განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210015719370
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015719370

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7586-17 06 ნოემბერი, 2018 წელი

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი

თამარ ალანია

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს "ს-----------ო კ-------ა ე-------ს ჯ-------ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ს--–-----–---–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა---- ო---------–------- სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც-------" (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ-----------–---–ი

 

მესამე პირი - სს „სა-----–--ო კ----------–-ა ე----ი“

წარმომადგენელი - ა-----–---------–--ე

 

მესამე პირი - სს „მე------– პ----ი საქართველო“

წარმომადგენელი - ს--–-----–---–-----ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – სა-----–--ო მომსახურების ღირებულების და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის, 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულების გადახდა 42 457 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 2014 წლის იანვრის დავალიანების, 39197 ლარის 0.1%-ის ოდენობით, 04.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 2014 წლის თებერვლის დავალიანების, 2400 ლარის, 0.1%-ის ოდენობით, 31.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

 

1.4. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 2014 წლის მარტის დავალიანების, 860 ლარის, 0.1%-ის ოდენობით, 02.05.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს №--- დადგენილების შესაბამისად, სა-----–--ო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ სახელმწიფო ს-----------ო პროგრამებით დაზღვეულ პირებს. 2014 წლის იანვრის თვეში გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 39 197 ლარი, თებერვალში - 2400 ლარი, ხოლო მარტის თვეში - 860 ლარი. გაწეული სა-----–--ო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხესთან მთავრობის №--- დადგენილების შესაბამისად წარდგენილი იქნა, თუმცა დავალიანება არ დაფარულა.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და საქართველოს მთავრობის №--- დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეში შპს ,,ს-----------ო კ-------ა ა----- ჯ-----ის’’ დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა უკვე გახილულია სსიპ სა-----–--ო მ-----–-ის სამსახურის მიერ. აღნიშნული რეკომენდაციით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები, თუმცა მოპასუხე არ ასრულებს ამ რეკომენდაციას.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 1--------- წლის №--- დადგენილებით ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც მხარეთა მიერ გაფორმებული არ არის. საანგარიშო პერიოდზე სა-----–--ო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ანგარიშფაქტურით და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად თანხა დაექვემდებარა კორექტირებას. რამდენადაც, მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველს წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტი, არ არსებობს პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.

 

მოპასუხეს და შპს ,,მ-------– პ---- ჯ-------ას, შპს ,,ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----სა” და სს ,,ჩ------------ კ-–----ას” შორის გაფორმებულია შეთანხმება სა-----–--ო მომსახურების გაწევასა და გაწეული სა-----–--ო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სა-----–--ო მომსახურების გაწევაზე ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაწეული სა-----–--ო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს შპს ,,ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ი” არ წარმოადგენს.

 

საქართველოს მთავრობის 2----–-–--------------- №--- დადგენილებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი (დაგვიანებული) თანხის 0,02%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0.02 %-ით, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდში განხორციელდა მომსახურების გაწევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. სს "ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ს", შპს "ა---- ო---------–------- სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც-------ს" სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის, 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულების გადახდა 42 457 ლარის ოდენობით.

3. სს "ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ს", შპს "ა---- ო---------–------- სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც-------ს" სასარგებლოდ, დაეკისრა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 2014 წლის იანვრის დავალიანების, 39 197 ლარის, 0.02%-ის ოდენობით, 04.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

4. სს "ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ს", შპს "ა---- ო---------–------- სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც-------ს" სასარგებლოდ, დაეკისრა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 2014 წლის თებერვლის დავალიანების, 2400 ლარის, 0.02%-ის ოდენობით, 31.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

5. სს "ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ს", შპს "ა---- ო---------–------- სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც-------ს" სასარგებლოდ, დაეკისრა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 2014 წლის მარტის დავალიანების, 860 ლარის, 0.02%-ის ოდენობით, 02.05.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

 

4.1. საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს №--- დადგენილების შესაბამისად, შპს ,,ა----. ო. ღ------–------ს სახელობის ე---------–ი სა-----–--ო ც------მა” სა-----–--ო მომსახურება გაუწია შპს ,,ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----ის’’ მიერ დაზღვეულ პირებს 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში. მომსახურების თანხამ იანვრის თვეში შეადგინა - 39 197 ლარი, თებერვლის თვეში -2400 ლარი და მარტის თვეში - 860 ლარი.

მოპასუხეს იანვრის თვეში გაწეული სა-----–--ო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია 2014 წლის 4 თებერვალს, რის შესაბამისადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 19 სამუშაო დღის ვადაში, 2014 წლის 4 მარტამდე, თუმცა სა-----–--ო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.

მოპასუხეს თებერვლის თვეში გაწეული სა-----–--ო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია 2014 წლის 4 მარტს, რის შესაბამისადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 19 სამუშაო დღის ვადაში, 2014 წლის 31 მარტამდე, თუმცა სა-----–--ო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.

მოპასუხეს მარტის თვეში გაწეული სა-----–--ო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, რის შესაბამისადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 19 სამუშაო დღის ვადაში, 2014 წლის 02 მაისამდე, თუმცა სა-----–--ო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.

 

მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე ინსპექტირების აქტი მხარეებს არ შეუდგენიათ.

 

4.2. ,,სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სა-----–--ო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს №--- დადგენილების მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ს-----------ო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სა-----–--ო დოკუმენტაცია ფორმა №-------- და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

ამავე დადგენილების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

 

ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს აღნიშნული დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი. მზღვეველმა ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს ამ პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შესრულებული სამუშაოების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, ანგარიშ -ფაქტურა, ანგარიშგების უწყისები, ხოლო მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ საანგარიშო პერიოდზე სა-----–--ო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი, რაც უნდა განხორციელდეს ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის ანგარიშფაქტურით და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, წარმოდგენილი თანხა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობის 1--------- წლის №--- დადგენილების პირობების შესაბამისად, დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, მოპასუხე ვერ ადასტურებს თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს თითოეული შემთხვევა - გაწეული სა-----–--ო მომსახურება კორექტირებას.

ამასთან, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება მასზედ, რომ მოპასუხესა და შპს ,,მ-------– პ---- ჯ-------ას” და სს ,,ჩ------------ კ-–----ას” შორის გაფორმებული შეთანხმებებით გაწეული სა-----–--ო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენენ კონტრაგენტები და არა მოპასუხე მხარე. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სა-----–--ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით) დგინდება, რომ მოპასუხესა და შპს ,,მ-------– პ---- ჯ-------ას” და სს ,,ჩ------------ კ-–----ას” შორის გაფორმებული სა-----–--ო მომსახურების შეთანხმებების მიხედვით ხელშეკრულების საგანია: ,,დაზღვეულ პირებზე გაწეულ მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება და ,,მზღვეველისათვის’’ შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის და აღნიშნული ხელშეკრულების დანართის 2-ის შესაბამისად’’.

 

4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ სა-----–--ო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს 2014 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეში, თუმცა მოპასუხის მიერ სა-----–--ო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის. მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას.

,,სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სა-----–--ო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს №--- დადგენილებით, მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს 2014 წლის 8 აგვისტომდე, იანვრის, თებერვლის და მარტის თვის პერიოდის დავალიანებული თანხის ანაზღაურებას და მასზე დარიცხულ პირგასამტეხლოს დავალიანებული თანხის 0,1% ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს დავალიანებული თანხის 0,02%-მდე, რაც ასევე ასახულია საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს №--- დადგენილებით და შეესაბამება კანონმდებლის მიზანს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს 2014 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დავალიანების პროპორციულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.02%.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს "ს-----------ო კ-------ა ა---- ჯ-----მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. მხარეთა შორის სახელმწიფო ს-----------ო პროგრამის ფარგლებში სა-----–--ო და ს-----------ო მომსახურების მიწოდებისას წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2----–-–----------- №----ე დადგენილებით, რომელიც დეტალურად არეგულირებს/ადგენს მხარეთა შორის ანგარიშსწორების განხორციელების წესს/პირობებს და საფუძველს.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა არ მომხდარა აღნიშნული დადგენილების წესების შესაბამისად და არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის არასრულად/არასრულყოფილად მიწოდება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გარეშე, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების თუნდაც ნაწილობრივ ანგარიშსწორების საფუძველს. მხარეთა შორის უნდა იყოს გაფორმებული "ურთიერთშედარების აქტი", რომლითაც ზუსტად განისაზღვრება სა-----–--ო მომსახურების მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების ვადები.

 

მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით, სადავო პერიოდზე არ არსებობდა პირგასამტეხლოს, თუნდაც შემცირებული ოდენობით, დარიცხვის საფუძველი, რადგან მოსარჩელის მიერ არ იყო სრულყოფილად წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მხარეთა შორის არ იყო გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი..

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, საქმის მასალებით დასტურდება და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ შპს "ა---- ო. ღ------–------ს სახელობის ე---------–მა სა-----–--ო ც------მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ს სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სა-----–--ო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ #--- დადგენილების შესაბამისად სა-----–--ო მომსახურება გაუწია შპს ს-----------ო კ-------ა „ა---- ჯ-----ის“ (ამჟამინდელი საფირმო სახელწოდება „ს-----------ო კ-------ა ე-------ს ჯ-------ა“) (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში.

 

2014 წლის იანვარში მოპასუხე ს-----------ო კ-------აში დაზღვეული პაციენტებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურებისა ღირებულებაა 39 197 ლარი (იხ.: №--- და №--- ანგარიშფაქტურები, ტ. I, ს.ფ. 24, 27);

 

2014 წლის თებერვალში გაწეული მომსახურების ღირებულებაა 2 400 ლარი (იხ.: №---, №--- ანგარიშფაქტურები, ტ. I, ს.ფ. 32, 34,);

 

2014 წლის მარტში გაწეული მომსახურების ღირებულებაა 860 ლარი (იხ.: №---- ანგარიშფაქტურა, ტ. I, ს.ფ. 38).

 

8. სსიპ სა-----–--ო მ-----–-ის სამსახურის 18.08.2014წ. 2 რეკომენდაციით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის იანვრის თვის მომსახურების ღირებულება 39 197 ლარის, ასევე 2014 წლის თებერვლის და მარტის თვის მომსახურების ღირებულების 3260 ლარის გადახდა. ს-----------ო კ-------ას ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება (ტ.I, ს.ფ 40-55).

 

9. მოპასუხის უარი 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე ძირითადად დაფუძნებულია მასზედ, რომ მოსარჩელეს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მხარეთა შორის არ გაფორმებულა საქართველოს მთავრობის 1---------წ. N----ე დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთშედარების აქტი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ამ მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეხადა 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში გაწეული მომსახურების საფასური 42 457 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:

- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმის მასალების საფუძველზე მართებულად იქნა დადგენილი და სააპელაციო საჩივრით ვერ ბათილდება ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეს 2014 წლის იანვრის თვეში გაწეული სა-----–--ო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა 2014 წლის 4 თებერვალს, 2014 წლის თებერვლის თვის - 2014 წლის 4 მარტს, ხოლო 2014 წლის მარტის თვის 2014 წლის 2 აპრილს (ტ.1, ს.ფ. 22-39).

 

- საქართველოს მთავრობის 1---------წ. N----ე დადგენილების მე-6 მუხლი ადგენს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს. მისი როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის (პუნქტი 4). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

ამდენად, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა.

შესაბამისად, იმ პირობეში, როდესაც უდავოდაა დადასტურებული ს-----------ო კ-------ის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლოვანი და არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 1---------წ. N----ე დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრება თავად მოპასუხეს.

- პალატას მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა კ-–----ას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მზღვეველს თანხების კორექტირების თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის არგაფორმება არ შეიძლება გახდეს კ-–----ის მიერ გაწეული სა-----–--ო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

- ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება სა-----–--ო დაწესებულების მიერ არაზუსტი კვლევებისა და მომსახურების გაწევის ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხართა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სა-----–--ო მ-----–-ის სამსახურის აქტით, ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

- პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.სუსგ. საქმეზე N ას-410-393-2016, 22 ივნისი 2016 წელი).

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში 1---------წ. N----ე დადგენილებით გათვალისწინებული დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების საფასური 42 457 ლარი, საფუძვლიანია სარჩელი აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

№--- დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ”ყ” ქვეპუნქტის 0--------- წლამდე მოქმედი მოქმედი რედაქციით, მზღვეველი ვალდებული იყო სამედიციო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაეხადა ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

№--- დადგენილებაში 0---------წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ”ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით შეამცირა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2014 წლის იანვრის თვის დავალიანების 39 197 ლარის 0.02%-ის ოდენობით 04.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე, ასევე 2014 წლის თებერვლის დავალიანების - 2400 ლარის 0.02% 31.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე, ხოლო 2014 წლის მარტის დავალიანების - 860 ლარის 0.02% 02.05.2014 წლიდან თანხის გადახდამდე.

 

პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშებას, ოდენობას სადავოდ არ ხდის აპელანტი მხარე, მისი პოზიცია დაფუძნებულია მასზედ, რომ არ არსებობს გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დარიცხვას (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 230-239).

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს 2014 წლის იანვარში, თებერვალში და მარტში გაწეული მომსახურების ღირებულება და მისი აუნაზღაურებლობის გამო პირგასამტეხლო. ამასთან, არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 9).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს "ს-----------ო კ-------ა ე-------ს ჯ-------ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი