განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240212218002592873
საქმე №2/ბ-1087-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
განმცხადებელი - ნ--–- კ--------ე
წარმომადგენელი - მ------ კ---------ა, ზ------ ჟ--------ა
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი: - - მ--- ნ------ია გ---- ფ----ა
გასაჩივრებული განჩინება განმცხადებლის მოთხოვნა - - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის №2/ბ-1087-18 განჩინება გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ნ--–- კ--------ის წარმომადგენლების - მ------ კ---------ასა და ზ------ ჯ--------ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის №2/ბ-№ 1169-2015 განჩინების მე-3 პუნქტის აღსრულების დროებითი შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ--–- კ--------ის წარმომადგენელებმა, მ------ კ---------ამ და ზ------ ჯ--------ამ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, ნ--–- კ--------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება;
4. 2018 წლის 22 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ--–- კ--------ის წარმომადგენლებმა, მ------ კ---------ამ და ზ------ ჯ--------ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვეს;
5. განმცხადებლის განმარტებით, ნ--–- კ--------ესა და მ--- ნ------იას შორის მიმდინარეობს არაერთი დავა. 2018 წლის 27 თებერვალს, ნ--–- კ--------ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 11.10.2016წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების (პალატის შემადგენლობა: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), დ.გვრიტიშვილი, თ.სვანიძე) გაუქმება და იმავდროულად მისი აღსრულების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რომლითაც გაუქმდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2016 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - მოწინააღმდეგე მხარის მ--- ნ------იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018წ. №2/ბ-1169-2015 განჩინებით (პალატის შემადგენლობა: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), ნ.კალანდაძე, ლ.მიქავა) ნ--–- კ--------ის განცხადება დარჩა განუხილველი და აღინიშნა, რომ ნ--–- კ--------ეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებით უნდა მიემართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის;
7. სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018 წლის განჩინების საფუძველზე ნ--–- კ--------ემ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს 02.05.2018 წლის განჩინებით უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, რაც ასევე უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.09.2018 წლის განჩინებით (მოსამართლეები: ს.ჩხაიძე (თავმჯდომარე), ნ.კალანდაძე, ლ.მიქავა);
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 18.04.2018 წლის წერილით, ნ--–- კ--------ისათვის ცნობილი გახდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მ--- ნ------იას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ამავე საქმეზე გაეგზავნა 11.10.2016 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი (რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება) და ასევე 02.11.18 წლის განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ სააპელაციო სასამართლომ 15.09.2018 წლის წერილით საკასაციო სასამართლოდან გამოითხოვა სამოქალაქო №2/ბ-1169-19 საქმე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 11.10.2016 წ. №2/ბ-1169-16 განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე მათი განცხადების განხილვის მიზნით, რაც მოგვიანებით, საჭიროების გასვლის შემდგომ, უკან დაუბრუნდა უზენაეს სასამართლოს;
9. განმცხადებელი უთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ ისე განიხილა ნ--–- კ--------ის კერძო საჩივარი, საპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომ ქვემდგომი სასამართლოსაგან არ იყო ინფორმირებული 11.10.2016 წლის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელის გაცემასთან დაკავშირებით;
10. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო აღნიშნულზე (11.10.2016წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების აღსრულებაზე) შეეტყობინებინა, როგორც ნ--–- კ--------ისათვის, ისე საკასაციო სასამართლოსათვის, რაც არ გაუკეთებია. ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს ქმედებით მხარემ გასწია ფუჭი და უშედეგო შრომა №ას-681-2018 საქმეზე, რომელზეც 30.07.2018 წლის გადაწყვეტილებას მხარეებისათვის უკვე არანაირი სამართლებრივი ინტერესი არ შეიძლება გააჩნდეს;
11. მ--- ნ------იას სასარგებლოდ გადაწყვეტილება (კანონიერად თუ უკანონოდ) აღსრულებულია. 11.10.2016 წლის №2/ბ-1169-16 განჩინების აღსრულების დროებით შეჩერებაზე მათი მონდომება, საპროცესო კოდექსის იმპერატივებით, შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და 30.03.2018წ. №2/ბ-1169-2015 განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება სრულიად უპერსპექტივო აღმოჩნდა;
12. სააპელაციო სასამართლომ მიზანიმართულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველყოფასთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობის მქონე აუცილებელი ინფორმაციის გაცემის შესახებ. ნ--–- კ--------ის და მ--- ნ------იას გაჭიანურებულ სამოქალაქო დავაში სამართლებრივი სივრციდან გაიყვანა საკუთარი თავი, როგორც მიკერძოებულმა და საქმის შედეგით პირდაპირ და უშუალოდ დაინტერესებულმა, რის გამოც, 11.09.2018წ. №2/ბ-617-2018 განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა მოსამართლე მ.ც-–---- №2/364-18 განჩინება, ვერც ერთი ნიშნით ვერ ჩაითვლება სასამართლოს კანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებულ საპროცესო აქტად;
13. სადავო არ უნდა იყოს, რომ სასამართლო შემადგენლობა ვერ მიიჩნევა კანონიერად, თუ შემადგენლობის თავმჯდომარე, ან ერთ-ერთი წევრი, ან კიდევ სასამართლოს მოხელე (კანცელარიის მუშაკი) შემადგელობის დანარჩენ/სხვა წევრებს შეგნებულად, მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით უმალავს არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებული გადასაწყვეტ ძირითად, სამართლებრივ პრობლემად ქცეულ საკითხთან, რის შედეგადაც მხარეს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება და მიიღება არასწორი გადაწყვეტილება;
14. იმის გათვალისწინებით, რომ მათ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ 05.11.2018 წლის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში თავმჯდომარის სახელზე მათი განცხადებების 02.11.2018 წელს რეგისტრაციის შემდეგ და მათზე პასუხის მომზადების პროცესში, 11.10.2016 წლის განჩინების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე ცნობილი უნდა ყოფილიყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 17.08.2018 წლის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განმხილველი მოსართლეებისათვის და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის და განუხილველად დატოვების თაობაზე. მითითებულის გათვალისწინებით სასამართლოს მთელი შემადგენლობა უპირობოდ არის არაკანონიერი;
15. ვერ მიიჩნევა სასამართლოს შემადგენლობა კანონიერად, თუ შემადგენლობის თავმჯდოამრე ან ერთ-ერთი წევრი, შემადგენლობის დანარჩენ წევრებს შეგნებულად, მიზანდასახულად, წინასწარი განზრახვით უმალავს არსებითი მნიშვნელობის მქონე, ღირებულ ინფორმაციას, რომელიც გადაჯაჭვული და ორგანულად დაკავშირებულია გადასაწყვეტ ძირითად საკითხთან, რის შედეგადაც მიიღება არასწორი გადაწყვეტილება და მხარეს ეზღუდება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;
16. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს და ვერ მოიძებნება შეფასების ისეთი კრიტერიუმი, რომელიმე არგუმენტი და ნიშანი, რომელთა მიხედვითაც გონიერმა პირმა შესაძლოა ირწმუნოს 05.11.2018წ. №2/ბ-1087-2018 განჩინების გამომტანი სასამართლო შემადგენლობის კანონიერება, მიუკერძოებლობა.
17. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასაბათილებელი განჩინების გამომტანმა სასამართლო შემადგენლობამ გადასაწყვეტ და სადავო საკითხზე აშკარად და სრულიად მიზანდასახულად გააკეთა კანონშეუსაბამო სამართლებრივი დასკვნები, ასევე, დაუფარავად, ნ--–- კ--------ის საზიანოდ და საპროცესო კანონის იმპერატივების არსებითი დარღვევებით, მოწინააღმდეგე მ--- ნ------იას სასარგებლოდ განახორციელა საპროცესო მოქმედებები, რამაც განაპირობა მ--- ნ------იას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთაზე ახალი დავის წამოწყება;
18. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის №2/ბ-1087-2018 განჩინება, როგორც არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ, კანონის არსებითი დარღვევით მიღებული;
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეები: ნანა კალანდაძე, სიმონ ჩხაიძე და ირმა პერანიძე აცილებულ იქნენ მოცემული საქმის განხილვისაგან და სამოქალაქო საქმე №2/ბ-1087-2018, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მოსამართლისათვის გადასაცემად;
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ნ. კ--------ის განცხადების განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
21. სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ნ--–- კ--------ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. დადგენილია, რომ განმცხადებელი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინების (რომლითაც ნ.კ--------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება) ბათილად ცნობას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის მიუთითებს შემდეგ ფაქტებზე:
ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე სიმონ ჩხაიძეს, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბერს კოლეგიური შემადგენლობით განიხილა მისი კერძო საჩივარი, ჯერ კიდევ, 2018 წლის აპრილის თვეში გაცემული ჰქონდა განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარის-მ--- ნ------იას სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, რითაც მოიხსნა უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღა;
ბ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ აცნობა ნ--–- კ--------ეს და უზენაეს სასამართლოს, სადაც ასევე იხილებოდა ნ--–- კ--------ის კერძო საჩივარი;
გ) მოსამართლის ამ მოქმედებით დაირღვა ნ--–- კ--------ის უფლება, ჰქონოდა ინფორმაცია საქმესთან მიმართებაში, ვინაიდან, ინფორმაციის არქონის გამო, ნ--–- კ--------ემ და უზენაესმა სასამართლომაც ფუჭი შრომა გასწიეს.
23. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში...
24. მითითებული ნორმის დანაწესში მოიაზრება მოსამართლე (მოსამართლეები), რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგალითად, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში);
ბ) რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ;
გ) რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან;
დ) რომელიც არ არის იმ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
25. განსახილველ შემთხვევაში, ნ--–- კ--------ე არ უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომელიმე საფუძვლის არსებობა, რაც კონკრეტული მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ გადაწყვეტილების მიღებაში უკანონო მონაწილეობას დაადასტურებდა;
26. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობის თაობაზე პალატა მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორცილება - კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვერ იქნება სასამართლოს მოსამართლის (მოსამართლეთა) არაკანონიერ შემადგენლობად მიჩნევის საფუძველი, მით უფრო, როდესაც სამოქალაქო პროცესში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც დაავალდებულებდა მოსამართლეს ან სასამართლოს შესაბამის მოხელეს სააღრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მოვალისთვის ან სხვა რომელიმე პირისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
27. ამდენად, პალატის მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც, ნ--–- კ--------ის წარმომადგენლების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--–- კ--------ის (წარმომადგენლები: მ------ კ---------ა, ზ------ ჯ--------ა) განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბრის №2/ბ-1087-18 განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კერძო საჩივრით, მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
მურთაზ მეშველიანი