განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 01021001800187871
საქმე #2/ბ-1285-18წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
14 იანვარი 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ი-----–- ბა------ე
წარმომადგენელი: ს---–--- ფა-–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: სსიპ ,,ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------“, ნ----- კა-----ე
გასაჩივრებული განჩინება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 07 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–- ბა-------ს წარმომადენელმა, მოპასუხედ დაასახელა სსიპ ,,ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------“ და ი. ბა-------ს სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა, ცილისმწამებლური ფაქტის უარყოფა და მორალური ზიანის 1 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, ი. ბა-------ს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (ტ.1.ს.ფ.25).
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები, რომლის შესრულება სამუშაოზე აღდგენის გარეშე შეუძლებელი გახდება, გარდა ამისა, დაიზოგება მოპასუხე მხარის ხარჯები.
მოსარჩელემ, ანალოგიური შუამდგომლობა დააფიქსირა საპაექრო სიტყვაშიც (ტ.2.ს.ფ.173).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი-----–- ბა-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი, სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“ დირექტორის ბრძანება სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უ--------ს მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ;
ი-----–- ბა------ე აღდგენილი იქნა, სსიპ „ს------------------ მა-------–-ს, ა------ ტე--------ა და რ------ს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე;
სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“, ი-----–- ბა-------ს სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური, 2017 წლის 23 მარტიდან, თანამდებობაზე აღდგენამდე 2300 ლარის ოდენობით;
ი-----–- ბა-------ს სარჩელი, ნ----- კა-----ის მიერ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენის და ნ----- კა-----ის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა, 514 ლარის გადახდა;
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მხარეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივარი წარადგინა ი-----–- ბა-------ს წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა უშვებს გამონაკლისს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ მისი მარწმუნებელი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და დარჩა უმუშევარი, მას გააჩნია ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ. ვინაიდან, მიღებულია გადაწყვეტილება მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე, დავის პერიოდში მისი დაუყოვნებლივ აღდგენა ან/და 3 თვის განაცდურის ანაზღაურება, არავითარ ზიანს არ აყენებს მოპასუხე მხარეს, პირიქით, მოპასუხის ინტერესებშიც შედის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, რაც თავის მხრივ გაზრდის მოპასუხე მხარის საკადრო რესურსს მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
კერძო საჩივართან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებით საზოგადოებას მიადგება ზიანი, ვინაიდან, არსებობს რისკი იმისა, რომ ი. ბა------ე, კვლავ არამიზნობრივად გამოიყენებს მა-------–-ს ქონებას და ამ ქმედების სტიმულირების საფუძველს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მსჯელობა, რომლითაც ი. ბა-------ს ქმედება არ იქნა მიჩნეული „უხეშ დარღვევად“.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით შეძენილი ქონების მიმართ, მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ი-----–- ბა-------ს წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო (კერძო) საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო (კერძო) საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და 3 თვის განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობა.
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება...სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამი თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში დაუყოვნებლივი აღსრულება არ მოუთხოვია, რის გამოც ამ მოთხოვნაზე მსჯელობას არც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია მესაძლებლობას განიხილოს ეს მოთხოვნა.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, სამი თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება სამუშაოზე აღგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულებას, პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია.
ასეთ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს, როგორც მოგებული მხარის (კერძო საჩივრის ავტორი, მოსარჩელე) მოთხოვნის საფუძვლიანობა, ისე წაგებული მხარის (მოპასუხე) პრეტენზიათა მართებულობა, ამ გზით უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის და ამგვარად გადაწყდეს კანონით დაშვებული შეზღუდვის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი) პროპორციულობა.
სასამართლოს მიერ, ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს.
თუ დავის განმხილველი სასამართლო დაადგენს, რომ აღსრულების დაყოვნება გამოიწვევს შემდგომში მძიმე შედეგს, ამ შემთხვევაში ასეთი ღონისძიების გამოყენება უფლების დაცვის ვარგისი საშუალებაა.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, ი-----–- ბა------ე აღდგენილი იქნა, სსიპ „ს------------------ მა-------–-ს, ა------ ტე--------ა და რ------ს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე.
ამდენად, შესაძლებელია, ამ სამუშაოს შესრულებისათვის ასანაზღაურებელი ხელფასის კონკრეტული ოდენობის და მისგან გამომდინარე იმ ზიანის განსაზღვრა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულებით შეიძლება მიადგეს მოპასუხე მხარეს.
გარდა ამისა, დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გააჩნია ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ, რომლის შესრულებაც სამუშაოზე აღდგენის გარეშე შეუძლებელია და მიადგება ზიანი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვიდრე არ გადაწყდება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებების კანონიერება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით, მოპასუხე მხარის უფლების კანონით დაშვებული შეზღუდვა, მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დარღვევას არ გამოიწვევს და გამართლებულია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ სამომავლო ზიანის ოდენობის დაუდგენლობის გამო, გამორიცხული იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დაუსაბუთებელია.
ამდენად, განმცხადებლების (მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უნდა ჩაითვალოს საფუძვლიანად.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში; ი-----–- ბა-------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ი-----–- ბა-------ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში კერძოდ: ი-----–- ბა------ე დაუყოვნებლივ აღდგენილი უნდა იქნეს სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“ მიმდინარე მა-------–-ს სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ბა-------ს წარმომადგენლის, ს---–--- ფა-–-------–---–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ი-----–- ბა-------ს წარმომადგენლის, ს---–--- ფა-–-------–---–ის შუამდგომლობა (განცხადება), ი-----–- ბა-------ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. ი-----–- ბა------ე დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნეს, სსიპ „ს------------------ მა-------–-ს ა------ ტე--------ა და რ------ს“ მიმდინარე მა-------–-ს სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე;
5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, სამი თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
6. კერძო საჩივრის ავტორების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე