განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210116001344846
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 647
11 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი მირანდა ირემაძე
აპელანტი: რ----- თ----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: ბ------ დ---------ე
წარმომადგენელი: ს---–--- ფ--–-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აღწერილობითი ნაწილი:
2016 წლის 27 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ------ დ---------ემ, მოპასუხე მხარედ რ----- თ----------–--ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის 18135 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2----–-–----------------–-, ერთის მხრივ ბ------ დ---------ეს, ც-----ი დ---------ეს, ხ------- დ---------ესა და მეორეს მხრივ რ----- თ----------–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო თანხა 25 100 აშშ დოლარის ოდენობით 6 თვის ვადით - 2012 წლის 13 აგვისტომდე, სარგებლის 4%-ის დარიცხვით, სარგებლის თანხა შეადგენდა 1004 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ------ დ---------ის, ც-----ი დ---------ისა და ხ------- დ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხ--–------------------------------, ა----–-----–-- ქ. N--.
მოდავე მხარე ყოველთვიურად იხდიდა საპროცენტო სარგებელს ხელზე ანგარიშსწორების გზით, თუმცა აღნიშნულზე არ დგებოდა წერილობითი დოკუმენტები. ჯამში 2012 წლის 13 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, მოვალე მხარის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა 7000 აშშ დოლარზე მეტი. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოპასუხე მხარემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სესხის ძირითადი თანხისა და 7 თვის პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტი გადახდილი იყო. 2012 წლის 06 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რ----- თ----------–--ის სარჩელი და მოპასუხეებს ბ------ დ---------ეს, მ--- დ---------ეს, ც-----ი დ---------ესა და ხ------- დ---------ეს რ----- თ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 32128 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 25 100 აშშ დოლარი იყო სესხის ძირი თანხა, ხოლო 7028 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოდავე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება დაკისრებული თანხის ეტაპობრივად, ყოველდღიურად გადახდის შესახებ და რომ კრედიტორი მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ მიაქცევდა იძულებით აღსასრულებლად. მართლაც მოვალე მხარის მიერ, 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ხორციელდებოდა ყოველდღიურად საშუალოდ 50 აშშ დოლარის ანგარიშსწორება, რაზედაც კრედიტორის მიერ გაიცემოდა წერილობითი დოკუმენტი - შემოსავლის ცხრილი, რომელშიც ხდებოდა თანხის ოდენობის ასახვა, გადახდის დრო და ხელმოწერა. როგორც გაირკვა რ----- თ----------–--ე მიღებულ თანხებს თვლიდა პროცენტად და არ აკლებდა სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას. საბოლოოდ კი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ 2014 წლის დეკემბრის თვემდე მოპასუხე მხარისათვის განხორციელდა 18000 აშშ დოლარის ანგარიშსწორება. მიუხედავად აღნიშნულისა 2014 წლის დეკემბრის თვეში, მოპასუხე მხარემ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებულ სრულ თანხაზე, 2014 წლის 26 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N-----------, რომლის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო საქმისწარმოება ბ------ დ---------ის, მ--- დ---------ის, ც-----ი დ---------ისა და ხ------- დ---------ის მიმართ 32 128 აშშ დოლარის და 2140 ლარის გადახდევინების მიზნით. ანუ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ამავე გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად გადაცემამდე ნებაყოფლობით, ყოველდღიურად გადახდილი თანხა არ გამოაკლდა დაკისრებული თანხის საერთო რაოდენობას. მოვალე მხარე დადგა რა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ, ბ------ დ---------ის ძმამ თ------ დ---------ემ გამოიტანა სესხი სს „ს----------–---------დან“ 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, დამატებით ისესხა დარჩენილი თანხა და მოახდინა მოპასუხე მხარისათვის ანგარიშსწორება 2015 წლის იანვრის თვეში, რის შემდეგაც, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე და ასევე 2015 წლის 4 იანვარს წარდგენილი იქნა განცხადება იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით უძრავ ნივთზე, მდებარე ხ--–------------------------------, დ.ა----–-----–-- ქ. N-- და იმავე თარიღით გაუქმდა რ----- თ----------–--ის იპოთეკის უფლება მოვალეთა თანასაკუთრებაზე, შესაბამისად, 2----–-–----------------–- წარმოშობილი ბ------ დ---------ისა და თავისი ოჯახის წევრების ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა რ----- თ----------–--ის წინაშე შეწყდა ვალდებულების შესრულებით.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ ბ------ დ---------ის პასუხისმგებლობა 2----–-–----------------–- წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 06 დეკემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოიფარგლებიოდა 32 128 აშშ დოლარითა და 2140 ლარით (აღსრულების საფასურის ჩათვლით), ხოლო ბ------ დ---------ეს, რ----- თ----------–--ისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადახდილი აქვს 50 265 აშშ დოლარი და 2140 ლარი; მითითებული თანხიდან გადახდილი 18 135 აშშ დოლარი წარმოადგენს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილ თანხას, რომელმაც გამოიწვია მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება ბ------ დ---------ის ხარჯზე, რის გამოც აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ბ------ დ---------ეს სრულად.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე რ----- თ----------–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ----- თ----------–--ეს მოსარჩელისაგან და მოსარჩელის ოჯახის წევრებისაგან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნოდა 32 128 აშშ დოლარი. მათ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ნებაყოფილებით არ გადაიხადეს, რის გამოც გადაწყვეტილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად და კრედიტორმა ამ გზით მიიღო დასახელებული თანხა. გარდა აღნიშნული თანხისა, 2012–2014 წლებში, მოსარჩელეს მისგან ნაწილ–ნაწილ სესხად მიღებული აქვს 32 128 აშშ დოლარი. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი 18 135 აშშ დოლარი ემსახურებოდა სხვა სესხის დაფარვას. გადახდილი 18 135 აშშ დოლარი და 32 128 აშშ დოლარი, სხვადასხვა სესხის თანხაა, შესაბამისად ამ თანხის მიღებით მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ბ------ დ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. რ----- თ----------–--ეს, ბ------ დ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 32 135 აშშ დოლარის გადახდა. რ----- თ----------–--ეს, ბ------ დ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1230 ლრისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.
დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის 12 თებერვალს, ერთის მხრივ ბ------ დ---------ეს, მ--- დ---------ეს, ც-----ი დ---------ეს, ხ------- დ---------ეს, და მეორეს მხრივ რ----- თ----------–--ეს შორის დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ------ დ---------ემ, მ--- დ---------ემ, ც-----ი დ---------ემ და ხ------- დ---------ემ, რ----- თ---------–-------- 6 თვის ვადით, თვეში 4 % სარგებელის დარიცხვის პირობით სესხად მიიღეს 25 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ------ დ---------ის, მ--- დ---------ის, ც-----ი დ---------ის და ხ------- დ---------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე დ-----------------, ა----–-----–-- ქ. №--–ში.
ბ------ დ---------ემ, მ--- დ---------ემ, ც-----ი დ---------ემ და ხ------- დ---------ემ, სესხად მიღებული თანხა რ----- თ----------–--ეს ვადაში ვერ დაუბრუნეს, რის გამოც რ----- თ----------–--ემ სარჩელი აღძრა და ითხოვა ბ------ დ---------ეს, მ--- დ---------ეს, ც-----ი დ---------ეს და ხ------- დ---------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 32 128 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 25100 აშშ დოლარი ძირი თანხაა, ხოლო 7025 აშშ დოლარი სარგებელია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თანხის ამოღების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე დ-----------------, ა----–-----–-- ქ. №--–ში, რეალიზაცია.
გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
მხარეთა განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში ბ------ დ---------ემ რ----- თ----------–--ეს ეტაპობრივად, ნაწილ–ნაწილ გადაუხადა 18 135 აშშ დოლარი. თანხა, რ----- თ----------–--ეს გადასცა სხვასახვა პირებმა, სასამართლოს მითითებით სადაო არაა, რომ გადაცემული თანხა ეკუთვნოდა ბ------ დ---------ეს.
უდავოდ იქნა დადგენილი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოვალე მხარემ რ----- თ----------–--ეს გადაუხადა 32 128 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულების გამო სააღსრულებო წარმოება შეწყდა.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა კიდევ მეორე სასესხო ურთიერთობა და რომ 2012 წლის დეკემბრის თვეში 33 395 აშშ დოლარი თ----------–--ემ სესხად გადაცა ბ------ დ---------ეს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი სესხის გადაცემის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს (საქმეში არაა წარმოდგენილი). ამასთან 2012 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელისათვის 33 395 აშშ დოლარის სესხად გადაცემა სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია ისეთ ვითარებაში, როცა 2012 წლის 13 თებერვლის სესხის დაფარვა გაპრობლემებული იყო. აღნიშნული ანალიზით სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ რ----- თ----------–--ეს მოსარჩელისათვის ახალი სესხი არ გადაუცია. მან სესხი გადასცა 2012 წლის თებერვალში და მისი გადახდა მოვალე მხარეს დაეკისრა 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით. მოსარჩელეს აწუხებდა იპოთეკის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის საფრთხე და ნებაყოფილებით დაიწყო გადაწყვეტილების აღსრულება. მან 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გადაიხადა 18 135 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მან გადაიხადა 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ნებაყოფილებით აღსრულების მიზნით. ამდენად რ----- თ----------–--ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გარდა, ბ------ დ---------ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის სხვა თანხა სესხად არ გადაუცია. თავის მხრივ მოსარჩელის მიერ გადახდილი 18 135 აშშ დოლარი გამიზნული იყო 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციაზე, სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლებზე მიუთითა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბ------ დ---------ეს მოპასუხისათვს უნდა გადაეხადა 32 128 აშშ დოლარი. მან გადაიხადა 32 128 აშშ დოლარი და კიდევ 18135 აშშ დოლარი. 18 135 აშშ დოლარის გადახდას საფუძველი არ აქვს, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული რ----- თ----------–--ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ------ დ---------ის სარჩელის დამაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტებით: სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის დეკემბრის თვეში ბ------ დ---------ეს სესხად გადასცა 33 395 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდა საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულება, კერძოდ დემეტრაძეების მიერ თანხის გადახდის გრაფიკის თავზე მითითებულია მონაცემები, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზეც ხდებოდა მითითებული თანხების გადახდა. აღნიშნული მტკიცებულებების უმრავლესობაზე მითითებულია, რომ თანხების გადახდა ხდებოდა 2--------- წლის ხელშეკრულებაზე.
სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბ------ დ---------ემ გადაიხადა 32 128 აშშ დოლარი და 18 135 აშშ დოლარი, მაშინ, როდესაც საქმეში განთავსებული მტკიცებულებით დასტურდება 24 875 აშშ დოლარის საბანკო გადარიცხვა.
სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ 2012-2014 წლის გრაფიკების მიხედვით თანხა გადახდილია არა ბ------ დ---------ის, არამედ სხვა პირების მიერ.
სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის დეკემბერში არ შემდგარა სხვა სასესხო ხელშეკრულება.
აპელანტმა რ----- თ----------–--ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყევტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ------ დ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რ----- თ----------–--ეს ბ------ დ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9615 აშშ დოლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაიწყო 2----–-–----------------–-, მაშინ, როცა მათ შორის შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო თანხა 25 100 აშშ დოლარი 6 თვის ვადით - 2012 წლის 13 აგვისტომდე, სარგებლის 4%-ის დარიცხვით, სარგებლის თანხა შეადგენდა 1004 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით დაიტვირთა ბ------ დ---------ის, ც-----ი დ---------ისა და ხ------- დ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხ--–------------------------------, ა----–-----–-- ქ. N---ში.
მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ------ დ---------ესა და სხვებს მოსარჩელე რ----- თ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 32 128 აშშ დოლარის გადახდა. თანხის ამოღების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე დ-----------------, ა----–-----–-- ქ. №--–ში, რეალიზაცია.
დადგენილია, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ის შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება ასევე მიექცა იძულებით აღსასრულებლად.
იძულებით აღსასრულებელი თანხა ჯამში შეადგენდა 33 395 აშშ დოლარს (რომელიც მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, პროცენტს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხასა და აღსრულების ხარჯს).
პალატა იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში მოვალე მხარე დადგა რა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ, შეეცადა მოწინააღმდეგე მხარესთან დავის მორიგებით დასრულებას.
საქმეში, ს.ფ. 137-139-ზე განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, 2015 წლის 20 მაისის N---- ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტის თაობაზე.
მითითებული ბრძანების თანახმად, 2----–-–----------- გამოცხადებული აუქციონი, - (რომელიც სრულდებოდა 2-------) უძრავ ქონებაზე, მდებარე ხ--–------------------------------, ქუჩა ა----–-----–-- N-- (ს.კ. 2-----------) - შეწყდა. აუქციონის შეწყვეტას საფუძვლად დაედო სააღსრულებო საქმის მხარეების (მოვალისა და კრედიტორის) განცხადება აუქციონის შეწყვეტის შესახებ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება.
აღნიშნული შეთანხმების შემდგომ უფლებრივი დატვირთვისაგან შესაბამისი პროცედურების დაცვით გათავისუფლდა დ---------ეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ხ--–------------------------------, ქუჩა ა----–-----–-- N-- (ს.კ. 2-----------).
საქმეში, ს.ფ.80-ზე განთავსებულია 2015 წლის 5 ივნისის სს „ს----------–---------ს“ შიდასაბანკო საგადასახადო დავალება, რომლითაც დადგენილია, რომ თ------ დ---------ემ რ----- თ----------–--ეს გადაურიცხა თანხა 24 875 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის დ---------ეების მხრიდან მიღების ფაქტს რ----- თ---------–--- ადასტურებდა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე ადასტურებს სააპელაციო საჩივარში.
საქმეში, ს.ფ. 34-49-ზე განთავსებულია შემოსავლის ცხრილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ბ------ დ---------ეს რ----- თ----------–--ისათვის გადახდილი აქვს 18 135 აშშ დოლარი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებაც, ანუ 18 135 აშშ დოლარის დ---------ეების მხრიდან მიღების ფაქტი - დაადასტურა რ----- თ----------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით (ს.ფ.98), თუმცა მოპასუხე მხარემ იმაზე მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა დ---------ეებმა გადაიხადეს სხვა სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით და არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.
2012 წლის სასესხო ურთიერთობის, (რომელიც ჯამში გვაძლევდა 33395 აშშ დოლარის დავალიანებას დ---------ეების მხრიდან) გარდა სხვა სასეხო ხელშეკრულების არსებობა დ---------ე - თ----------–--ეს შორის საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დ---------ეების დავალიანება რ----- თ----------–--ის წინაშე შეადგენდა 33395 აშშ დოლარს. (იმ ანგარიშით, რომ 2012 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული იყო 32 128 აშშ დოლარი და 2140 ლარი, რაც იმ დროინდელი კურსის დოლარზე გაანგარიშებით შეადგენდა 1267 აშშ დოლარს, ანუ, ჯამში, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 33 395 აშშ დოლარს (32 128+2140 ლარი ანუ 1267 აშშ დოლარი = 33395 აშშ დოლარს)).
პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ ამ თანხის, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით შეიმუშავეს მხარეებმა მისი გადახდის გრაფიკი, რაც ს.ფ. 34-49-ზეა განთავსებული და რაც ყოველდღიურ გადახდებს ითვალისწინებდა.
აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით დ---------ეებმა გადაიხადეს 18 135 აშშ დოლარი და 24 875 აშშ დოლარი, ანუ ჯამში მათი მხრიდან გადახდილი იქნა თანხა - 43 010 აშშ დოლარის ოდენობით; გადასახდელ დავალიანებას კი შეადგენდა -33395 აშშ დოლარი, ანუ ბ------ დ---------ეს რ----- თ----------–--ისათვის ზედმეტად გადახდილი აქვს 9 615 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც რ----- თ----------–--ეს უნდა დაეკისროს.
პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სადავო საკითხს და მიიჩნევს, რომ მართლაც, ყოველგვარ ლოგიკასა და დასაბუთებასაა მოკლებული მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 33395 აშშ დოლარის დავალიანების პირობებში, მან მოსარჩელეზე ახალი სესხი 33 395 აშშ დოლარი გასცა (ამასთან, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) იმავე ვადაში (2012 წ.დეკემბერი) რა დროიდანაც წესით, მას იძულებით აღსრულებაზე უნდა ეზრუნა. ამასთან, მტკიცების ტვირთის გონივრული და სამართლიანი გადანაწილების პრინციპის შესაბამისად, ის, რომ თანხები დაუსწრებელი გადაწყვეტილების (2012 წ. 06 დეკემბერი) ძალაში შესვლის შემდგომ გადაიხადა არ არის სადავო, ხოლო ეს თანხები რომ ახალი ვალდებულების (ახალი სესხის) გამოა გადახდილი - მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მის მიერ ვერ იქნა სარწმუნოდ დადასტურებული (მაინც რატომ დაიწყო მოსარჩელემ ახალი ვალდებულების გასტუმრება, თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს, როცა ძველიც გაუსტუმრებელი ჰქონდა - სრულიად არალოგიკური და არადამაჯერებელია).
სამართლებრივი დასაბუთება:
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც.
უსაფუძვლო გამდიდრების დროს მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
ამავე კოდექსის 987.1 მუხლის თანახმად, თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ----- თ----------–--ემ სამართლებრივი საფუძველის გარეშე ისარგებლა მოსარჩელის ქონებით. შესაბამისად, ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად. შეძენილი სიკეთის ამოღებით კი უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა.
ნორმის მიზანია მოსარგებლისაგან ამოიღოს ის თანხა, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა სხვას.
პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სულ მოსარჩელის მიერ გადახდილია 24 875 აშშ დოლარი (მტკიცებულება ს.ფ. 80-საგადასახადო დავალება) და 18135 აშშ დოლარი (ე.ი. ჯამში 43 010 დოლარი);
ხოლო, გადასახდელი თანხის ოდენობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეადგენდა 32 128 აშშ დოლარი და 2140 ლარი, ანუ 2014 წლის დროინდელი კურსით 33395 აშშ დოლარი) მოსარჩელეს ზედმეტად გადახდილი აქვს: 43 010 დოლარს - 33 395 აშშ დოლარი = 9615 აშშ დოლარს. (სხვა რაიმე თანხის ზედმეტად გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი სსსკ-ის 102- მუხლის შესაბამისად, ამ ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება).
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბ------ დ---------ეს რ----- თ----------–--ისათვის ზედმეტად გადახდილი 9 615 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება უნდა დაეკისროს.
საპროცესო ხარჯები:
საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით:
რ----- თ----------–--ეს ბ------ დ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9615 აშშ დოლარის 7% = 673.05 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ 352 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. რ----- თ----------–--ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ------ დ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს რ----- თ----------–--ეს ბ------ დ---------ის სასარგებლოდ 9615 აშშ დოლარი;
5. ასევე დაეკისროს რ----- თ----------–--ეს ბ------ დ---------ის სასარგებლოდ 673 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
6. დაეკისროს რ----- თ----------–--ეს 352 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-7-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე