განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002270373
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4589-18 27 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ბ-----------------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ---------------–ი“
წარმომადგენელი - რ-----------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულების, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეწყვეტილად აღიარება, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად ცნობა, თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ---------------–მა“ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ბ-----------------–----–--------------ის მიმართ სარჩელი აღძრა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 3-------- N--- ხელშეკრულების მიმწოდებლისაგან - შ---------------–ისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყვეტილად აღიარება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის 0.3%-დან 0.02%-მდე შემცირდება და ბ-----------------–----–--------------ის მიერ ჯარიმის სახით დაქვითული 17 862 ლარის 1190 ლარამდე შემცირება მოითხოვა. ასევე, ბ-----------------–----–--------------ას შ---------------–ის“ სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაქვითული 16 672 ლარის გადახდის დავალდებულება, მოპასუხის მიერ არაღიარებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 44 744.25 ლარის დაკისრება და მოპასუხისთვის შ---------------–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 1---------რის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გადასახდელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების (85 888.94 ლარს გამოკლებული საავანსო ღირებულება 70000 ლარი) – 15 888.94 ლარის გადახდის დავალდებულება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2017 წლის 3-------- N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო 17 862 ლარი 3 862 ლარამდე შემცირდა, ბ-----------------–----–--------------ას შ---------------–ის“ სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ასევე, ბ-----------------–----–--------------ას შ---------------–ის“ სასარგებლოდ ქ. ბ---------ში ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 40 269.83 ლარის გადახდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი თანხის - 7300 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ-----------------–----–--------------ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 3------ს თვითმმართევლი ერთეული ბ---------ის მ----–----–------სა და შ---------------–ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--- დაიდო. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს ქ. ბ---------ში გ-------------სა და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალის და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება 458 000 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 22-28).
6. 2017 წლის 3-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით დაეკისრებოდა. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 22-28).
7. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა გ-------------ს და 9-------–ის ქუჩაზე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით, ხოლო ა----–-----–-ს ქუჩაზე - 90 დღით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 22-28).
8. ხელშეკრულების 10.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას მოახდენდა. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე უკან უნდა დაბრუნებოდა (ტომი I, ს.ფ. 22-28).
9. 2017 წლის 8------- ბ---------ის მ----–----–------მა შ---------------–ს“ მიმართა და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. ამასთან, აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით დაეკისრებოდა, რაც 1374 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 71).
10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შ---------------–მა“ 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით დაიწყო (მხარეთა ახსნა-განმარტება).
11. 2017 წლის 1-----–--- შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და აცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, ქ. ბ---------ში, გ-------------ს, 9-------–ის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილისა და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებდა. 9-------–ის ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი პანდუსები მოეწყო, რის გამოც შეიცვალა გრანიტის ფილებისა და ბორდიურების მოწყობის მოცულობები. 9-------–ის ქუჩაზე ტროტუარის მიმდებარე სანაპირო კედლის (ბორდიურის) ბაზალტის ფილებით, მოპირკეთება მიმდინარეობდა, სადაც ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია 25 მ2, ფაქტიურად მოპირკეთებას კი 80-90 მ2 საჭიროებდა. ამავე წერილით კომისიის გამოყოფა და სამუშაოთა მოცულობების ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში კორექტირება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 37).
12. 2017 წლის 1-----–--- შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებული იყო. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და თანხის ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 37).
13. 2017 წლის 1-----–--ს მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომელშიც აღინიშნა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ-------------ს და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 31810.64 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა. შ---------------–ს“ სამუშაოების დაწყებიდან 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 1374 ლარი, დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 45).
14. 2017 წლის 3-----–--ს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და აცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, გ-------------ს ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებდა, სადაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული არ იყო კედლის მოპირკეთება (პკ0-14, პკ0-30, პკ0+9.4 და პკ0-41), ასევე, არსებული ლითონის დეკორატიული ცხაურიანი ღობის ჟანგისა და ძველი საღებავის ნარჩენებისაგან გაწმენდა. რადგან კედლების (პკ0-14, პკ0-30, პკ0+9.4 და პკ0-41) რეაბილიტაცია ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მოხდა დემონტაჟი და მილკვადრატის საყრდენებით შეიცვალა, არსებული ლითონის დეკორატიული ცხაურიანი ღობის უვარგისობის გამო, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი მილკვადრატის ღობეებით შეიცვალა. შესაბამისად, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 36).
15. 2017 წლის 2-----–--ს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და თანხის ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 214).
16. 2017 წლის 01 ა--------ს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 3------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ-------------ს და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაში იყო ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 41447.77 ლარს შეადგენდა, აღნიშნული თანხა გადახდას ექვემდებარებოდა. შ---------------–ს“ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 4122 ლარი (1374 ლარი*3 დღეზე) დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 46).
17. 2017 წლის 18 ა--------ს მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომელშიც აღინიშნა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ-------------ს და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 40550.08 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა. შ---------------–ს“ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 12366 ლარი (1374*9 დღეზე) დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 47).
18. 2017 წლის 18 ს----------ს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ დასრულდა. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 72).
19. ბ---------ის მ----–----–------მა 2017 წლის 19 ს----------ს შპს „ქ--------–-----“ შ---------------–ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაუგზავნა, რომელიც ქ. ბ---------ში, გ-------------ს ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ღირებულების მოთხოვნას ეხებოდა (ტომი I, ს.ფ. 73).
20. 2017 წლის 05 ო-------რის შპს „ქ--------–-----“ მენეჯერმა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და აცნობა, რომ ქ. ბ---------ში, გ-------------ს ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოებზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (შუალედური ფორმა N2) ძირითადი სამუშაოები შპს ,,ქ--------–------’’-ის მიერ ზედამხედველობის დაწყებამდეა შესრულებული. დარჩენილია ფეხით სავალ ნაწილზე ბაზალტის ფილების დაგება, რომელიც ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების მიხედვით 664 მ2 შეადგენს, რაზეც შემდგომში გაწეული იქნება შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობა. სამუშაოების შესრულება 2017 წლის 05 ო-------რის მდგომარეობთ გეგმა-გრაფიკის დარღვევით მიმდინარეობდა (ტომი I, ს.ფ. 74).
21. 2017 წლის 23 ო-------ერს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% ოდენობით, არის ძალიან მაღალი, რაც მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას გამოიწვევს. რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს 0.02%-ით განსაზღვრა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 33).
22. 2017 წლის 25 ო-------ერს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულდა. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 76).
23. ბ---------ის მ----–----–------მა 2017 წლის 27 ო-------ერს შპს ,,ქ--------–-----“-ს შ---------------–ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ ქ. ბ---------ში, გ-------------ს და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების ფორმა N2, გადაუგზავნა (ტომი I, ს.ფ. 78).
24. 2017 წლის 02 ნ------რს შპს „ქ--------–-----“-მა მიმართა ბ---------ის მ----–----–------ს და აცნობა, რომ გ-------------ს ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (შუალედური ფორმა N2) შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების სახეები და მოცულობები რეალურად შესრულებულ სამუშაოთა სახეებს და მოცულობებს შეესაბამებოდა. ამასთან, მიუთითა, რომ ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე წარდგენილი შუალედური ფორმა N2-ის დადასტურება მოცულობებში ფაქტიური აზომვების შედეგად მიღებული ცვლილებების გასწორების შემდეგ მოხდებოდა (ტომი I, ს.ფ. 77).
25. 2017 წლის 3 ნ------რს შ---------------–ის“ დ-----------მა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და მიუთითა, რომ 2017 წლის 3------ს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულდა. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 42).
26. 2017 წლის 8 ნ------რს შპს „ქ--------–-----“-ს მენეჯერმა ბ---------ის მ----–----–------ს მიმართა და აცნობა შემდეგი: 1. 9-------–ის ქუჩა დასრულებულია სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 113808 ლარი; 2. გ-------------ს ქუჩაზე მოსაწყობია ფეხით სავალი ნაწილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 137759 ლარი. სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 60%; შესრულებულია; 3. ა----–-----–-ს ქუჩაზე მოსაწყობია ფლეთილი ქვის გამყოლი კედელი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 203382.99 ლარი. სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 22% შესრულებულია; 4. გეგმა-გრაფიკი დარღვეულია, საერთოდ სამუშაოების შესრულების ტემპი ძალიან დაბალია, დროულად ვერ ეწოდება სამშენებლო მასალები;
დარჩენილია შესასრულებელი: 1. კედლის მოპირკეთება ბაზალტის ფლეთილი ქვით - 792 მ2; 2. ტროტუარზე ბაზალტის ფილების დაგება 404 მ2; 3. ლითონის მოაჯირის მოწყობა - 770 გრ/მ (ტომი I, ს.ფ. 35).
27. ბ---------ის მ----–----–------ის გამგებლის 2017 წლის 2-----------ს ბრძანებით ბ---------ის მ----–----–------სა და შ---------------–ს“ შორის 2017 წლის 3------ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შ---------------–ს“ 119538 ლარის ოდენობით ჯარიმა (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 87 ვადაგადაცილებულ დღეზე) დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 29).
28. 2017 წლის 3-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შ---------------–ს“ აღებული აქვს შემდეგი თანხები: 1. 2017 წლის 1-----–--ის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით - 27254.42 ლარი; 2. 2017 წლის 1 ა--------ს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით - 33181.77 ლარი; 3. 2017 წლის 18 ა--------ს შუალედური მიღება-ჩაბარების ქტით - 24129.72 ლარი (ტომი I, ს.ფ. 44, 45, 47).
29. 2017 წლის 2---------ერს მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომლის თანახმად, 2017 წლის 3------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ-------------ს და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შპს-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 85 888.94 ლარს შეადგენს, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შ---------------–ს“ ჯარიმა 119538 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 87 ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 44, 45, 47).
30. 2017 წლის 1---------ერს შ---------------–ს“ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 85 888.94 ლარიდან ბ---------ის მ----–----–------ისაგან ავანსის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი (ტომი I, ს.ფ. 30).
31. ბ-----------------–----–--------------ამ დაკისრებული პირგასმტეხლოდან შ---------------–ს“, შესრულებული სამუშაოდან 17862 ლარი დაუკავა და არ ჩაურიცხა (ტომი I, ს.ფ. 30).
32. 2017 წლის 28 ნ------რს სს „ა----------------ამ“ მიმართა შ---------------–ს“ და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 22 900 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. 2017 წლის 27 დეკემბერს შპს უ---------–მა სს „ა----------------ას“ საგარანტიო თანხის სახით 22 900 ლარი ჩაურიცხა (ტომი I, ს.ფ. 55).
33. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 3-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩლეც არ ხდიდა სადავოდ, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა, თუმცა, მისი ოდენობა არაპროპორციულად მიიჩნია. დადგენილია, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბ-----------------–----–--------------ამ მოსარჩელე კომპანიას პირგასამტეხლოს სახით 17 862 ლარი დააკისრა. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, განისაზღვრა. ასევე, გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,3%. საქმის მასალებში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მოგება 4% პროცენტია, რაც საბოლოო ჯამში 18320 ლარს შეადგენს. ასევე უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ სამუშაოები მხოლოდ 12 დღის დაგვიანებით დაიწყო და სწორედ აღნიშნული დაგვიანების გამო 17 862 ლარი დაეკისრა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ძირითადი ვალდებულების მოცულობის, ასევე, მოგების იმ მარჟის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებიდან უნდა მიეღო, პალატა ასკვნის, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მის შემცირებაზე უარის თქმის პირობებში იგი მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსით პირგასამტეხლოს ინსტიტუტისთვის გათვალისწინებულ მიზნებსა და დანიშნულებას სცდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო 3 862 ლარამდე მართებულად შემცირდა.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სრულადაა გასაჩივრებული, არც სააპელაციო საჩივარში და არც საქმის ზეპირი განხილვის დროს აპელანტს პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის გარდა არცერთი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი შედავება არ განუხორციელებია. ამასთანავე, სააპელაციო საჩივარში მიეთითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა ბ---------ის მ----–----–------ის ბრალეულობით არ იყო გამოწვეული, თუმცა, ამ მიმართებით საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ხელშეკრულება მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეწყვეტილად არ აღიარა, ანუ ცალსახაა, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება აპელანტის სასარგებლოდაა მიღებული, შესაბამისად ამ ნაწილში იგი გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად შეაფასოს იმ ნაწილში, რასაც აპელანტმა მხარი არ დაუჭირა ან/და ფორმალური გასაჩივრების გარდა არცერთ ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობაზე არ მიუთითა, შესაბამისად სააპელაციო პალატა თანახმად, საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილისა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტს მიმწოდებლისთვის 2017 წლის 3-------- N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი - 7300 ლარი არ აუნაზღაურებია. საქმის მასალებში წარდგენილი 2017 წლის 1---------ერის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით, ცალსახად დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული 58888,94 ლარის ღირებულების სამუშაოები შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და იგი ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. მოსარჩელეს არ უარყვია, რომ აღნიშნული თანხიდან მას ავანსის სახით 70 000 ლარი გადაეცა ხოლო, 8588,89 ლარი შემკვეთმა ხელშეკრულების შესაბამისად დაუკავა. ხსენებული თანხების ჯამისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების სხვაობა ცხადყოფს, რომ ბ-----------------–----–--------------ას მოსარჩელისთვის 7300 ლარი არ გადაუხდია. საქმის მასალებში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც ხსენებული თანხის გადარიცხვა დადასტურდებოდა, შესაბამისად, აპელანტს შესრულებული ვალდებულების ღირებულების 7300 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
სააპელაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ შ---------------–ის“ მიერ 2017 წლის 3-------- N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოები - ა----–-----–-ს ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაცია, ღირებულებით 20 3382.99 ლარი, შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ 22% - რომლის ღირებულება 44 744.25 ლარს შეადგენდა, რაც შემსყიდველს (ბ-----------------–----–--------------ას) არ აუნაზღაურებია. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიუთითა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულება არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 01 დეკემბრის განჩინება საქმეზე Nას-3232-307-2011). პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის არცერთი დანაწესით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დამამტკიცებლად მიღება-ჩაბარების არსებობის სავალდებულოობა გაწერილი არ არის, შესაბამისად მისი დადასტურება ნებისმიერი სახის მტკიცებულებითაა შესაძლებელი. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და აღნიშნული ვალდებულების გაწერა ხელშეკრულებაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ადმინისტრირების გაადვილებას ემსახურება, ასევე, რა თქმა უნდა, სადავოობის შემთხვევაში, მათი არსებობა მხარეს მტკიცების ტვირთს უმსუბუქებს, მაგრამ მიღება-ჩაბარების არ ქონა რეალურად შესრულებული ვალდებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირ სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ღ---------------ემ განმარტა, რომ ა----–-----–-ს ქუჩაზე კედლის რეაბილიტაციის გარკვეული სამუშაოები, კერძოდ 22%, შესრულებული იყო, რომლის ღირებულებას 44 744,25 ლარი შეადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ნაწილის ღირებულება (40 269,83 ლარი - ხელშეკრულების 10%-ის დაქვითვის შემდგომ, ვინაიდან შემსრულებელს სამუშაოების შესრულების შესახებ დადებითი დასკვნა არ წარუდგენია) ბ-----------------–----–--------------ას მართებულად დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა გარემოებები გამორიცხავდა ხსენებული სამუშაოების შესრულებულად აღიარებას, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება არ გაიზიაროს.
35. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს დაკისრებული პირგასამტეხლოს შესაბამისობისა და მისი პროპორციულობის, 7300 ლარისა და 40 269,83 ლარის დაკისრების უსაფუძვლობა უნდა დაედასტურებინა. სააპელაციო საჩივრით და ზეპირ სხდომაზე წარდგენილი ახსნა-განმარტებით აპელანტი მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ დარღვევისა და იმ ზიანის გათვალისწინებით რაც ვალდებულების შეუსრულებლობამ აპელანტს მიაყენა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო, ხოლო, დანარჩენ ნაწილში სასამართლოს არცერთი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი დასკვნას არ შედავებია. შესაბამისად, ამ პირობებში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, აპელანტმა დაკისრებული თანხის უსაფუძვლობა ვერ დაადასტურა და მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბ-----------------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ-----------------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე