განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
010210018001776074
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001776074

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 478

1 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი მირანდა ირემაძე

აპელანტი: ა---------–---------

წარმომადგენელი: ლ-----------–---

მოწინააღმდეგე მხარე: ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს---–----“ თავმჯდომარე ს---–--------------

წარმომადგენელი: თ----- ბ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე: გ----–- კ----ე

წარმომადგენელი: ი------- ს--–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება;

აღწერილობითი ნაწილი:

ა---------–---------მ სარჩელით მიმართა ბ-------ს საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს---–----ს“ თავმჯდომარე ს---–-------------- და გ----–- კ----ე მიუთითა და ითხოვა: მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----სათვის“ მოსარჩელე ა---------–---------ს სასარგებლოდ გადასახდელად სესხის ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის და 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე განვლილი პერიოდისათვის სარგებლის თანხის 39000 აშშ დოლარის, სულ 64 000 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის 4%-ის, ანუ 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება; მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----სათვის’’ ა---------–---------ს სასარგებლოდ მხარეთა შორის 2----–-–------------------- დადებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით გ----–- კ----ის მიერ ბ-------ს საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის წარმოების დროს, ა---------–---------ს მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის 5 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე მოპასუხისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, ანუ 2 880 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე ითხოვა მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ზე“ დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, დადგინდეს გ----–- კ----ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N--–ი მდებარე ბინა N---ის, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია: N-------------------, - აუქციონზე რეალიზაცია.

მოსარჩელის განმარტებით:

2007 წლის 14 სექტემბერს, ს---–--------------მ, მ--–----, მ----- და მ------- ბ-–-----ებმა, ბ------ში, ფ--–--–---–-- ქუჩის 4-–ი მრავალფუნქციური კორპუსის აშენების მიზნით დააფუძნეს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----’’. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, ამხანაგობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრები: მ--–----, მ----- და მ------- ბ-–-----ები განახორციელებენ შენატანს ამხანაგობაში, მათ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთით და შენობა ნაგებობებით, ხოლო ამხანაგობის წევრმა ს---–--------------მ იკისრა ვალდებულება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსებით აშენებისა და ექსპლოატაციაში მიღების შესახებ, ასევე ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტა და საკომპენსაციო თანხების გადახდა.

2013 წლის ოქტომბრის თვეში, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ დირექტორმა ს---–--------------მ, მშენებლობისათვის საჭირო ფინანსების მოძიების მიზნით მიმართა სამაკლერო სამსახურს, სადაც მაკლერმა მ--- თ----------–--ემ განუმარტა, რომ ა---------–--------- მოგების მიზნით ეწეოდა საკუთარი თანხების 4%-ში გასესხებას. აღნიშნული პირობით თანხის სესხად აღებაზე ს----------- გამოთქვა სურვილი, რის შემდეგაც მაკლერმა მ. თ----------–--ემ დააკავშირა ა---------ასთან და მასთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ ს. ფაღავა ა---------ასგან სესხად აიღებდა 25 000 აშშ დოლარს და სესხის სრულად გადახდამდე ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხის თანხის 4%-ს, ანუ 1000 აშშ დოლარს.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2----–-–-------------------, მხარეებმა, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, სამი თვის ვადით, დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ა---------ამ ს----------- სესხად გადასცა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც ს----------- სამი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა 4%-იანი სარგებლის დამატებით, ანუ 28 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ერთი თვის სარგებელი 1000 აშშ დოლარი ს----------- გადაიხადა წინასწარ, ეს თანხა გამოაკლდა სამი თვის შემდეგ დასაბრუნებელი თანხის ოდენობას და ამიტომაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის თანხად მიუთითეს 27 000 აშშ დოლარი, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ბ------ში, ფ--–--–---–-- ქ. 4-–ი მდებარე მშენებარე სახლში, 81.75 კვ.მ. ფართის ბინა, რომელიც ს----------- 2011 წლის 15 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული ქონდა გ----–- კ----ეზე.

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ს----------- ა---------ას სესხის თანხა ვერ დაუბრუნა და შეპირდა, რომ შეთანხმებულ ყოველთვიურ 4%-იან სარგებელს, მთლიან განვლილ პერიოდზე გაანგარიშებით სრულად გადაუხდიდა სესხის ძირი თანხის გადახდასთან ერთად.

2014 წლის იანვრის თვეში, ს---–--------------სა და ა---------–---------ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა გ----–- კ----ემ და მოითხოვა მათ შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----–- კ----ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინა აღირიცხა გ. კ----ის საკუთრებად და ა---------ას სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით, სესხის 27 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით.

მოპასუხე ს. ფაღავა 2013 წლის 25 ოქტომბრიდან სარჩელის წარდგენამდე (2017 წლის 25 იანვრამდე) სარგებლობს მოსარჩელე ა. ფაღავას თანხას 25 000 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხის სარგებლობისათვის ს----------- იკისრა ვალდებულება ა---------ასათვის ყოველთვიური 4%-იანი სარგებლის გადახდა სესხის სრულად დაფარვამდე განვლილი მთელი პერიოდისათვის, ს----------- მთლიანი დავალიანება ა---------ას მიმართ შეადგენს 64 000 აშშ დოლარს.

მოპასუხეთა პოზიცია:

მოპასუხე ი.ბ.ა ”ს---–----ს“ წარმომადგენლებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, 27 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სხვა ნაწილში კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს. მოპასუხის განმარტებით: 2----–-–------------------- მხარეებმა, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, სამი თვის ვადით, მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგნად გაფორმდა სადავო ბინა, მდებარე ქ. ბ------ში, ფ--–--–---–-- ქ. 4-–ი მდებარე მშენებარე სახლში, 81.75 კვ.მ. ფართის ბინა, რომელი ბინაც ს----------- 2011 წლის 15 ივლისს დადებული წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდული ჰქონდა გ----–- კ----ეზე. ამის შესახებ წინასწარ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.

მოპასუხე მხარის განმარტებით: სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 3 თვის ვადით, შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის 39 თვის პროცენტის დაკისრება არასამართლიანია.

გარდა ამისა, გ----–- კ----ეს სარჩელი ჰქონდა აღძრული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც ა---------–---------მ, როგორც მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმის განხილვა გაჭიანურდა. ამდენად, დროის გაჭიანურება მოსარჩელის ბრალით იქნა გამოწვეული და ამ პერიოდის პროცენტის დაკისრებაზე მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

მოპასუხე გ----–- კ----ემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით მოსარჩელესა და ი.ბ.ა ,,ს---–----’’-ს შორის სესხის ნაცვლად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სესხი ითვალისწინებდა პროცენტსაც, ყოველთვიური 4%-ის გადახდას სესხის ვადად 03 თვე განისაზღვრა. ამხანაგობამ ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა საპროცენტო სარგებელი 1000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელესა და ი.ბ.ა ,,ს---–----’’-ს შორის 2014 წლის 25 იანვრის შემდეგ, სესხის ძირი თანხის გადახდამდე ყოველთვიურად 4% სარგებლის გადახდაზე შეთანხმება არ დადებულა.

მოპასუხე გ----–- კ----ე აღნიშნავს, რომ იპოთეკის საგანი მისი საკუთრებაა, რომელიც შეიძინა ი.ბ.ა ,,ს---–----სგან’’, ცხოვრობს ამავე ბინაში და ეს ფაქტი ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.

მითითებულ გარემოებათა გამო, გ----–- კ----ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით: ა---------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ მოსარჩელე ა---------–---------ს სასარგებლოდ დაეკისრა 27 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 25 000 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 2 000 აშშ დოლარი - ორი თვის სარგებელი. მოსარჩელე ა---------–---------ს, 20-- წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე განვლილი პერიოდისათვის სარგებლის თანხის - 39 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის 4%-ის - 1 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოპასუხე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ზე“ დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა მოპასუხე გ----–- კ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N-, ბინა N--, ს/კ 0------------------, - აუქციონზე რეალიზაცია. მოპასუხე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ დაეკისრა მოსარჩელე ა---------–---------ს სასარგებლოდ 1 000 ლარის გადახდა.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 14 სექტემბერს ს---–--------------მ, მ--–----, მ----- და მ------- ბ-–-----ებმა, ბ------ში, ფ--–--–---–-- ქუჩის 4-–ი მრავალფუნქციური კორპუსის აშენების მიზნით დააფუძნეს ერთობლივი საქმიანობის მიზნით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის (ი.ბ.ა.) ამხანაგობა ,,ს---–----’’.

2----–-–------------------- მხარეებს, ა---------–---------სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ შორის, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, სამი თვის ვადით, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ა---------ამ ი.ბ.ა. ,,ს---–----ს" სესხად გადასცა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს სამი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა 4%-იანი სარგებლის დამატებით, ანუ 28 000 აშშ დოლარი, ვინაიდან ერთი თვის სარგებელი - 1000 აშშ დოლარი, ი.ბ.ა.-ს თავმჯდომარემ ს----------- გადაიხადა წინასწარ, ეს თანხა გამოაკლდა სამი თვის შემდეგ დასაბრუნებელი თანხის ოდენობას და ამიტომაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის თანხად მიუთითეს 27 000 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის საგნად ხელშეკრულებაში მიეთითა ქ. ბ------ში, ფ--–--–---–-- ქ. 4-–ი მდებარე მშენებარე სახლში, 81.75 კვ.მ. ფართის ბინა, რომელი ბინაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ თავმჯდომარეს, 2011 წლის 15 ივლისს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაყიდული ჰქონდა მოპასუხე გ----–- კ----ეზე.

2014 წლის იანვრის თვეში, ს---–--------------სა და ა---------–---------ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა გ----–- კ----ემ და მოითხოვა მათ შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----–- კ----ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ბინა (მდებარე ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N--–ი, ბინა N--, ს/კ #0------------------) აღირიცხა გ----–- კ----ის საკუთრებად და ა---------–---------ს სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით, სესხის - 27 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით.

2017 წლის 19 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მე-2 სასარჩელო მოთხოვნაზე (გ----–- კ----ის მიერ ბ-------ს საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის წარმოების დროს, ა---------–---------ს მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის 5 000 აშშ დოლარის გადახდა) უარი განაცხადა, რის საფუძველზეც ამ ნაწილში სარჩელზე წარმოება შეწყდა.

მოპასუხე ი.ბ.ა ,,ს---–----ს’’ წარმომადგენელმა 27 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მხარეებს შორის შეთანხმების არსებობა 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის 4%-ის, ანუ 1000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2----–-–------------------- მხარეებს, ა---------–---------სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ შორის, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, სამი თვის ვადით, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ა---------ამ ი.ბ.ა. ,,ს---–----ს" სესხად გადასცა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს სამი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა 4%-იანი სარგებლის დამატებით, ანუ 28 000 აშშ დოლარი. ასევე დადგენილი იქნა, რომ ერთი თვის სარგებელი - 1000 აშშ დოლარი, ი.ბ.ა.-ს თავმჯდომარემ ს----------- გადაიხადა წინასწარ.

დადგენილ იქნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----–- კ----ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ბინა (მდებარე ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N--–ი, ბინა N--, ს/კ N-------------------) აღირიცხა გ----–- კ----ის საკუთრებად და ა---------–---------ს სასარგებლოდ, დაიტვირთა იპოთეკით, ი.ბ.ა. ,,ს---–----’’-ს მიერ აღებული სესხის - 27 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით.

მოპასუხე ი.ბ.ა. ,,ს---–----ს" თავისი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე 27 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, შესრულებული არ აქვს. ამ ნაწილში მოპასუხე ისედაც ცნობს სარჩელს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია მხარეებს შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებლის მიერ გადახდილია მხოლოდ ერთი თვის სარგებელი 1 000 აშშ დოლარი, აქედან გამომდინარე მოსარჩელის ა---------–---------ს სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: - მოპასუხე ა---------–---------ს დაეკისრა 27 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 25 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა ხოლო, 2000 აშშ დოლარი ორი თვის სარგებელი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ი.ბ.ა. ,,ს---–----ზე’’დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის, მოპასუხე გ----–- კ----ის საკუთრებაში არსებული ქონების, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მოსარჩელეს მოპასუხე ი.ბ.ა. ,,ს---–----"-ზე 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე განვლილი პერიოდისათვის სარგებლის თანხის - 39 000 აშშ დოლარის, ასევე 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის 4%-ის, ანუ 1 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით აღიარებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890 - 2011).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სურვილი ჰქონდათ თანხის სესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი.

მხარეებს შორის 2----–-–------------------- მოსარჩელესა და მოპასუხე ი.ბ.ა. ,,ს---–----ს" შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გადაცემულ იქნა 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 4% სარგებლით. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფას ემსახურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ----–- კ----ის (გარიგების დადების დროს ი.ბ.ა. ,,ს---–----ს") საკუთრებაში აღირიცხულ ქონებაზე არსებული იპოთეკა (უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N-, ბინა N--, ს/კ 0------------------).

რაც შეეხება ზიანის თაობაზე არსებულ მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო საჩივრის არგუმენტები:

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე ა---------–---------ს მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ ითხოვა სესხის დროულად დაუბრუნებლობის გამო ა---------–---------ს მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის – სესხის ძირი თანხის – 25 000 (ოცდახუთიათასი) აშშ დოლარის ყოველთვიური 2%, ანუ 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე (39 თვე) პერიოდისათვის, რაც შეადგენს (500X39) 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარს; 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის 25–ი, ანუ 500 (ხუთასი) აშშ დოლარის დაკისრება და იურიდიული მომსახურებისათვის ჰონორარის სახით გადასახდელი ხარჯის – დავის საგნის ღირებულების 4%–ის, ანუ 2880 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

აპელანტის განმარტებით: საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე (39 თვე) განვლილი პერიოდისათვის განცდილი ზიანისა და 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად განცდილი ზიანის ანაზღაურებაზე. კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ა---------–--------- საკუთარ თანხებს სესხად გასცემდა 4%–იანი სარგებლის მიღების პირობით და ამ გზით იღებდა შემოსავალს. აღნიშნული ფაქტის შესახებ კი წინასწარ იყო ცნობილი მოპასუხე ამხანაგობა "ს---–----ს" დირექტორ ს---–--------------სთვის. ა-------------- დადებული ხელშეკრულების თანახმად, ს---------- ფულადი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2014 წლის 25 იანვრამდე, თუმცა, მან არ შეასრულა ვალდებულება და ა---------ს შეპირდა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაიხდიდა როგორც სესხის ძირ თანხას, ასევე, შეთანხმებულ 4%–ს, სესხის სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ასეც რომ არ ყოფილიყო და ს---------- არ მიეცა პირობა ა---------------, სესხის დაბრუნებამდე მთელი პერიოდის განმავლობაში 4%–იანი სარგებლის გადახდაზე, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ს----------თვის წინასწარ იყო ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ა--------- საკუთარ თანხებს სესხად გასცემდა 4%–იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. აქედან გამომდინარე, ს----------თვის წინასწარ ცნობილი იყო ისიც, რომ მის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში ა--------- აღებულ თანხას ისევ გაასესხებდა სულ ცოტა 2%–იანი სარგებლით მაინც და საერთო ჯამში, 39 თვის განმავლობაში მიიღებდა 21 060 აშშ დოლარის მოგებას, ანუ ს----------თვის წინასწარ იყო სავარაუდო ა--------------- ზიანის მიყენების ფაქტი და ისიც, რომ ეს ზიანი წარმოადგენდა მისი ქმედების უშუალო შედეგს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ს---–--------------ს მიერ სესხად აღებული თანხის- 27 000 აშშ დოლარის გადახდის დაყოვნების გამო, ა---------–---------მ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა საკუთარი ფულის სარგებლით გასესხების შემთხვევაში. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რადგანაც ს---–--------------მ სესხის გადახდის ვადა დაარღვია და 39 თვის განმავლობაში თავადვე სარგებლობდა ა---------–---------ს კუთვნილ თანხას, მთელი ამ პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც მას ეკისრება და იგი ვალდებულია მიუღებელი შემოსავლის სახით ა---------ს აუნაზღაუროს სესხის ძირი თანხის – 25 000 აშშ დოლარის მინიმუმი 2%, რაც შეადგენს თვეში 500 აშშ დოლარს.

აპელანტმა აღნიშნა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში, ს---------- ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა და ვალი დროულად დაებრუნებინა კრედიტორისთვის, ის ამ თანხის კვლავ გასესხებით მიიღებდა მინიმუმ ყოველთვიურ 2%–დან 4 %–მდე სარგებელს ამდენად, ს---------- ა--------------- ეს მინიმალური ზიანი უნდა აენაზღაურებინა გადაცილებულ 39 თვეზე გაანგარიშებით, რაც შეადგენს (500X39) 19 000 აშშ დოლარს. მასვე უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარის 2%–ის, ანუ 500 აშშ დოლარის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აპელანტი ა---------–--------- მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ს---–----ს" დირექტორ ს---–--------------სთვის მოსარჩელე ა---------–---------ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის ჰონორის სახთ გადასახდელი ხარჯის – დავის საგნის ღირებულების 4%–ის, ანუ 2880 აშშ დოლრის ოდენობით დაკისრებაზე. აღნიშნული უარი არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. კერძოდ: მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი ა---------ს მიერ ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის მიხედვით, ა--------- ვალდებულია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ადვოკატს გადაუხადოს დავის საგნის ღირებულების 4%.

ამ და სხვა გარემოებათა გამო, აპელანტმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი

ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ2----–-–------------------- მხარეებს, ა---------–---------სა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს---–----ს’’ შორის, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, სამი თვის ვადით, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ა---------ამ ი.ბ.ა. ,,ს---–----ს" სესხად გადასცა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს სამი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა 4%-იანი სარგებლის დამატებით, ანუ 28 000 აშშ დოლარი. ასევე დადგენილი იქნა, რომ ერთი თვის სარგებელი - 1000 აშშ დოლარი, ი.ბ.ა.-ს თავმჯდომარემ ს----------- გადაიხადა წინასწარ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ----–- კ----ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ბინა (მდებარე ქ. ბ-------, ფ--–--–---–-- ქუჩა N--–ი, ბინა N--, ს/კ #0------------------) აღირიცხა გ----–- კ----ის საკუთრებად და ა---------–---------ს სასარგებლოდ, დაიტვირთა იპოთეკით, ი.ბ.ა. ,,ს---–----’’-ს მიერ აღებული სესხის - 27 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით.

ანუ უტყუარად დადასტურებულია სესხის ხელშეკრულების სამი თვის ვადით დადება, ამათგან ერთი თვის პროცენტი კრედიტორს მოვალისაგან მიღებული აქვს. შესაბამისად სახელშეკრულებო პროცენტს შეადგენს ორი თვის გადასახდელი საპროცენტო თანხა და ამ ნაწილში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო.

რაც შეეხება ზიანს.

დადგენილია, რომ ბ.მ.ა. ს---–----ს დავალიანება ძირი თანხისა მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 25 000 $.

25 000$-ის ყოველწლიური 8% არის 2000$.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი ცნო 27000 აშშ დოლარის მისთვის დაკისრების ნაწილში, რომლისგანაც 25 000 აშშ დოლარი შეადგენს სესხის ძირითად დავალიანებას 2000 აშშ დოლარი კი ორი თვის სახელშეკრულებო პროცენტია.

დადგენილია, რომ ბ.მ.ა. ს---–----ს აღნიშნული თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია 27 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხა (არც პროცენტი) მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

დადგენილია, რომ ა---------–---------ს საქმიანობა ფულის გასესხებასთან იყო დაკავშირებული, რისგანაც იგი სარგებელს ღებულობდა.

სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“

ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავის შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების გამო“.

ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პროცენტის დარიცხვის გამორიცხვას ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურება, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით.

უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა, რომელიც შეიძლება იყოს ძირ თანხაზე ყოველწლიური 8% (რაც მინიმალური ზიანია), ამდენად მოთხოვნა ამ ნაწილში მოსარჩელისა - საფუძვლიანია.

კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ზიანის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. ამიტომ, მისი ოდენობის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ზოგადად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ზუსტი მონაცემები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ კრედიტორის მიერ გარკვეული შემოსავლის მიღებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია სესხის ხელშეკრულებების დადებისა და მისით აღებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.

უდავოა ისიც, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისათვის აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი ფულადი თანხის სხვაგვარად გამოყენების შესაძლებლობას ართმევს მხარეს, შესაბამისად მიუღებული შემოსავალი წარმოადგენს გადასახდელი თანხის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღებ სარგებელს.

ზიანის მიყენების ფაქტისა და ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ფულად ვალდებულებას ეხება. ამგვარი დამოკიდებულება ფულის განსაკუთრებული თვისებებითაა განპირობებული. სახელდობრ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს, იგი ყოველთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მას შეუძლია თავის მესაკუთრეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი შესძინოს პროცენტის სახით. ამგვარ ფულადი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ფულის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში პალატა ყოველწლიური 8%-ით განსაზღვრავს ძირითადი თანხის 25000$-ისა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მაგრამ 2016 წლის 21 სექტემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ სესხს) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

პალატა არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყოველწლიური სარგებლის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი) მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2----–-–----------------- (ხელშეკრულების დადების დროიდან), გამომდინარე იქედან, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების სამართლებრივი ბუნება (რომ გარიგება იყო სასყიდლიანი სესხი და არა ნასყიდობა), საბოლოოდ დადგინდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, სესხის დროულად დაუბრუნებლობით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის შესახებ სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ცნობილი მხარისათვის (რომელიც თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მან დადო არა სესხის, არამედ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება).

ერთ-ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე N-160-150-2017 -მარკოიძე-შარაძე 26.10.2018 წ.) განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილი მიზანი (რომ გარიგება იყო სესხი და არა ნასყიდობა) დადგინდა 2014 წელს (მაშინ, როცა თვალთმაქცური გარიგება დაიდო 2012 წელს). ამდენად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიც ამავე გადაწყვეტილების (ე.ი. 2014 წელს) გამოტანის თარიღს უკავშირდება; რომ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, სახეზე იქნებოდა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა. სხვაგვარად განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებით.

გამომდინარე ზემოაღნიშნული განმარტებიდან, მართალია, თავად გარიგება გამოსყიდვის უფლებით მხარეთა შორის 2014 წელს დაიდო, მაგრამ რეალურად რომ ეს გარიგება არ იყო ნასყიდობა და იყო სესხის სამართლებრივი ურთიერთობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებამ (კანონიერ ძალაშია შესული) დაადგინა.

აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლება მოსარჩელეს სწორედ 2016 წლის სექტემბრიდან წარმოეშვა და არა 2014 წლიდან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–---------ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ა---------–---------ს სარჩელი ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს---–----სათვის“ ა---------–---------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. დაეკისროს ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს---–----ს“ ა---------–---------ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 25 000 აშშ დოლარის ყოველწლიური 8%, 2016 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მასვე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი 600 ლარი; სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1029 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე