განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2018
საქმის ნომერი
330310016001663786
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3ბ/2182-17, 330310016001663786 10 იანვარი 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - აჰ------------ი

წარმომადგენელი: არ---–-------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი: ეკ--------–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

აჰ------------იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის №02-0---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის საქართველოში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჰ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თუ------ის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით თუ---ი, აღმსარებლობით მუ--–--ი სუ----ი, აჰ------------ი დაიბადა 1--- წლის 1-------------ს, თუ------ში, ქ. სა-----ში. 1990-1998 წლებში სწავლობდა ქი----–----ის სკოლაში ქალაქ სა-----ში. მოსარჩელეს მიღებული აქვს საშუალო განათლება. მოსარჩელეს არ აქვს კონკრეტული პროფესია. ბავშვობიდან დაკავებული იყო სპორტით, არის მოკრივე. 2004-2010 წლებში იყო ორგანიზაციის „სა-----ის მოვაჭრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი. წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრობენ მოსარჩელის დედა- მე--–-------------ქ, დაბ.: 1--- წელს; და - ნი-----------ზ (ა-----), დაბ.1--- წელს; მეუღლე დი-–--------ზ დაბ. 1--- წელს და ორი შვილი - სე-–--------ზ, დაბ.: 2--- წელს და უმ------–-----უ, დაბ.2--- წელს. უფროსი ვაჟი მოსარჩელის გერია, რომელიც მეუღლეს ყავს პირველი ქორწინებიდან. დედა დიასახლისია; და დაოჯახებულია და ცხოვრობს ქალაქ სა-----ში - არის დიასახლისი; მეუღლე დროებით უმუშევარი, წარსულში იყო სადაზღვევო ფირმა „ალ----ის“ რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი. შვილები არიან სკოლის მოსწავლეები.

აჰ------------მა 2015 წლის 20 მაისს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და სარფის გამშვები პუნქტის გავლით ქვეითად კანონიერი გზით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. თუ------ის რესპუბლიკის, სა-----ი რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 10 ივლისს მოთხოვნილ იქნა აჰ------------ის გადაცემა თუ------ისათვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მისჯილი სასჯელის სისრულეში მოყვანის მიზნით. მოსარჩელე 2015 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბა-----ში, სე-–------–--–---–--------------ში დააკავეს შსს ხე-–--------ის რაიონული სამმართველოს ახალშენის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ვინაიდან აჰ------------ი თუ------ის ინტერპოლის მიერ იძებნება თუ------ის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო.

2016 წლის 11 მაისს აჰ------------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოში ლტოლვილის (თავშესაფრის მინიჭების) სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის 16 მაისს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში აჰ--------------------ისთან „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ'' საქართველოს კანონითა და „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების მიზნით, 2016 წლის 19 მაისს სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლისა და თარჯიმნის დაშვება და ფოტოაპარატის შეტანის ნებართვა. 2016 წლის 17 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მიერ დაკმაყოფილებული იქნა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, აჰ------------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, სტატუსის მაძიებელ პირს 2016 წლის 19 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება.

თავშესაფრის მაძიებელმა გასაუბრების დროს განმარტა, რომ წარმოშობის ქვეყანაში პრობლემები შეექმნა 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის პირველმა ქმარმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის ბავშვის მიკუთვნება, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ბავშვი აღსაზრდელად გადასცა აჰ------------ის მეუღლეს. მოსარჩელეს 2005 წელს დაუკავშირდა ბიზნეს პარტნიორი ჰა---------ი და სთხოვა ესესხებინა მისთვის 7000 დოლარი. მოსარჩელე იმყოფებოდა იმ დროს სტამბულში და ჰა---------ს განუმარტა, რომ თანხას მისცემდა აჰ------------ის ბიძა ჰუ------------ი. 2-3 თვის განმავლობაში ჰა---------ი აღნიშნულ თანხას ნაწილ ნაწილ რიცხავდა მოსარჩელის ბიძის ანგარიშზე. 2006 წელს ჰა---------მა უჩივლა აჰ------------ს ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2010 წელს დამთავრდა საქმისწარმოება სასამართლოში. მოსარჩელეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვის ვადით. აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ 2014 წელს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. 2014 წლის დასაწყისში მოსარჩელემ დატოვა ქვეყანა და ჩამოვიდა საქართველოში. 2014 წლის ივნისში დაბრუნდა თუ------ში, ამავე წლის ივლისში თუ------ში ქ. სა-----ში მოსარჩელე დააპატიმრეს, სადაც პატიმრობაში დაყო 3 თვე. პატიმრობის პერიოდში მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რაც მისივე განმარტებით უკავშირდება მისი მეუღლის ყოფილ ქმარს. აღნიშნული პირი მოსარჩელეს სხვა პირების დახმარებით სთხოვდა 506000 დოლარსა და ბავშვის მეურვეობის მისთვის გადაცემას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ციხეში იყო მისი მკვლელობის მცდელობის, ასევე მუქარის ფაქტები ციხის თანამშრომლებისა და მაფიის წევრების მხრიდან. აჰ------------ის მოთხოვნით 2014 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს მე----------ის ციხეში, სადაც იმყოფებოდა 2015 წლის 18 მაისამდე. აღნიშნულ რიცხვში პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის ღია ტიპის საპატიმროში, კერძოდ, ჩო-----ის ციხეში გადაყვანის თაობაზე. აჰ------------ი 24 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადებულიყო აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე, რაც გამოწვეული იყო შიშით, რომ გახდებოდა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. 2015 წლის 21 მაისს აჰ------------მა გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სარფის გავლით კანონიერი გზით შემოვიდა საქართველოში.

ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ აჰ-------------ის 2016 წლის 11 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ შედგენილია დასკვნა. დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველო მიიჩნევს, რომ აჰ------------ი არ აკმაყოფილებს 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1(A)2 მუხლითა და ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამმართველო მიზანშეუწონლად მიიჩნევს აჰ------------ს მიენიჭოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის №02-0---------- გადაწყვეტილებით, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული აჰ------------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, “ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმით და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს მოქმედ - ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონით.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ სარჩელში მითითებული დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.

სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მის მიმართ დევნის განხორციელების შიში უკავშირდება მისი მეუღლის ყოფილ ქმარს შემდეგ გარემოებათა გამო; მოსარჩელის მითითებით, პრობლემები მის ცხოვრებაში გამოწვეულია მოსარჩელის მეუღლის ყოფილი ქმრის ზა---------–------უს მიერ, ვინაიდან აჰ------------მა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა მონათლულიყო ქრისტიანად, დაეტოვებინა წარმოშობის ქვეყნის, თუ------ის ტერიტორია და საცხოვრებლად გადმოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქ ბა-----ში. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა მოსარჩელის გერისათვის, რომელმაც აცნობა ეს ინფორმაცია ზა---------–------უს. იგი წინააღმდეგი იყო, რომ მის შვილს ქვეყანა დაეტოვებინა. მოსარჩელის განმარტებით ზა-----ს ნაცნობები ჰყავდა პოლიციაში და რამოდენიმე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ზემოაღნიშნული მიზეზით. იგი განმარტავს, რომ პოლიციელები ხშირად აჩერებდნენ ქუჩაში და მას „გიაურად“ მოიხსენიებდნენ, მას მკვდარი ღორი გადაუგდეს ეზოში და უთხრეს: „შენც ამ ღორივით მოგკლავთო“.

სასამართლომ არასანდოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტებები შემდეგ გარემოება: მომავალში რელიგიური მრწამსის შესაძლო ცვლილებაზე აქცენტს არაერთხელ აკეთებს მოსარჩელე თავშესაფრის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაში. მოსარჩელე მის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს იმ ფაქტორს, რომ მოსამართლეთათვის ცნობილი იყო, რომ ის ქრისტიანად მონათვლას აპირებდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მას სურვილი ჰქონდა შეეცვალა სარწმუნოება, აღნიშნულის გამო პატიმრები მას ცუდად ექცეოდნენ. მისი მხრიდან სარწმუნოების შეცვლის სურვილის შისახებ, მოსარჩელის განმარტებით, ინფორმაციას ავრცელებდა მისი მეუღლის ყოფილი ქმარი, რადგანაც აღნიშნულ პირს აქვს მის ქვეყანაში დიდი კავშირები სხვადასხვა უწყებებთან. ამასთან, აჰ------------მა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრებისას მიუთითა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში, ზემოაღნიშნული მიზეზით ცუდად ექცეოდნენ და საჭმელს არ აძლევდნენ. სასამართლოს მთავარი სხდომის მიმდინარეობისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მას სურვილი ჰქონდა მომავალში მონათლულიყო ქრისტიანად, რადგანაც ეს იყო მისი წინაპრების რელიგია, თუმცა რელიგიურ ნიადაგზე მის მიმართ წარსულში, წარმოშობის ქვეყანაში არსებულ დევნაზე ან რაიმე სახის ზეწოლაზე არ მიუთითებია. ამასთან აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანად მონათლული.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს მოსარჩელე უკავშირებს ზა---------–------უს. აჰ------------ის განმარტებით ჰა---------ი არის ზა----- ქა-–------უს მეგობარი. 2005 წლის ბოლოს ჰა---------მა ესესხა მას ფული 7000 დოლარის ოდენობით, აღნიშნული პირი 4-5 თვის მანძილზე ურიცხავდა ვალს ნაწილ-ნაწილ საბანკო ანგარიშზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლის ყოფილმა მეუღლემ ზა----- ქა-–------უმ და ჰა----------მა ზემოაღნიშნული გამოიყენეს მის წინააღმდეგ და დააბრალეს მას ჰა---------ისთვის ფულის გამოძალვა. 2006 წელს აღიძრა სისხლის სამართლოს საქმე და 2010 წელს სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მან გაასაჩივრა ანკარის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2014 წელს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. 2014 წელს აჰ------------ი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს, 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში (პირველი 3 თვე დახურული ტიპის საპატიმროში, ხოლო შემდეგ, მისივე თხოვნით გადაყვანილ იქნა ღია ტიპის საპატიმროში). აჰ------------ი არ ეთანხმება მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ აღნიშნული არის უკანონო და განმარტავს რომ მის საქმესთან დაკავშირებული სამართალდამცავი პირები შემდგომში დააპატიმრეს, ვინაიდან ისინი უკანონოდ აწარმოებდნენ სასამართლო საქმეებს.

 

აჰ------------ის განმარტებით 2015 წლის 18 მაისს 24 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადებულიყო ციხის ადმინისტრაციაში. ის არ წავიდა ციხეში, დატოვა წარმოშობის ქვეყანა და 2015 წლის 20 მაისს შემოვიდა საქართველოში. იგი 5 თვის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდა ქალაქ ბა-----ში, შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, ვინაიდან მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. მოსარჩელეს მიესაჯა საექსტრადიციო პატიმრობა, 50 დღე ქუთაისის საპყრობილეში მოიხადა, ხოლო 7 თვე იყო გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმარი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვის დროისათვის მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. იგი ცხოვრობს ქალაქ ბა-----ში, სადაც აქვს საკუთარი ბიზნესი, ამასთან, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოკრივეთა კლუბის პრეზიდენტი და ავარჯიშებს ბავშვებს კრივში (იხ. ს.ფ 93).

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის - გასაუბრების მასალებით დადგენილია, რომ გასაუბრებისას მოსარჩელემ თავდაპირველად განაცხადა, თუ------ში მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა, აღნიშნულიდან გამომდინარე მოუხდა თუ------ის ტერიტორიის დატოვება, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა მომავალში შესაძლო საფრთხეზე, თუ მას მოუწევს თუ------ის ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც მომდინარეობდა მისი მეუღლის ყოფილი მეუღლისაგან.

თუ------ის ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდში აჰ------------ი აღნიშნავს, რომ 2011 წელს წელს მოსარჩელე მივიდა თავის მეგობართან ქალაქ სა-----ში პირადი ავტომობილით (ავტომობილის ნომერი 5----------), როდესაც ის და მისი მეგობარი სხდებოდნენ ავტომობილში, მას ესროლეს, არავინ დაშავებულა, თავდასხმისას მოსარჩელემ ამოიცნო ჰა----------ი. თავდამსხმელებმა წაართვეს ავტომობილი. მოსარჩელემ მიმართა პოლიციას, რის შემდეგაც მოსარჩელესთან მივიდა ჰა----------ის ადვოკატი და საჩივრის პოლიციიდან გამოტანის სანაცვლოდ ავტომობილის დაბრუნებას დაპირდა. მოსარჩელემ გამოიტანა საჩივარი და ავტომობილი დაუბრუნეს. მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საბოლოოდ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა, რომ მისი მეუღლის ყოფილი ქმართან შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლებელი იყო, შუამავალი, რომელიც შერიგებისა და მტრობის დასრულების მიზნით გაგზავნა, ნაცემი დაბრუნდა იქიდან.

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის მოტივს, მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი არ ცნობდა თავს დამნაშავედ და თუ------ში დაბრუნების შემთხვევაში მოუწევდა ციხეში ჩაჯდომა, სადაც შესაძლოა გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი. ამასთან, საქართველოში აპირებს ცხოვრებასა და მუშაობას, ვინაიდან საქართველოს წინაპრების ქვეყანად მიიჩნევს, აპირებს ასევე მოინათლოს ქრისტიანად. საქართველოში აქვს ბიზნესი, მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს საქართველოს ტერიტორიაზე თავს, სწორედ ამ მიზნით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა იგი დააკავეს, ვინაიდან თუ------ში სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და თუ------ის კანონმდებლობით ძებნილია.

სასამართლომ საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობები დაფიქსირდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლის ყოფილი ქმრის მხრიდან მოსარჩელის მიმართ შესაძლო საფრთხე არ შეიძლება განხილულ იქნეს ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონით და ”ლტოლვილის სტატუსის შესახებ” ჟენევის 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ იმგვარ საფრთხედ, რაც შესაძლებელს გახდის მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი შიში არ არის პოლიტიკური ხასიათის და მის წინააღმდეგ განხორციელებული რაიმე სახის ქმედება მეუღლის ყოფილი ქმრის მხრიდან, შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ პირადი მოტივებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში, რაც მდგომარეობს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობაში, არამედ პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. ამდენად, „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს პირადად მას რატომ აქვს დევნის შიში. 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო ყოველთვის წარმოადგენს დევნას. დევნა განსხვავდება საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელისგან. ადამიანები, რომლებიც სამართვებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, როგორც წესი არ ითვლებიან ლტოლვილებად. ზოგადი განმარტების თანახმად, ლტოლვილი უსამართლობის მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლია და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის.

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული გარემოებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, აჰ-------------უს მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი.

სასამართლომ საქმეში არსებული გასაუბრების მასალებით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ვერცერთ ეტაპზე მხარემ ვერ მიუთითა მის მიმართ რაიმე სახის დევნის შემცველი ქმედებების განხორციელების შესახებ თუ------ის რესპუბლიკის მხრიდან და მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება შეფასდეს კონვენციურ დევნად. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელესთან მიმართებაში რაიმე სახის დევნის განხორციელებისა და მომავალში დევნის განხორციელების შიშის საფუძვლიანობის საკითხი.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სურს, ზემოაღნიშნული კანონით და კონვენციით განსაზღვრული ნიშნით დევნის განხორციელების საფრთხის არსებობა ასევე დაადასტუროს თუ------ში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანის შესახებ გარემოებით (რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ჩადენილ ქმედებაში უკანონოდ ედება ბრალი).

სასამართლომ განმარტა, რომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე დღეს მოქმედ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-18 მუხლზეც, რომელიც მიუთითებს ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე, ამ მუხლის ,,ბ'' პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი (გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან), თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

სასამართლომ მიუთითა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „F“ პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კონვენცია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლის მიმართაც სერიოზული საფუძველი არსებობს ვარაუდისა, რომ მან ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის გარეთ, მანამ, სანამ ქვეყანაში ლტოლვილად იქნეს მიღებული. სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის დებულების გამოყენებისას აუცილებელია გაიმიჯნოს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და იმ დევნის ხარისხი, რომლისაც მას ეშინია. თუ პირს აქვს ძალიან სასტიკი დევნის საფუძვლიანი შიში, მაგალითად დევნის, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას, დანაშაული უნდა იყოს ძალიან მძიმე იმისთვის, რომ ასეთ პირზე გავრცელდეს ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის დებულების მოქმედება. თუ დევნის ხარისხი ნაკლებად მწვავეა, საჭიროა შეფასდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რათა დადგინდეს, თავშესაფრის მაძიებელი სინამდვილეში მართლმსაჯულებას გაურბის თუ არა, ან მისი კრიმინალური ხასიათი რამდენად გადაწონის მისი როგორც bona fide (კეთილსინდისიერი) ლტოლვილის სტატუსს.

სასამართლომ აღნიშნა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თუ------ის რესპუბლიკის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით-განაჩენით მოსარჩელე აჰ------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თუ------ის ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებისათვის, (საქმის ძირითადი N2---/334; გადაწყვეტილება 2010/82) სახელმწიფო მოხელეებთან ორგანული კავშირის პრეტენზიით, რაღაც საქმის მოგვარების იმედის მიცემით, ყალთაბანდობა-თაღლითობის ბრალდებით.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება განხორციელდა და განაჩენი გამოტანილ იქნა თუ------ში, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის წარმოშობის ქვეყანას, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების საგანი მოცემულ შემთხვევაში, წარმოშობის ქვეყანაში პირის მიმართ დევნის განხორციელების ან დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის რეალურობის დადასტურებაა. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მოსარჩელეს, რომელიც არის თუ------ის მოქალაქე და მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ, მოსარჩელეს არ სურს დააპატიმრონ დანაშაულისათვის, რომელიც მისი თქმით, არ ჩაუდენია. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირს არ შეზღუდვია უფლება, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა განაჩენის გამომტან სახელმწიფოში, სათანადო არგუმენტების მითითებით და აღნიშნული განსახილველ დავის საგანს არ წარმოადგენს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონითა და ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტერული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.

სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-4 ნაწილი, ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა რეგლამენტირებულია ასევე სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზნით პირს უტარდება ანკეტირება და გასაუბრება, რა დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იკვლევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც პირს უნდა მიენიჭოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.

სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტრული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებეთა გამოკვლევის შედეგად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მას საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია და მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარს მოსარჩელისათვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ, ხოლო სასჯელი, რომელიც ემუქრება დაბრუნების შემთხვევაში არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ცხოვრების და ყოფის იმგვარი დეტალების თაობაზე მითითება, რაც სადავო აქტშია გადმოცემული, მიუთითებს, რომ სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონოდა საქმისათვის. გარდა ამისა, მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა არც აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს საკითხი არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოდდასახელებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვერცერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც ის შეიძლებოდა ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. ასევე არ დასტურდება წარმოშობის ქვეყანაში გარე აგრესიისა და ოკუპაციის ფაქტები, რაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის №02-0---------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმის, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედ - ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჰ------------იმ, მოითხოვა გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აჰ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

აპელანტის მიუთირებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხის განმარტებებით სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ანკეტირებისას და გასაუბრებისას ყურადღება გაამახვილა ურთიერთსაპირისპირო გარემოებებზე, რაც გახდა საფძველი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისთვის.

სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის ასახული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებზე ამახვილებს მოსარჩელე. კერძოდ, აჰ------------მა სრული დამაჯერებლობით განუმარტა სასამართლოს, რომ მის მიმართ შეთითხნული ბრალდებები არარეალურია და სწორედ ამიტომ ემუქრება მის სიცოცხლეს საფრთხე თავის ქვეყანაში დაბრუნებისას.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ გასაუბრებისას მის მიერ გაცხადებული იყო და ახლაც ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომელიც გახდა საფუძველი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნისა. ეს გარემოება გახლავთ მის მიერ სარწმუნეობის შეცვლა. კერძოდ, წლების წინ მან უარი განაცხადა მაჰმადიანობაზე და მიიღო (დაიბრუნა) ქრისტიანული რწმენა. ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, თავის ქვეყანაში საფრთხის შემცველი არის ის, რომ ადგილობრივი მოლები (იმამები) მას უკრძალავენ სხვა რჯულზე მოქცევას შესაბამისად სდევნიან მას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეგნებულად არ ასახა მოსარჩელის საუბარი (გასაუბრების ოქმში) სარწმუნეობის შეცვლასთან დაკავშირებით. როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან ირკვევა, სასამართლომაც გვერდი აუარა მოსარჩელის განმარტებების შეფასებას რაც დაკავშირებულია, (სარწმუნოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე) მის დევნასთან საკუთარი ქვეყნიდან.

 

სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შეფასების შედეგად თვლის, რომ აჰ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

თუ------ის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით თუ---ი, აღმსარებლობით მუ--–--ი სუ----ი, აჰ------------ი დაიბადა 1--- წლის 1-------------ს, თუ------ში, ქ. სა-----ში. 1990-1998 წლებში სწავლობდა ქი----–----ის სკოლაში ქალაქ სა-----ში. მოსარჩელეს მიღებული აქვს საშუალო განათლება. მოსარჩელეს არ აქვს კონკრეტული პროფესია. ბავშვობიდან დაკავებული იყო სპორტით, არის მოკრივე. 2004-2010 წლებში იყო ორგანიზაციის „სა-----ის მოვაჭრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი. წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრობენ მოსარჩელის დედა- მე--–-------------ქ, დაბ.: 1--- წელს; და - ნი-----------ზ (ა-----), დაბ.1--- წელს; მეუღლე დი-–--------ზ დაბ. 1--- წელს და ორი შვილი - სე-–--------ზ, დაბ.: 2--- წელს და უმ------–-----უ, დაბ.2--- წელს. უფროსი ვაჟი მოსარჩელის გერია, რომელიც მეუღლეს ყავს პირველი ქორწინებიდან. დედა დიასახლისია; და დაოჯახებულია და ცხოვრობს ქალაქ სა-----ში - არის დიასახლისი; მეუღლე დროებით უმუშევარი, წარსულში იყო სადაზღვევო ფირმა „ალ----ის“ რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი. შვილები არიან სკოლის მოსწავლეები.

აჰ------------მა 2015 წლის 20 მაისს გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და სარფის გამშვები პუნქტის გავლით ქვეითად კანონიერი გზით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. თუ------ის რესპუბლიკის, სა-----ი რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ 2015 წლის 10 ივლისს მოთხოვნილ იქნა აჰ------------ის გადაცემა თუ------ისათვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მისჯილი სასჯელის სისრულეში მოყვანის მიზნით. მოსარჩელე 2015 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბა-----ში, სე-–------–--–---–--------------ში დააკავეს შსს ხე-–--------ის რაიონული სამმართველოს ახალშენის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ვინაიდან აჰ------------ი თუ------ის ინტერპოლის მიერ იძებნება თუ------ის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო.

2016 წლის 11 მაისს აჰ------------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოში ლტოლვილის (თავშესაფრის მინიჭების) სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის 16 მაისს მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში აჰ--------------------ისთან „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ'' საქართველოს კანონითა და „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების მიზნით, 2016 წლის 19 მაისს სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლისა და თარჯიმნის დაშვება და ფოტოაპარატის შეტანის ნებართვა. 2016 წლის 17 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მიერ დაკმაყოფილებული იქნა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, აჰ------------ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, სტატუსის მაძიებელ პირს 2016 წლის 19 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება.

თავშესაფრის მაძიებელმა გასაუბრების დროს განმარტა, რომ წარმოშობის ქვეყანაში პრობლემები შეექმნა 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის პირველმა ქმარმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის ბავშვის მიკუთვნება, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ბავშვი აღსაზრდელად გადასცა აჰ------------ის მეუღლეს. მოსარჩელეს 2005 წელს დაუკავშირდა ბიზნეს პარტნიორი ჰა---------ი და სთხოვა ესესხებინა მისთვის 7000 დოლარი. მოსარჩელე იმყოფებოდა იმ დროს სტამბულში და ჰა---------ს განუმარტა, რომ თანხას მისცემდა აჰ------------ის ბიძა ჰუ------------ი. 2-3 თვის განმავლობაში ჰა---------ი აღნიშნულ თანხას ნაწილ ნაწილ რიცხავდა მოსარჩელის ბიძის ანგარიშზე. 2006 წელს ჰა---------მა უჩივლა აჰ------------ს ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2010 წელს დამთავრდა საქმისწარმოება სასამართლოში. მოსარჩელეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვის ვადით. აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ 2014 წელს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. 2014 წლის დასაწყისში მოსარჩელემ დატოვა ქვეყანა და ჩამოვიდა საქართველოში. 2014 წლის ივნისში დაბრუნდა თუ------ში, ამავე წლის ივლისში თუ------ში ქ. სა-----ში მოსარჩელე დააპატიმრეს, სადაც პატიმრობაში დაყო 3 თვე. პატიმრობის პერიოდში მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რაც მისივე განმარტებით უკავშირდება მისი მეუღლის ყოფილ ქმარს. აღნიშნული პირი მოსარჩელეს სხვა პირების დახმარებით სთხოვდა 506000 დოლარსა და ბავშვის მეურვეობის მისთვის გადაცემას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ციხეში იყო მისი მკვლელობის მცდელობის, ასევე მუქარის ფაქტები ციხის თანამშრომლებისა და მაფიის წევრების მხრიდან. აჰ------------ის მოთხოვნით 2014 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს მე----------ის ციხეში, სადაც იმყოფებოდა 2015 წლის 18 მაისამდე. აღნიშნულ რიცხვში პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის ღია ტიპის საპატიმროში, კერძოდ, ჩო-----ის ციხეში გადაყვანის თაობაზე. აჰ------------ი 24 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადებულიყო აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე, რაც გამოწვეული იყო შიშით, რომ გახდებოდა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. 2015 წლის 21 მაისს აჰ------------მა გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სარფის გავლით კანონიერი გზით შემოვიდა საქართველოში.

ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ აჰ-------------ის 2016 წლის 11 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ შედგენილია დასკვნა. დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველო მიიჩნევს, რომ აჰ------------ი არ აკმაყოფილებს 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1(A)2 მუხლითა და ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამმართველო მიზანშეუწონლად მიიჩნევს აჰ------------ს მიენიჭოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის №02-0---------- გადაწყვეტილებით, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული აჰ------------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

გასაჩივრებული, 2016 წლის 24 ოქტომბრის №02-0---------- გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლში.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და: ა)რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ბ)რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არ გაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; გ)რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ¨ლტოლვილი¨ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად განმარტა,რომ სარჩელში მითითებული დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.

აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მის მიმართ დევნის განხორციელების შიში უკავშირდება მისი მეუღლის ყოფილ ქმარს შემდეგ გარემოებათა გამო; მოსარჩელის მითითებით, პრობლემები მის ცხოვრებაში გამოწვეულია მოსარჩელის მეუღლის ყოფილი ქმრის ზა---------–------უს მიერ, ვინაიდან აჰ------------მა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა მონათლულიყო ქრისტიანად, დაეტოვებინა წარმოშობის ქვეყნის, თუ------ის ტერიტორია და საცხოვრებლად გადმოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქ ბა-----ში. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა მოსარჩელის გერისათვის, რომელმაც აცნობა ეს ინფორმაცია ზა---------–------უს. იგი წინააღმდეგი იყო, რომ მის შვილს ქვეყანა დაეტოვებინა. მოსარჩელის განმარტებით ზა-----ს ნაცნობები ჰყავდა პოლიციაში და რამოდენიმე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ზემოაღნიშნული მიზეზით. იგი განმარტავს, რომ პოლიციელები ხშირად აჩერებდნენ ქუჩაში და მას „გიაურად“ მოიხსენიებდნენ, მას მკვდარი ღორი გადაუგდეს ეზოში და უთხრეს: „შენც ამ ღორივით მოგკლავთო“.

აპელანტი (მოსარჩელე) მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ასევე უკავშირებს ზა---------–------უს. აჰ------------ის განმარტებით ჰა---------ი არის ზა---------–------უს მეგობარი. 2005 წლის ბოლოს ჰა---------მა ესესხა მას ფული 7000 დოლარის ოდენობით, აღნიშნული პირი 4-5 თვის მანძილზე ურიცხავდა ვალს ნაწილ-ნაწილ საბანკო ანგარიშზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლის ყოფილმა მეუღლემ ზა----- ქა-–------უმ და ჰა----------მა ზემოაღნიშნული გამოიყენეს მის წინააღმდეგ და დააბრალეს მას ჰა---------ისთვის ფულის გამოძალვა. 2006 წელს აღიძრა სისხლის სამართლოს საქმე და 2010 წელს სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მან გაასაჩივრა ანკარის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2014 წელს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. 2014 წელს აჰ------------ი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს, 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში (პირველი 3 თვე დახურული ტიპის საპატიმროში, ხოლო შემდეგ, მისივე თხოვნით გადაყვანილ იქნა ღია ტიპის საპატიმროში). აჰ------------ი არ ეთანხმება მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ აღნიშნული არის უკანონო და განმარტავს რომ მის საქმესთან დაკავშირებული სამართალდამცავი პირები შემდგომში დააპატიმრეს, ვინაიდან ისინი უკანონოდ აწარმოებდნენ სასამართლო საქმეებს.

აპელანტის განმარტებით 2015 წლის 18 მაისს 24 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადებულიყო ციხის ადმინისტრაციაში. ის არ წავიდა ციხეში, დატოვა წარმოშობის ქვეყანა და 2015 წლის 20 მაისს შემოვიდა საქართველოში. იგი 5 თვის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდა ქალაქ ბა-----ში, შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, ვინაიდან მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. მოსარჩელეს მიესაჯა საექსტრადიციო პატიმრობა, 50 დღე ქუთაისის საპყრობილეში მოიხადა, ხოლო 7 თვე იყო გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმარი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ დაზარალებულთა ოჯახის წევრების მხრიდან მოსარჩელის მიმართ შესაძლო საფრთხე არ შეიძლება განხილულ იქნეს ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონით და ”ლტოლვილის სტატუსის შესახებ” ჟენევის 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ იმგვარ საფრთხედ, რაც შესაძლებელს გახდის მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი შიში არ არის პოლიტიკური ხასიათის და მის წინააღმდეგ განხორციელებული რაიმე სახის დევნა დაზარალებულთა ოჯახის წევრების მხრიდან, შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ პირადი მოტივებით.

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ განხორციელდება არამართლზომიერი დევნა და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257- მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს აჰ------------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

 

ნინო ქადაგიძე