განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
330100118002584694
ინსტანცია
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002584694

საქმე №1ბ/1612-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ-------–------

მსჯავრდებულების: ა--------–----------------------------–---------------------------–----------------------------------------------------------------

ადვოკატების: ნუ---------------–---–-----------–---------------------------------------------------

თარჯიმნის: ა---------–----------

 

მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მ-------–------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა: აბ-------–-----–------------------ს მიმართ, პ/ნ 2------------ დაბადებული 19---–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–---------–--–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ია---------–-------------------ს მიმართ,პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–----–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დუ-----------–--------------ს მიმართ, პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–--–------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბაი-------------------------–----ს მიმართ, პ/ნ 2---------- - დაბადებული 19---–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–--–-------------------–--

ფა--------------–-----------------ს მიმართ, პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–--–--–--

ალ------–-----------------------ს მიმართ, პ-------------- - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, აბ-------–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ბაი----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

ია-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

ალ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

დუ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

ფა------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს აბ-------–-----------ს, ბაი----------–---ს, ია------------ს, ალ--------------ს, დუ-------------ს და ფა-----------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი აბ-------–-----------ის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ა--------–-------------- შსს-ში მუშაობდა 29 წელი 10 თვე და 24 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც აბ-------–-----------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2002 წლის 1 ივლისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 22839.12 ლარს.

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ბაი----------–---ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ბაი----------–---ი შსს-ში მუშაობდა 31 წელი 8 თვე და 3 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ბაი----------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2010 წლის 5 ოქტომბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 13537.97 ლარს.

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ია------------ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ია------------ი შსს-ში მუშაობდა 27 წელი 6 თვე და 22 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ია------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2004 წლის 1 ნოემბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 17725.80 ლარს.

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ალ--------------ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ალ--------------ი შსს-ში მუშაობდა 25 წელი 9 თვე და 16 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ალ--------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2001 წლის 17 ივლისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19308.06 ლარს.

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი დუ-------------ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა დუ-------------ი შსს-ში მუშაობდა 26 წელი 3 თვე და 5 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც დუ-------------დ დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2003 წლის 21 აპრილიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას -18531.70 ლარს.

ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ფა------------------ი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ფა-----------------ი შსს-ში მუშაობდა 31 წელი 4 თვე და 29 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ფა------------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2009 წლის 26 ივნისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16336.71 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მა------–-----მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმება - დანიშნული ჯარიმის გაზრადა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების:

ა--------–----------------------------–---------------------------–---------------------------------------------------------------- მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული,ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, მსჯავრდებულების წარსული არაფრით არ არის შებღალული და ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამასთან, აბ-------–-----------ს და ფახრათ ბაირამოვს მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვთ, ხოლო დუ-------------ს, იალ--------------ს და ბაი----------–---ს დაწყებული აქვთ ზიანის ანაზღაურება, რაც შეეხება ია------------ს მას ზიანი ანაზღაურებული არ აქვს, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს მის ასაკზე, ზოგადად მსჯავრდებულების ასაკზე და მათ სოციალურ მდგომარეობაზე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ მ-------–------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. აბ-------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აბ-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

4. ბაი----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბაი----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;

6.ია-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

 

7.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ია------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივლისის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: ია------------ი, პ/ნ 2----------; მდებარე: მ--------–--------------------–----–------------------------------------–------------------------------------------------------------------------ მოეხსნას ყადაღა.

8.ალ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ალ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

9.დუ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

10.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დუ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

11.ფა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

12. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ფა-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

13. მსჯავრდებულების მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

14. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

15. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი