განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.01.2019
საქმის ნომერი
020290118700066764
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020290118700066764

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1014-2018 4 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

მომჩივანი - ლ--–- გ---------, ლ------ ბ--------ე, ც-–---- ბ--------ე

წარმომადგენელი - ლ--–---–--–---

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მისო P----- C------

წარმომადგენელი - ი-----–---------–--ი

 

დავის საგანი - არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმე #01-10/110; შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმე #01-10/111

 

1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #01-10/110 საარბიტრაჟო მოსარჩელეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია P----- C-------ის (ს.კ. 4--------) წარმომადგენლის ი-----–---------–--ის (პ/ნ 6----------) საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დაეკისრა ფ/პ ლ--–- გ---------ს (პ/ნ 6----------), შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,P----- C------“-ის ს.კ. 4--------, სასარგებლოდ 6178.38 (ექვსი ათას ას სამოცდათვრამეტი) აშშ დოლარის, სადაც ძირი თანხა შეადგენს 4801.24 (ოთხიათასრვაასერთი და ოცდაოთხი) აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი - 519.54 (ხუთას ცხრამეტი და ორმოცდათორმეტი) აშშ დოლარს და პირგასამტეხლო შეადგენს - 857.06 (რვაასორმოცდაჩვიდმეტი და 06 ცენტს) აშშ დოლარს, ასევე სესხის ძირითად თანხაზე 4801.24 (ოთხი ათას რვაასერთი და ოცდაოთხი) აშშ დოლარზე წლიური 24%-ის საპროცენტო სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყველა გადახდის განხორციელება დადგინდა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად და მასვე დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელის 607.00 (ექვსასშვიდი) ლარის გადახდა. ფ/პ ლ--–- გ---------ს (პ/ნ 6----------) მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით არ აღსრულების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32) მიერ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იძულებით აღსრულება: ლ------ ბ--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების, შემდეგი ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მაჩვენებლებით: ს/კ 0------------------, მდებარე, მისამართი: ქ. ბათუმი ს. ზ-----–-–---–ის ქ. 13; ფართი 58.90 კვ.მ და უძრავი ქონების, შემდეგი ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მაჩვენებლებით: ს/კ 0------------------, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ს. ზ-----–-–---–ის ქ. 13, ფართი 62.7. კვ.მ. რეალიზაცია და/ან მოვალის, ლ--–- გ---------ს სხვა საკუთრების/შემოსავლების ხარჯზე. შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #01-10/111საარბიტრაჟო მოსარჩელის, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „P----- C------“-ის, ს/კ 4--------, წარმომადგენელის ი-----–---------–--ის (პ/ნ 6----------) საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დაეკისრა ფ/პ/ ც-–---- ბ--------ეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „P----- C------“-ის სასარგებლოდ 22 157.62 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 17 786.06 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი - 1988.10 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო შეადგენს 2383.46 აშშ დოლარს, ასევე სესხის ძირითად თანხაზე 17 786.06 აშშ დოლარზე წლიური 24%-ის საპროცენტო სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, ასევე დაეკისრა მოპასუხეს ც-–---- ბ--------ეს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1740 ლარის გადახდა; ც-–---- ბ--------ის მიერ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა იძულებითი აღსრულება ლ------ ბ--------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით, მდებარე ქ. ბათუმი, ს.ზ-----–-–---–ის ქ.N13; ფართი 58.90კვ.მ. ს/კ 0------------------; და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ს. ზ-----–-–---–ის ქ. N13, ფართი 62.7კვ.მ. ს/კ 0------------------ და/ან ც-–---- ბ--------ის სხვა საკუთრების/შემოსავლების ხარჯზე. არბიტრაჟმა დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. არბიტრაჟის კომპეტენციის საფუძველი იყო 2016 წლის 3 ნოემბრის „გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება“ (მუხლ. 13.1.) და 2016 წლის 4 ნოემბრის „იპოთეკის ხელშეკრულება“ (მუხლ. 7.1.). 2.2. შპს მისო P----- C-------მა საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს და მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 2.3. საარბიტრაჟო სარჩელი მოსარჩელემ იმით დაასაბუთა, რომ შპს მისო P----- C-------სა და ლ--–- გ---------ს, ასევე შპს მისო P----- C-------სა და ც-–---- ბ--------ეს შორის 2016 წლის 3 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება. 2.4. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ------ ბ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება. 2.5. მოვალეებს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ. 2.6. არბიტრაჟმა იხელმძღვანელა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების 41-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-10, 50-ე, 52-ე, 68-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 3111, 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 373-ე, 429-ე, მე-400, 401-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე 625-ე და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე, 33-ე და 36-ე მუხლებით.

 

3. საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს ლ--–- გ---------მ, ლ------ ბ--------ემ და ც-–---- ბ--------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გადაწყვეტილებები არის უკანონო, რადგან დარიცხული საურავებით და პირგასამტეხლოებით გაზრდილია უსაშველოდ თანხები. არბიტრს გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო სამართლიანად. 3.2. თანხები არის უსაფუძვლოდ გაზრდილი დარიცხული საურავებით და პირგასამტეხლოებით და მომჩივანთა მიერ გადახდილი თანხა არბიტრმა ძირ თანხას არ გამოაკლო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ შპს მისო P----- C-------სა (შემდგომში - მისო) და ც-–---- ბ--------ეს შორის 2016 წლის 3 ნოემბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება მიკროსაფინანსო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მისო-ს, ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე, უნდა გაეცა კრედიტი. 4.1.1. ხელშეკრულების 13.1. პუნქტით ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები უნდა განეხილა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს (ს/კ 4--------) მდებარე ბათუმი, ა. მ--–-–---–---------, მე-3 სართული, მისი დებულების შესაბამისად. დავას განიხილავდა ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟი. 4.2. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 4 ნოემბერს მისო-სა და ლ------ ბ--------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. 4.2.1. იპოთეკის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები უნდა განეხილა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს (ს/კ 4--------) მდებარე ბათუმი, ა. მ--–-–---–---------, მე-3 სართული, მისი დებულების შესაბამისად. დავას განიხილავდა ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟი. 4.3. 2016 წლის 3 ნოემბერს მისო-სა და ლ--–- გ---------ს შორის ასევე დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება მიკროსაფინანსო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მისო-ს, ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე, უნდა გაეცა კრედიტი. 4.3.1. ამ ხელშეკრულების ხელშეკრულების 13.1. პუნქტის მიხედვითაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები უნდა განეხილა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს (ს/კ 4--------) მდებარე ბათუმი, ა. მ--–-–---–---------, მე-3 სართული, მისი დებულების შესაბამისად. დავას განიხილავდა ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟი. 4.4. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 4 ნოემბერს მისო-სა და ლ------ ბ--------ეს შორის ასევე დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. 4.4.1. იპოთეკის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები უნდა განეხილა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს (ს/კ 4--------) მდებარე ბათუმი, ა. მ--–-–---–---------, მე-3 სართული, მისი დებულების შესაბამისად. დავას განიხილავდა ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟი. 4.5. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისო-მ საარბიტრაჟო სარჩელები აღძრა ერთი მხრივ - ც-–---- ბ--------ისა და ლ------ ბ--------ის, ხოლო მეორე მხრივ - ლ--–- გ---------სა და ლ------ ბ--------ის წინააღმდეგ. 4.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მისო-ს მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს. 4.8. უდავოა, რომ არბიტრაჟის სადავო გადაწყვეტილებების გაუქმების ზემოხსენებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები არ არსებობდა და მათ თაობაზე არც მომჩივნებს მიუთითებიათ. 4.8.1. ამის გამო, არბიტრაჟის სადავო გადაწყვეტილებების აღნიშნულ ნორმასთან შესაბამისობას პალატა არ შეამოწმებს. 4.9. დადგენილია ისიც, რომ არბიტრაჟმა განიხილა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი, ე.ი. პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეეძლოთ ერთმანეთს შორის. 4.9.1. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატა არ არის უფლებამოსილი არსებითად იმსჯელოს მხარეთა შორის არსებული დავის საგანზე და შეაფასოს მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. 4.11. ამრიგად, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, პალატა შეამოწმებს მხოლოდ იმ საკითხს, შეესაბამება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მომჩივნებისათვის დაკისრებული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს. 4.12. როგორც აღინიშნა, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მოვალეებს მისო-ს სასარგებლოდ წლიური 24% სარგებლის გადახდა დაეკისრათ. 4.12.1. ასევე დადგენილია ისიც, რომ მოვალეთა სასესხო ვალდებულება იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი. 4.12.2. არბიტრაჟის მიერ სადავო გადაწყვეტილებათა გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. 4.12.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ 2017 წელს გაცემული სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი 12,2% იყო. 4.12.4. 12,2X2,5=30,5; ამის შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებებით მომჩივანთათვის დაკისრებული სარგებელი, წლიური 24% საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს სავსებით შეესაბამებოდა. 4.13. პალატა ითვალისწინებს იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მომჩივანთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძირითადი დავალიანების ერთ შემთხვევაში 13%-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში 17%-ს შეადგენდა. 4.13.1. იგი დაკისრებული იქნა მხოლოდ დროის გარკვეული მონაკვეთისათვის და მომჩივნებს მისი გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არ დაკისრებიათ. 4.13.2. პალატა, ასევე, ითვალისწინებს სხვაობას სადავო გადაწყვეტილებებით მომჩივნებისათვის დაკისრებულ სარგებელსა და სარგებლის შესაძლო, კანონით დასაშვებ ოდენობას შორის. 4.13.3. ითვალისწინებს იმასაც, რომ პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ზღვარს არ აღემატება და მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებებით მომჩივნებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს შეესაბამება. 4.14. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებათა გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ--–- გ---------, ლ------ ბ--------ე, ც-–---- ბ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმე #01-10/110;.

3. დარჩეს უცვლელი შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმე #01-10/111;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე