განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210118002255268
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ-560-2018წ.
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი) თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი მირანდა ირემაძე
აპელანტი: გ------ კ-------–ია
წარმომადგენელი: ჯ------- ქ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: ვ------–-- გ-----------------ი
წარმომადგენელი: კ--ა ჩ---–-–---–ი
დავის საგანი: სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი:
1.2018 წლის 12 იანვარს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ------–-- გ-----------------მა გ------ კ-------–იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2.მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში მოპასუხე მხარემ შესთავაზა საქმიანი წინადადება, კერძოდ, მოპასუხე გ------ კ-------–იას ჰყავდა ექსკავატორი „კამატსუ“ რომელსაც სჭირდებოდა შეკეთება, შეკეთების შემდეგ კი შესაძლებელი იქნებოდა მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ქვიშა-ხრეშის კარიერებზე და სხვადასხვა სახის მშენებლობაზე. ასევე, თუ მოსარჩელე მხარე გაიღებდა შეკეთებისათვის საჭირო ხარჯებს, შეიძენდა ექსკავატორისათვის საჭირო დეტალებს და გაიღებდა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო თანხას, მოსარჩელე მხარის მიერ დახარჯული თანხა იქნებოდა მოპასუხის ვალი, სესხად მიცემული თანხა, რომელსაც ის გაისტუმრებდა 2016 წლის ბოლომდე.
3.მოსარჩელის მითითებით, გ------ კ-------–იას თურქეთში გასამგზავრებლად გადასცა თანხა - 600 ლარი; - ექსკავატორის შესაკეთებლად - 5000 ევრო; ექსკავატორის ძრავის დეტალების შეძენისთვის - 3828 ევრო; ექსკავატორისათვის შეძენილი აკუმლიატორის თანხა - 235 ლარი; საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისათვის - 377 ლარი; - დღგ-ს გადასახადი - 1917 ლარი; - იმპორტის გადასახდი - 5 ლარი; - შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეულ მომსახურების საფასური - 300 ლარი; - ექსკავატორის რემონტისათვის - 3000 აშშ დოლარი;
4.მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული თანხები სესხის სახით გადასცა მოპასუხეს, რის გამოც ითხოვს მოპასუხე გ------ კ-------–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 8828ევროს, 3000 აშშ დოლარისა და 3434 ლარის გადახდა.
მოპასუხის პოზიცია:
5.მოპასუხე გ------ კ-------–იამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიღებული თანხები არ წარმოადგენდა სესხის სახით მიღებულ თანხებს. ის უნდა მოხმარებოდა მხარეთა ერთობლივ საქმიანობას. ამასთან, მხარემ დაადასტურა, რომ მართლაც მიიღო მოსარჩელისაგან 5000 ევრო ტექნიკის ნაწილების შესაძენად, რა მიზნითაც იყო თურქეთში, მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთში ძალზე ძვირი ღირდა ტექნიკის ნაწილები, დაბრუნდა საქართველოში და მგზავრობის ხარჯების გამოკლებით ეს თანხა დაუბრუნა ვ------–-- გ-----------------ს, რომელმაც აღნიშნული თანხით საჭირო ნაწილები გერმანიაში შეიძინა.
6.იმისათვის, რომ მხარეებს ეწარმოებინათ ერთობლივი ბიზნესი, 50%-50%-იანი წილობრივი მონაცემებით დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სწორედ აღნიშნული ფირმის სახელზე იქნა შეძენილი ტექნიკა, ექსკავატორი, მომზადდა მშენებლობის პროექტი და სხვა; კერძოდ ფერმის ტერიტორიაზე დაშალეს ძველი შენობები და გაკეთდა ახალი პროექტები. აშენებული იქნა შენობის ნაწილი.
7.ექსკავატორის დაშლა და რემონტი განხორციელდა მის ადგილსამყოფელზე ქობულეთში. მისი შეკეთება მიმდინარეობდა პროფილაქტიკაში, რისთვისაც საჭირო გახდა ხელოსნების ჩამოყვანა თურქეთიდან, აღნიშნულს დასჭირდა დამატებითი ხარჯები, რაც გასწია მოსარჩელემ. შესაბამისად 3000 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელე ითხოვს - მოხმარდა ტრაქტორის შეკეთებას.
8.მოსარჩელე მხარეს ოზურგეთში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს მოსარჩელე ამუშავებდა ტრაქტორის მეშვეობით 2016 წლის ივნისი - ივლისის თვეში. შემდეგ ტრაქტორი მუშაობდა ფერმის ტერიტორიაზე. 2017 წელს მოსარჩელემ კვლავ წაიყვანა ტრაქტორი თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის დასამუშავებად, შემდგომ ტრაქტორს აქირავებდა დღიურად, თუმცა მიღებულ თანხას არ უნაწილებდა მოპასუხეს.
9.მოპასუხის აღნიშვნით, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ყველა თანხა გამოყენებული იქნა საერთო საქმიანობისთვის.
სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
10.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით: ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - გ------ კ-------–იას ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 8828 (რვა ათას რვაას ოცდარვა) ევროს (სარჩელის შემოტანის დროისთვის არსებული კურსით, კერძოდ, 1 ევრო - 3.1153 ლარი) გადახდა; მოპასუხე - გ------ კ-------–იას ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის (სარჩელის შემოტანის დროისთვის არსებული კურსით, კერძოდ, 1 აშშ დოლარი - 2.5851 ლარი) გადახდა; მოპასუხე - გ------ კ-------–იას ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 3434 (სამი ათას ოთხას ოცდ-----თხმეტი) ლარის გადახდა; მოპასუხე გ------ კ-------–იას მოსარჩელე ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი. კერძოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1161 (ათას ას სამოცდაერთი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 (ორმოცდაათი) ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1500 ლარის გადახდა.
11.დადგენილი იქნა, რომ 25.12.2015 წელს გ------ კ-------–იამ ვ------–-- გ-----------------ისგან 5000 (ხუთი ათასი) ევრო მიიღო ტრაქტორის სარემონტო სამუშაოებისათვის; 23.12.2015 წელს კი 600 (ექვსასი) ლარი საქართველოდან გამგზავრების ნებართვისათვის.
12. 2016 წლის 07 აპრილს გ------ კ-------–იამ მიიღო ვ------–-- გ-----------------ისაგან 3000 აშშ ექსკავატორის სარემონტო სამუშაოებისათვის.
13.სასამართლომ დაადგინა, რომ ვ------–-- გ-----------------მა ექსკავატორის შეკეთებისთვის საჭირო დეტალები შეუკვეთა გერმანიაში. გადაიხადა მათი ღირებულება - 3827.94 ევრო. შეიძინა აკუმულიატორი ექსკავატორისთვის 235 ლარად. საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისთვის 376.90 ლარი. დღგ-ს გადასახადი - 1917 ლარი. იმპორტის გადასახადი 5 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 300 ლარი.
14.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ) თანახმად, ექსკავატორი კომაცუ შემდეგი მონაცემებით: სანომრე ნიშანი: C----. მარკა მოდელი: კომაცუ W----.ფერი: ყვითელი 5/8.გამოშვების წელი: 2007. საიდენტიფიკაციო ნომერი: K--------------- - ეკუთვნის შპს ,,ი--------------ის’’ (ს/ნ 2--------), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მასზე ირიცხება საგასახადო გირავნობა/იპოთეკა.
15.სასამართლომ საქმეში არსებული 2015 და 2016 წლების წერილობითი ხელწერილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ კ-------–იამ ვ------–-- გ-----------------ისგან სესხის სახით აიღო გარკვეული თანხა. ვ------–-- გ-----------------ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გ------ კ-------–იას მიერ სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. სასამართლოს მითითებით: საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ------ კ-------–იამ 5000 ევრო დაუბრუნა ვ------–-- გ-----------------ს. ასევე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა მათ ერთობლივ საქმიანობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა.
16.სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-624-ე მუხლებზე მიუთითა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
17.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული გ------ კ-------–იას მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ------–-- გ-----------------ის სარჩელის უარყოფა ითხოვა.
18.აპელანტის განმარტებით: გ------ კ-------–ია და ვ------–-- გ-----------------ი აპირებდნენ ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში უნდა გაეკეთებინათ მეცხოველოების ფერმა, რისთვისაც ესაჭიროებოდათ ამწე და ტრაქტორი, რაც ძალზედ ძვირი იყო, რადგან ამწეს დაქირავება ერთ დღეში ჯდებოდა 500 ლარი, ხოლო ტრაქტორის დაიქრავება 400 ლარი დღეში. სწორედ ამ მიზნით, გ------ კ-------–იამ მიმართა მეგობარს, თ------ ბ--------ეს, რომელსაც ჰყავდა გაფუჭებული ტარქტორი. ბ--------ესთან შეხვედრას ესწრებოდა თავად მოსარჩელე ვ------–-- გ-----------------ი. მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა რუსულად, რათა შინაარსი გასაგები ყოფილიყო მოსარჩელისათვის. ექსპერტიზის ბიუროს გააკეთებინეს დასკვნა ტრაქტორის ღირებულებაზე, ასევე იმაზე თუ რა ნაწილები იყო დაზიანებული. რაც შეეხება 5000 ევროს, გ------ კ-------–ია მართლაც იყო თურქეთში, მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთში ძალზედ ძვირი იყო სპეც ტექნიკის ნაწილები, მოსარჩელემ გადაწყვიტა გერმანიაში ეყიდათ ისინი, რის გამოც გ------ კ-------–იამ ეს თანხა უკან დაუბრუნა გ-----------------ს, რომელმაც სწორედ ამ თანხით შეიძინა საჭირო ნაწილები გერმანიაში. გ------ კ-------–იას ჰქონდა პირობითი სასჯელი, ამიტომ აუცილებელი გახდა თანხის გადახდა, რათა პრობაციის სამსახურს მიეცა ნებართვა საზღვრის გადაკვეთაზე ანუ ეს თანხებიც რეალურად მოხმარდა საერთო ბიზნეს ინტერესებს. ფერმის ტერიტორიაზე აშენებული იქნა შენობების ნაწილი, გააკეთეს ახალი პროექტები, დაშალეს ძველი შენობები. ექსკავატორის დაშლა და რემონტი განხორციელდა ტრაქტორის ადგილსამყოფელზე ქობულეთში. ყველა ეს თანხა გამოყენებული იქნა საერთო ბიზნესის მიზნით.
19.აპელანტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს (ვ------–-- გ-----------------ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები, მათ შორის გ------ კ-------–იასგან. სწორედ ამ ნაკვეთებს მოსარჩელე ამუშავებდა ამ ტრაქტორის მეშვეობით 2016 წლის ივნის-ივლისის თვეში. შემდეგ ტარქტორი მუშაობდა ფერმის ტერიტორიაზე. 2017 წლის მარტში მოსარჩელემ ტრაქტორი (მძღოლი დ----- ა-------–--ე) წაიყვანა სოფელ შეკვეთილში თავის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე და იქ ამუშავებდა. მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი ტარქტორის მესაკუთრის ვინაობა, რადგან მანვე ტექ.პასპორტი გადააგზავნა გერმანიაში, რათა იქედან მომხდარიყო საჭირო ნაწილების მოწოდება. ტექ.პასპორტში ლათინური შრიფტით გარკვევით წერია მესაკუთრე. ასევე, თ------ ბ--------ისაგან იციდა, რომ ტრაქტორს ედო ყადაღა შემოსავლების სამსახურის მხრიდან.
20.აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მოსარჩელის განმარტებებს, მან აღიარა, რომ ტრაქტორის შეკეთება დაუჯდათ 11 000 აშშ დოლარი, მხარემ ასევე აღიარა, რომ იგი გაცნობილი იყო ტრაქტორის სარეგისტრაციო ბარათს და მან იცოდა, რომ ტრაქტორი არ იყო კ-------–იას საკუთრება.
21.აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილ ხელწერილებში გარკვევით წერია, რომ თანხები კ-------–იას გადაეცა ტრაქტორის შესაკეთებლად ანუ გარკვეული მოქმედების/ვალდებულების შესარულებლად, რაც აპელანტმა შეასრულა მოსარჩელის მონაწილეობით. აღნიშნულს არ უარყოფს თავად მოსარჩელე. ტრაქტორის შეკეთება დასრულდა, ტრაქტორი მწყობრში იყო ზაფხულშივე. მოსარჩელემ არ უარყო ის ფაქტი, რომ ტრაქტორს ამუშავებდა თავისი მიზნებისათვის.
22.აპელანტის განმარტებით, გაუგებარია საიდან დაადგინა სასამართლომ, რომ ადგილი ჰქონდა სასესხო ხელშეკრულებას, ვინაიდან მსგავსი არ იკვეთება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა. ოქმის შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ მხარეებს ჰქონდათ ერთობლივი საქმიანობის მიზანი. მართალია, პარტნიორთა კრების ოქმი რეესტრში არ დარეგისტრირებულა, მაგრამ პარტნიორებს ამ ოქმისაგან განსახვავებული გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღიათ და ეს ოქმი ძალაშია, რაც სასამართლომ ასევე დატოვა შეფასების და ყურადღების გარეშე.
23.აპელანტი მიუთითებს, რომ არანაირ სასესხო ურთიერთობაში იგი მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა, არ მიუღია მისგან სესხად არანაირი თანხა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყევტილების მიღებით სარჩელის უარყოფა ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი
ფაქტობრივი გარემოებები:
24.სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
25.საქმეში, ს.ფ. 19-20-ზე განთავსებულია გ------ კ-------–იას მიერ, 2015 წლის 23 დეკემბერს შედგენილი ხელწერილი, სადაც გ------ კ-------–ია ადასტურებს 5000 ევროს ვ------–-- გ-----------------ისაგან მიღებას, ამავე ხელწერილში მითითებულია თანხის მიღების მიზნობრიობა: „ტრაქტორის სარემონტო სამუშაოებისთვის“. ასევე დადასტურებულია 600 ლარის მიღების ფაქტი. მითითებული თანხა გ------ კ-------–იამ მიიღო საქართველოდან გამგზავრების ნებართვისთვის. (ს.ფ.20). გ.კ-------–ია იყო პირობით მსჯავრდებული, საზღვრის კვეთის ნებართვისთვის უნდა გადაეხადა გარკვეული საფასური, საზღვრის კვეთა კი დასჭირდა ტრაქტორისთვის საჭირო ნაწილის თურქეთში შეძენისთვის (შესაგებელი, ს.ფ.98).
26.საქმეში (ს.ფ.22-34) განთავსებული გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ ვ------–-- გ-----------------მა ექსკავატორის შეკეთებისთვის საჭირო დეტალები შეუკვეთა გერმანიაში. გადაიხადა მათი ღირებულება - 3827.94 ევრო. შეიძინა აკუმულიატორი ექსკავატორისთვის 235 ლარად. საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისთვის 376.90 ლარი. დღგ-ს გადასახადი - 1917 ლარი. იმპორტის გადასახადი 5 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 300 ლარი.
27.საქმეში (ს.ფ.35) განთავსებულია 2016 წლის 8 აპრილის ხელწერილი, შედგენილი გ------ კ-------–იას მიერ, რომელშიც მითითებულია, რომ გ------ კ-------–იამ ვ------–-- გ-----------------ისაგან მიიღო 3000 $; აქვე მითითებულია, რომ თანხა მიიღო ექსკავატორის სარემონტო სამუშაოებისათვის.
28.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ) თანახმად, ექსკავატორი კომაცუ შემდეგი მონაცემებით: სანომრე ნიშანი: C----. მარკა მოდელი: კომაცუ W----.ფერი: ყვითელი 5/8.გამოშვების წელი: 2007. საიდენტიფიკაციო ნომერი: K--------------- ეკუთვნის შპს ,,ი--------------ის’’ (ს/ნ 2--------), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ირიცხება საგასახადო გირავნობა/იპოთეკა.
29.მოსარჩელე მიუთითებს, რომ მითითებული ხელწერილები, ასევე საბანკო ქვითრები ადასტურებს გ------ კ-------–იასა და ვ------–-- გ-----------------ს შორის სასესხო ურთიერთობის არსბობას.
30.მოპასუხე მხარე უარყოფს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას და განმარტავს, რომ მხარეები ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ, რის გამოც გასწია გარკვეული ხარჯი ვ------–-- გ-----------------მა.
31.სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაითხული იქნენ მოწმეები: თ.ბ--------ე, დ.ა-------–--ე, ზ.კ-------–ია, დ.ტ------–ი, გ.გ---–----–---–ი, ე.ბ-----ე, გ.მ-------ე. მოწმეთა განმარტებებით დგინდება, რომ მხარეებს კ-------–იასა და გ-----------------ს ქონდათ საქმიანი ურთიერთობა, სურდათ მეფრინველეობის ფერმის აშენება, რომელიც ვერ აშენდა, რაც შეეხება ტრაქტორს, ამ ტრაქტორით მუშავდებოდა, როგორც საკუთრივ გ-----------------ის, ისე კ-------–იას მიწები, ტრაქტორთან დაკავშირებით განკარგულებებს ძირითადად გ-----------------ი იძლეოდა, ასევე კ-------–იაც. ფულსაც ხან ერთი იხდიდა, ხან მეორე. ტრაქტორი არ იყო არც კ-------–იას და არც გ-----------------ის საკუთრება.
32.გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის არსებობდა წინარე სეთანხმება, გარიგება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომელიც არ წარმოშობილა. (მხოლოდ ტრაქტორის შერემონტება, რასაკვირველია, ამ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას ვერ დაადასტურებს). უფრო კონკრეტულად:
33.სააპელაციო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები შემდეგი შინაარსისაა:
34. მოწმე თ------ ბ--------ემ განმარტა: 2015 წლის ოქტომბრის თვეში მას დაუკავშირდა გ------ კ-------–ია, შეხვდა გ-----------------საც. სთხოვეს ტრაქტორი. მათ უნდადათ ტრაქტორის ქირით წაყვანა, რომელიც ესაჭიროებოდათ ფერმის ასაშენებლად. მოილაპარაკეს, რომ კ-------–ია - გ-----------------ი წაიყვანდნენ ტრაქტორს, შეაკეთებდნენ და ამუშავებდნენ, ტრაქტორის მუშაობის შედეგად მოხდებოდა შეკეთების თანხის ამოღება, ხოლო შემდგომ შეისყიდდნენ მას. მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო, ასევე იმის გამო, რომ ტრაქტორზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა - მისი გამოსყიდვა ვერ შედგა. თუმცა მასთან მისული იყო გ-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ 11000 დოლარი დაუჯდა ტრაქტორის შეკეთება დამოთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა.
35.მოწმე დ----- ა-------–--ემ განმარტა, რომ ფერმის აშენება უნდოდათ გ------ კ-------–იას და მის მეწილე გ-----------------ს. ორივე მივიდა მასთან სთხოვეს ტრაქტორზე მუშაობა, ს-–--ა რომ ესაუბრებოდა, გ------ი უთარგმნიდა. აწარმოებდნენ, დასუფთავებოს სამუშაოებს. ფერმის ტერიტორიაზე ს-–--აც მიდიოდა და გ------იც, აძლევდნენ მითითებებს რის შემდგომაც მუშაობდა. გ-----------------ს ამის გარდა სხვა ობიექტებზეც მიჰვყავდა ხოლმე, სამჯერ სხვადასხვა ადგილზე გაჰყვა ტექნიკით. . .
36.მოწმე ზ------ კ-------–იამ განმარტა, რომ ტრაქტორზე მუშაობდა 2016 წლიდან. გ------ კ-------–იამ თხოვა ტრაქტორზე მუშაობა თანხას კი ს-–--ა გასცემდა. დღეში 50 ლარზე იყვნენ შეთანხმებული, ხელფასი ს-–--ამ მოუტანა სახლში ორჯერ. იცის, რომ გ------ი და ს-–--ა ერთ საქმეში იყვნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ, ფერმის აშენება სურდათ . ის თავადაც მუშაობდა მათთან. . .
37.მოწმე დ----- ტ------–ის განმარტებით: ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდა, ფერმის ტერიტორიაზე და იყო დამხმარე, ტერიტორიის გაწმენდაში ეხმარებოდა ტრაქტორის მძღოლებს. მითითებებს, რომ ორივე აძლევდა მითითებებს, როგორც კ-------–ია ასევე გ-----------------ი. თუ კ-------–ია არ იქნებოდა მაშინ გ-----------------ი იყო ან პირიქით. ხელფასსაც ორთავე აძლევდათ, რაც დღიურად 25 ლარს შეადგენდა. 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ბოლომდე მუშაობდა. . . .
38.მოწმე გ------- გ---–----–---–ის განმარტებით: 2016 წელს მუშაობდა შეშის ჭრაზე და ეზოს დასუფთავებაზე. ს-–--ას (ანუ ვ------–--ს) ჰქონდა ნაყიდი მიწის ნაკვეთი და მისი კერძო ტერიტორია იყო, საყანე ფართობს ამზადებდა სიმინდის დასათესად. ფერმის მომიჯნავედ იყო ეს ფართობი თუ რამე იყო გასაკეთებელი ფერმაზე, გადადიოდა და ეხმარებოდა. ფერმის ტერიტორია გ------ის იყო, ხელფასს ს-–--ა აძლევდა, დღეში 20 ლარს. თვენახევარი იმუშავა. . .
39.მოწმე ე------ ბ-----ის განმარტებით: გ-----------------ს იცნობს 4 წელია, გაიცნო ი-------–-----–----თან შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობისას. არ იცნობს გ------ კ-------–იას, სახელით და გვარით იცნობს, ვიზუალურად არა. იცოდა ზედაპირულად რომ ვ-----–-- გ-----------------ს გ------ კ-------–იასთან ჰქონდა საერთო საქმიანი ურთიერთობა, ფერმა და მიწის ნაკვეთი და რაღაც ტრაქტორი. დეტალები არ იცის . . .
40.მოწმე გ--- მ-------ის განმარტებით: იცნობს ორივე მხარეს, აქვს მშენებლობის ბიზნესი, გ------ კ-------–ია არის მისი სოფლიდან, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. ვ------–-- გ-----------------ს იცნობს 2016 წლიდან და მასთან აქვს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. ვ.გ-----------------ს და გ.კ-------–იას ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა, სურდათ მეცხოველეობის ფერმის აშენება. იცნობდა ორივე მხარეს ამიტომ მათ კონფლიქტში და დეტალებში არ ჩარეულა. . . .
41.სააპელაციო პალატა აფასებს რა ზემომიმოხილულ მოწმეთა ჩვენებებს, ადგენს, რომ საქმეში განთავსებული ვერც ერთი წერილობითი მტკიცებულება, და ვერც ერთი მოწმის ჩვენება ვერ ადასტურებს ვ------–-- გ-----------------სა და გ------ კ-------–იას შორის ვერც სასესხო ურთიერთობის არსებობას, და ვერც ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივ ურთიერთობას.
42.საქმეში, ს.ფ. 17-ზე განთავსებულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შპს „ო------------–-ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 22 სექტემბერს, რომლის დირექტორი იყო გ------ კ-------–ია; შპს -ს მესაკუთრეებს 50%-50%- წილობრივი მონაცემებით წარმოადგენდნენ გ------ კ-------–ია და ვ-----–-- გ-----------------ი, მარგამ მხარეები ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან, იმას, რომ ეს საქმიანობა ვერ შედგა, იმ საკანონმდებლო დაბრკოლებათა გამო, რაც მათი მხრიდან კაპიტალში შენატანს შეექმნა.
43.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
44.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
45.პალატა, მტკიცებულებათა შეფასებით, დაუდასტურებლად მიიჩნევს მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.
46.პალატის მოსაზრებით, მართალია, საქმეში არსებობს გ-----------------ის მიერ გ.კ-------–იასათვის გარკვეული თანხების გადაცემის თაობაზე მტკიცებულებები, თუმცა, სრულიად დაუდასტურებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს თანხები გ-----------------მა გ------ კ-------–იას სწორედ სესხის სახით გადასცა.
47.საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, არ დასტურდება მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა.
48.ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
49.ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარიგება იქნება ზეპირი, თუ წერილობით დადებული უნდა დგინდებოდეს ერთობლივი საქმიანობის სახეობა და მიზანი, მონაწილეთა უფლებები, მოვალეობები, შემოსულობებისა და ზიანის განიწილების წესი და პირობები, საქმიანობის ხანგრძლივობა, უნდა დგინდებოდეს ვის რისი შეტანის ვალდებულება აკისრია ამხანაგობაში და ა.შ.
50.კონკრეტულ შემთხვევაში, სრულიად დაუდასტურებელია მოდავე მხარეთა შორის ამ ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. დაუდასტურებელია გარიგების რა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები, ერთადერთი, რაც დგინდება, არის ის, რომ მათ ერთობლივად სურდათ მეფრინველეობის ფერმის აშენება;
51.მართალია, მოწმეთა ჩვენებები შეიცავს განმარტებებს მხარეთა გარკვეული საქმიანობის შესახებ, თუმცა, ფაქტია, რომ ვერც ეს საქმიანობა ვერ შედგა და მეცხოველეობის ფერმა ვერ აშენდა (ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის - ერთობლივი საქმიანობისთვის სრულიად დაუდგენელია რა წილობრივ მონაწილეობას და შენ-------ს ემყარებოდა მხარეთა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, როგორ უნდა განაწილებულიყო მოგება, როგორი იყო მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, მოწილეთა შორის შემოსავლების განაწილების წესი და პირობები და ა.შ.).
52.გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელია მხარეთა შორის, როგორც სასესხო, ისე ერთობლივი საქმიანობის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა.
53.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება მოთხოვოს თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.
54.პალატა მიიჩნევს, რომ გარიგება ვ.გ-----------------სა და გ.კ-------–იას შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ - არ წარმოშობილა.
55.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დაუშვებელია.
56.იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს მხარეთა შორის არასახელშეკრულებო ურთიერთობის, ე.ი. უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების წარმოშობის, არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს, არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას.
57.თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო, მოპასუხეს მხოლოდ ფაქტების მითითების ტვირთი აქვს,უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში ვალდებულების არსებობის მითითების და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითების და აქედან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის რისკის მატარებელი.
58.კონკრეტულ შემთხვევაში, არც მოსარჩელე, არც მოპასუხე არ მიუთითებენ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ შორის არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, არამედ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო მოპასუხე - ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივ ურთიერთობაზე შეთანხმებას მიუთითებს.
59.ასეთ შემთხვევაში, პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს მოთხოვნის საფუძველი.
60.პალატა აქვე განმარტავს, რომ ვ------–-- გ-----------------ი უფლებამოსილია აღძრას სარჩელი სხვა საფუძვლით (უსაფუძვლო გამდიდრება). (ას-177-170-2016წ; 29.07.2016წ).
საპროცესო ხარჯები:
61.ვ------–-- გ-----------------ს გ------ კ-------–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1547.00 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. გ------ კ-------–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი - მ----- კ-------–იასათვის სესხის თანხის 38 691,17 ლარის დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს ვ------–-- გ-----------------ს გ------ კ-------–იას სასარგებლოდ 1547.00 ლარი;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-7-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/
/ირმა პერანიძე/