განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.01.2019
საქმის ნომერი
330210017001198851
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001198851

N2ბ/6426-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ე--------------------------------–---------’’

წარმომადგენელი - დ----- თ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ი----------------–--’’

წარმომადგენელი - გ------- მ---–----–--ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ი----------------–--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ე--------------------------------–--------ს“ შპს „ი----------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „ე--------------------------------–--------ს“ შპს „ი----------------–--ს“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ი----------------–--ს“ სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შპს „ი----------------–--სა“ და შპს „ე--------------------------------–--------ს“ შორის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია კლიენტს გაუწევდა, ხოლო კლიენტი აუნაზღაურებდა კომპანიას პროფესიული მომსახურების ღირებულებას, კერძოდ: კომპანიას შპს „ე--------------------------------–---------სთვის“ ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა მოემზადებინა იჯარის ხელშეკრულება ფ-------------------–----------------–-------ში მდებარე მიწაზე. კლიენტისთვის უნდა გაეწია დახმარება ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში. ასეთი მოლაპარაკების პროცესში კომპანიის ჩართულობა ითვალისწინებდა გაწეული მომსახურების სამ საათს.

 

2.2. შპს „ი----------------–--ს“ იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსია უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების თარიღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნების მიღების შემდეგ კომპანიას უნდა მიეწოდებინა კლიენტისთვის ხელშეკრულების საბოლოო ორენოვანი ვერსია სამი სამუშაო დღის განმავლობაში. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 6000 აშშ დოლარი გადახდილ უნდა ყოფილიყო კლიენტისთვის იჯარის ხელშეკრულების პირველი სამუშაო ვერსიის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დანარჩენი 6000 აშშ დოლარი გადახდილ უნდა ყოფილიყო სამუშაო დავალების 1.2 მუხლით განსაზღვრული მოლაპარაკების პროცესში კომპანიის ჩართულობის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში.

 

2.3. 2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების დანართი Nა-ს, ა.37 პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესს.

 

2.4. 2014 წლის 15 ოქტომბერს, შპს „ი----------------–--ს“ წარმომადგენლის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა აღნაგობის ხელშეკრულების პროექტის ქართული ვერსია.

 

2.5. 2014 წლის 15 ოქტომბერს, შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლმა შპს „ი----------------–--ს“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილით მადლობა გადაუხადა ხელშეკრულების პირველი მუშა ვერსიისათვის და ამავდროულად, მიუთითა, რომ დადგენილ იქნა იურიდიული ხასიათის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რის გამოც, შემოთავაზებულ ვარიანტს ვერ გამოიყენებდნენ ხელმოსაწერად და უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა ხელშეკრულების ჩასასწორებლად. შპს „ე------------------------------------–--------ის“ წარმომადგენელი შპს „ი----------------–--ს“ წარმომადგენელს სთავაზობდა შეხვედრას და დასადები ხელშეკრულების დეტალების განხილვას.

 

2.6. 2014 წლის 17 ოქტომბერს, შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლის მიერ შპს „ი-----------------–------ის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა AG-თან დადებული ხელშეკრულება და სთხოვა A დანართში შეტანილი ცვლილებებისათვის ყურადღების მიქცევა.

 

2.7. 2014 წლის 27 ოქტომბერს, შპს „ი----------------–--ს“ წარმომადგენლის (ე-–-------- ჭ----------ე) მიერ შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლისათვის (ა----- ა-----ე) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსია და ასევე მითითებულ იქნა, რომ დამატებითი კომენტარის არარსებობის შემთხვევაში, გაგზავნილი იქნებოდა ხელშეკრულების ინგლისური ვერსია.

 

2.8. 2014 წლის 28 ოქტომბერს, შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლმა შპს „ი----------------–--ს“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა დამატებითი კომენტარები და აცნობა, რომ მოგვიანებით კვლავ მიაწოდებდა კომენტარებს. ასევე, აღნიშნული კომენტარებისა და ხელშეკრულების განხილვის მიზნით მოპასუხემ ითხოვა შეხვედრა.

 

2.9. 2014 წლის 28 ოქტომბერს, შპს „ი----------------–--ს“ შპს „ე--------------------------------–--------ს“ მიაწოდა კომენტარები მოპასუხის კომენტარებთან დაკავშირებით, ხოლო თავის მხრივ, შპს „ე--------------------------------–--------მა“ მოსარჩელეს კომენტარების კომენტარები მიაწოდა.

 

2.10. 2014 წლის 29 ოქტომბერს, შპს „ე--------------------------------–---------სა“ და შპს „ი----------------–--ს“ წარმომადგენლები შეთანხმდნენ შეხვედრის დროზე.

 

2.11. 2014 წლის 4 ნოემბერს, შპს „ი----------------–--მ“ შპს „ე--------------------------------–--------ს“ მიაწოდა იჯარის ხელშეკრულება განხილული ცვლილებების გათვალისწინებით.

 

2.12. 2014 წლის 11 ნოემბერს, შპს „ი----------------–--ს“ მიერ შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენელს სთხოვა ეცნობებინა ჰქონდა თუ არა რაიმე შენიშვნა ან კომენტარი, რადგან დაესრულებინათ იჯარის ხელშეკრულება და ასევე მოემზადებინათ დოკუმენტის ინგლისური ვერსია.

 

2.13. 2014 წლის 13 ნოემბერს, შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლმა შპს „ი----------------–--ს“ აცნობა, რომ განიხილავდნენ იჯარის ხელშეკრულებას და დაუკავშირდებოდნენ.

 

2.14. შპს „ი----------------–--მ“ შპს „ე--------------------------------–--------ს“ 2015 წლის 19 აგვისტოს გაუგზავნა ინვოისი, რომლითაც 2015 წლის 29 აგვისტომდე, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების ღირებულება - 6000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

 

2.15. შპს „ი----------------–--ს“ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, სამსაათიან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლოს განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ: შპს „ი----------------–--ს“ შპს „ე--------------------------------–---------სათვის“ იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსია უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების თარიღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნების მიღების შემდეგ კომპანიას უნდა მიეწოდებინა კლიენტისთვის ხელშეკრულების საბოლოო ორენოვანი ვერსია სამი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ ხდიდნენ ხელშეკრულების დადების თარიღს და აქედან გამომდინარე, სადავო იყო შპს „ი----------------–--ს“ მიერ შესრულდა თუ არა ვალდებულება დათქმულ ვადაში. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება დათარიღებული იყო 2014 წლის 10 ოქტომბრით, თუმცა, მოსარჩელე აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულებაზე მითითებული თარიღი მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა, ხელშეკრულება კი, 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა.

 

სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, განმარტა, რომ ხელშეკრულება 2014 წლის 10 ოქტომბერს დაიდებოდა თუ ამავე წლის 17 ოქტომბერს, დავის გადაწყვეტაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შპს „ი----------------–--სა“ და შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლები 2014 წლის 14 ოქტომბრიდან 2014 წლის 13 ნოემბრამდე ელექტრონული მიმოწერის ფორმატით აწარმოებდნენ მსჯელობას მოსამზადებელი ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. აღნიშნული იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ შპს „ი----------------–--“ და შპს „ე--------------------------------–---------“ შეთანხმდნენ და სადავოდ არ გახადეს ვალდებულების შესრულების დროის გახანგრძლივება. ამასთან, საყურადღებო იყო, რომ ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით იწვევდა არა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს, არამედ შემკვეთს აღჭურავს შედავების კანონით გათვალისწინებული რომელიმე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობით (მაგალითად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება). შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდებოდა შპს „ი----------------–--ს“ მიერ ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებით, აღნიშნული, სამუშაოს ხასიათისა და ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მოდავე მხარეების მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის მიმოწერის საფუძველზე (იხ. გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტი) მიიჩნია, რომ ხელშეკრულება სწორედ მითითებულ დღეს გაფორმდა.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 27 ოქტომბერს, შპს „ე--------------------------------–--------ს“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა იჯარის ხელშეკრულება და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ შემკვეთს არ ექნებოდა დამატებითი კომენტარი მომდევნო დღეს მიაწოდებდა ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიას. 2014 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხემ გაუგზავნა კომენტირებული ხელშეკრულება. მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც, ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შპს „ე--------------------------------–---------ს“ შენიშვნები მოპასუხეს გაეგზავნა 2014 წლის 11 ნოემბერს. შპს „ი----------------–--ს“ მიერ შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენელს სთხოვა ეცნობებინა ჰქონდა თუ არა რაიმე შენიშვნა ან კომენტარი, რადგან დაესრულებინათ იჯარის ხელშეკრულება და ასევე მოემზადებინათ დოკუმენტის ინგლისური ვერსია. 2014 წლის 13 ნოემბერს, შპს „ე-----------------------------------–--------ის“ წარმომადგენლმა შპს „ი----------------–--ს“ აცნობა, რომ განიხილავდნენ იჯარის ხელშეკრულებას და დაუკავშირდებოდნენ, რაც არ განუხორციელებიათ. 27 ოქტომბერს იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსიის გაგზავნა ცხადყოფს მენარდის მიერ ვალდებულების დროულად, შეთანხმებულ ვადაში შესრულებას, თუმცა, ამავდროულად, ირკვევა, რომ მას სამუშაო არ დაუსრულებია.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

სასამართლოს განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას. თუმცა სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ესა თუ ის გარემოება უფლებას აძლევს ხელშეკრულების მხარეს, მოშალოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. შესაძლებელია, რომ ხელშეკრულება მოიშალოს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის დაინტერესებით, თუმცა, ნორმა იმპერატიულ ხასიათს ატარებს და შემკვეთს მენარდის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ავალდებულებს. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება ცალმხრივი ნების გამოვლენის გზით და ხელშეკრულება შეწყვეტილად იმ მომენტიდან ითვლება როდესაც ადრესატის მფლობელობის სფეროში მოხვდება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ე--------------------------------–--------მა“ შპს „ი----------------–--ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მოითხოვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების შეწყვეტა მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელემ წარმოდგენილ სარჩელში განმარტა, რომ დასახელებული წერილი 2015 წლის 10 ნოემბერს მიიღო, რის გამოც, ხელშეკრულება სწორედ მითითებული თარიღიდან ითვლებოდა შეწყვეტილად.

 

2.17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ უარყო, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება მენარდისათვის არ მომხდარა, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ი----------------–--ს“ შეფასება შესრულებული სამუშაოს ღირებულებასთან (10221,58 აშშ დოლარი) დაკავშირებით და განმარტა შემდეგი:

 

საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების ანალიზი ცხადყოფდა, რომ მოსარჩელემ მის მიერ გაწეული მომსახურება 6000 აშშ დოლარად შეაფასა, რასაც დაეთანხმა შპს „ე--------------------------------–---------“ (იხ. ს/ფ 138-148). ამასთან, შპს „ი----------------–--მ“ შპს „ე--------------------------------–--------ს“ 2015 წლის 19 აგვისტოს გაუგზავნა ინვოისი, რომლითაც 2015 წლის 29 აგვისტომდე, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების ღირებულება - 6000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. შესაბამისად, სასამართლომ მენარდის შესრულებული სამუშაოს ღირებულებასთან სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების პროექტის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი 6000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ამასთან, ინვოისში მითითებული თანხის ოდენობა მოპასუხეს არც მხარეთა მიმოწერების ეტაპზე გაუხდია სადავოდ და არც სასამართლო დავისას. მოპასუხის პოზიცია შპს „ი----------------–--ს“ მიერ მოთხოვნილი თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო შემდეგი არგუმენტებით: მენარდეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. გადაწყვეტილების 6.1 პუნქტი) და ა----- ა-----ე მოლაპარაკებების წარმოებისა და აღიარებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ი----------------–--ს“ მიერ ხელშეკრულების მომზადების პროცესში გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებას, მიუხედავად მისი ა----- ა-----ისათვის გაგზავნისა მოჰყვა წარმოდგენილი პირის რეაგირება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების პროექტში შეტანილი შენიშვნებით, მოსარჩელესთან (მენარდე) შეხვედრებით და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა----- ა-----ის არაუფლებამოსილების მტკიცებისათვის მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ი----------------–--ს“ მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 6000 აშშ დოლარი.

 

2.18. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ამრიგად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს „ი-----------------–ოს“ მოსაზრება მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მისაღები ანაზღაურების მოთხოვნისას, რადგან, შესაძლოა, რომ ვალდებულების შესრულების დროისათვის მოსარჩელეს არ ან ვერ გაეწია აღნიშნული საქმიანობა.

 

2.19. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2014 წლის 17 ოქტომბრის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებდა შპს „ი----------------–--ს“ გამოეყენებინა საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდებოდა, სამოქალაქო კოდექსი უტოვებდა სასამართლოს შესაძლებლობას შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მომხდარიყო კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევდა მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა 960 აშშ დოლარის ოდენობით, არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირებულიყო 100 აშშ დოლარამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად, რომ საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 17.10.2014 წ. და აღნიშნულს არ ადასტურებს 2014 წლის 17 ოქტომბერის შპს „ე--------------------------------–---------ს“ წარმომადგენლის ელექტრონული წერილი შპს „ი-----------------–------ის“.

 

სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი და ხელშეკრულების გაფორმების თარიღის არაარსებითობა.

 

ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, იჯარის ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსიის 17.10.2014 წ. მიწოდებით ვალდებულების დროულად, შეთანხმებულ ვადაში შესრულების ფაქტი.

 

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 04.11.2014 წ. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა იჯარის ხელშეკრულება განხილული ცვლილებების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების პროექტის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 6000 აშშ დოლარს და რომ მოპასუხე დაეთანხმა ამ გარემოებას. ასევე, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ა----- ა-----ე გარიგების დადებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირი იყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. შპს „ი----------------–--სა“ და შპს „ე--------------------------------–--------ს“ შორის დაიდო საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება იმ მიზნით, რომ კლიენტს ფ-------------------–----------------–-------ში მიეღო მიწაზე იჯარის უფლება იმისათვის, რომ განევითარებინა და ეწარმოებინა ინფრასტრუქტურა ფოთის თავისუფლად ინდუსტრიული ზონაში ინდუსტრიული მიზნებისათვის.

 

4.1.1. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას შპს „ე--------------------------------–---------სთვის“ ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა მოემზადებინა იჯარის ხელშეკრულება ფ-------------------–----------------–-------ში მდებარე მიწაზე. კლიენტისთვის უნდა გაეწია დახმარება ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში. ასეთი მოლაპარაკების პროცესში კომპანიის ჩართულობა ითვალისწინებდა გაწეული მომსახურების სამ საათს.

 

4.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----------------–--ს“ იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსია უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების თარიღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნების მიღების შემდეგ კომპანიას უნდა მიეწოდებინა კლიენტისთვის ხელშეკრულების საბოლოო ორენოვანი ვერსია სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

 

4.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 6000 აშშ დოლარი გადახდილ უნდა ყოფილიყო კლიენტისთვის იჯარის ხელშეკრულების პირველი სამუშაო ვერსიის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი 6000 აშშ დოლარი - კომპანიის მიერ წინამდებარე სამუშაო დავალების 1.2 მუხლით განსაზღვრული მოლაპარაკების პროცესში ჩართულობის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში.

 

4.1.4. ხელშეკრულების დანართი „ა“-ს 37 პუნქტის თანახმად, თუ მომსახურება წყდებოდა ვადაზე ადრე და აღნიშნული არ იყო გამოწვეული კომპანიის ბრალეულობით, კლიენტი ვალდებული იყო კომპანიისათვის აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაო და დაეფარა კომპანიის მიერ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მომსახურების შეწყვეტამდე გაწეული დანახარჯები. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოსა და გაწეული ხარჯების ანაზღაურების გაანგარიშება ხდებოდა კომპანიის იმ თანამშრომელთა საათობრივი განაკვეთებით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი მომსახურების გაწევაში, როგორც ეს მითითებული იყო დანართ „ბ“-ში და მომსახურების გაწევაზე მათ მიერ ფაქტიურად დახარჯული დროის მიხედვით, რაც ასევე მოიცავდა კომპანიის სხვა გონივრულ და დოკუმენტურად დადასტურებულ დანახარჯებს.

 

4.2. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 6000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების ქართული ვერსიის გაგზავნა ცხადყოფდა სამუშაოს ერთ ნაწილში, მენარდის მიერ ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულებას. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი მენარდეს უნდა ანაზღაურებოდა შესრულებული სამუშაო (სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი). ამასთან, დადგენილი იყო (მოპასუხე არ უარყოფდა), რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, შემკვეთის მიერ არ იყო ანაზღაურებული.

 

4.3. აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას ხელშეკრულების დადების თარიღთან (17.10.2014 წ.) და მოსარჩელეს მიერ დათქმულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

4.4. უპირველესყოვლისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე დართულ 2014 წლის 15 ოქტომბრის წერილზე, რომლითაც დამკვეთი მადლობას უხდის კომპანიას ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის მიწოდებისთვის და ითხოვა შეხვედრა 17 ოქტომბრისთვის, როგორც მოსამზადებელი იჯარის ხელშეკულების ისე მათ შორის დასადები ხელშეკრულების დეტალების დასაზუსტებლად (ტ.1, ს/ფ 188). ანუ, ცალსახაა, რომ ამ დროისათვის მხარეთა შორის ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული/ხელმოწერილი არ იყო. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია დამკვეთის 2014 წლის 17 ოქტომბრის წერილი (ტ.1, ს/ფ 215), რომლითაც კომპანიას ეგზავნება ხელმოწერილი ხელშეკრულება. ამავე წერილში ასევე საგულისხმოა დამკვეთის მითითება (ყურადღების გამახვილება) ხელშეკრულების დანართში „ა“-ში შეტანილ ცვლილებაზე, რაც ბუნებრივია 10 ოქტომბერს ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცალმხრივად ვარ განხორციელდებოდა. ამავე წერილის შესაბამისად, 20 ოქტომბერს გაიმართა მხარეთა შეხვედრა, რა დროსაც დაზუსტდა დავალების დეტალები და ეს ფაქტი სადავო არ გამხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაზიარებელია კომპანიის არგუმენტები და მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 20 ოქტომბრიდან და იმის გათვალისწინებით, რომ 25 და 26 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე, მე-5 სამუშაო დღეს, ანუ 27 ოქტომბერს, შემკვეთს გაეგზავნა იჯარის ხელშეკრულების საბოლოო ვერსია. 27 ოქტომბრის წერილით დამკვეთს ეცნობა, რომ თუ არ ექნებოდათ დამატებითი კომენტარები მომდევნო დღეს გადაუგზავნიდნენ დოკუმენტის ინგლისურ ვერსიას. მეორე დღეს დამკვეთმა მოაყოლა კომენტარები ცალკეულ საკითხებზე და ითხოვა შეხვედრა, რაზეც მენარდემ თავის მხრივ მიაწოდა კომენტარები (იხ. ტ.1, ს/ფ 221-224). და 29.10.2014 წ მხარეთა წარმომადგენლები შეთანხმდნენ შეხვედრაზე. 04.11.2014 წ. კომპანიამ მიაწოდა იჯარის ხელშეკრულება განხილული ცვლილებების გათვალისწინებით; 11.11.2014 წ. კომპანიამ თხოვნით მიმართა მოპასუხეს ეცნობებინა ჰქონდა თუ არა რაიმე შენიშვნა ან კომენტარი, რადგან დაესრულებინათ იჯარის ხელშეკრულება და ასევე მოემზადებინათ დოკუმენტის ინგლისური ვერსია, რაზეც 13.11.2014 წ. დამკვეტის წარმომადგენლმა აცნობა, რომ განიხილავდნენ იჯარის ხელშეკრულებას და დაუკავშირდებოდნენ (იხ. ტ.1, ს/ფ 122-132, 250-255).

 

4.5. აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კომპანიამ/მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად, 5 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთს/კლიენტს მიაწოდა იჯარის ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსია და გამოთქვა მზადყოფნა კლიენტის შენიშვნების გათვალისწინებით 3 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა ინგლისურენოვანი ვერსიაც, თუმცა დამკვეთმა შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი თქვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მას არ გაეწია სათანადო მომსახურება.

 

4.6. ამასთან, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების თარიღი (ხელშეკრულება 2014 წლის 10 ოქტომბერს დაიდებოდა, თუ ამავე წლის 17 ოქტომბერს), დავის გადაწყვეტაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.

 

4.7. პალატა მიუთითებს მხარეთა წარმომადგენლების ელექტრონულ მიმოწერაზე 2014 წლის 14 ოქტომბრიდან - 2014 წლის 13 ნოემბრამდე და აღნიშნავს, რომ დამკვეთმა, თუნდაც დაგვიანებით მიიღო მისთვის მიწიდებული ხელშეკრულების პირველი სამუშაო ვერსია და ვადებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნების არ გამოუთქვამს, ანუ მიიღო შესრულება და მომზადებულ ვერსიაზე მისი შენიშვნების გათვალისწინებით კომპანიამ გააგრძელა მუშაობა პროექტზე. კერძოდ, დამკვეთს მიაწოდა ორი დაზუსტებული ვერსია. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თუ დამკვეთი მიიჩნევდა, რომ კომპანია არღვევდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებს ან არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მას უფლება ჰქონდა საერთოდ შეეწყვიტა ურთიერთობა, თუ ვადების დაცვას მისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და არ მიეღო 27 ოქტომბერს და 4 ნოემბერს მიწოდებული დაზუსტებული ხელშეკრულებები. მითუმეტეს, 17 ოქტომბერს არ უნდა ეზრუნა მხარეთა შორის ხელშეკრულების დანართში ცვლილების შეტანაზე და მის ხელმოწერაზე.

 

4.8. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შესრულება, თუნდაც ვადის დარღვევით, თუ შემკვეთმა მიიღო შესრულება, არ იწვევს შესრულებული სამუშაოების საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმას.

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამკვეთმა მენარდეს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მოითხოვა მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების შეწყვეტა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მენარდე წარმოდგენილ სარჩელში განმარტავს, რომ დასახელებული წერილი 2015 წლის 10 ნოემბერს მიიღო, რის გამოც, ხელშეკრულება სწორედ მითითებული თარიღიდან ითვლება შეწყვეტილად.

 

4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, კერძოდ, კი იჯარის ხელშეკრულების პროექტის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 6000 აშშ დოლარს. გაწეული მომსახურეობის ღირებულების გაანგარიშების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მომსახურების ხელშეკრულების დანართი „ა“-ს 37-ე პუნქტზე და დანართი „ბ“-ზე.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მის მიერ არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, თუმცა სადავოდ ხდის მის ოდენობას, რასაც, პალატა ვერ გაიზიარებს. პალატა აღნიშნავს, მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება სრულად შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების თანახმად, მოსარჩელემ მის მიერ გაწეული მომსახურება 6000 აშშ დოლარად შეაფასა, რასაც ეთანხმებოდა დამკვეთიც (იხ. ს/ფ. 138-148 – 04.08.2015 წ. ელექტრონული წერილი - ,,ფაქტიურად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ ამგვარად გამოხატეთ თქვენი სურვილი. რეალურად თქვენ დათანხმდით ჩვენს პირველ ვარიანტს - 6000 აშშ დოლარის გადახდა პირველი დავალებისთვის...), გაწეული მომსახურეობის ღირებულება მართებულად შეფასდა 6 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მენარდემ დამკვეთს 2015 წლის 19 აგვისტოს გაუგზავნა ინვოისი, რომლითაც 2015 წლის 29 აგვისტომდე, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების ღირებულება - 6000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ინვოისში მითითებული თანხის ოდენობა მოპასუხეს არც მხარეთა მიმოწერების ეტაპზე გაუხდია სადავოდ და არც სასამართლო დავისას. მოპასუხე შპს „ი----------------–--ს“ მიერ მოთხოვნილი თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ მენარდეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (რაზედაც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა) და რომ ა----- ა-----ე მოლაპარაკებების წარმოებისა და აღიარებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო. პალატა განმარტავს, რომ შპს „ი----------------–--ს“ მიერ ხელშეკრულების მომზადების პროცესში გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებას, მიუხედავად მისი ა----- ა-----ისათვის გაგზავნისა მოჰყვა წარმოდგენილი პირის რეაგირება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების პროექტში შეტანილი შენიშვნებით, მოსარჩელესთან (მენარდე) შეხვედრებით და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა----- ა-----ის არაუფლებამოსილების მტკიცებისათვის მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

 

4.3. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „ი----------------–--სათვის“ მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 6000 აშშ დოლარი.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

4.3. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეები წერილობით შეთანხმდნენ გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს თაობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მოითხოვნა მოპასუხისათვის 960 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებული იქნა 100 აშშ დოლარამდე.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 100 აშშ დოლარი, პალატას მიაჩნია გონივრულად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ე--------------------------------–---------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი