განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310017002240190
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002240190

საქმე N3ბ/3210-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი - ს--–---- ზ---------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----- ტ-------–---–ი;

წარმომადგენელი - ქ------- ი--------ე;

 

მესამე პირის (ა.ს.კ 16.2.) - თ------- ა-------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ქ. თბილისში, ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე თ------- ა-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- ოქმში ასახული გადაწყვეტილებისა და მასზე გაცემული, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 ივნისის N----- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ-----ი ტ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ------ს ა-------ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- სხდომის ოქმში ასახული, თ------- ა-------ის განცხადებაზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემული N----- საკუთრების მოწმობა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. 2015 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თ------- ა-------ის განცხადება წარედგინა ქალაქ თბილისში, ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე 439 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. (ს.ფ. 104, 107-108).

 

5.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით თ------- ა-------ის 2015 წლის 21 ოქტომბრის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთს კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია, მასზე საკუთრების უფლება თ------- ა-------ეს ეღიარა და დადგინდა, რომ საკუთრების მოწმობა თ------- ა-------ეზე კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენისა და მიწის საფასურის გადახდის შემდეგ გაიცემოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე N----- საკუთრების მოწმობა 2018 წლის 23 ივნისს გაიცა, ხოლო საკუთრების მოწმობის საფუძველზე თ------- ა-------ის უფლება საჯარო რეესტრში 2016 წლის 12 ივლისს დარეგისტრირდა. (ს.ფ. 98-103), (ს.ფ. 59), (ს.ფ. 27-28, 29).

 

5.3. ქალაქ თბილისში, ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე თ------- ა-------ის უფლების აღიარებისას კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. აღნიშნულზე მეტყველებს მოსარჩელე ზ----- ტ-------–---–ის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებითა და სარჩელზე დართული ხელწერილებით დადასტურებული ფაქტი მასზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე - ავტოფარეხის ნაწილზე, როგორც მამის დანატოვარ ქონებაზე თ------- ა-------ემ უარი თქვა ძმის - ა-–---------- ა-------ის სასარგებლოდ, ხოლო ამ უკანასკნელმა ავტოფარეხზე მფლობელობა გ--- ტ-------–---–ის სასარგებლოდ 2005 წლის მარტში დათმო 1000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ (სარჩელი - ს.ფ. 1-13, ხელწერილები - ს.ფ. 69, 70, 71, მოწმეების - ზ------ დ---–-სა და ნ-----–- ქ--------–ის ჩვენებები - 2018 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი). 2005 წლის მარტიდან ზ----- ტ-------–---–ის მიერ ზ----ში,თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე ავტოფარეხის ფლობის ფაქტს ადასტურებს თ------- ა-------ეც, რომელმაც, აღნიშნული ქონების ზ----- ტ-------–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სარჩელით სასამართლოს 2016 წლის დეკემბერში მიმართა (სარჩელის ასლი - ს.ფ. 14-25, შესაგებელი - ს.ფ. 149-158). ამდენად, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის, თ------- ა-------ის 2015 წლის 21 ოქტომბრის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და შესწავლის შემთხვევაში კომისიას შეეძლო დაედგინა ზ-----ი ტ-------–---–ის მფლობელობის ფაქტი და მისგან გამომდინარე, ზ-----ი ტ-------–---–ის უფლება, რაც გამორიცხავდა თ------- ა-------ის განცხადების დაკმაყოფილებას ზ-----ი ტ-------–---–ის მიერ დაკავებული ავტოფარეხის ნაწილში.

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. სასამართლომ მიუთითა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადავო საკითხის მარეგულირებელ ნორმებზე და განმარტა, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის გარეშე, რამაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობა (პუნქტი 5.3). კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიას არ გამოუკვლევია და შეუფასებია თ------- ა-------ის განცხადებით მითითებულ მიწის ნაკვეთზე ზ-----ი ტ-------–---–ის მფლობელობის ფაქტი, რაც შესაძლოა, შესაბამის ქონებაზე ზ-----ი ტ-------–---–ის უფლების აღიარების საფუძველი ყოფილიყო. ამდენად, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლოა, კომისიას თ------- ა-------ის უფლება არ ეღიარებინა იმ ფარგლებით, როგორც ეს სადავო გადაწყვეტილებით განხორციელდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე თ------- ა-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- ოქმში ასახული გადაწყვეტილება მიღებულია რა კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა განაპირობებს, ასევე, მის საფუძველზე გაცემული N----- საკუთრების მოწმობის ბათილობას.

 

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა .

 

7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე დადგენილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის თ------- ა-------ის მიერ ფლობა/სარგებლობის ფაქტი. საგულისხმოა, რომ გარდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევისა, კომისიის მიერ განხორციელდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, დათვალიერების ოქმში კომისიის თანამშრომლების მიერ ასახულ იქნა ადგილზე არსებული სიტუაცია და არ გამოვლენილა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსსებული შენობა - ნაგებობების სხვა პირის მიერ ფლობა/სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების/ მტკიცებულებების საფუძველზე კომისიას ჰქონდა უფლება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ეღიარებინა თ------- ა-------ის საკუთრების უფლება.

 

რაც შეეხება ზ------ ტ-------–---–ის მიერ ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წაყენებულ პრეტენზიას, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს იგი არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია მხარეთა შორის ადგილი ჰქონდეს კერძო სამართლებრივი ხასიათის დავას, რაც ბუნებრივია, არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელთან დაკავშირებითაც კანონმდებელი ითვალისწინებს დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე თუკი დადგინდება ვინმეს კანონიერი ინტერესისა თუ უფლების პირდაპირი და უშუალო შელახვის ფაქტი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

8.2. პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირია – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან სარჩელის წარდგენის მოტივი გახდა ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის ნაწილი, რომელიც დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულია თ------- ა-------ის სახელზე, წარმოადგენს ზ----- ტ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელსაც იგი ფლობს 2005 წლიდან, ამასთან, ზ----- ტ-------–---–ს სადავო ქონება მიყიდა თ------- ა-------ის ძმამ ა-–---------- ა-------ემ, რომელსაც მყიდველმა, ზ----- ტ-------–---–ის მამამ გ--- ტ-------–---–მა გადაუხადა ნასყიდობის ფასი 1000 (ათასი) აშშ დოლარი და აღნიშნული გარიგება დამოწმდა გამგებლის მიერ სათანადო წესით და ბეჭდით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.

 

საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებებითა და სარჩელზე დართული ხელწერილებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე - ავტოფარეხის ნაწილზე, როგორც მამის დანატოვარ ქონებაზე თ------- ა-------ემ უარი თქვა ძმის - ა-–---------- ა-------ის სასარგებლოდ, ხოლო ამ უკანასკნელმა ავტოფარეხზე მფლობელობა გ--- ტ-------–---–ის სასარგებლოდ 2005 წლის მარტში დათმო 1000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ (სარჩელი - ს.ფ. 1-13, ხელწერილები - ს.ფ. 69, 70, 71, მოწმეების - ზ------ დ---–-სა და ნ-----–- ქ--------–ის ჩვენებები - 2018 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი). 2005 წლის მარტიდან ზ----- ტ-------–---–ის მიერ ზ----ში, თ---------–--ის ქუჩა N--ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე ავტოფარეხის ფლობის ფაქტს ადასტურებს თ------- ა-------ეც, რომელმაც, აღნიშნული ქონების ზ----- ტ-------–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვნის თაობაზე სარჩელით სასამართლოს 2016 წლის დეკემბერში მიმართა (სარჩელის ასლი - ს.ფ. 14-25, შესაგებელი - ს.ფ. 149-158).

 

პალატა მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფოს, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდული მნიშვნელობის ქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგა ზიანი.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მართლაც რომ წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რამდენადაც იგი დაინტერესებულ მხარეს (მესამე პირს)-თ------- ა-------ეს ანიჭებს საკუთრების უფლებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ის განსაკუთრებული გარანტიები, რომელიც აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გაუქმების დაცვითი მექანიზმია, რამდენადაც აღნიშნული აქტით შესაძლოა ირღვეოდეს ზ----- ტ-------–---–ის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული საკუთრების უფლება.

 

პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა მოახდინოს თ------- ა-------ის 2015 წლის 21 ოქტომბრის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებითა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა იმსჯელოს ზ-----ი ტ-------–---–ის მიერ ავტოფარეხის მფლობელობის ფაქტზე და მისგან გამომდინარე, ზ-----ი ტ-------–---–ის უფლებაზე, რაც გამორიცხავდა თ------- ა-------ის განცხადების დაკმაყოფილებას ზ-----ი ტ-------–---–ის მიერ დაკავებული ავტოფარეხის ნაწილში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ზ----- ტ-------–---–ის წარმომადგენლის ქ------- ი--------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული N2/40273-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 23 ივნისს გაცემული N----- საკუთრების უფლების მოწმობის მოქმედება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო სააპელაციო ინსტანციის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელი.

 

10. პროცესის ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი განთ---------–--ულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთ---------–--ულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე

 

შოთა გეწაძე -