განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700071980
საქმე №1/აგ-621-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
კახაბერ მაჭავარიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით:
მ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
მ------------ეს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 26 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით მ------------ე სასჯელის დაუნიშნავად არის მსჯავრდებული დიდი ოდენობით - 64.76 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აგრეთვე, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 64.76 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ითვლება არა დიდ ოდენობად, არამედ - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. მითითებული ცვლილებების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში 64.76 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ვინაიდან, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
ამდენად, ვინაიდან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კატეგორია იცვლება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მ------------ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------------ის მოთხოვნას, მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებით კანონმდებელს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში იმსჯელოს მ------------ისათვის ჩამორთმეული უფლების აღდგენის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ცვლილება იქნას შეტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენში მ------------ის მიმართ:
მსჯავრდებულ მ------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
მ------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ.კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
კ. მაჭავარიანი