განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002616795
საქმე №1ბ/1533-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ირ---–------–--------ს
მსჯავრდებულის: ნო----------------ს
ადვოკატის: პა-----------–---–-ს
მონაწილეობით,ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ნო-------–--–----------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------- უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ს--------------------–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ნო---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ნო---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება, მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია რაც გამოიხატა შემდეგში : 2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 20:05 საათზე ნო---------------ე მივიდა ქ.თბილისში, ხ------–---–------------ში განთავსებულ შპს „--------------- სახელწოდების ლომბარდში, სადაც ოპერატორს ი------------- სთხოვა, ვითომდა ყიდვის მიზნით ეჩვენებინა ,,აიფონ
6“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ისარგებლა ი------------- უყურადღებობით, მოტყუებით დაეუფლა ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნო---------------ს ქმედებით ი------------- მიადგა 430 (ოთხასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–------–--------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრის სასჯელის დანიშვნა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნო----------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ი-------------, ა-–----------------–--- ნო----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები., ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ნო---------------ეს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ნო----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
4. მსჯავრდებულ ნო----------------ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელიადგილის მიხედვით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნო----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი