განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
080210018002624298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 08021001800262429

საქმე 2/ბ-1322-18

განჩინება

საქართველოს სახელით

16 იანვარი 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი:მ------ ს------

მოწინააღმდეგე მხარე:გ--- გ-----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 10 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------ ს------მ, მოპასუხედ დაასახელა გ--- გ----- და მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, მ------ ს------- სარჩელი, მოპასუხე გ--- გ-----ს მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი და თანდართული მასალები სასამართლოს მიერ რამდენჯერმე გაეგზავნა მოპასუხეს, მაგრამ იგი დაბრუნდა მინაწერით: “სოფლის რწმუნებულის, ბ------ ოდ-–-----ს განმარტებით, მოპასუხეს და მის ოჯახს დროებით შეცვლილი აქვთ მისამართი და სახლი დაკეტილია“.

გარდა ამისა, სარჩელში არ არის მითითებული მოპასუხის ალტერნატიული მისამართი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დამატებით, ალტერნატიულ მისამართზე გაეგზავნა სარჩელი.

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, სარჩელის აღძვრის დროს არასწორად მიუთითა მოპასუხის მისამართი, რაც სსკ-ის 187-ე, 275-ე მუხლების შესაბამისად, მ------ ს------- სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ------ ს------მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებულია მოპასუხის ძირითადი საცხოვრებელი მისამართი, ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2012 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და კომუნიკაცია არ აქვთ, შესაბამისად მოსარჩელეს არც ალტერნატიულ და არც მის სამუშაო ადგილზე ინფორმაცია არ გააჩნია.

გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის მე-8 თავში ამომწურავადაა მითითებული მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის და მისამართის დაუდგენლობისას სამოქმედო სამართლებრივი ნორმები. მოსარჩელემ, სწორედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით სარჩელში მოპასუხის რეგისტრირებული სწორი მისამართი მიუთითა, ხოლო არტერნატიული მისამართისა და სამუშაო ადგილის არ ცოდნის გამო, ბუნებრივია, მათ მითითებას ვერ შეძლებდა.

ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------ ს------მ, მოპასუხედ დაასახელა გ--- გ----- და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა.

დადგენილია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართი მითითებულია - მა-------–ი, სოფელი კ-–--.

დადგენილია, რომ მოპასუხე გ--- გ-----ს, სარჩელის ჩაბარების მიზნით გზავნილი, სასამართლოს მიერ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2018 წლის 14

სექტემბერს მისამართზე: მა-------–ი, სოფელი კ-–--, საიდანაც გზავნილი დაბრუნდა უკან ჩაუბარებელი კურიერის მინაწერით: „სოფლის რწმუნებულის, ბ------ ოდ-–-----ს განმარტებით, ადრესატს და მის ოჯახს დროებით შეცვლილი აქვთ მისამართი და სახლი დაკეტილია“ (ს.ფ.20).

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, მ------ ს------- სარჩელი, მოპასუხე გ--- გ-----ს მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად, რომლის გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა მ------ ს------მ.

პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორია თუ არა სარჩელში მითითებული გ--- გ-----ს მისამართი და სწორად დატოვა თუ არა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ------ ს------- სარჩელი გ--- გ-----ს მიმართ, განუხილველი.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მოპასუხის მისამართის დასადასტურებლად სარჩელს დაურთო ცესკოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე გ--- გ----- რეგისტრირებულია

მა-------–ი, ს.კ-–--, თუმცა ამონაწერში შესაბამისი გრაფა, გ--- გ-----ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ჩანაწერს არ შეიცავს (იხ. ს.ფ. 18).

საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის, მოპასუხე გ--- გ-----ს საცხოვრებელი ადგილია მა-------–ი, ს.კ-–--.

დადგენილია, რომ სარჩელში მითითებულ მისამართზე სასამართლოს გზავნილი მოპასუხე გ--- გ-----ს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე.

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელში, მოპასუხე გ--- გ-----ს მისამართად არასწორად მიეთითა მა-------–ი, სოფელი კ-–--, რაც სსსკ-ის 275.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლია.

პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებაში-ცესკოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაწერში, მოპასუხე გ--- გ-----ს რეგისტრაციის ადგილი დაფიქსირებულია მა-------–ი, ს.კ-–--, წარმოადგენდა საკმარისს სასამართლოს ეს მისამართი მიეჩნია გ--- გ-----ს საცხოვრებელ ადგილად და გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მოეხდინა საჯარო შეტყობინების წესით მოპასუხისათვის მისი ჩაბარება.

მ.ს------- ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1“ბ“ მუხლის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს... მოპასუხის... სახელი, გვარი, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)...

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

შესაბამისად, რეგისტრაციის ადგილი, ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს ძირითად მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საფოსტო უკუგზავნილში დაფიქსირებული ჩაუბარებლობის მიზეზის შეფასების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია, რაც სსსკ-ის 275.2 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ს------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე