განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2018
საქმის ნომერი
190310018002743687
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190310018002743687

საქმე N3ბ/3245-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა,მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–--;

წარმომადგენელი - რ------------–---–ი, მ-----–-------ა, გ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - №------------ის საოლქო საარჩევნო კომისია;

წარმომადგენელი - კ------------–---–ი, მ----–----–-–---–ი, ნ---------------–--–ი;

 

მესამე პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: გ-------–---–--ე და ს--–--------------–---–ი, №------------ის ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისია, №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები: თ---------------–-ა (თავმჯდომარე), გ----–--------------- (თავმჯდომარის მოადგილე), ნ---------------ა (მდივანი), მ---------------ი, მ-----------ე, ს--------–-----ი, ს------–---ა, მ--------------ა, რ--------------ა, ს------------------ა, ქ----------------- და რ-----------------;

 

დავის საგანი - №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- განკარგულების ბათილად ცნობა; №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალება; N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- განკარგულების ბათილად ცნობა; №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნა და ბიულეტენების გადათვლის დავალება; N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- განკარგულების ბათილად ცნობა;

 

1.2. მოპასუხე №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიისთის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალება;

 

1.3. N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მისი განმარტებით, N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არ დარღვეულა კანონის არცერთი მოთხოვნა. საჩივარი განხილულ იქნა და შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის ნორმების სრული დაცვით, ამასთანავე სადავო განკარგულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

3.1. მესამე პირი ---- გარდაბნის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისია დაეთანხმა მოპასუხე N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და

განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელის პოზიციას დაეთანხმნენ რ-----------------, მ-----------ე, ს--------–-----ი, ს------------------ა, ს------–---ა.

 

რაც შეეხება დანარჩენ მესამე პირებს, ისინი არ გამოცხადებულან სასამართლო პროცესზე, რის გამოც მათი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მოსარჩელე ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ სარჩელი არ

დაკმაყოფილდა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

5.1. N------------ის ოლქის N-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი.

 

ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ დამკვირვებელმა გ---------------მ 2----–-–---------------ს 2---- საათზე გ-------------- საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა საჩივარი. მისი განმარტებით სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა 2---- საათზე, რა დროსაც გ-------------- ოლქის N-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი, სადაც გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება და შემოხაზული იყო-- ნომერი - გ-------–---–--ე (№------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის №------- განკარგულება).

 

5.2. 2----–-–--------------ის საჩივრით მოთხოვნილ იქნა ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნა და ბიულეტენების გადათვლა, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება კომისიის ყველა წევრისთვის.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, დარღვევა დაფიქსირდა №-- საარჩევნო უბანზე, 2---- საათზე, კერძოდ, N------------ის ოლქის N-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი, სადაც ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება და ერთ-ერთ ბიულეტინზე დაწერილი იყო ციფრი--, ასევე ბათილად ცნეს ცალსახად გამოვლენილი ნება ს--–--------------–---–ის სასარგებლოდ (1 ბიულეტენი). ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ს----------–--------–---------------------------–--–იის დამკვირვებელი მ-------–--–---–ი, რომელმაც ზემოაღნიშნულ უბანზე დაწერა საჩივარი.( ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ 2----–-–--------------ის საჩივარი).

 

5.4. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა 2----–-–----------------, შედგენილ იქნა N------- კომისიის სხდომის ოქმი, სადაც განხილულ იქნა (ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ დამკვირვებლის - გ--------------ის 2----–-–--------------ის №--- საჩივარი.

 

კომისიის სხდომაზე საჩივრის ავტორის მოთხოვნის გაცნობის შემდგომ განიმარტა, თუ როგორ განისაზღვრება ამომრჩევლის ნება, ამომრჩეველმა უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, რაზეც გ---------------მ უპასუხა, რომ საარჩევნო კოდექსში არ არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენი აუცილებლად უნდა იყოს შემოხაზული, მთავარია, რომ იყოს ამომრჩევლის ნება გამოხატული. მისი განმარტებით, N-- საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

კომისიის წევრი თ---------–---–-ა დაინტერესდა ჰქონდა თუ არა საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ბიულეტინებს რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, რაზედაც საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ბიულეტენების პირველი გვერდი.

 

საჩივრის ავტორმა გ--------------ემ აღნიშნა, რომ, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში წერს რაიმეს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან, ან ხელს აწერს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან ამით გამოხატულია ამომრჩევლის ნება. დ---------------–---ს განმარტებით: მითითებული საჩივარი განსხვავდება სხვა საჩივრებისგან, რადგან ამომრჩევლის ხმებს ეხება. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა და დაადგინოს ჭეშმარიტება. მისი განმარტებით, არგუმენტი, რომ კომისიამ ასე გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს სწორი.

 

ს---–------------- განმარტებით: საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ არის მითითებული, როგორ ხდება ამომრჩევლის ნების გამოვლენა - შემოხაზვით. N-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა - ნ---------------ამ დაადასტურა, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთობლივად.

 

ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ წარმომადგენელმა ე----------------–---–---–მა გააკეთა კომენტარი, რომ ასე დეტალურად, ღრმად და ძირფესვიანად, როგორც ამ კომისიაში ხდება, საკითხებს სხვა კომისიები არ იხილავენ. სხდომის თავმჯდომარემ ნ----------------–---–მა კენჭისყრაზე დააყენა წინადადება ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ დამკვირვებლის გ--------------ის საჩივრის შესახებ განკარგულების პროექტის დამტკიცების თაობაზე (N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- კომისიის სხდომის ოქმი).

 

5.4. დადგენილია, რომ №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2----–-–---------------- განიხილა ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ დამკვირვებლის - გ--------------ის №--- საჩივარი. მიღებულ განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნება მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია,რომ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს თითოეული საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი. №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2----–-–--------------ის N------- განკარგულებით ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ დამკვირვებლის - გ--------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (№------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- განკარგულება).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

6.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული აქტი - №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის №------- განკარგულება წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლოს უნდა შეემოწმებინა აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

6.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონზე ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი,’’ რომელიც აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. ხოლო იმავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. იმავე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილია, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო და მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, 2----–-–--------------ის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ „ს----------–--------–---------

ი----------------–--–---“.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დამკვირვებლის უფლებებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას.

 

6.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ა) საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება წილისყრა, რომლითაც შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. ამასთან, წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.

 

მითითებული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, 73-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლი აწესრიგებს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვის წესს, კერძოდ პირველი ნაწილის თანახმად საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ №------------ის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ს----------–--------–---------------------------–--–იის დამკვირვებელი მ-------–--–---–ი, რომელმაც ზემოაღნიშნულ უბანზე დაწერა საჩივარი.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–იის’’ დამკვირვებელმა გ---------------მ განცხადება/საჩივარი შეადგინა 2---------, 2---- საათზე.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე - იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი - სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითოს მთვლელს ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტების თანახმად, კენჭისრის შედგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, საარჩევნო სუბიექტების დასახელება და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა. საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 78-ე მუხლის მე- 20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ გაუსაჩივრებია სათანადო წესით, საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება - საჩივარში (სარჩელში) მითითებული ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და N------------ის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამაბელი ოქმი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში. კერძოდ, მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ მოუთხოვია საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების (მოქმედების) ბათილად ცნობა/გაუქმება სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევა, მას ასევე არ მოუთხოვია N------------ის საარჩევნო ოლქის N-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაში მითვლა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების გასაჩივრების და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე შეუძლებელია ფაქტობრივად და სამართლებრივად საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლა სხვა კონკრეტული მოთხოვნის გარეშე არ შეიძლება წარმოადგენდეს შედეგების მიმღწევ და აღსრულებადი სამართლებრივი აქტის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ კენჭისყრას ესწრებოდა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთაც ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, არ გაუსაჩივრებიათ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების სიზუსტე, ასევე ოქმს ხელი მოაწერა N-- საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ოქმს არ ახლავს რაიმე განსახვავებული აზრი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას გაუჩენდა ეჭვს, შეემოწმებინა გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. მოცემულ შემთხვევაში მიღებული ახსნა- განმარტებებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხი.

 

N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 28-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს და შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში N-- საუბნო საარჩევნო კომისიამ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კანონის სრული დაცვით შედგა შედეგების ოქმი, რასაც ადასტურებდა კომისიაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ N------------ის ოლქის N-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად ცნობილ 4 (ოთხი) ბიულეტინში ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს თითოეული საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი.

 

6.4. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–იის’’ დამკვირვებელმა: გ---------------მ საჩივრით მიმართა №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიას, მითითებული ოლქის №-- საუბნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ აშკარად გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რითაც ზიანი მიაყენა კანდიდატებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თანახმად საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილება, რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარედგინა შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელე მხარემ ახსნა- განმარტების გარდა, ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბათილად ცნობილ 4 ბიულეტინზე ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება, ამასთანავე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.

 

სასამართლომ არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" არ არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენი აუცილებლად უნდა იყოს შემოხაზული, მთავარია, რომ იყოს ამომრჩევლის ნება გამოხატული. მისი განმარტებით, N-- საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 147-ე მუხლზე, რომელიც იძლევა საარჩევნო ბიულეტენის განმარტებას, კერძოდ, მე-3 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის / საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს. ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს. სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში წერს რაიმეს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან, ან ხელს აწერს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან ამით გამოხატულია ამომრჩევლის ნება, და არა სხვა ნებისმიერ ადგილას გაკეთებული ნებისმიერ სახის მინაწერი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილი ბიულეტენებიდან, დგინდება, რომ ამომრჩევლის მინაწერები არ არის შეასრულებული კონკრეტული კანდიდატის ნომერთან.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ №------------ის საარჩევნო ოლქში №-- საარჩევნო უბანზე გაბათილებულ ოთხ ბიულეტინზე ამომრჩევლის ნება არ არის ცალსახად გამოხატული შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უბნის წევრების დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

6.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის №------- განკარგულება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად არ არსებობს №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალებისა და N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

 

7. ა(ა)იპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–იის" სააპელაციო მოთხოვნა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

7.1. ა(ა)იპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–იის სააპელაციო საჩივრის" ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

7.1. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო გასცდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ამომრჩევლების მიერ ცალსახად გამოვლენილი ნება მიიჩნია ბათილად, რითიც დააზიანა საარჩევნო კანდიდატები.

 

8. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

8.1. მოწინააღმდეგე მხარის, №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი სააპელაციო შესაგებელში წარმოდგენილი პოზიციითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა -განმარტებით, არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

9.1 სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-390-ე მუხლების გათვალისწინებით, მიუთითებს მათზე. ასევე, სააპელაციო პალატა იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის, პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის N------- განკარგულებას და ითხოვს დაევალოს მოპასუხე №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნა და ბიულეტენების გადათვლა. ამასთან ითხოვს, N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

პალატა მიუთითებს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

 

ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო მე-9 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

 

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე - იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი - სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითოს მთვლელს ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტების თანახმად, კენჭისრის შედგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, საარჩევნო სუბიექტების დასახელება და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა. საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 78-ე მუხლის მე- 20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ კენჭისყრას ესწრებოდა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთაც ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, არ გაუსაჩივრებიათ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების სიზუსტე, ასევე ოქმს ხელი მოაწერა N-- საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ოქმს არ ახლავს რაიმე განსახვავებული აზრი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას გაუჩენდა ეჭვს, შეემოწმებინა გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. მოცემულ შემთხვევაში მიღებული ახსნა- განმარტებებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხი.

 

პალატა ასევე იზიარებს მსჯელობას, რომ N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 28-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს და შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში N-- საუბნო საარჩევნო კომისიამ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კანონის სრული დაცვით შედგა შედეგების ოქმი, რასაც ადასტურებდა კომისიაც. ისევე როგორცნ პირველი ინსტანციის სასამართლო, პალატაც ვერ გაიზიარებს აპეანტის მითითებას, რომ N------------ის ოლქის N-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად ცნობილ 4 (ოთხი) ბიულეტინში ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება. ამასთან, როგორც აღინიშნა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს თითოეული საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი.

 

6.4. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ--------------- ოლქის #-- საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტინი, რაზედაც დაწერილი იქნა საჩივარ გ--------------ის მხრიდან, რომელშიც მიუთითებდა, რომ ბათილ ბიულეტინებში ცალსახად იყო გამოვლენილი ამომრჩევლის ნება და შემოხაზული იყო ,,-- ნომერი - გ-------–---–--ე, რიც გამოც ბათილად იქნა ცნობილი ცალსახად გამოვლენილი ნებაც. საჩივრისა ავტორი განმარტავდა, რომ საუბნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით აბათილებდა ამომრჩეველთა ნებას და ზიანს აყენებდა კანდიდატებს.

 

პალატა იზიარებს მსჯელობას, ვერ იქნა წარდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბათილად ცნობილ 4 (ოთხ) ბიულეტინზე ცალსახად იყო გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება, ამასთანავე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.

 

პალატა პირველი ინსტანციის მსგავსად მიიჩნევს, რომ სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ №------------ის საარჩევნო ოლქში №-- საარჩევნო უბანზე გაბათილებულ ოთხ ბიულეტინზე ამომრჩევლის ნება არ არის ცალსახად გამოხატული შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უბნის წევრების დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

6.5. პალატა პირველი ინსტაციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2----–-–--------------ის №------- განკარგულება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად არ არსებობს №------------ის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალებისა და N------------ის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

 

8.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ (აპელანტის) მტკიცებულების სახით თან დაერთო ბათილად ცნობილი 4 (ოთხი) ცალი საარჩევნო ბიულეტნის ფოტოასლი, რომელიც ხარისხობრივად გაუმჯობესებული, წარმოდგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოშიც სხდომაზე.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მტკიცებულების სახით წარდგენილი ოთხივე საარჩევნო ბიულეტენის ფოტოასლიდან 2 მათგანზე საპრეზიდენტო კანდიდატის გვერდით დაფიქსირებულია ხელმოწერა, ხოლო 2 ბიულეტინზე კი მიწერილია ციფრი ,,--, რომელიც ერთ შემთხვევაში შემოხაზულია.

 

პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტული გამოვლინებით, მართლაც შეუძლებელია მისი ნამდვილი ნების დადგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიულეტენები სწორად გაბათილდა. ამომრჩევლის მიერ განსხვავებული ფორმით ნების გამოვლენის შემთხვევაში, სასამართლოს შეიძლებოდა სხვაგვარი გადაწყვტილება მიეღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

10. პროცესის ხარჯები:

10.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლის თანახმად, აპელანტის ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე არ ყოფილა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 389-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტს - ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–იის“ სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისროს 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე