განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115792294
საქმე #1ბ/35-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშ---–ის, მ--- ყუშიტაშ---–ის და
გ------- სვანიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: მ--- ჟ------
ადვოკატის: ლ---- მ-------–---–ის
გამართლებული: მ----- მ----–-–---–ის (მონაწილეობის გარეშე)
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ძ---–-------–---------------–---------------ურის პროკურორ - მ--- ჟ------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების#1------), მ----- მ----------ს ძე მ----–-–---–ის, ი------–-ს რ-------–--ის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ლ---- ზ----–-–---–ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები (ე----- ს--------ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები (ნ---- ჭ----------–ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები (ნ--–- გ------–-–---–ის ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- მ----–-–---–ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1----–-–---------- წლებში ი------–-ს მოქალაქე მ----- მ----–-–---–ი მუშაობდა თბილისში, რესტორან ,,ა-----–ი” მ-----------ს რ----- ა------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირად. გარკვეული დროის განმავლობაში მან შეძლო საქართველოს მოქალაქეების ნდობის მოპოვება, რომელთაც ჰპირდებოდა ი------–ში გამგზავრებას დასაქმების პირობით, კერძოდ საქართველოს მოქალაქეს ლ---- ზ----–-–---–ს და მის შ---–ს გ------- ქ-----–---–ს შეჰპირდა, რომ გაამგზავრებდა მათ ი------–ში. აღნიშნული შეპირებით ლ---- ზ----–-–---–ს გამოსტყუა 4 000 აშშ დოლარი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2000 წლის სექტემბერში, ზემოთ მოყვანილი მოტივით, მ----- მ----–-–---–მა მოიპოვა ე----- ს--------ის ნდობა, შეჰპირდა მას, რომ გაამგზავრებდა ი------–ში სამუშაოდ, რისთვისაც გამოსტყუა 1 900 აშშ დოლარი, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2000 წლის სექტემბერში, ზემოთ მოყვანილი მოტივით მ----- მ----–-–---–მა მოიპოვა ნ--- ჭ----------–ის ნდობა, შეჰპირდა მას, რომ გაამგზავრებდა ი------–ში სამუშაოდ, რისთვისაც გამოსტყუა 1 000 აშშ დოლარი, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2000 წლის ნოემბერში, ზემოთ მოყვანილი მოტივით მ----- მ----–-–---–მა ასევე მოიპოვა ნ--–- გ------–-–---–ის ნდობა, შეჰპირდა მას, რომ გაამგზავრებდა ი------–ში სამუშაოდ, რისთვისაც გამოსტყუა 2 300 აშშ დოლარი, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით:
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ლ---- ზ----–-–---–ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ე----- ს--------ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ნ---- ჭ----------–ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ნ--–- გ------–-–---–ის ეპიზოდი).
გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის ბრძანებით მ----- მ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
მ----- მ----–-–---–ს უფლება მიენიჭა აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ--- ჟ-----მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გაუქმდეს მ----- მ----–-–---–ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და გამართლებულის მიმართ გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილი ბრალდების ფარგლებში; კერძოდ, მ----- მ----–-–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლიში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საქმეზე მათი უტყუარობის და დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გამართლებულმა მ----- მ----–-–---–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი თითოეული მტკიცებულება(დაზარალებულების ჩვენებები) მართლაც ასახავს ობიექტურ გარემოებას და წარმოადგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც ობიექტური პირი ნამდვილად დარწმუნდებოდა გამართლებულების ბრალეულობაში მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მ--- ჟ-----მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებებში საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა.
გამართლებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-------–---–მა მხარი არ დაუჭირა პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მოახდინა მტკიცებულებათა მთელი მოცულობით გამოკვლევა, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ძ---–-------–---------------–---------------ურის პროკურორ - მ--- ჟ------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი მ----- მ----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა მ----- მ----–-–---–ი გამართლებული მასზე წარდგენილ ბრალდებებში;
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:
დაზარალებულმა ლ---- ზ----–-–---–მა სააპელაციო სასამართლოში უჩვენა, რომ ე-–----- წ---–------ს მეშვეობით გაიცნო მ----- მ----–-–---–ი, რომელიც შეჰპირდა ი------–ში სამუშაოდ გამგზავრებას. დაზარალებულის ჩვენებით მან მ----- მ----–-–---–ს გადასცა თანხა 4 000 აშშ დოლარი და პასპორტი. ამ თანხით მ----- მ----–-–---–ს ი------–ში სამუშაოდ უნდა წაეყვანა ლ---- ზ----–-–---–ი და მისი შ---–ი გ------- ქ-----–---–ი. მ----- მ----–-–---–მა დაზარალებული და მისი შ---–ი ი------–ში არ წაიყვანა, არც ფული აღარ დაუბრუნა, ხოლო პასპორტი სხვა პირის მეშვეობით გადასცა. ლ---- ზ----–-–---–მა განმარტა, რომ მ----- მ----–-–---–თან არც წერილობითი ხელშეკრულება გაუფორმებია და არც ხელწერილი ჩამოურთმევია თანხის გადაცემის შესახებ;
პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის ამ ეპიზოდში ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულ ლ---- ზ----–-–---–ის ზეპირი ჩვენებისა, დამატებით სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ლ---- ზ----–-–---–ის შ---–ი გ------- ქ-----–---–ი, რომელსაც ობიექტურად უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, დედის - ლ---- ზ----–-–---–ის მხრიდან მ----- მ----–-–---–ზე თანხის და პასპორტის გადაცემასთან დაკავშირებით; ვინაიდან, როგორც დაზარალებული განმარტავს, მ----- მ----–-–---–ს ი------–ში სამუშაოდ გ------- ქ-----–---–იც უნდა წაეყვანა; მისი ჩვენების მიხედვით ლ---- ზ----–-–---–მა სწორედ გ------- ქ-----–---–ის თანდასწრებით გადასცა გამართლებულს ფული და პასპორტები. ასევე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა და შესაბამისად არ დაკითხულა მოწმე ე-–----- წ---–------, რომელმაც უშუალოდ დააკავშირა და შეახვედრა ლ---- ზ----–-–---–ი და მისი შ---–ი გ------- ქ-----–---–ი - მ----- მ----–-–---–ს, ი------–ში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდში, აღნიშნული მოწმეების დაკითხვისა და მათი ჩვენებების სათანადო შეფასების გარეშე, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი;
დაზარალებულმა ე----- ს--------ემ სააპელაციო პალატის სხდომაზე განმარტა, რომ 2000 წელს, ბ---ს ა----- ჭ----------–ის მეშვეობით გაიცნო მ----- მ----–-–---–ი, რომელიც შეჰპირდა ი------–ში სამუშაოდ წაყვანას. დაზარალებულის ჩვენებით, მან მ----- მ----–-–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 1 900 აშშ დოლარი და პასპორტი. მ----- მ----–-–---–მა ე----- ს--------ე ი------–ში სამუშაოდ არ წაიყვანა, არც პასპორტი დაუბრუნა და კონტაქტზე საერთოდ არ გამოდიოდა. ე----- ს--------ემ განმარტა, რომ მ----- მ----–-–---–თან არც წერილობითი ხელშეკრულება გაუფორმებია და არც ხელწერილი ჩამოურთმევია თანხის გადაცემის შესახებ;
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ე----- ს--------ის ეპიზოდშიც, მსგავსად ლ---- ზ----–-–---–ის შემთხვევისა, ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულება, თუნდაც ა----- ჭ----------–ის ჩვენება, რომელიც დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ფაქტობრივ გარემოებებთან (ი------–ში გამგზავრება და ამ მიზნით თანხის გადაცემა) დაკავშირებით საქმის კურსში იყო; მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომ მან თანხა გადაცა მ----- მ----–-–---–ს ვერ გახდება ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, რადგან არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტისათვის.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ--–- გ------–-–---–ის დაკითხვის ოქმი დაზარალებულის გარდაცვალების გამო. დაკითხვის ოქმის მიხედვით, 2000 წელს გაიცნო მ----- მ----–-–---–ი, რომელიც შეჰპირდა ი------–ში სამუშაოდ გამგზავრებას, სანაცვლოდ მოითხოვა თანხა 2 300 აშშ დოლარი. ნ--–- გ------–-–---–მა მოთხოვნილი თანხა ნ----- ა----–--ის თანდასწრებით გადასცა მ----- მ----–-–---–ს, თუმცა ი------–ში სამუშაოდ არ წაიყვანა და არც თანხა დაუბრუნა.
საქმის სასამართლოში განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ობიექტური მიზეზით (გარდაცვალება) ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებული ნ--–- გ------–-–---–ი, ამიტომ მისი ჩვენება გამოქვეყნდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს დაზარალებულის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვას, თუმცაღა მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი და დაზარალებულ ნ--–- გ------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა და ჩვენების გამოქვეყნება გამოწვეულია საპატიო მიზეზით (გარდაცვალება), რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებული პირის ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო განმარტავს, ნ--–- გ------–-–---–ის ეპიზოდში აღნიშნული პირის ჩვენება არის ერთადერთი, სხვა დამატებითი პირდაპირი (ნ----- ა----–--ის ჩვენება), ან თუნდაც გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ირიბი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაკმაყოფილებული ვერც მესამე ტესტი, ვინაიდან გონივრულად ვერ მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზრურნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან სასამართლოც და დაცვის მხარეც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ რაიმე ფორმით მონაწილეობა ზემოხსენებული დაზარალებულის დაკითხვასა და მისი ჩვენების უშუალო გამოკვლევაში გარდა მისი ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვისა. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა რომელიმე მოწმე, თუნდაც ნ----- ა----–--ე, რომელიც დაზარალებულის დაკითხვის ოქმის თანახმად ესწრებოდა დაზარალებულისა და გამართლებულის შეხვედრას ი------–ში სამუშაოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნული პირი იგივე დაკითხვის ოქმის მიხედვით ესწრებოდა თანხის გადაცემის ფაქტს. აქედან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საჯაროდ წაკითხული და უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე მ----- მ----–-–---–ის მსჯავრდება ეჭვქვეშ დააყენებდა მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი დაზარალებული ნ--- ჭ----------–ი, მხოლოდ ბრალდების მხარემ პალატას წარმოუდგინა სატელეფონო გასაუბრების ოქმი საიდანაც ჩანს, რომ ნ---- ჭ----------–ს აქვს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე დასწრებას; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ექსპერტის დასკვნა, არც სამედიცინო ცნობა დაზარალებულ ნ---- ჭ----------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამიტომ მისი ჩვენება არ ყოფილა გამოქვეყნებული; პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ---- ჭ----------–ის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, მან 2000 წელს გაიცნო მ----- მ----–-–---–ი. ეს უკანასკნ--–- გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეჰპირდა ი------–ში სამუშაოდ გამგზავრებას. დაზარალებულის ჩვენებით, მან მ----- მ----–-–---–ს გადასცა 1 000 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელმა ი------–ში სამუშაოდ არ წაიყვანა და არც თანხა აღარ დაუბრუნა.
2002 წლის 16 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა ნ---- ჭ----------–მა 4 ფოტოსურათში ამოიცნო მ----- მ----–-–---–ი.
ამ ეპიზოდშიც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენება ვერ გახდება პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი საფუძველი რაც შეეხება ამოცნობის ოქმს, აღნიშნულ ოქმს სასამართლო დაზარალებულის ჩვენებისგან განყენებულად, დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ განიხილავს, ვინაიდან ინფორმაციის მიწოდების წყარო არის ერთი და იგივე პირი ნ--- ჭ----------–ი, გარდა ამისა, ნ--- ჭ----------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხდა სასამართლო სხდომაზე ამოცნობის ოქმში არსებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში (1998 წლის რედაქცია). აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს განსასჯელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, განსასჯელს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოს.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა საფუძველზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ბრალდების მხარის მიერ მ----- მ----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ შემთხვევაში გამართლებულს ბრალი ედება თაღლითობის ოთხი დამოუკიდებელი ეპიზოდისთვის, ოთხივე შემთხვევაში, თითოეულ დამოუკიდებელ ეპიზოდთან მიმართებაში ბრალდების მხარე ემყარება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებას: ლ---- ზ----–-–---–ის შემთხვევაში დაკითხული იქნა მხოლოდ დაზარალებული და არცერთი სხვა პირი, რომლებიც რაიმე ფორმით დაადასტურებდნენ დაზარალებულის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ანალოგიურად მოხდა ე----- ს--------ის შემთხვევაშიც; ხოლო რაც შეეხება ბოლო 2 დამოუკიდებელ ეპიზოდს, წინა 2 ეპიზოდისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სასამართლომ უშუალოდ ვერ მოისმინა დაზარალებულების ნ--- ჭ----------–ის და ნ--–- გ------–-–---–ის ჩვენება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად დასკვნა რომ მტკიცებულების სიმწირის და ერთობლიობის არარსებობის გამო გ მ----- მ----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ლ---- ზ----–-–---–ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ე----- ს--------ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ნ--- ჭ----------–ის ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ნ--–- გ------–-–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უნდა იქნას გამართლებული;
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გამართლებულ მ----- მ----–-–---–ის პიროვნების დამადასტურებელი არავითარი ოფიციალური საბუთი (პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური ცნობა), არ გარკვეულა თუ როდის შემოვიდა მ----- მ----–-–---–ი საქართველოში ან როდის დატოვა მან საქართველო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 535 - 536-ე მუხლებით (1998 წლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძ---–-------–---------------–---------------ურის პროკურორ - მ--- ჟ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი მ----- მ----–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ლ---- ზ----–-–---–ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ე----- ს--------ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ნ---- ჭ----------–ის ეპიზოდი).
მ----- მ----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ნ--–- გ------–-–---–ის ეპიზოდი).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის ბრძანებით მ----- მ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მ----- მ----–-–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-ე–228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშ---–ების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ისაევი