განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
010210118002567511
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/ბ-1207-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი:ნ-----–-- ხ---------ი

მოწინააღმდეგე მხარე:შპს ,,ი-–----“, ი------- ჰ---- ი-–----

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება

 

გამოარკვია:

2018 წლის 30 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–-- ხ---------ის წარმომადგენელმა პ----- შ----ემ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ი-–----ი“, შპს ,,ი-–----ის’’ 80 % წილის მფლობელი პარტნიორი- ი------- ჰ---- ი-–----ი და მოითხოვა, შპს ,,ი-–----ის“ 2018 წლის 16 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ-----–-- ხ---------ი გათავისუფლებული იქნა დირექტორის თანამდებობიდან და ნ-----–-- ხ---------ის სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო დავის დასრულებამდე, ი------- ჰ---- ი-–----ს აეკრძალოს, საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებათა რეგისტრაციის განხორციელება.

შუამდგომლობის ავტორის (მოსარჩელე) განმარტებით, 2018 წლის 05 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი------- ჰ---- ი-–----მა, ნ-----–-- ხ---------თან შეთანხმებით ჩამოაყალიბა შპს ,,ი-–----”, საიდენტიფიკაცი კოდი 4--------, რომლის 80 %-იანი წილის მესაკუთრე და იმავდროულად დირექტორი არის ი------- ჰ---- ი-–----ი, ხოლო 20%-ის მესაკუთრე და მფლობელი ლ---- ხ---------ი.

ი------- ჰ---- ი-–----ი, როგორც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვერ ფლობდა ქართულს ენას, მისთვის რთული გახდა საქართველოში შპს-ს საქმიანობის მარტო მართვა, რის გამოც ნ-----–-- ხ---------სა და ი------- ჰ---- ი-–----ს შორის მოხდა შეთანხმება და მოლაპარაკების შედეგად, დირექტორად ასევე დაინიშნა ნ-----–-- ხ---------ი.

2018 წლის 16 ივლისს, 12 საათზე ჩატარდა შპს ”ი-–----”-ის პარტნიორთა კრება, რომლის დღის წესრიგი იყო ნ-----–-- ხ---------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, თუმცა კრების დღის წესრიგი და მოწვევა გაეგზავნა ლ---- ხ---------ს (ნ-----–-- ხ---------ის შვილი), როგორც შპს "ი-–----"-ის პარტნიორს და დირექტორს, ხოლო თავად ნ-----–-- ხ---------ს პარტნიორთა კრებაზე დასწრების საშუალება არ მიეცა, რადგან შვილთან არ ცხოვრებს და პარტნიორთა კრების თაობაზე მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კრების ოქმის ბათილად ცნობისა და დირექტორის პოზიციიდან უკანონოდ გათავისუფლებული ნ-----–-- ხ---------ის სამუშაოზე აღდგენის საფუძველია.

თუ მოპასუხე, სადავო კრების ოქმის საფუძველზე განახორციელებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციას და საქმეზე დავის დასრულებამდე დაინიშნება მეორე დირექტორი, მოცემულ დავას აზრი დაეკარგება, რადგან მოსარჩელე დირექტორის თანამდებობაზე ვეღარ აღდგება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ-----–-- ხ---------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების წარმოდგენა ავტომატურ რეჟიმში არ იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მოსარჩელე შეასრულებს თავის ვალდებულებას და დაასაბუთებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთკავშირი მოთხოვნილ უზრუნველყოფასა და აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნას შორის არ არსებობს და არ ემსახურება სარჩელზე მისაღების გადაწყვეტილების აღსრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ი------- ჰ---- ი-–----ს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებათა რეგისტრაციის განხორციელება, ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელე კვლავ დარჩება დირექტორის თანამდებობაზე და ვერ დაინიშნება ახალი, მეორე დირექტორი.

თუკი კრების ოქმი ბათილად იქნება ცნობილი და სარჩელი დაკმაყოფილდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშლება.

ამდენად, უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს, გარდა ამისა, ამით დაირღვევა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ-----–-- ხ---------ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენაც. შესაბამისად, ვარაუდი იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება ან მის აღსრულებას არსებითი დაბრკოლებები შეექმნება-დასაბუთებულია.

თუ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ ან იარსება არა თავდაპირველი სახით, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

რაც შეეხება მოთხოვნის იურიდიულ დასაბუთებას, სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია იმ გარემოებების არსებობაზე, მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა.

განცხადებით მოთხოვნილი ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის გარანტიას მოპასუხის სავარაუდო ან შესაძლო არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მის უფლებაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მყისიერად დანიშნოს შპს ,,ი-–----“-ის მეორე დირექტორი და შემდეგ მოიმიზეზოს, რომ პირველადი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს და აღარც ვაკანსია გააჩნიათ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას აღუსრულებელს გახდის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–-- ხ---------ის წარმომადგენელმა პ----- შ----ემ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ი-–----ი“, შპს ,,ი-–----ის’’ 80 % წილის მფლობელი პარტნიორი- ი------- ჰ---- ი-–----ი და მოითხოვა, შპს ,,ი-–----ის“ 2018 წლის 16 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ-----–-- ხ---------ი გათავისუფლებული იქნა დირექტორის თანამდებობიდან და ნ-----–-- ხ---------ის სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო დავის დასრულებამდე, ი------- ჰ---- ი-–----ს აეკრძალოს, საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებათა რეგისტრაციის განხორციელება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ე.ი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).

დასაბუთება კი უნდა იყოს საფუძვლიანი, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.

დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა შპს „ი-–----ის“ დირექტორს, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, თუმცა იმ მიზეზით, რომ პირადად შეტყობინება კრებაზე მიწვევის თაობაზე არ ჩაბარებია, მიიჩნია, რომ კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველია.

ამდენად, მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს სამეწარმეო ურთიერთობიდან და ეხება საწარმოსა და დირექტორს შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერებას.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისად, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ განცხადებაში (შუამდგომლობაში) მითითებული საფუძვლებით ნ-----–-- ხ---------ის სარჩელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში კი, არ არსებობს ნ. ხ---------ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არსებითად სწორია, რაც ნ-----–-- ხ---------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–-- ხ---------ის (წარმომადგენელი-პ----- შ----ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე