განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 061210018002712862
საქმე №2/ბ-1261-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: სს ,,კ-------“
წარმომადგენელი: ლ-- ბ--------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე: რ------ ტ---–------, ლ-–- ბ------–----
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გამოარკვია:
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს სარჩელით მიმართა სს „კ------- ბ-----“ წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა ნ----- ზ----------, რ----- ტ---–------, ლ-–- ბ------–---- და მოპასუხეთათვის, სს ”კ------- ბ-----“ სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხეების, რ----- ტ---–------ს და ლ-–- ბ------–----ს ფულად სახსრებს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე, სოლიდარულად მოთხოვნილი თანხის- 1731.11 ლარის ფარგლებში, საარსებო მინიმუმის 150 ლარის გამოკლებით.
მოსარჩელის მითითებით, მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დაცვის მიზნით, აუცილებელ-- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. მოპასუხეთა შემოსავლები, არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც მომავალში შესაძლებელი იქნება მათი მოთხოვნის, თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება, რადგან მათ საკუთრებაში, არც უძრავი ქონება და არც რეგისტრაციას დაქვემდებარებული რაიმე სახის მოძრავი ქონება არ გაჩნიათ.
მოპასუხეებს შეუძლ--თ თავისუფლად განკარგონ თავიანთ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც სასამართლოს სჭირდება დავის გადასაწყვეტად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი შესაძლოა ეს თანხები აღარც გააჩნდეთ. ფულადი სახსრების განკარგვა კი გაართულებს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სს ,,კ------- ბ-----“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე, ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის, ასევე კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს იმაზე მატად, ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი.
განცხადებაში არსებული ზოგადი ხასიათის აღნიშვნა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის თავიდან აცილების შესახებ, არ შეიძლება ავტომატურ რეჟიმში იქცეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების უპირობო და აუცილებელ საფუძვლად, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის რწმენა სასამართლოს უნდა შეექმნას, სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებული გარემოებების და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.
სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის ადეკვატურობიდან და იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს არ აქვს მითითებული მოპასუხეთა ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა, ამასთან, მისი გამოუყენებლობა ვერ დააბრკოლებდა სასამართლო გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ”კ------- ბ-----” წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, მათი მოთხოვნა სასამართლოს მიერ, შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის დაცვისკენ არის მიმართული, ვინაიდან, მოპასუხის შემოსავლები არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც მომავალში შესაძლებელი იქნება კრედიტორმა დაიკმაყოფილოს მოპასუხეთა მიმართ არსებული მოთხოვნა.
სასამართლომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შემდგომში არ დარჩეს აღუსრულებელი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეტაპია.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი შეტანილი აქვთ მოპასუხეთათვის სოლიდარულად 1731.11 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. ასეთი სარჩელი არის მიკუთვნებითი ანუ აღსრულებითი. გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზეც. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
თუკი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის გამო, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ვინაიდან, მოპასუხეებს უძრავი ქონებები არ გააჩნიათ.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება შეიძლება გამოყენებული იქნეს, მხოლოდ მაშინ, როცა მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია, მაშინ, როცა არც ერთი კანონი აღნიშნულ დათქმას არ იცნობს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სს ,,კ------- ბ-----“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილ--, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს სარჩელით მიმართა სს „კ------- ბ-----“ წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა ნ----- ზ----------, რ----- ტ---–------, ლ-–- ბ------–---- და მოპასუხეთათვის, სს ”კ------- ბ-----“ სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხეების, რ----- ტ---–------ს და ლ-–- ბ------–----ს ფულად სახსრებს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე, სოლიდარულად მოთხოვნილი თანხის- 1731.11 ლარის ფარგლებში, საარსებო მინიმუმის 150 ლარის გამოკლებით.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ”კ------- ბ-----” წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
დადგენილ--, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პალატა განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლ-- მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სს ,,კ------- ბ-----“ და ნ----- ზ---------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოვალემ ისესხა 1500 ლარი ლარი 24 თვით, 42.40 % წლიური საპროცენტო სარგებლით.
გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებლ დღეზე, დაგვიანებული გადასახდელი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი ძირი თანხის 0,27 % არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში.
მსესხებელს ჰყავს ორი თავდები-რ----- ტ---–------ და ლ-–- ბ------–----, რომლებმაც თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება.
ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეებმა ჯეროვნად არ შეასრულეს და სარჩელის აღძვრის დროისათვის, მათი დავალ--ნება მოსარჩელის წინაშე, სახელმწიფო ბაჟის-100 ლარის ჩათვლით არის 1731.11 ლარი (1631,11+100).
საჩივრის საფუძვლ--ნობის შემოწმების მიზნით, პალატა მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამ ნორმათა შესაბამისად, სს ,,კ------- ბ-----” მოთხოვნას გააჩნია საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
პალატის აზრით, თუკი დაკმაყოფილდება სს ,,კ------- ბ-----” სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეები ანგარიშზე არსებულ თანხას განკარგავენ და სხვა ქონება აღარ დარჩებათ, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, მოსარჩელეს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელ---დასაბუთებულ--, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არასწორი.
პალატას იმავდროულად მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
დღესათვის ფიზიკური პირი შემოსავალს, მათ შორის, ხელფასს, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებს. მოპასუხეთა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა, შესაძლებელ--, 1731.11 ლარს არ აღემატებოდეს. ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შეიძლება, მოპასუხეები დატოვოს შემოსავლის გარეშე, ეს კი დაუშვებელ--.
შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოპასუხეებს, სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩეთ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწიებით, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხეთა, რ----- ტ---–------ს და ლ-–- ბ------–----ს კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს, საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 1731.11 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
ამდენად, სს ,,კ------- ბ-----” საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, სს ,,კ------- ბ-----” მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ყადაღა უნდა დაედოს, რ----- ტ---–------ს და ლ-–- ბ------–----ს კუთვნილ, 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 1731.11 ლარის ფარგლებში, ოღონდ, ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,კ------- ბ-----” საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინება;
3. სს ,,კ------- ბ-----” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს რ----- ტ---–------ს და ლ-–- ბ------–----ს კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 1731.11 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე