განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
100210018002471398
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002471398

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1133

30 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

 

აპელანტი: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ზ----“

წარმომადგენლები: ზ------ გ------–--ე და ნ-----–---- კ-----ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ზ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ზ----ს“ წარმომადგენელმა თ-- მ------–-–---–მა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის განმარტებით: ერთის მხრივ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეორეს მხრივ შპს „ზ----ს“ შორის გაფორმებული იქნა №2-- ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ზ----მ“ აიღო ქ--–--ის, კ-–-ის, ვ----ის, რ---ის და ხ------ის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის შესრულების ვალდებულება. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა 27 2--.97 ლარი. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შპს „ზ----ს“ მიერ მოხდა სამუშაოების ნაწილობრივ შესრულება, აღნიშნული გამოწვეული იქნა იმ გარემოებით, რომ კარიერებს, საიდანაც უნდა მომხდარიყო ხრეშის გამოტანა გაუვიდათ ლიცენზიის ვადა 2017 წლის 3 ნოემბერს, რის გამოც შპს „ზ----მ“ ვეღარ მოახერხა ხრეშის შეტანა უბნებში, რაზედაც წერილობით მიმართა სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და თხოვა ხრეშის შეტანის ვადის გაგრძელება და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. 2017 წლის იანვარში კი შპს „ზ----ს“ დირექტორმა კვლავ მიწერა წერილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და თხოვდა შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას, რაზედაც მათ მიერ კომისიის გამოყოფა არ მომხდარა. დასრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე კი მოპასუხემ უარი განაცხადა.

 

მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 19990.18 ლარის დაკისრება.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ზ----ს“, შორის 2017 წლის 02 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით NA----------, რომელიც ითვალისწინებდა ქ--–--ის, კ-–-ის, ვ----ის, რ---ის და ხ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას. კლასიფიკატორის კოდი- 4-------. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 27,2-- (ოცდაშვიდი ათას ორას ორმოცდათექვსმეტი) ლარს. N2-- ხელშეკრულებით სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვარი. 2017 წლის 02 ნოემბრის N 5------ ბრძანებით შპს „ზ----ზე“ ინსპექტირებას ახორციელებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დ----- ს-----–--ე, რომლის მოხსენებითი N1------;06/12/2017 ბარათით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრო ამოიწურა 2017 წლის 01 დეკემბერს, შესაბამისად 02 დეკემბრიდან შპს „ ზ----ს“ ერიცხებოდა ჯარიმები. რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოს, ის სრულად არ არის შესრულებული.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ მიმართა შპს „ზ----ს“ დირექტორს ჯარიმის თანხის გადახდის შესახებ, რაც მოსარჩელეს არ გადაუხდია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის მიერ არ მოხდა სამუშაოების ჩაბარება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში შპს „ზ----ს“ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რის თაობაზეც შპს „ ზ----ს“ დირექტორს -ზ------ გ------–--ეს ეცნობა 2018 წლის 16 იანვარს N5----- წერილით, სადაც მითითებულ იქნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების №2-- ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი ჯარიმდება ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და იხდის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულების 0.1%-ს. 2017 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრამდე დაკისრებული საჯარიმო თანხა შეადგენს 1035,77 (ერთი ათას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს, რომელიც შპს „ ზ----“-ს მიერ არ იქნა ანაზღაურებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ----ს“ სარჩელი არ ცნო, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო და სარჩელის დაკმაყოფიებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით: შ.პ.ს. ,,ზ----“-ს სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს ,,ზ----ს“ სასარგებლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 19 990.11 ლარის გადახდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტს დაეკისრა შ.პ.ს,,ზ----“-ს სასარგებლოდ 599.7 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ზ----“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია ზესტაფონი, კ-----–---- ქუჩა N27, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, ხელმძღვანელობაზე /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ზ------ გ------–--ე.

 

დადგენილი იქნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ზ----ს“ შორის, 2017 წლის 02 ნოემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, ელექტრონული ტენდერის საშუალებით NA----------, სოფელ ქ--–--ის, კ-–-ის, ვ----ის, რ---ის, ხ------ის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების შესრულების შესახებ. კლასიფიკატორის კოდი 4-------.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 27256 ლარს და 97 თეთრს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე.

 

დადგენილი იქნა, რომ შ.პ.ს. ,,ზ----ს“ მიერ ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულია გზის შეკეთების-მოხრეშვითი სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--ეში - ჩ----------ის უბანში, სოფელ ქ--–--ეში- ჩ--------ის უბანში, ქ--–--ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რ–---–---ში- ცენტრალურ უბანში, ქ--–--ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბ----ში- ცენტრალურ უბანში, კ-–-ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ე–---ში- კ-----------ის უბანში, კ-–-ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ე–---ში-ქ-----ის უბანში, ვ----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვ----ში კ-------ის უბანში,,თ--–---–-------დე“, ვ----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვ----ში ხ-----–ის უბანში, ვ----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ღ--------ი-მ--–--–----ის დამაკავშირებელი გზა, რ---ის ადმინისტრაციულ ერთეულში გ---–------ბი-ჩ--–-----ი-ნ-------–---–--ის უბანში.

 

სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ადასტურებენ ტერიტორიული ორ---ოებში მერის წარმომადგენლები.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოიცავდა შემდეგი სახის სამუშაოებს: ინერტული მასალის დატვირთვა ექსკავატორით; ინერტული მასალის გზაზე დაყრა ადგილ-ადგილ; ინერტული მასალის გაშლა ტექნიკით. სამუშაოები არ მოიცავდა გზის დატკეპნას. სულ შესრულებულია 19990 ლარისა და 11 თეთრის სამუშაოები.

 

დადგენილი იქნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ზ----ს“ შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული N2-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით დ----- ს-----–--ე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად. დ----- ს-----–--ეს დაევალა სამშენებლო პროცესის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება, შემსრულებელთან ერთად ფარული სამუშაოების აღწერა სათანადო დოკუმენტაციის წარმოებით და შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება ფოტო მასალით. შემსრულებლის მიერ სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს რაოდენობის მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფა.

 

2017 წლის 6 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით დ----- ს-----–--ე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი იყო 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის სამუშაოების შესრულება. ინერტული მასალა არ იყო დატკეპნილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ს-----–--ემ განმარტა, რომ შემსრულებლის მიერ თავისი ვალდებულება პირნათლად იქნა შესრულებული. სამუშაოს ვერ დასრულება გამოწვეული იყო კარიერზე ნებართვის ვადის გასვლით, ხოლო ნებართვის აღება კი დამკვეთის ვალდებულება იყო. დატკეპნითი სამუშაოები პროექტით გათვალისწინებული არ იყო.

 

დადგენილი იქნა, რომ კარიერებს, საიდანაც უნდა მოეპოვებინათ ინერტული მასალა მოქმედების ვადა გაუვიდა 2017 წლის 03 ნოემბერს. აღნიშნულზე, ანუ კარიერზე მუშაობის ნებართვის აღებაზე კი პასუხისმგებელი იყო მოპასუხე.

 

პროექტიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი იქნა, რომ სწორედ აღნიშნულის გამო ვერ მოხდა 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის ნაწილში ხელშეკრულების შესრულება.

 

დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 16 იანვარს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა შ.პ.ს. ,,ზ----ს“ წერილით, განაცხადა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ითხოვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულების 9.1. მუხლის შესაბამისად საჯარიმო თანხის გადახდა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის. საჯარიმო თანხა შეადგენდა 1035 ლარს და 77 თეთრს.

 

სასამართლომ „ზ----ს“ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა ის. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ მუნიციპალიტეტის ბრალით ვერ მოხერხდა ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულება 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის ნაწილში.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

 

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ზ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით: საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად საქმეზე მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება, კერძოდ ხელშეკრულების მე-9 და 9.1. მუხლები ითვალისწინებდა მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებლის დაჯარიმებას ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1 % -ით.

 

2017 წლის 02 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ზ----ს" შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ზ----ს" უნდა ეწარმოებინა ქ--–--ის, კ-–-ის, ვ----ის, რ---ის, და ხ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოხრეშვის სამუშაოები. სამოქალაქო კოდექსის თანახმად (მ. 361) ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შპს ,,ზ----მ" კი არაჯეროვნად შეასრულა №2-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ მიმართა შპს ,,ზ----"-ს დირექტორს საჯარიმო თანხის გადახდის შესახებ, თუმცა ჯარიმა მოსარჩელეს არ გადაუხდია.

 

შპს ,,ზ----ს" სამუშაოები არ შეუსრულებია №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე. კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ----ი, ღ--------ი-მ--–--–----ის მიმართულებით არ შეუტანია 350 მ. კუბი ხრეში და ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ში არ შეუტანია 300 მ. კუბი ხრეში. ამჯერად სახეზე გვაქვს არაჯეროვანი შესრულება, რაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რის გამოც უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ზ----ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ზ----ს“ შორის, 2017 წლის 02 ნოემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, ელექტრონული ტენდერის საშუალებით NA----------, სოფელ ქ--–--ის, კ-–-ის, ვ----ის, რ---ის, ხ------ის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების შესრულების შესახებ. კლასიფიკატორის კოდი 4-------. (ს.ფ.17-19).

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოიცავდა შემდეგი სახის სამუშაოებს ინერტული მასალის დატვირთვა ექსკავატორით; ინერტული მასალის გზაზე დაყრა ადგილ-ადგილ; ინერტული მასალის გაშლა ტექნიკით. სამუშაოები არ მოიცავდა გზის დატკეპნის სამუშაოებს.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 272-- ლარს და 97 თეთრს. (4.1. პუნქტი).აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე, (5.1.5. პუნქტი) ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე (15.2. პუნქტი).

 

დადგენილია, რომ შემსყიდველის მიერ სულ შესრულებულია 19990 ლარისა და 11 თეთრის სამუშაოები.

 

ეს ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს.

 

ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულდა არასრულყოფილად, სახელდობრ: ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის სამუშაოები, რაც გამოწვეული იყო კარიერზე ლიცენზიის ვადის გასვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოზე დაკითხული მოწმის დ----- ს-----–--ის განმარტებით (რომელიც ახორციელებდა შპს „ზ----ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას) დადგენილია, რომ კარიერზე ნებართვის არსებობის უზრუნველყოფა დამკვეთის (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის) ვალდებულება იყო. ეს ვალდებულება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვერ იქნა შესრულებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ს-----–--ემ განმარტა, რომ შემსრულებლის მიერ თავისი ვალდებულება პირნათლად იქნა შესრულებული. (ნიშანდობლივია, რომ მოწმე ეხლაც მუშაობს მუნიციპალიტეტში. ეს ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე). ხელშეკრულების ნაწილის შეუსრულებლობა გამოწვეული იყო კარიერზე ნებართვის ვადის გასვლით, რომელიც დამკვეთის ვალდებულება იყო. დატკეპნითი სამუშაოები პროექტით გათვალისწინებული არ იყო.

 

დადგენილია, რომ კარიერებს, საიდანაც უნდა მოეპოვებინათ ინერტული მასალა მოქმედების ვადა გაუვიდა 2017 წლის 03 ნოემბერს.

 

რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ასე მაგ.: ვისი ვალდებულება იყო კარიერზე ნებართვის ვადის გასვლის შემთხვევაში ახალი ნებართვის მოპოვება, ან იყო თუ არა დატკეპნითი სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

 

ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისთვის ერთ ერთ მტკიცებულებას მოწმე დ----- ს-----–--ის ჩვენება წარმოადგენს, რომელმაც განმარტა, რომ ნებართვის მოპოვება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო დატკეპნითი სამუშაოები პროექტით არ იყო გათვალისწინებული.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ნამდვილად არის შესრულებული 19 990 ლარის სხვადასხვა სამუშაოები არც წარდგენილი შესაგებლით და არც შემდგომ პროცესზე მიცემული განმარტებით მოპაუხეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, მოსარჩელემ თავის სარჩელს დაურთო ე.წ. ფორმა N2-ები (ს.ფ. 20დან 30-მდე) შესრულებული სამუშაოს შესახებ. სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე კი ეს მტკიცებულებები (ფორმა N2-ები) წარუდგინა მოპასუხე მხარეს და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოითხოვა (იხ.წერილები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს პ---------------ეს ს.ფ. 31.32.33).

 

საქმეში, ს.ფ. 34-ზე წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პ---------------ის მიწერილობა შპს „ზ----სადმი“. წერილის ავტორი სამუშაოთა შემსრულებელს ატყობინებს, რომ ვინაიდან სამუშაოთა სრულყოფილად შესრულება ვერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის მიერ არ მოხდა სამუშაოების ჩაბარება და აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. ამ წერილითვე შპს „ზ----ს“ დირექტორს ზ------ გ------–--ეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებელი ჯარიმდებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღზე 0.1%-ით, რაც 2017 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 9 იანვრამდე 1035.77 ლარს შეადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (ანუ კონკრეტულ შემთხვევაში არასრულყოფილად შესრულება) არ ნიშნავს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმას. არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველმა შემსრულებელს შეუძლია მოთხოვოს პირგასამტეხლო, (როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა), მაგრამ არა უარი შესრულების გადახდაზე.

 

იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს სადავოდ არ გაუხდია შემსრულებლის მიერ 19 990 ლარის სამუშაოს შესრულება, რაც დასტურდება შესრულებული სამუშაოს აქტებით (ფორმა N2-ით), ცხადია მოსარჩელის მოთხოვნას შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნაზე კანონიერი საფუძველი გააჩნია.

 

საგულისხმოა და ნიშანდობლივი, რომ დათქმა ზემოაღნიშნულის თაობაზე მხარეებმა ხელშეკრულებაშიც გაითვალისწინეს. 6.5. პუნქტის თანახმად (ს.ფ.17), ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ტექნიკური ზედამხედველობის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს აქტის, ფორმა N2-ის საფუძველზე.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოები 19 990 ლარის ღირებულებისა იყო, სადაოდ არ გაუხდია მოპასუხეს, რომელმაც თავის მხრივ შესრულებულ სამუშაოთა აქტების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა (ს.ფ.60-დან).

 

რაც შეეხება შესაგებლის პოზიციას, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი - ეს ცალკე დავის საგანია, რაც რა თქმა უნდა არ არის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის გამომრიცხავი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მხართა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა ;სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობისხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება;

 

დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა 19 990 ლარის სამუშაო, რაც შემკვეთს არ გადაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ შპს „ზ----ს“ მიერ მოხდა 19 990.11 ლარის სამუშაოების შესრულება; შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ დამკვეთი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს მითითებული თანხა შესრულებული სამუშაოსათვის.

 

პალატა თვლის, რომ აღნიშნული ოდენობის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით;

 

7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე