განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001235468
№2ბ/1638-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლ---- გვარამია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სა---------–----–--------–------------------------ია
წარმომადგენლები - ბ------ წ----–---ია, კ------- ნ------–-–---–ი, გ------- ს-----------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ------------------
წარმომადგენლები - ლ---- გ-------ძე, დ----- ძ--------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება და პირგასამტეხლოს დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ-- „მ---------ის“ სარჩელი სა---------–----–--------–------------------------იის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს----------–----–--------–------------------------ას შ-- „მ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16 680 ლარის გადახდა. ს----------–----–--------–------------------------ას შ-- „მ---------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 100 ლარის გადახდა.
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2011 წლის 28 იანვარს, შ-- „მ---------სა“ და ს----------–----–--------–------------------------ას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შ-- „მ---------ს“ დამკვეთის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვა უნდა უზრუნველეყო. ასევე, საქართველოს მთავრობასა და შ-- „მ---------ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმისა და დასახელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში შ-- „მ---------მა“ იკისრა ვალდებულება დამკვეთის სტრუქტურების ტერიტორიაზე მოეხდინა საჭირო აპარატურის მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება 48 600 ლარს შეადგენდა;
2.2. 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების 2.1.7 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს დროულად უნდა მოეხდინა ანაგრიშსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1% უნდა გადაეხადა;
2.3. სხვადასხვა ს----–-ო ს--------ო კ--------მა, ს----------–----–--------–------------------------ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს აცნობეს, რომ ინტერნეტი მუშაობდა დაბალი სიხშირით, რაც აფერხებდა მუშაობას;
2.4. 2011 წლის 20 სექტემბრიდან, შ-- „მ---------სა“ და ს----------–----–--------–------------------------ას შორის, 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულება შეწყდა;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლოს განმარტებით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება- მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნივთი, ხოლო მყიდველის მიიღოს იგი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების შინაარსი იძლევოდა დასკვნის საფუძველს, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, კერძოდ: შ-- „მ---------მა“ გაყიდა, ხოლო ს----------–----–--------–--------------------------ამ იყიდა ინტერნეტით სარგებლობის უფლება. ამასთან, შ-- „მ---------ს“ უნდა უზრუნველეყო მოპასუხის ქსელში ჩართვა და დამკვეთის სტრუქტურების ტერიტორიაზე საჭირო აპარატურის მონტაჟი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველი, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად შ-- „მ---------ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვან, კერძოდ, ნაკლოვან შესრულებას უკავშირებდა და განმარტავდა, რომ ინტერნეტის მიწოდება დაბალი სიჩქარით ხორციელდებოდა, რაც აფერხებდა მყიდველის საქმიანობას.
შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, საკვლევ საკითხს ნივთობრივი ნაკლის კონტექსტში, სწორედ, გამყიდველის მიერ 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ხარისხი წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა განსაზღვრულიყო მტკიცების ტვირთის მატარებელი სუბიექტი, კერძოდ, ვის უნდა ედასტურებინა ნასყიდობის ნივთის ფაქტობრივი თვისობრიობის არასასურველი გადახვევა ხელშეკრულებით ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის განსაზღვრული სავალდებულო თვისობრიობისაგან. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი პრინციპის გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს, შესაბამისად, სწორედ სა---------–----–--------–------------------------იის მტკიცების საგანს წარმოადგენს ადგილი ჰქონდა თუ არა ნაკლოვან მიწოდებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა მხარეთა შეთანხმებას ენიჭება თუ რამდენად არის ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. ამგვარი შეფასების არარსებობისას მნიშვნელოვანია გაირკვეს ხელშეკრულების მიზანი, არის თუ არა ნივთი ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ბოლოს, ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. შესაბამისად, მითითებული ნორმა, უპირველეს ყოვლისა, ნაკლის სუბიექტურ ცნებაზე უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმთავრესია, ნივთი იყოს შეთანხმებული თვისებების მატარებელი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, შ-- „მ---------ს“ არამხოლოდ უნდა მიეწოდებინა ინტერნეტი, არამედ მიწოდებული ინტერნეტი უნდა ყოფილიყო მაღალი სიჩქარის, რაც საქმიანობის შეფერხების გარეშე განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მყიდველს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის ვალდებულება მაშინ აქვს, როდესაც ნივთის თაობაზე სუბიექტური წარმოდგენა ობიექტურად არ დადასტურდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, მის მიერ შესაგებელში მითითებული ზემოდასახელებული სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა ს----–-ო ს--------ო კომისიის თავმჯდომარეების წერილები, რომელშიც მითითებული იყო, რომ შ-- „მ---------ის“ მიერ დამონტაჟებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალი იყოდა აფერხებდა სამუშაო პროცესს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულებები - ინტერნეტ საიტი w------------დან დასურათებული მასალა, რაც მოპასუხის მითითებით, ასევე, ასახავდა ინტერნეტის დაბალი სიჩქარით მიწოდების ფაქტს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოებას, ს----–-ო ს--------ო კომისიის თავმჯდომარეების წერილების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. წარმოდგენილი წერილების უმრავლესობა დათარიღებული იყო 2011 წლის 18 აგვისტოთი. ასევე, მოპასუხემ, 2011 წლის 18 აგვისტოს წერილით გამოხატა 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, რის საფუძველზეც, 2011 წლის 20 სექტემბრიდან მხარეებს შორის დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ხელშეკრულება შეწყდა. ყოველივე აღნიშნული ეჭქვეშ აყენებდა სადავო საკითხის მტკიცების მიზნით წარმოდგენილი წერილების მიუკერძოებელ ხასიათსა და მისი შემდგენი სუბიექტების ნეიტრალურ დამოკიდებულებას.
რაც შეეხება, ინტერნეტ საიტი w-----------დან დასურათებულ მასალას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან, მოპასუხე დაწესებულება აპელირებდა საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ვებგვერდის დანიშნულებიდან გამომდინარე) არ შეიძლება აღნიშნულის დასადასტურებლად ყოფილიყო გამოყენებული.
აქვე, სასამართლომ მიუთითა, რომ გამყიდველის მიერ სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (ნაკლიანი შესრულება), ნივთის მიღებისა და გამოყენების შემთხვევაში, მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდისაგან კი არ ათავისუფლებდა, არამედ მყიდველის მიერ გამყიდველის წინაშე სამოქალაქო კოდექსის 490-ე-494-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის გამოყენების წინაპირობას იყო, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოსთხოვოს გამყიდველს ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა; ფასის შემცირება; ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან, შ-- „მ---------მა“ მიაწოდა, ხოლო ს----------–----–--------–--------------------------ამ მიიღო ნასყიდობის საგანი, ამ უკანასკნელს სკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრა, რაც მის მიერ არ იყო განხორციელებული.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ცენტრალურ ს--------ო კომისიას შ-- „მ---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 16680 ლარის გადახდა.
2.6. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2011 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებდა შ-- „მ---------ს“ გამოეყენებინა მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდებოდა, სამოქალაქო კოდექსი უტოვებდა სასამართლოს შესაძლებლობას, შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მომხდარიყო კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც, თავის მხრივ, დაარღვევდა მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა 14900 ლარი არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირებულიყო 100 ლარამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის. კერძოდ, მოსარჩელე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებდა გარკვეულ მტკიცებულებაზე, ამ მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება, მასვე ეკისრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, შ-- ,,მ---------მა" სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მოთხოვნების საფუძვლიანობა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდაზე ვალდებულების არსებობას. აპელანტმა მიუთითა, რომ 2011 წლის 28 იანვარს, შ-- ,,მ---------სა" და ს----------–----–--------–------------------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ-- ,,მ---------ი" უზრუნველყოფდა სა---------–----–--------–------------------------იის სტრუქტურების ჩართვას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სამი თვისა, ასევე სხვა მომსახურების გაწევას, ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგედა 48 600 ლარს. შ-- ,,მ---------მა" ვერ უზრუნველყო 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების დანართ №1-ში გათვალისწინებული ყველა წერტილისათვის ინტერნეტის მიწოდება.
3.2. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლზე (იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა) და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი ხელშეკრულების შინაარსობრივი განმარტებიდან ნათლად ჩანდა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდას, წინ უძღვოდა გამყიდველის ვალდებულება, შეესრულებინა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა. ვინაიდან შ-- ,,მ---------მა" არ შეასრულა შ-- ,,მ---------სა" და ს----------–----–--------–------------------------ას შორის გაფორმებული 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, ს----------–----–--------–--------------------------ამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე შ-- ,,მ---------ს" 2013 წლის 17 დეკემბრის №0--------- წერილით აცნობა, რომ ც-----ს შ-- ,,მ---------ის" მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნდა და არ აპირებდა ზემოაღნიშნული თანხის - 16 680 ლარის გადახდას.
აპელანტის განმარტებით, აპარატურის დამონტაჟების დღიდან ს----–-ო ს--------ო კ--------ი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მომსახურების გამო, რადგან პრაქტიკულად ვერ ხერხდებოდა არა მარტო გლობალურ-ინტერნეტ საიტებთან დაკავშირება, არამედ შეზღუდული იყო ლოკალურ საიტებზე წვდომაც, მათ შორის ც-----ს ვებ-გვერდზეც, ინტერნეტის მიწოდების სიჩქარე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალი, ზოგს საერთოდ არ მიეწოდებოდა ინტერნეტი, ასევე დაფიქსირდა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის 4 შემთხვევა. ც-----ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებს ხშირად უხდებოდათ ამ საკითხებთან დაკავშირებით შ-- ,,მ---------ის” საოპერატორო სამსახურთან დაკავშირება. მართალია, ,,მ---------ის” შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მეტნაკლებად ახდენდნენ რეაგირებას, თუმცა ამას არსებითად არ შეუცვლია სიტუაცია. ,,მ---------ი” ვერ უზრუნველყოფდა შეტყობინებებზე ადეკვატურ რეაგირებას. წამოჭრილი პრობლემები ან ვერ გვარდებოდა, ან გვარდებოდა ძალიან მოკლე პერიოდით.
შ-- ,,მ---------სა” და ც-----ს შორის 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებაზე დანართი №--ის მიხედვით, ,,მ---------ის” მხრიდან არ ხდებოდა გამოვლენილი ინციდენტების ოფიციალური დაფიქსირება, მათთვის უნიკალური კოდების მინიჭება და ამ კოდების ც-----სთვის გადმოცემა. ც-----ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ საკუთარი ინიციატივით 2011 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში, რამდენიმე ს----–-ო ს--------ო კომისიაში განხორციელდა შემოწმება ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩატარებული შემოწმებისას შეირჩა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობით მოხდა ინტერნეტის სიჩქარეთა გაზომვა. აღნიშნული მონაცემები მოცემულია ცხრილში ოლქებისა და დღეების მიხედვით. დანართში ასახული ინფორმაცია და ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ შემოწმებულ ს----–-ო ს--------ო კ--------ში ინტერნეტის მიწოდების სიჩქარე არ შეესაბამებოდა ,,მ---------ის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიჩქარის მიწოდების ვალდებულებას, კერძოდ კი ინტერნეტის მიწოდება ხდებოდა არასტაბილურად, ხოლო მიწოდების სიჩქარე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიჩქარეზე დაბალი.
აღნიშნულის თაობაზე შ-- ,,მ---------ს” ც-----მ მიმართა 2011 წლის 27 ივნისის №0-------- წერილით და ეთხოვა, მიეღო ზომები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად.
სა---------–----–--------–------------------------იის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და შ-- ,,მ---------ის” ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ 27-28 ივლისსა და 1 აგვისტოს განხორციელებული შემოწმებისას ზოგიერთ ს--------ო კომისიაში ინტერნეტის სიჩქარე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიჩქარეზე ძალიან დაბალი (მაგ: გ-–-----), ზოგიერთში - კარგი (მაგ: ვ--ე, ჩ------------), ზოგ ს----–-ო ს--------ო კომისიას ინტერნეტი საერთოდ არ მიეწოდებოდა (მაგ: სამგორი), ხოლო ს----–-ო ს--------ო კ--------ის უმეტესობაში-დაბალი. ამის შემდეგ, ,,მ---------ის” ინიციატივით მოხდა ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება სხვა, ახალი მეთოდოლოგიითაც, კერძოდ, სპეედტესტ.ნეტ - ის გამოყენებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ექვსიდან ოთხ ს----–-ო ს--------ო კომისიაში ინტერნეტის მოწოდების სიჩქარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე, ანუ 64 კილობიტ/წმ-ზე ნაკლები იყო.
სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მოპასუხის მიერ შ-- ,,მ---------ში” წერილი იქნა გაგზავნილი. პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ,,მ---------ის” საოპერატორო სამსახურთან დაკავშირება. მოპასუხისათვის მანამდე ცნობილ საკონტაქტო ტელეფონზე მოსარჩელე ზარებს არ პასუხობდნენ, ხოლო მათ მიერ მოწოდებული ცხელი ხაზის ნომერი მუდმივად დაკავებული იყო. სიტუაცია არ გამოსწორებულა არც შემდგომ. როგორც ს----–-ო ს--------ო კ--------იდან შემოსული მოხსენებითი ბარათებიდან ირკვეოდა, ინტერნეტი საერთოდ არ მუშაობდა ან მუშაობდა ძალიან ნელა და მისი სამსახურეობრივი მიზნებისათვის გამოყენება ვერ ხერხდებოდა.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ც-----მ მიიღო გადაწყვეტილება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაზეც შ.პ.ს. ,,მ---------ს” ეცნობა ც-----ს 2011 წლის 18 აგვისტოს №0-------- წერილით.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე და 490-ე-494-ე მუხლები და არ გამოყენა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2017 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობასა და შ-- ,,მ---------ს’’ შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 14-16);
4.2. 2011 წლის 28 იანვარს, შ-- „მ---------სა“ და ს----------–----–--------–------------------------ას (დამკვეთი) შორის, 10.08.2017 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დაიდო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, შ-- „მ---------ი“ უზრუნველყოფდა დამკვეთის სტრუქტურების ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვას ეტაპობრივად (1.2. პუნქტი), დამკვეთის მიერ მითითებულ და წინამდებარე ხელშეკურლების დანართ N1-ში მოცემულ დამკვეთის სტრუქტურების ტერიტორიაზე საჭირო აპარატურის მონტაჟს (1.3. პუნქტი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენდა 48 600 ლარს;
4.3. ხელშეკურლების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1.7. პუნქტით დაწესდა, შემკვეთის ვალდებულება, გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაეხადა მ---------ისათვის პირგასამტეხლო არ გადახდილი თანხის 0,1%-ის ოდენობით. რაც შეეხება შ-- ,,მ---------ის’’ ვალდებულებას, იგი ჩამოყალიბდა ხელშეკურლების 2.2. პუნქტში შემდეგნაირად:
2.2.1. უზრუნველყოს თავისი ტექნიკური საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და დროულად აღმოფხვრის შეფერხებები;
2.2.2. გადასცეს დამკვეთს კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო აპარატურა;
2.2.3. უზრუნველყოს დანართში ჩამოთვლილი მომსახურებით უზრუნველყოფა, ასევე, არხების მიმართულებით დამკვეთის სტრუქტურებს შორის კავშირი და მისცეს საშუალება დამკვეთს უზრუნველყოს მ---------ის აღჭურვილობის ინტერფეისი საკუთარ მოწყობილობებთან;
2.2.4. აპარატურისა და მოწყობილობების დამკვეთთან განთავსებისას გაითვალისწინოს განთავსების ადგილისა და პირობების შესაბამისობა მათი მწარმოებლის მიერ დადგენილ ექსპლუატაციის ტექნიკურ ნორმებთან;
2.2.5. უზრუნველყოს არხების შესაბამისობა ტექნიკურ ნორმებთან და პარამეტრებთან ხელშეკურლების მოქმედების მთელის ვადის განმავლობაში და დანართ N1-ში წერტილში, ერთ თვეში, ქსელის ფუნქციონირების რვა მიმდევრულ საათზე მეტი დროით შეწყვეტისათვის ან/და გარანტირებულზე დაბალი ხარისხით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ან სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში, რომლის შედეგად დამკვეთს არ მიეწოდება შეთანხმებული ხარისხის მომსახურება, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს მას პირგასამტეხლო, რომელიც უნდა იქნეს გამოანგარიშებული ამ პუნქტში და ხელშეკურლების 3 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად;
2.2.6. 2.2.5. პუნქტის შესაბამისად, ქსელის ფუნქციონირების/კავშირის შეწყვეტის ვადა აითვლება ხელშეკურლების დანართი 4-ით დადგენილი წესით, მისი დაფიქსირების მომენტიდან.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკურლების 2.5. პუნქტზე, რომლის თანახმად, 2.1.7. და 2.2.5. პუნქტებით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს გამოყენება ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას, დამრღვევი მხარის მიმართ. ხოლო, მათი გამოყენების შემთხვევაში, საურავის ოდენობის დარიცხვა ხორციელდება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის თარიღისა.
4.4. 2011 წლის 20 სექტემბრიდან, შ-- „მ---------სა“ და ს----------–----–--------–------------------------ას შორის, 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულება შეწყდა;
4.5. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, შ-- ,,მ---------ის’’ მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკურლებით გათვალისწინებული ვალდებულების - თანხის გადახდის, შესრულება, და მისი შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ, სა---------–----–--------–------------------------იისათვის, შ-- „მ---------ის“ სასარგებლოდ 16 680 ლარის და - 4 900 ლარის, გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, შ-- „მ---------მა“ გაყიდა, ხოლო ს----------–----–--------–--------------------------ამ იყიდა ინტერნეტით სარგებლობის უფლება. ამასთან, შ-- „მ---------ს“ უნდა უზრუნველეყო მოპასუხის ქსელში ჩართვა და დამკვეთის სტრუქტურების ტერიტორიაზე საჭირო აპარატურის მონტაჟი.
დადგენილია, რომ შ-- ,,მ---------მა’’ შეასრულა მის მიერ ხელშეკურლების მე-2 მუხლით გათვალისიწნებული ვალდებულება. რაც შეეხება დამკვეთს, მან, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა შ-- „მ---------ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვან, კერძოდ, ნაკლოვან შესრულებაზე, რასაც დაუკავშირა და დაბალი სიჩქარით ინტერნეტის მიწოდება, რაც აფერხებდა მყიდველის საქმიანობას.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
პალატა განმარტავს, რომ გამყიდველის მიერ სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (ნაკლიანი შესრულება), ნივთის მიღებისა და გამოყენების შემთხვევაში, მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდისაგან არ ათავისუფლებს. იგი ადგენს მყიდველის მიერ გამყიდველის წინაშე სამოქალაქო კოდექსის 490-ე-494-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის გამოყენების წინაპირობას (მაგ: მოსთხოვოს გამყიდველს ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა; ფასის შემცირება; ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; ზიანის ანაზღაურება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, შ-- „მ---------მა“ მიაწოდა, ხოლო ს----------–----–--------–--------------------------ამ მიიღო ნასყიდობის საგანი, ამ უკანასკნელს სკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრა, რაც მის მიერ არ არის განხორციელებული.
4.7. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2.5 მუხლზე, რომლის თანახმად, შ------------------ ვალდებული იყო, უზრუნველეყო არხების შესაბამისობა ტექნიკურ ნორმებთან და პარამატრებთან ხელშეკურლების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში და დანართ N1-ში წერტილში, ერთ თვეში, ქსელის ფუნქციონირების რვა მიმდევრულ საათზე მეტი დროით შეწყვეტისათვის ან/და გარანტირებულზე დაბალი ხარისხით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ან სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში, რომლის შედეგად დამკვეთს არ მიეწოდებოდა შეთანხმებული ხარისხის მომსახურება, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეხადა მისთვის პირგასამტეხლო, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოანგარიშებული ამ პუნქტში და ხელშეკურლების 3 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა/პირებმა, გამოიყენა ხელშეკრულების 2.2.5. მუხლით გათვალისიწნებული უფლება და მოსარჩელე მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო უხარისხო მომსახურების მიწოდებისათვის, ამ მუხლით გათვალისიწნებულ ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე აპელირებდა/აპელირებს, რომ ინტერნეტს თავიდანვე აღენიშნებოდა დაბალი სიჩქარე. როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხე იღებდა მომსახურებას, საბოლოოდ, კი ხელშეკრულება შეწყვიტა 2011 წლის 20 სექტემბრიდან.
4.8. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს----–-ო ს--------ო კომისიის თავმჯდომარის წერილების უმრავლესობა დათარიღებულია 2011 წლის 18 აგვისტოთი. ასევე, მოპასუხემ, 2011 წლის 18 აგვისტოს წერილით გამოხატა 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, რის საფუძველზეც, 2011 წლის 20 სექტემბრიდან მხარეებს შორის დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ხელშეკრულება შეწყდა. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვანას, რომ ყოველივე აღნიშნული ეჭქვეშ აყენებდა სადავო საკითხის მტკიცების მიზნით წარმოდგენილი წერილების მიუკერძოებელ ხასიათსა და მისი შემდგენი სუბიექტების ნეიტრალურ დამოკიდებულებას. ხოლო, რაც შეეხება, ინტერნეტ საიტი w-----------დან დასურათებულ მასალას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ, ვინაიდან, მოპასუხე დაწესებულება აპელირებდა საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ვებგვერდის დანიშნულებიდან გამომდინარე) არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო აღნიშნულის დასადასტურებლად.
4.9. საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კოდექსის 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ხოლო, 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევში, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემობა, რომ ადგილი ჰქონდა ინტერნეტის დაბალი სიხშირით მიწოდებას, მითუმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც, საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი წერილი იმისა, რომ შ-- ,,მ---------ის’’ სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად, ხარვეზები არ დაფიქსირებულა, რის გამოც, მოსარჩელე სთავაზობდა შემკვეთს, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც თითოეულ წერტილში შეამოწმებდა შეერთების სიჩქარეს. ამასთან, მიუთითებდნენ, რომ მ---------ის თანამშრომლებს, არ ევალებოდათ, ამ საკითხების მოსაგვარებლად ს----–-ო კ--------ში ჩასვლა. პალატა აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე ც------ს შესთავაზეს შერჩეულიყო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც შეამოწმებდა ინტერნეტის მიწოდების სიჩქარეს ს----–-ო კომისიბში, თუმცა, ც------ს წარმომადგენლებისაგან უარი მიიღეს (ტომი 1; ს.ფ. 45; 46). ამდენად, მოპასუხე მხარე სულ მინიმუმ ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ. ექსპერტის დასკვნა..), რომ ინტერნეტის სიხშირე იყო დაბალი/ნაკლის მქონე.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და ს----------–----–--------–------------------------ას შ-- „მ---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 16 680 ლარის გადახდა.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2011 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებდა შ-- „მ---------ს“ გამოეყენებინა მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. შ------------------ სასარჩელო განცხადებით მოითხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 14 900 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 100 ლარი, არის გონივრული. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა 14900 ლარი არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირებულიყო 100 ლარამდე, რსაც დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და ეს თანხა სადაოდ არ გაუხდია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სა---------–----–--------–------------------------იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლ---- გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი