განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002536989
საქმე N3ბ/3418-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - გ------- ბ----–----ი;
წარმომადგენელი - ვ----– მ--------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი -შ------- ბ----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი -შ------- ბ----–-–---–ი;
მესამე პირი (ა.ს.კ - 16.2) - ბ--–- ჯ-----–---–ი;
წარმომადგენელი - ე---------- მ--–-----–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის №---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე გ------- ბ----–----ის (პირ. №------------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულება.
2.მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტულებას იღებს საკომლო წიგნის ჩანაწერების (ასევე სხვა დოკუმენტების) საფუძველზე; მართალია, გ------- ბ----–----ი მოხსენიებულია გაყრილობის განაჩენში, მაგრამ ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად იგი არ ფიქსირდება; ძველი კანონმდებლობით კომლების გაყრა და ქონების გაყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ კომლის წევრებს, ანუ კომლის ქონების თანამესაკუთრეთა შორის, გ------- ბ----–----ი კი არ იყო ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი.
სადავო ქონება აღრიცხული იყო ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე, როგორც ვ--–---- ბ----–----ის კომლის ბოლო წევრზე, თუმცა რეგისტრაცია გაუქმდა და ბ--–- ჯ-----–---–ი აპირებს, კვლავ მიმართოს საჯარო რეესტრს ამ ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით, როგორც ვ--–---- და რ--------- ბ----–----ების მემკვიდრე.
3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის №---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე გ------- ბ----–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. გ-----ს რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ----- ა--–--ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი), დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (შვილი; გადახაზულია, გრაფაში ,,აღნიშვნა ოჯახის იმ წევრთა შესახებ, რომლებიც სრულად წავიდნენ მეურნეობიდან", დაფიქსირებულია ჩანაწერი: ამოწერილია 1983 წელს, ხოლო გრაფაში ,,შემდეგი ცვლილებები მუშაობაში" - 1985 წელს მუშაობს გ----–- ,,მალიერად"), გ--–- ვ--–----ს ძე და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ები (შვილები).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1983-1985 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი; (ტ.1 ს.ფ 292,294-308)
3.2.2. 1992 წლის ა---–----ის თემის საკრებულოს გაყრილობის განაჩენებში დაცულია სოფელ ქ----- ა--–--ში მცხოვრებ ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----სა და გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ს შორის 1992 წლის 12 იანვარს გაფორმებული გაყრილობის განაჩენი, რომლითაც პირველ ოჯახად გავიდა ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (ოჯახის უფროსი), რ--------- ბ----–----ი (მეუღლე) და გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი (შვილიშვილი), ხოლო მეორე ოჯახად - გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (ოჯახის უფროსი), ია ბ----–----ი (მეუღლე), ნ--- და თ------ გ--–-ს ასული ბ----–----ები (შვილები); გაყრილობის განაჩენი დამტკიცებულია საკრებულოს დეპუტატების ხელმოწერით და ა---–----ის თემის საკრებულოს გამგებლის ხელმოწერით და ბეჭდით; (ტ.1 ს.ფ 66)
3.2.3. გ-----ს რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ----- ა--–--ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი), ხოლო გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (შვილი), ი----- (რძალი), ნ--- (შვილიშვილი) და თ----- (შვილიშვილი) ბ----–----ები გადახაზული არიან მითითებით, გამოეყვნენ ოჯახს მე-2 ოჯახად 1992 წელს.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1986-1990 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი; (ტ.1 ს.ფ 294)
3.2.4. გ-----ს რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ----- ა--–--ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (გარდაცვლილია; წელი არ ფიქსირდება); კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი; გათხოვდა სოფელ ფ-–-------ში 1992 წელს); კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა; სოფელ ქ----- ა--–--ის 1992-1998 წლების მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის სახელზე ირიცხება 1,36,40 (ასეა დოკუმენტში) ჰა მიწის ფართობი.(ტ.1 ს.ფ 294)
3.2.5. 1986-1996, 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა) მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა; (ტ.1 ს.ფ 294)
3.2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------- ბ----–----ს (დაბ. 1986 წლის 30 აგვისტოს, პირ. №------------), როგორც არასრულწლოვანს, დაბადებიდან 1995 წლამდე რეგისტრაცია არ გაუვლია. მან 2008 წლის 9 იანვარს პირადობის მოწმობის აღების დროს რეგისტრაცია გაიარა მისამართის გარეშე, ფაქტობრივი მისამართით გ-----, ქ----- ა--–--ი. (ტ.1 ს.ფ 291)
3.2.7. ვ--–---- ბ----–----ი გარდაიცვალა 2005 წლის 14 აპრილს, ხოლო რ--------- ბ----–----ი - 2010 წლის 29 ივლისს; (ტ.1 ს.ფ 188);
3.2.8. გ-----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 18 დეკემბრის მიმართვის მიხედვით, გ------- ბ----–----ი ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ქ----- ა--–--ში, ბებიისა და ბაბუის კარმიდამოზე 1986 წლიდან. (ტ.1 ს.ფ 17)
3.2.9. 2012 წლის 29 აგვისტოს ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე (ქორწინებამდე ბ----–----ი) საკუთრების უფლებით აღირიცხა გ-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- ა--–--ში მდებარე 830 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 86,76 მ2 შენობა-ნაგებობები, რასაც საფუძვლად დაედო ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის კომლის შესახებ 1986-2007 წლების ჩანაწერები, სადაც მისი კომლის წევრებად მოხსენიებული არიან რ--------- და ბ--–- ბ----–----ები. (ტ.1 ს.ფ 187, 189, 186,197)
3.2.10. ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე განხორციელებული მითითებული რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 მარტს. (ტ.1 ს.ფ 30)
3.2.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ------- ბ----–----ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც იგი ითხოვდა ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონების მის სახელზე რეგისტრაციას, შეწყდა იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის გაყრილობის განაჩენი არ ჩაითვალა ამ ქონებაზე მისი უფლების დამდგენ საკმარის დოკუმენტად: საკომლო წიგნის ჩანაწერებში იგი ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად არ ფიქსირდებოდა, სხვა დოკუმენტი კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში გ------- ბ----–----ის მიერ წარდგენილი ვერ იქნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებითაც. (ტ.1 ს.ფ 173, 121)
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, გ------- ბ----–----თან მიმართებაში არის თუ არა 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენი იმ სახის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლებას ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე.
ვ--–---- ბ----–----ის კომლი წარმოადგენდა არა საკოლმეურნეო, არამედ მუშა-მოსამსახურის კატეგ-----ის კომლს.
სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობით კომლის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება.
როგორც აღინიშნა, გ------- ბ----–----ი (ვ--–---- ბ----–----ის შვილის - დ----- ბ----–----ის შვილი) დაბადებულია 1986 წელს და იგი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, არასოდეს ყოფილა პაპის - ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი.
გ------- ბ----–----ის მამა - დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ი, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ამოეწერა ვ--–---- ბ----–----ის კომლიდან 1983 წელს და სრულად წავიდა მეურნეობიდან, 1985 წლიდან მუშაობს გ----–- მღებავად.
1986-1996, 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა) მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
მისი შვილი - გ------- ბ----–----ი, როგორც აღინიშნა, დაიბადა 1986 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მისი მამა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი აღარ იყო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ საკითხის გარკვევას, ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე უნდა გავრცელდეს თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი, გ------- ბ----–----თან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, იგი არასოდეს ყოფილა ვ--–---- ბ----–----ის მუშა-მოსამსახურის კატეგ-----ის კომლის წევრი და ბუნებრივია, მას, როგორც კომლის წევრს, ამ ქონებაზე რაიმე სახის უფლება არ გააჩნია.
სასამართლომ განმარტა, რომ გაყრილობის განაჩენში გ------- ბ----–----ის მოხსენიება ვ--–---- ბ----–----ის ოჯახის წევრად, არ ქმნის კომლის ქონებაზე მისი უფლების დადასტურების საკმარის საფუძველს, რადგან, როგორც აღინიშნა, იგი საერთოდ არ ყოფილა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი.
შესაძლოა, გ------- ბ----–----ი იზრდებოდა პაპა-ბებიასთან და იმ კარმიდამოზე ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავდა კომლის წევრობას; მას უნდა მიეღო მონაწილეობა კომლის საერთო ქონების წარმოებაში, საერთო საოჯახო მეურნეობაში და ა. შ.
სასამართლოს აზრით, გაყრილობის განაჩენში ვ--–---- ბ----–----ის ოჯახის წევრად გ------- ბ----–----ის მოხსენიება განპირობებული იყო პაპის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით შვილიშვილის მიმართ (მოსარჩელის მითითებით, ვ--–---- ბ----–----ი სიცოცხლეშივე გამოხატავდა ნებას, რომ მისი მემკვიდრე გ------- უნდა ყოფილიყო და მისთვის უნდა დაეტოვებინა კუთვნილი ქონება).
მიუხედავად ამისა, გაყრილობის განაჩენში გ------- ბ----–----ის ოჯახის წევრად მოხსენიება ვერ წარმოშობს მოსარჩელის - როგორც კომლის წევრის - კომლის ქონებაზე მესაკუთრულ უფლებას, რადგან იგი არ იყო ამ კომლის წევრი და თანასაკუთრების უფლება მის ქონებაზე არ გააჩნდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვ--–---- ბ----–----ის კომლიდან 1983 წელს ამოეწერა გ------- ბ----–----ის მამის - დ----- ბ----–----ის ოჯახი, 1992 წლიდან გამოეყო გ--–- ბ----–----ის ოჯახი, იმავე წელს გათხოვდა ბ--–- ბ----–----ი, და კომლის წევრებად, 1993 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერებით, დარჩნენ ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (კომლის უფროსი) და რ--------- ბ----–----ი (ცოლი).
საბოლოო ჯამში, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენი გ------- ბ----–----თან მიმართებაში არ წარმოადგენს უფლების დამდგენ იმგვარი სახის დოკუმენტს, რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლებას ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე. საჯარო რეესტრის მხრიდან გ------- ბ----–----თან მიმართებაში სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
5. გ------- ბ----–----ის სააპელაციო მოთხოვნა:
გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5.1. გ------- ბ----–----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ 1992 წელს სოფელ ქ----- ა--–--ში გაფორმდა გაყრილობის განაჩენი ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----სა და გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ს შორის. ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის კომლის წევრად დარჩენილი იქნა მეუღლე რ--------- ს--------ს ასული ბ----–----ი და შვილიშვილი გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი, ხოლო მეორე კომლად გასული იქნა გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი. გ------- ბ----–----ის განცხადება კომლიდან გასვლის შესახებ არ არსებობს და აქედან გამომდინარე გ------- ბ----–----ი რჩება კომლის წევრად და თუ 1992-1998 წლების სოფელ ა--–--ის არქივის წიგნები დაცვაზე არ შესულა, ეს არ უნდა იყოს გ------- ბ----–----ის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. ვ--–---- დ-----ის -ძე ბ----–----ის კომლის ბოლო წევრია გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი და კომლის უფროსის და წევრის გარდაცვალების შემდეგ საკუთრება გადადის კომლის ბოლო წევრზე, რაც დასტურდება გაყრილობის განაჩენით და საარქივო ცნობით. გ-----ს რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული საქმე და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ------- ბ----–----ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 1992 წლის გაყრილობის განაჩენი არ ჩაითვალა ქონებაზე მისი უფლების დამდგენ საკმარის დოკუმენტად. საკომლო წიგნის ჩანაწერებში იგი ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად არ ფიქსირდებოდა, სხვა დოკუმენტი კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში გ------- ბ----–----ის მიერ წარდგენილი არ იქნა.
პალატა მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული 2013 წ. 30 ოქტომბრის საარქივო ცნობა, რამდენად წარმოშობდა აპელანტისათვის სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
დადგენილია და მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ვ--–---- ბ----–----ის კომლი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგ-----ის საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელშიც 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და 2. ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1986-1990 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი.
პალატა მიუთითებს, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი გ------- ბ----–----ის მამა - დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ი, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ამოეწერა ვ--–---- ბ----–----ის კომლიდან 1983 წელს და სრულად წავიდა მეურნეობიდან, 1985 წლიდან მუშაობს გ----–- მღებავად. 1986-1996, 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა) მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა; გ------- ბ----–----ი, დაიბადა 1986 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მისი მამა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი აღარ იყო.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------- ბ----–----ს (დაბ. 1986 წლის 30 აგვისტოს, პირ. №------------), როგორც არასრულწლოვანს, დაბადებიდან 1995 წლამდე რეგისტრაცია არ გაუვლია. მან 2008 წლის 9 იანვარს პირადობის მოწმობის აღების დროს რეგისტრაცია გაიარა მისამართის გარეშე, ფაქტობრივი მისამართით გ-----, ქ----- ა--–--ი. (ტ.1 ს.ფ 291)
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 127-ე მუხლი ითვალისწინებდა საკოლმეურნეო კომლის გაყრას, რა დროსაც კომლის მთელი ქონება იყოფოდა ახლად შექმნილ კომლებს შორის მათი წევრების წილთა შესაბამისად და თითოეული კომლის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით; საკოლმეურნეო კომლის გაყრის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ კომლის სრულწლოვან წევრებს, რომლებიც კოლმეურნეობის წევრები იყვნენ. 1992 წლის 12 იანვარს შედგა გაყრილობის განაჩენი ვ--–---- ბ----–----ის მუშა- მოსამსახურის კატეგ-----ის კომლის წევრებს - ვ--–---- და გ--–- (შვილი) ბ----–----ებს შორის და მათ გაინაწილეს კომლის ქონება.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის უფლების დამდგენ ერთადერთ დოკუმენტი შესაძლოა იყოს 2013 წლის 30 ოქტომბრის საარქივო ცნობა, გაყრილობის განაჩენი არ ადგენს საკუთრების უფლებას, ის არის უბრალოდ კომლის გაყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2013 წლის 30 ოქტომბრის საარქივო ცნობაში არსებული მითითება, რომ ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრებად დარჩნენ რ--------- ს--------ს ასული ბ----–----ი და გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი ცხადია წარმოუშობდა საკუთრებითი უფლების პრეტენზიას აპელანტს, რომ არა ამავე ცნობაში არსებული ინფორმაცია, რომ 1985-1995 წლების საკომლო წიგნში გ------- დ-----ის ძე ბ----–----ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. აღნიშნული ბუნდოვანება არქივმა აღმოფხვრა 2018 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილი დოკუმენტით და ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ გ------- ბ----–----ი კომლის წევრი არ ყოფილა, ხოლო 2013 წლის 30 ოქტომბრის საარქივო ცნობაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს გაყრილობის განაჩენიდან გადატანილ ინფორმაციას და არა უდავო ფაქტს. ამასთან სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს კომლის სახელზე რიცხულ საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა, რამდენადაც კომლის ბოლო წევრი გარდაცვლილია.
პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ამ განაჩენში გ------- ბ----–----ის მოხსენიება ვ--–---- ბ----–----ის ოჯახის წევრად, არ ქმნის კომლის ქონებაზე მისი უფლების დადასტურების საკმარის საფუძველს, რადგან, როგორც აღინიშნა, იგი საერთოდ არ ყოფილა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი; შესაძლოა, გ------- ბ----–----ი იზრდებოდა პაპა-ბებიასთან და მათთან ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავდა კომლის წევრობას; მას უნდა მიეღო მონაწილეობა კომლის საერთო ქონების წარმოებაში, საერთო საოჯახო მეურნეობაში და ა. შ.
პალატა მიუთითებს, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანებით) მე-11 მუხლის 1-ლი და მე-4 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
ამდენად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის შეფასებას და მიუთითებს, რომ გაყრილობის განაჩენით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ გამოხატულა ნება, გ------- ბ----–----ი გამხდარიყო მათი კომლის სრულფასოვანი წევრი, მიეღო მონაწილეობა კომლის საერთო ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებაში, და შესაბამისად, გამხდარიყო ამ ქონების საკუთრებაზე კომლის წევრი უფლებამოსილი პირი. საჯარო რეესტრის მხრიდან გ------- ბ----–----თან მიმართებაში სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. პროცესის ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნააწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------- ბ----–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -