლობის ნებართვის შენობა-ნაგებობის ტექნიკურ პარამეტრებში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სადავო კედელი წარმოადგენს მხარეების თანასაკუთრებას და საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება ხდება სახლის კუთხეებში გაკეთებული ბეტონის ბალიშებიდან ამოყვანილი რკინა ბეტონის ხიმინჯებზე დაყრდნობით, ამრიგად დღეისათვის არსებულ საზიარო, სადაო კედელს დაშენებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მოსარჩელეების კუთვნილი კედლის ნაწილსაც აღნიშნული დაშენება არ ეხება. აღნიშნული კედლის მდგომარეობას ასახავს მოსარჩელის დაკვეთით გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნა N--------- სადაც აღნიშნულია, რომ კედელში დაზიანებისა და წყობის რღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამხარაულის ექსპერტიზის N 0-------- დასკვის გადასამოწმებლად, მესამე პირების დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში "ტ-----------------------ში", სადაც აღნიშნულია, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახელმწიფო სტანდარტებთან და რეგულაციებთან. დასაშენებელი მეორე სართულის დაფუძნება შესრულებულია ახალი დამოუკიდებელი ცალკე მდგომი წერტილოვანი საძირკვლებით. აქედან გამომდინარე, დაშენება არ გამოიწვევს დამატებით დატვირთვას არსებულ კედელზე და შესაბამისად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მომიჯნავე (მეზობელი კედლის) მზიდუნარიანობაზე და მდგრადობაზე.

მესამე პირების მიერ, ასევე, ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, რის საფუძველზეც გაკეთდა საცხოვრებელი სახლის დაშენების პროექტი.

 

პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრის საკითხი გათვალისწინებული იყო დაშენების პირველ პროექტში, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თოვლის მოხვედრას მის ნაკვეთში, მესამე პირებმა პროექტში შეიტანეს ცვლილება და პროექტს სპეციალურად დამატებითი ღონისძიების სახით დაამატეს პარაპეტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ატმოსფერული ნალექების მეზობელ ნაკვეთში მოხვედრას.

 

პალატა იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის კუთვნილ კედელზე არ ეყრდნობა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაშენება. მშენებლობა მიმდინარეობს პროექტის მიხედვით და მეორე სართულის დასაშენებლად გაკეთებულია სახლის კუთხეებში ბეტონის ბალიშები, საიდანაც ამოდის რკინის ბეტონის საყრდენი ხიმინჯები, რომელზედაც ეყრდნობა სახლის მეორე სართული. მშენებლობის ადგილი გამოიკვლიეს გეოლოგებმა, სახლის კონსტრუქციული ნაწილი გათვალსწინებულია 9 ბალზე, სახლის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დაშენების პროექტი და დაშენება ადასტურებს, რომ მოსაჩელეთა სახლის კედელთან დაშენებას არანაირი შეხება არ აქვს. დაშენებისათვის სპეციალურად შეიქმნა პროექტი იმგავრად, რომ არსებულ კედელზე დაშენებას შემხებლობა არ ჰქონდა იგი დაყრდნობილია სპეციალუარდ გაკეთებული რკინის ბეტონის ბალიშებზე, საიდანაც ამოდის რკინა ბეტონის ხიმინჯები, რომელსაც ეყრდნობა საცხოვრებელი სახლის დასაშენებელი მეორე სართული, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენი სამშენებლო პროექტებით, ფოტომასალით და გეოლოგიური კვლევითი დასკვნით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, ხოლო საქმეშ არსებული მტკიცებულებები კი თავის მხრივ მიუთითებს სადავო აქტების კანონიერებაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რაც სადავო აქტების კანონიერებაზე მიუთითებდა. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ხელყოფა სადავო აქტების გამოცემით. შესაბამისად, პალატას სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს განსახილველი საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------ი ჩ-------–---–ის, ი----------–---–ის და თ--------–--–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა