განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
330100118002546411
ინსტანცია
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002546411

საქმე №1ბ/1622-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის:მა------–-----ს

მსჯავრდებულების: სა-----------–----ს, თე--------------------ს, ქამ---------------------ს,ის----------ს, სა------------ს

ადვოკატის: ელ-----------–--–-ს

თარჯიმნის: ას--------–---------ს

მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მა------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა: სა-------------–----ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–-----–--–-- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

თე---------------------ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- დაბადებული 1----–-–--------–---- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–--------------------–-------–--–-- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ქამ---------------------ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- დაბადებული 1-----–-–--------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ის----------ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- დაბადებული 1----–-–----------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სარ------------ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- დაბადებული 1----–-–------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–--–--–-- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, სა------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თე-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით

ქამ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ის---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სა------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს ს------------–---------------------------------------------------------------------------------------- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ------------ დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–-----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - სა-----------–----ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა სა-----------–---- შსს-ში მუშაობდა 27 წელი და 6 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2003 წლის თებერვალში ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც საიად ისმაილოვს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და 2003 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 18 804,96 ლარს.

ქ------------ დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - თე--------------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა თე-------------------- შსს-ში მუშაობდა 27 წელი, 3 თვე და 28 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2003 წლის ივნისში, ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც თ--------------------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და 2003 წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 18 554,53 ლარს.

ქ------------ დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ქამ---------------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ქამ--------------------- შსს-ში მუშაობდა 25 წელი, 7 თვე და 4 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2005 წლის სექტემბერში, ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ქ---------------------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და 2005 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 20 323,5 ლარს.

ქ------------ დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ის----------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ის---------- შსს-ში მუშაობდა 27 წელი, 7 თვე და 8 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2010 წლის სექტემბერში, ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ი----------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და 2010 წლის 5 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 13 894,47 ლარს.

ქ------------ დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - სა------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა სა------------ შსს-ში მუშაობდა 33 წელი, 2 თვე და 9 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–-- გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც სარი ემინოვს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და 2003 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 22 182,47 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-------–------- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება - დანიშნული ჯარიმის გაზრადა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების: სა-----------–----ს, თე--------------------ს, ქამ---------------------ს, ის----------ს, სა------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ვ-–----------–---–-----–--–---------–---–------------------–---–--------–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის: სა-----------–----ს, თე--------------------ს, ის----------ს, სა------------ს და ქამ---------------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მათი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია. ასეთ პირობების არსებობისას, პალატას სასჯელის დამძიმება ჯარიმის გაზრდის თვალსაზრისით, მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს: ს------------–------------------------------------------------------------------------------------------ განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ მა------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. სა------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 80-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სა-----------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით სა------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 2000(ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას სა-------------–----ს (პ/ნ 2----------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/5 წილს, მდებარე: მ--------–--------------------–----–-----–-------------------–------------------------------------------------------------- იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

5. თე-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თე--------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

7. ქამ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ქა-----------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

9.ის---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ის----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ის----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 2000(ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ის----------ს (პ/ნ 2----------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/7 წილს, მდებარე: მ--------–--------------------–------------ დაზუსტებული ფართი 4750.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 8------------ იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

11. სა------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

12. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სა------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით ბრალდებულ სა------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 2000(ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას სა------------ს (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილს, მდებარე: მ--------–----------------------–-----–--–--------------------–-------------------------------------------------------------- იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

14. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

- ერთი ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

15. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

16. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი