განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210018002353054
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-817-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ჭიათურის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი - ნ-----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ა------–--ი
წარმომადგენელი - გ---------–---, ლ-–---–---------–---ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ა-----–---“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,ა-----–---“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 12660,76 (თორმეტი ათასექვსასსამოცი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,ა-----–-ნ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 459 ლარი და 80 თეთრი (ოთხასორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი. ს.ს.იპ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია რომ შპს „ა------–--ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია თბილისი, პ------------------- საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, რეგისტრაციის თარიღი 04.07.2017 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ლ-–---–---------–---ი. 2.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT17--------) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე. 2.3. 2017 წლის 02 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიზლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში. ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი თავისუფლდება ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან, ჯარიმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე და იხდის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1 პროცენტს. 2.4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 02 ნოემბრის ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დ------------–--ე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად N2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით. 2017 წლის 10 ნოემბრის დ------------–--ის მოხსენებითი-ბარათით მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა, ასევე კარიერიდან აღებულ ინერტულ მასალაში იმდენად დიდი ზომის ლოდები არის რომ სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დ------------–--ეს მიზანშეწონილად მიაჩნია ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ტკეპნის თანხის გამოკლებით. დაევალოს მშენებელს წარმოადგინოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 2.5. სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის ოქმით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების თაობაზე არსებობს ხარვეზი. მოხდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირება და დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა N2-- ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით საწარმოს წარმომადგენელმა ლ-–---–---------–---მა წარუდგინა მუნიციპალიტეტს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს: დაიტვირთოს ინერტული მასალა ექსკავატოროთ; დაიყაროს ინერტული მასალა გზაზე ადგილ-ადგილ. მოცემულ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავს დატკეპნით სამუშაოებს. 2017 წლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილის შესაბამისად დამკვეთი ითხოვს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტებულ პირთა რეესტრში არსებული პირის მიერ, შესაბამის სფეროში. 2.6. შესრულებული აქტების (ფორმა 2 )მიხედვით შესრულებულია სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულება N2---ით გათვალისწინებული სამუშაოები. აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, საწარმოს წარმომადგენელი ლ-–---–---------–---ი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა აქტზე არ არის დატანილი. მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–--ემ განაცხადა, რომ იგი სრულად ეთანხმება ფორმაN2-ებს და ადასტურებს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. დ------------–--ე განმარტავს, რომ დატკეპნით სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავდა. დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, შეთანხმებული აქნა და სამუშაო შესრულდა სრულად ხელშეკრულების შესაბამისად. ინერტულ მასალაზე და კარიერის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტი. ინერტული მსალა უნდა დაეტვირთა საწარმოს და უნდა გაეშალა ალაგ -ალაგ. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო რაიმე ხარვეზს არ შეიცავს. მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საწარმოს ხელმძღვანელი. 2.7. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზა მხედველობაში იღებს სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 12770,1 ლარით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ფორმაN2-ში მოცემული სამუშაოთა ერთეულის ღირებულებები შეესაბამება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულის ღირებულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შ.პ.ს. ,,ა------–--ი“-ს მიერ ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება, სამუშაოების საერთო მოცულობების გათვალისწინებით შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებას და შეადგენს: 12770,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეულების გზების მოხრეშვის სამუშაოების ფორმა N2-ს საბოლოო ღირებულება შეადგენს 12679,6 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. დასკვნა შედგენილია 2018 წლის 3 იანვარს და მოცემული მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. 2.8. ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------–--“-ს შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT1--------) საშუალებით პერევისის, ნიგოზეთის, ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20660, 11 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ნოემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრამდე. 2.9. 2017 წლის 27 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში. 2.10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ხ---------------ე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად N2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით. ლ-–---–---------–---ის 2017 წლის 27 ნოემბრის წერილის თანახმად ჯერ კიდევ 2017 წლის 27 ნოემბრისათვის ინერტული მასალით უზრუნველყოფისათვის კარიერი გამოყოფილი არ იყო დამკვეთის-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაო ვერ შესრულდებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ხ---------------ეც. ერთმნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით, რომელიც ვალდებული იყო ინერტული მასალით უზრუნველყოფაზე. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა------–--ის“ დარეგისტრირებაზე უარი თქვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N5----- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა N2-- ხელშეკრულება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT17--------) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე. 2017 წლის 27 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 5.1.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების საგნად მიჩნეული სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: მიღება-ჩაბარების აქტი; ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების ვადაა მიმწოდებლის მიერ საფინანსო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღე. ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების ღირებულების არა უმეტეს 50 პროცენტისა ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული შესრულებული აქტის(ფორმაN2) საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღების კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. დადგენილია, რომ ინერტული მასალით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მუნიციპალიტეტს ლიცენზიის ფარგლებში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა ნარდობის ხელშეკრულებები. 2.14. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. 2.15. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა------–--“-ს შორის 2017 წლის 02 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის (NAT17--------) საშუალებით სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის , ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16470, 60 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე. 2017 წლის 10 ნოემბრის დ------------–--ის მოხსენებითი-ბარათით მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა, ასევე კარიერიდან აღებულ ინერტულ მასალაში იმდენად დიდი ზომის ლოდები არის რომ სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დ------------–--ეს მიზანშეწონილად მიაჩნია ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ტკეპნის თანხის გამოკლებით. დაევალოს მშენებელს წარმოადგინოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 2.16. დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის ოქმით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების თაობაზე არსებობს ხარვეზი. მოხდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირება და დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა N2-- ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით საწარმოს წარმომადგენელმა ლ-–---–---------–---მა წარუდგინა მუნიციპალიტეტს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს: დაიტვირთოს ინერტული მასალა ექსკავატოროთ; დაიყაროს ინერტული მასალა გზაზე ადგილ-ადგილ. მოცემულ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავს დატკეპნით სამუშაოებს. 2.17. დადგენილია, რომ შესრულებული აქტების (ფორმა 2) მიხედვით შესრულებულია სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულება N2---ით გათვალისწინებული სამუშაოები. აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, საწარმოს წარმომადგენელი ლ-–---–---------–---ი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა აქტზე არ არის დატანილი. მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–--ემ განაცხადა, რომ იგი სრულად ეთანხმება ფორმაN2-ებს და ადასტურებს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. დ------------–--ე განმარტავს, რომ დატკეპნით სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავდა. დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა, შეთანხმებული იქნა და სამუშაო შესრულდა სრულად ხელშეკრულების შესაბამისად. ინერტულ მასალაზე და კარიერის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალიტეტი. ინერტული მსალა უნდა დაეტვირთა საწარმოს და უნდა გაეშალა ალაგ -ალაგ. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო რაიმე ხარვეზს არ შეიცავს. მიღება -ჩაბარების აქტებს ხელს აწერენ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საწარმოს ხელმძღვანელი. 2.18. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზა მხედველობაში იღებს სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის სხდომის ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 12770,1 ლარით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ფორმაN2-ში მოცემული სამუშაოთა ერთეულის ღირებულებები შეესაბამება წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა ერთეულის ღირებულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით შ.პ.ს. ,,ა------–--ი“-ს მიერ ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება, სამუშაოების საერთო მოცულობების გათვალისწინებით შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებას და შეადგენს: 12770,1 ლარს დღგ-ს ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეულების გზების მოხრეშვის სამუშაოების ფორმა N2-ს საბოლოო ღირებულება შეადგენს 12679,6 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. დასკვნა შედგენილია 2018 წლის 3 იანვარს და მოცემული მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იყო მიმწოდებლის - შ.პ.ს. ,,ა------–--ი“-ს მიერ და შესაბამისად ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული თანხა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. 2.19. ლ-–---–---------–---ის 2017 წლის 27 ნოემბრის წერილის თანახმად ჯერ კიდევ 2017 წლის 27 ნოემბრისათვის ინერტული მასალით უზრუნველყოფისათვის კარიერი გამოყოფილი არ იყო დამკვეთის-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაო ვერ შესრულდებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ხ---------------ეც. ერთმნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით, რომელიც ვალდებული იყო ინერტული მასალით უზრუნველყოფაზე. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ა------–--ის“ დარეგისტრირებაზე უარი თქვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N5----- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა N2-- ხელშეკრულება. დადგენილია, რომ N2-- ხელშეკრულების ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა-ინერტული მასალით უზრუნველყოფა არ იქნა შესრულებული დამკვეთის მიერ, შესაბამისად მოცემული ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხდა დამკვეთის ბრალით. აღნიშნულს ადასტურებს ტექნიკური ზედამხედველი ხ---------------ე. ამ ფაქტს ადასტურებს ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც. ამდენად ამ ნაწილში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა. 2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა მიმწოდებლის ბრალი დათქმულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობისა. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე საწარმომ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა საწარმოს ბრალით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. N2-- ხელშეკრულების შესრულება ვერ განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბრალით, ამიტომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე ამ ხელშეკრულების ფარგლებში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა ჭიათურის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი N2-- ფარგლებში პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, რადგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არცერთი პირობა არ დარღვეულა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები) უნდა შემცირებულიყო მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 459 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული მხარეებს შორის ნებაყოფლობით დადებული 2017 წლის 02 ნოემბერს №2-- ხელშეკრულების მე-9 და 9.1 მუხლები კერძოდ: მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ჯარიმდება ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1% -ით, ბუნდოვანია და საფუძველს მიკლებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. 2017 წლის 02 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა------–---ს" შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ა------–--"-მა სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოები აწარმოა უხარისხოდ კარიერიდან ინერტული მასალაში აღებული იყო იმდენად დიდი ზომის ლოდები, რომ მისი სატკეპნი მექანიზმით დატკეპნა შეუძლებელი იყო. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შპს ,,ა-----–-ნმა" კი არაჯეროვნად შეასრულა №2-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 3.2. 2017 წლის 27 ოქტომბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა------–--"-ს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,ა------–--"-ს არ დაუწყია და არც დაუსრულებია. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, კერძოდ შ.პ.ს ,,ა------–--მა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროში. 3.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს - მხარეთა შეთანხმებით განსზაღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვინაიდან მოვალის მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. 4.1.1. ამ ხელშეკრულების თანახმად, შპს ა------–--ს (მენარდე) ჭიათურის მუნიციპალიტეტის (შემკვეთი) სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა სამუშაო - სარქველთუბნის, წირქვალის, ზოდისა და ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეხრეშა გზები. 4.1.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16 470,6 ლარს. 4.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 2 დეკემბრამდე. 4.1.4. ხელშეკრულების 9.1. პუნტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მენარდეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. 4.1.5. შემკვეთის მიერ ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ. 4.1.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდემ დადგენილ ვადაში შეასრულა, თუმცა იგი ნაკლის მქონე იყო. 4.1.7. კერძოდ, ადგილზე მიტანილი ინერტული მასალა მას არ დაუტკეპნია. 4.1.8. ამის გამო, 2017 წლის 30 ნოემბერს მენარდემ შემსრულებელს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. 4.1.9. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, დღგ-ს გარეშე 10 343,55 ლარი შეადგინა, თუმცა ამის მიუხედავად, მხარეებს ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შეუტანიათ. 4.1.10. საბოლოოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მენარდემ 12 660,76 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. 4.1.11. შპს აკადემპროექტის ექსპერტებმა შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. 4.1.12. შესრულებული სამუშაო შემკვეთმა მიიღო, მაგრამ მისი ღირებულება არ გადაუხდია. 4.2. 2017 წლის 27 ოქტომბერს იმავე მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება. 4.2.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს უნდა განეხორციელებია ნიგოზეთის, პერევისისა და ითხვისის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის მოხრეშვითი სამუშაოები. 4.2.1. მენარდეს სამუშაო უნდა შეესრულებინა 2017 წლის 25 ნოემბრამდე და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20 660,11 ლარს. 4.2.2. ხელშეკრულების 9.1. და 13.2. პუნქტების თანახმად, დაუძლეველი ძალის გარდა სამუშაოს შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, ასევე, მენარდის ბრალით, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მენარდეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. 4.2.3. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მენარდეს არ დაუწყია. 4.2.4. 2017 წლის 27 ნოემბერს, ე.ი. სამუშაოს შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მენარდემ წერილობით მიმართა შემკვეთს და პროექტის განხორციელების კორექტირება მოითხოვა. წერილში მან განმარტა, რომ ვალდებულება შემკვეთის მიზეზით არ სრულდებოდა. 4.2.5. ამის მიუხედავად, 2017 წლის 11 დეკემბერს შემკვეთმა მენარდეს ხელშეკრულება მოუშალა. 4.2.6. შემკვეთმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ე.წ. შავ სიაში შეყვანაც მოსთხოვა, თუმცა სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 მარტის განკარგულებით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 4.3.1. უდავოა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდემ შეასრულა. ამის გამო, შემკვეთმა მას შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა აუნაზღაუროს. 4.4. 2017 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების 6.5. და 7.1. პუნქტების თანახმად, აპელანტს ანგარიშსწორება უნდა ეწარმოებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული აქტის (ფორმა 2) საფუძველზე. 4.4.1. მენარდის მიერ შესრულებული ფორმა 2-ისა და შპს აკადემპროექტის 2018 წლის 3 იანვრის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 12 660,76 ლარს შეადგენდა. 4.4.2. ამის შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი მტკიცდება. 4.4.3. და, რაც მთავარია, ზემოხსენებული გარემოება აპელანტის მიერ დანიშნულმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, დავით სალარიძემაც დაადასტურა. 4.4.4. მის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს შედგენილი „მოხსენებითი ბარათის“ თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, დაყრილი მასალის დატკეპნის გარდა, მენარდემ შეასრულა. 4.4.5. იგივე განმარტა ტექნიკურმა ზედამხედველმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროსაც. 4.4.6. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მიტანილი მასალის მოცულობა თავად აზომა და იგი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულს აღემატებოდა კიდეც. შესრულებული სამუშაოს ხარისხი ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს სავსებით შეესაბამებოდა და ის ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმაც მოიწონეს. ფორმა 2-ს კი ხელი მხოლოდ იმის გამო არ მოაწერა, რომ მისთვის არ გადაუციათ - მასთან „არ მისულა“. 4.4.7. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.4.8. ამის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სავსებით მართებულად მიიღო გადაწყვეტილება შემკვეთისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრების შესახებ. 4.5. ამავდროულად, ტექნიკური ზედამხედველის „მოხსენებითი ბარათიდან“ ჩანს, რომ შესრულებულ სამუშაოს ნივთობრივი ნაკლი ჰქონდა. 4.5.1. ამ „ბარათის“ მიხედვით, რელიეფიდან გამომდინარე, სოფლებში სატკეპნი ტექნიკის ადგილამდე მიყვანა შეუძლებელი იყო, კარიერიდან აღებული ინერტული მასალა კი შეიცავდა იმდენად დიდი ზომის ლოდებს, რომ სატკეპნი მექანიზმით მათი დატკეპნა ვერ მოხდებოდა. 4.5.2. მოსახრეში მასალის ზომა მხარეებს არ შეუთანხმებიათ, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის ვარგისი უნდა ყოფილიყო. 4.5.3. მენარდის მიერ წარდგენილი ხართაღრიცხვა ინერტული მასალის დატკეპნასაც ითვალისწინებდა. 4.5.4. ამის შესაბამისად, ზომის გათვალისწინებით სპეციალურ ტექნიკას მათი დატკეპნა უნდა შეძლებოდა. 4.5.5. თუმცა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ინერტული მასალის მოპოვება მენარდის მოვალეობაში არ შედიოდა. 4.5.6. „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1--- განკარგულების 1 პუნქტით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოეპოვებინა 23 300 (ოცდასამი ათას სამასი) მ3 ინერტული მასალა (ღორღი) განკარგულების დანართით გათვალისწინებული X და Y კოორდინატების საზღვრებში. 4.5.7. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ მენარდეს მასალა უნდა გადაეტანა შესაბამის X და Y კოორდინატების საზღვრებში მდებარე კარიერებიდან. ეს კი ნიშნავს, რომ მას უნდა გადაეტანა და განეთავსებინა იმ ფრაქციის მასალა, რომელიც სწორედ აქ მოიპოვებოდა. 4.5.8. ეს რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს დაადასტურა ტექნიკურმა ზედამხედველმა, დ------------–--ემაც. 4.5.9. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მასალაზე პასუხისმგებელი“ შემკვეთი იყო, მენარდეს კარიერის დამუშავების ვალდებულება არ ჰქონია და ამიტომაც არ მიიჩნია დიდი ზომის ქვების განთავსება ხელშეკრულების პირობების დარღვევად. 4.5.10. მართლაც, „მოხსენებითი ბარათის“ მიხედვით ზედამხედველი ხარჯთაღრიცხვის დასაკორექტირებლად, მხოლოდ, ტკეპნის ხარჯის გამოკლებას ითხოვდა. 4.5.11. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს აკადემპროექტის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. 4.5.12. სამუშაოთა მიღება, უშუალოდ, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. 4.5.13. ამრიგად, დიდი ზომის ქვების განთავსებით მენარდეს ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. 4.6. თუმცა, ამავდროულად, უდავოა, რომ მენარდეს მასალა არ დაუტკეპნია. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. 4.6.2. რადგან მენარდეს ინერტული მასალა არ დაუტკეპნია, ე.ი. მან შეკვეთილისაგან განსხვავებული ნაკეთობა დაამზადა. 4.6.3. ეს კი ნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაო ნივთობრივად ნაკლიანი იყო. 4.6. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, ნივთობრივი ნაკლი აპელანტს მენარდის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-645-ე მუხლების თანახმად, ამ შემთხვევაში, შემკვეთს შეეძლო ან მოეთხოვა დამატებითი შესრულება, ან ნაკლი თავადვე გამოესწორებინა, ან, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების პირობითა და დადგენილი წესით, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, ან შეემცირებინა საზღაური. 4.6.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ: 4.6.2.1. აპელანტს დამატებითი შესრულება, ე.ი. მასალის დატკეპნა არ მოუთხოვია, რადგან „რელიეფიდან გამომდინარე“ ეს შეუძლებელი იყო. 4.6.2.2. ნაკლი თავად არ გამოუსწორებია და 4.6.2.3. ხელშეკრულების მოშლის ნება არ გამოუვლენია. 4.7. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის საფუძველზე, მას შეეძლო გადასახდელი საზღაური შეემცირებინა იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას ამცირებდა. 4.7.1. პალატის აზრით, სწორედ ეს გამომდინარეობს ტექნიკური ზედამხედველის „მოხსენებითი ბარათიდან“, რომელშიც „ტკეპნის თანხის გამოკლებით“ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წადგენის თაობაზეა ყურადღება გამახვილებული. 4.8. ის, თუ რა თანხით შეამცირა ნაკლმა შესრულებული სამუშაოს ღირებულება აპელანტს არც-ერთი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია. 4.8.1. თუმცა ის კი უდავოა, რომ არც „შესრულებული სამუშაოების აქტსა (ფორმა #2)“-სა და არც შპს აკადემპროექტის ინსპექტირების ანგარიშში „ტკეპნის თანხა“ გათვალისწინებული არ არის. ფორმა 2-ის თანახმად, შესრულებული სამუშაო, მხოლოდ, ინერტული მასალის დატვირთვასა და გზაზე ადგილ-ადგილ დაყრას მოიცავს. 4.8.2. ეს კი ნიშნავს, რომ მენარდემ შემკვეთისაგან შემცირებული საზღაურის ანაზღაურება მოითხოვა. მეტიც, ტექნიკური ზედამხედველის ჩვენების თანახმად, მენარდეს მასალის გაშლის ღირებულებაც კი არ გაუთვალისწინებია, თუმცა ეს სამუშაოს უდავოდ შეასრულა. 4.9. ამის შესაბამისად, აპელანტისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 12 660,76 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს. 4.10. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ წერილობით ფორმას მოითხოვს. 4.10.1. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულება პირგასამტეხლოს გადახდას, მხოლოდ, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევისას ითვალისწინებდა. შემკვეთის მიერ ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო მხარეებს წერილობით არ გაუთვალისწინებიათ. 4.10.2. ამის შესაბამისად, მენარდის მოთხოვნა შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო და რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი. 4.11. მენარდის 2017 წლის 27 ნოემბრის წერილითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 მარტის განკარგულებით დგინდება, რომ 2017 წლის 2017 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულება მენარდემ შემკვეთის ბრალით ვერ შეასრულა. 4.11.1. კერძოდ, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ინერტული მასალის მოპოვება მანარდის მოვალეობა არ იყო, იგი მისთვის შემკვეთს უნდა გადაეცა. 4.11.2. როგორც აღინიშნა, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1--- განკარგულების 1 პუნქტით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. 4.11.3. ამრიგად, განკარგულების მოქმედების ვადა 2017 წლის 3 ნოემბერს ამოიწურა. ამის შემდეგ, შემკვეთს ინერტული მასალის მოპოვების ნებართვა აღარ ჰქონდა და მენარდისათვის იგი აღარ გადაუცია. 4.11.4. აღსანიშნავია, რომ ეს დასტურდება რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ტექნიკური ზედამხედველის, ხ---------------ის ჩვენებითაც. 4.11.5. ამ ვითარებაში, მენარდე მოხრეშვით სამუშაოებს, ცხადია, ვეღარ შეასრულებდა. 4.11.5. 2017 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 9.1. და 13.2. პუნქტების თანახმად, მენარდეს პირგასამტეხლოს გადახდა ეკისრებოდა დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, ე.ი. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. 4.11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. 4.11.7. როგორც აღინიშნა, ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით გამოწვეული არ ყოფილა, ეს კი ნიშნავს, რომ ვადა გადაცილებულად არ ითვლება და მენარდეს პირგასამტეხლოს გადახდა არ ეკისრება. 4.12. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, რაიონულმა შეგებებული სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის შპს ა------–--ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, 459,8 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. შპს ა------–--ის სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპს ა------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ა------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ნაწილის 379,82 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, შპს ა------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 459,8 X4%=18,39 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის შპს ა------–--ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, 459,8 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში;
3. დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. შპს ა------–--ის სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შპს ა------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 379,82 ლარის გადახდა;
6. შპს ა------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 18,39 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
7. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან გამოცხადების თარიღი უცნობია, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
9. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე