განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
120210018002325418
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210018002325418

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5440-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ა--------------–----–-----------------ა

 

წარმომადგენელი - მ------------–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ----------------“

 

წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ა--------------–----–-----------------ამ მოპასუხე შპს „გ----------------ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის ა-------ს მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 სექტემბერს N--- და 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სულ- 29 799 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „გ----------------ს“ ა-------ს მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 164,88 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა--------------–----–-----------------ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 27 სექტემბერს ა-------ს მ----–----–------სა და შპს „გ----------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N---- განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა----–ში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ-----აში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება 152 303 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.

 

6. 2017 წლის 27 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა 84 კალენდარული დღით - 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა.

 

7. 2017 წლის 6 სექტემბერს ა-------ს მ----–----–------სა და შპს „გ----------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--- დაიდო. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N---- განკარგულებით გამოყოფილი თანხით, ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ს------ისა და სოფელ ა--------ნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა--------ანში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება 164 877 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.

 

8. 2017 წლის 6 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა.

 

9. 2017 წლის 6 ოქტომბერს ა--------------–----–-----------------ას და შპს „გ----------------ს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების დანართი N2 ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ღირებულებიდან გაუსვლელად.

 

10. 2017 წლის 23 ოქტომბერს ა--------------–----–-----------------ასა და შპს „გ----------------ს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების დანართი N1 (ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა----–ში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები) ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში, ხელშეკრულების ღირებულებიდან გაუსვლელად, ცვლილებები შევიდა.

 

11. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს „გ----------------ს“ დირექტორმა ა-------ს მ----–----–------ის მერს მიმართა და აცნობა, რომ ა--------------–----–-----------------ასთან 2017 წლის 06 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ----------------“ ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ს------ისა და სოფელ ა--------ნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა--------ანში მ--–-იდის მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა–გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შეიქმნა გარკვეული შემაფერხებელი პრობლემები, კერძოდ: მეტეოროლოგიური პირობები, 06 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ, 24 დღე შეადგინა. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს; ს------ისა და სოფელ ა--------ნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შემოდინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის (პომპა) გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=15იმმ) მოძიება. აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი; ხიდის მიმდებარედ განთავსებული იყო ენერგო კომპანიის საკუთრებაში არსებული ელ. გადაცემის ბოძი, რომლის გადატანა ენერგო კომპანიამ დაგვიანებით უზრუნველყო; პროექტი ითვალისწინებს ხიდზე N-- და N-- ორტესებრი კოჭების მოწყობას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კოჭები ბაზარზე არ მოიპოვება და საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა. დირექტორმა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდა მოითხოვა.

 

12. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს „გ----------------ს“ დირექტორმა ა-------ს მ----–----–------ის მერს მიმართა და აცნობა, რომ ა--------------–----–-----------------ასთან 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ----------------“ ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა----–ში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ-----აში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა–გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შეიქმნა გარკვეული შემაფერხებელი პრობლემები, კერძოდ: მეტეოროლოგიური პირობები, 27 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ, 21 დღე შეადგინა. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს; სოფელ უ-–-ში ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შემოდინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის (პომპა) გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=150მმ) მოძიება, ზემო აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი; სოფელ ბ-----აში ალტერნატიული გზის არ არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, მოსავლის ტრანსპორტირების მიზნით, დაგვიანებით განხორციელდა ხიდის მთლიანი დემონტაჟი; პროექტი ითვალისწინებს ხიდზე N-- და N-- ორტესებრი კოჭების მოწყობას. აღნიშნული კოჭები ბაზარზე არ მოიპოვება და საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა. ზემოაღნიშნულის გამო დირექტორმა, ამ გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდა მოითხოვა.

 

13. 2017 წლის 7 დეკემბერს ა--------------–----–-----------------ასა და შპს „გ----------------ს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა.

 

14. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს ა--------------–----–-----------------ასა და შპს „გ----------------ს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა.

 

15. ა-------ს მ----–----–------ის მ----ს 07.12.2017წ. ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს „გ----------------ს“ 2017 წლის 21 დეკემბრიდან 8 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა.

 

16. ქ. ახალციხის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 7 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 07,22,25,27,28,29,30 სექტემბერს; 01,02,03,04,10,11,15,16,17,27,30,31 ოქტომბერს; 06,07,10,11,13 ნოემბერს.

 

17. ა-------ს მ----–----–------ის მ----ს 2017 წლის 07 დეკემბრის ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს „გ----------------ს“ 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა.

 

18. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს „გ----------------ს“ დირექტორმა ა-------ს მ----–----–------ის მ----ას მიმართა და აცნობა, რომ 2017 წლის 27 სექტემბრის N--- ხელშეკრულების შესაბამისად ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა----–ში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ-----აში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების შემოწმება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების 11339.96 ლარის ჩარიცხვა მოითხოვა.

 

19. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს „გ----------------ს“ დირექტორმა ა-------ს მ----–----–------ის მ----ას მიმართა და აცნობა, რომ 2017 წლის 06 სექტემბრის N--- ხელშეკრულების შესაბამისად ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ს------ისა და სოფელ ა--------ნის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა-------ს მ----–----–------ის სოფელ ა--------ანში მ--–-იდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების შემოწმება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების 19696.38 ლარის ჩარიცხვა ითხოვა.

 

20. 2018 წლის 10 იანვარს ა-------ს მ----–----–------ის მერმა შპს „გ----------------ს“ დირექტორს მიმართა და მიუთითა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო საჯარიმო სანქცია ერიცხება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 456.90 ლარის ოდენობით, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (23 დღე) 10508.70 ლარს შეადგენს.

 

21. 2018 წლის 10 იანვარს ა-------ს მ----–----–------ის მერმა შპს „გ----------------ს“ დირექტორს მიმართა და მიუთითა, რომ 2018 წლის 06 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო ერიცხება საჯარიმო სანქცია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 494,63 ლარის ოდენობით, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (39 დღე) 19290.57 ლარს შეადგენს. ასევე სამუშაოების ვადის გადაცილების გამო ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯამური ღირებულების 0.3% - 494.63 ლარის ოდენობით, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (2 დღე) 989.26 ლარს შეადგენს.

 

22. 2017 წლის 06 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით და 2018 წლის 27 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში 24 დღე ნალექიანი იყო, რის გამოც შპს „გ---------------ე“ სამუშაოებს ვერ შეასრულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოები ხარისხიანი არ იქნებოდა. ნალექიან დღეთა რაოდენობა, მოსარჩელის მიერ გათვალისწინებული იქნა სამუშაოების შესრულებულის ვადაში.

 

23. 2017 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მიმწოდებელმა - შპს „გ----------------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 28.12.2017 წლის ჩათვლით დაასრულა.

 

24. 2017 წლის 06 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით და 2018 წლის 27 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხე შპს „გ----------------ს“ მიერ შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.

 

25. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „გ----------------ს“ 2017 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- და 2017 წლის 06 სექტემბრის N--- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 27 სექტემბერსა და 06 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- და 112 ხელშეკრულებები, სამართლებრივად ნარდობის ხელშეკრულებებს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

26. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა როგორც N--- ასევე, N--- ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს ა-------ს მ----–----–------ს 2017 წლის 27 სექტემბერს დადებული N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულება სადავოდ არ გაუხდია, (N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადის დარღვევის თაობაზე პალატა ცალკე განავითარებს მსჯელობას) სააპელაციო საჩივრით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მხოლოდ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებაა შედავებული. პალატამ ვრცლად ისაუბრა პირგასამტეხლოს ფუნქციასა და დანიშნულებაზე. პალატა მიუთითებს, რომ ა-------ს მ----–----–------ს მოწინააღმდეგე მხარემ 2017 წლის 22 ნოემბერს მიმართა და მითითებული მიზეზების გამო ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება მოითხოვა. საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მ----–----–------მა მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამუშაოების შესრულების ვადა 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით განსაზღვრა. აღნიშნული დასტური სააპელაციო პალატის აზრით, დაგვიანებული დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე ნების გამოვლენას წარმოადგენდა. შესაბამისად, როდესაც კრედიტორისთვის ცნობილია, რომ მოვალე ვალდებულებებს თავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ასრულებს, მაგალითად უხვნალექიანობა, ელექტროგამტარი ბოძის გადატანა და ა.შ., და სწორედ ამის გამო ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელებას თანხმდება, ამ პირობებში მოვალის მიერ გეგმა-გრაფიკით გაწერილი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის თაობაზე პრეტენზიის წაყენება სამართლებრივ საფუძვლებსაა მოკლებული.

 

გარდა სამართლებრივი საფუძვლისა, ობიექტური დამკვირვებლის თვალით, როდესაც მხარეთა შორის გეგმა-გრაფიკით კონკრეტულ დღეს კონკრეტული სამუშაოს გაკეთებაა გაწერილი, თუმცა, ამ დღეს უხვნალექიანობის გამო მდინარე დიდდება და მოვალე იძულებულია დაელოდოს ლოკაციის ადგილის გასუფთავებას (ან სხვა მისგან დამოუკიდებელი დაბრკოლება იქმნება) და ამ დაგვიანებას კრედიტორი საპატიოდ მიიჩნევს, ცხადი და ლოგიკურია, რომ ამ დღეს შესასრულებელი ვალდებულების შესრულება მოვალეს იმ დროს მოუწევს, როდესაც დამაბრკოლებელი გარემოებები აღმოიფხვრება. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას, მივიდოდით დასკვნამდე, რომ აპელანტის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევა და გარკვეულ დღეებში სამუშაოების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მიუხედავად მოვალის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულებისა მას პირგასამტეხლო მაინც დაეკისრებოდა. აღნიშნული დასკვნა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კერძო სამართალში მოქმედ მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპთან და კრედიტორის მიერ გამოხატულ ნებას ილუზორულს გახდიდა.

 

რაც შეეხება, პირგასამტეხლოს ფუნქციას, აპელანტიც არ უარყოფს რომ N--- ხელშეკრულებასთან მიმართებით ვადის გადაცილებას ადგილი არ ჰქონია (N--- ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გადაცილების თაობაზე სააპელაციო პალატა განჩინების 27-ე პუნქტში განავითარებს მსჯელობას) ასევე, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება რომლითაც მოვალის მიერ შესრულებული ვალდებულების ხარისხია შედავებული, რაც არაჯეროვანი შესრულებას გაუთანაბრდებოდა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვალდებულება დათქმულ დროში, ჯეროვნად შესრულდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

27. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 06 სექტემბერის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ერთი დღით გადაცილებისთვის შპს „გ----------------ს“ პირგასამტეხლო მართებულად დაეკისრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 6 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, განისაზღვრა. ა-------ს მ----–----–------ის მ----ის 2017 წლის 07 დეკემბრის ბრძანებით N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს „გ----------------ს“ 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს „გ----------------ს“ დირექტორმა ა-------ს მ----–----–------ის მერს მიმართა და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა. ხელშეკრულების შესრულების ვადას მიმწოდებელმა გადააცილა ერთი დღით, შესაბამისად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად, 494.63 ლარს შეადგენდა.

 

წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობა პირგასამტეხლოს მიზნისა და ფუნქციის თაობაზე რელევანტურია მოცემული საკითხის გადასაწყვეტადაც. საქმის მასალებში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც ა-------ს მ----–----–------მა 2017 წლის 29 დეკემბერს სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაციას შეეწინააღმდეგა, ასევე არ დგინდება საპასუხო წერილის გაგზავნა ვალდებულების არა 29 არამედ, 30 დეკემბერს დასრულების თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ა-------–---------ემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ა-------ს მ----–----–------ის მ----ის წარმომადგენლები გავიდნენ ადგილზე, მიმწოდებელი მოაჯირის სამღებრო სამუშაოებს ახორციელებდა, რომელიც დილის საათებში დაასრულა. ნიშანდობლივია, რომ საქმეში არსებული გეგმა-გრაფიკების თანახმად, სამღებრო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება მოვალეს არ ეკისრებოდა, შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის ვალდებულება 2017 წლის 30 დეკემბრამდე შესრულდა. ასევე, საყურადღებოა მოწმე მ---------------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ საბოლოო ინსპექტირებისას მოვალეს ვადის დარღვევად ჩაუთვალეს 28 და 29 დეკემბერი. პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევის შედეგად ასკვნის, რომ მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოვალის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი დღით (29 დეკემბერი) გადაცილებას.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, შემცირება შედავებული არ არის, შესაბამისად სააპელაციო პალატა თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლისა, მოკლებულია შესაძლებლობას ამ გარემოების შესახებ იმსჯელოს და სამართლებრივი შეფასება განახორციელოს.

 

28. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა-შეთანხმებით ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოხდა, აპელანტი მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. ასევე, მასვე უნდა დაესაბუთებინა N--- ხელშეკრულებასთან მიმართებით ვალდებულების ორ დღიანი ვადის დარღვევის ფაქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერცერთი აღნიშნული გარემოება აპელანტმა მხარემ რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება კი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე შეცდა და ვალდებულების დარღვევის თარიღი არასწორად მიუთითა, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება.

 

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ა-------ს მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

30. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა--------------–----–-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

ქ------- მესხიშვილი