განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002519737
საქმე №2/ბ-1275-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: მ-------–--- ე-----
წარმომადგენელი: ი-----–- ც----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: ლ---- შ----ე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გამოარკვია:
2018 წლის 29 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ---- შ----ემ, მოპასუხედ დაასახელა მ-------–--- ე-----ი და 2014 წლის 13 ივნისს, ქ.ბ------–-, დ--------- ქუჩა N1--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--), მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, უძრავი ქონების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვა, სესხის ოდენობად 10000 აშშ დოლარის განსაზღვრა და სესხის უზრუნველსაყოფად N--.3-.1-.0--.0-.0-.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გამოყენება მოითხოვა.
2018 წლის 20 სექტემბერს, ლ---- შ----ის წარმომადგენელმა დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა:
1. 2014 წლის 13 ივნისს, ქ.ბ------–-, დ--------- ქუჩა N1--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--) ლ---- შ----ესა და მ-------–--- ე-----ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2. ამ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--) 38570 აშშ დოლარად ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების დადებულად აღიარება;
3. საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0-- უძრავი ქონების გამოსყიდვის საფასურის ნაწილის-23000 აშშ დოლარის დ----- გ-----ის მიერ, მ-------–--- ე-----ისათვის გადახდის ფაქტის დადგენა;
4. N--.3-.1-.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გამოსყიდვისათვის გადასახდელად დარჩენილი თანხის ოდენობად, 17 000 აშშ დოლარის მიჩნევა;
5. N--.3-.1-.0--, N--.3-.1-.0--.0-.0-.0-- და N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2 საკადასტრო კოდის უძრავი ქონებების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვა.
მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა, დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ბათუმი, დ--------- ქუჩა N12-ში მდებარე, მ-------–--- ე-----ის (დაბ: 2-.1-.1---; C/N C--------) საკუთრებაში რიცხულ, N--.3-.1-.0--.0-.0-.0--; N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2; N--.3-.1-.0--) საკადასტრო კოდის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება.
მოსარჩელის მითითებით, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ურთიერთობა, რომელიც მხარეებს შორის წარმოიშვა სადავო ხელშეკრულების საფუძველზე, რეალურად წარმოადგენდა არა სტანდარტული ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ, ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სადაო გარიგების დადებამდე, ერთი თვით ადრე, ანუ 2014 წლის 0- მაისს ლ---- შ----ის სახელზე გაიცა სამშენებლო ნებართვა-მოწმობა, ხოლო სადაო გარიგების შემდგომ, განხორციელდა 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაც დასტურდება შპს ,,ბ---“ 007 ის მიერ, 2016 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აუდიტორული დასკვნით.
დასკვნის მიხედვით, შესასრულებული სამუშაოების ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა 280 000 აშშ დოლარს, ამდენად, გაუგებარია, თუკი ვალის სანაცვლოდ, 2014 წლის 13 ივნისს, ლ---- შ----ე მოპასუხეს სხვა შესრულებაზე შეუთანხმდა, ანუ საკუთრებაში გადასცა სადაო ქონება, ასეთ შემთხვევაში, რატომ გასწია სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნკვეთზე 4 სართულიანი სახლის მშენებლობა და დამატებით, ასეთი სოლიდური თანხის გაღება.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზუსტებული სარჩელის საფუძველი არის სხვა, იგი წარმოადგენს ახალ მოთხოვნას, მისი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უნდა იქნას, არა ადრე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა), არამედ სხვა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა უნდა დაედოს, მ-------–--- ე-----ის (დაბ: 2-.1-.1---; C/N C--------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ქ. ბათუმი, დ--------- ქუჩა N1--ში (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--.0-.0-.0--; N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2; N--.3-.1-.0--).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ლ---- შ----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მ-------–--- ე-----ის (დაბ: 2-.1-.1---; C/N C--------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ქ. ბათუმი, დ--------- ქუჩა N1--ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--.0-.0-.0--; N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2; N--.3-.1-.0--).
სასამართლომ მიუთითა ქონების შესაძლო გასხვისების საშიშროებაზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზეც. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
თუკი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსება მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალებამ, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სასამართლომ კი, უნდა უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ-------–--- ე-----ის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ, 2018 წლის 15 ივნისს, ლ---- შ----ის წარმომადგენელმა რ----ი პ-----მ, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, მ-------–--- ე-----ის საკუთრებაში არსებული იმავე უძრავი ქონებების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ითხოვდა.
მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით, ლ---- შ----ის მოთხოვნა, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, მ-------–--- ე-----ის საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინება და ლ---- შ----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2018 წლის 19 სექტემბერს ჩაიბარა რა მოსარჩელის წარმომადგენელმა რ----ი პ-----მ, 20 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა „დაზუსტებული სარჩელი“ და მ-------–--- ე-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის ნაცვლად, ყადაღის დადება მოითხოვა.
განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, ლ. შ----ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლას, სადაც დააფიქსირა, რომ მოითხოვდა დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნეს, არა ადრე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა), არამედ სხვა უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ ყადაღის გამოყენება.
მოსარჩელის მიერ შუამდგომლობის დაზუსტება და თითქოსდა პირველი მოთხოვნის (უძრავ ქონებაზე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა) ახალი მოთხოვნით (უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით) ჩანაცვლება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების ახალ საგანს, ვინაიდან, სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით იდენტურია, მასში შეტანილია, მხოლოდ ფორმალური ცვლილებები და წარმოადგენს, მხოლოდ საპროცესო კანომდებლობის ბოროტად გამოყენებას.
უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, ასევე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, ერთი და იგივე სამართლებრივი შედეგის მომტანია. მოთხოვნის მიზანია, მხოლოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულებისათვის ხელის შეშლა.
სარჩელის საგანსა და საფუძველს, როგორც თავდაპირველ, ასევე დაზუსტებულ სარჩელში წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მ-------–--- ე-----ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვა:
1) ქ. ბათუმი, დ-------ის ქ. N1- (მიწის(უძრავი ქონების) ს/კ 0-.3-.1-.0--;
2) ქ. ბათუმი, დ-------ის ქ. N1-, ბინა 10-ის (მიწის(უძრავი ქონების) ს/კ 0-.3-.1-.0--.0-.0-.0--;
3) ქ. ბათუმი, დ-------ის ქ. N1-, ბინა 1--ის (მიწის(უძრავი ქონების) ს/კ 0-.3-.1-.0-2 ).
ორივე სარჩელში ფაქტობრივი გარემოება იდენტურია, კერძოდ:
1) ლ---- შ----ის შვილს, დ----- გ-----ს (დ----- შ----ეს) მ-------–---ეს მიმართ გააჩნდა დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი ვალი;
2) იმის გამო, რომ თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გ-----სა და მ-------–---ეს შორის წარმოიშვა უთანხმოება, თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ლ---- შ----ემ მ-------–--- ე-----ს გადაუფორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ერთადერთი ფორმალური განსხვავება თავდაპირველ სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელს შორის არის ის, რომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნაში მოსარჩელე ითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, სადაო ქონების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვას და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფაქტის დადგენას, ხოლო დაზუსტებულ სარჩელში უთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, სადაო ქონების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვას და ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ფაქტის დადგენაა, რაც თავისი არსით არ წარმოადგენს ახალ სარჩელს.
გარდა ამისა, დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელეს დამატებით აქვს წარმოდგენილი მესამე პირის საბანკო გადარიცხვები (მ------- ქ-------ის), როგორც სესხის არსებობის მტკიცებულება, რასაც წინამდებარე დავის საგანთან კავშირი არ გააჩნია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ---- შ----ემ, მოპასუხედ დაასახელა მ-------–--- ე-----ი და 2014 წლის 13 ივნისს, ქ.ბ------–-, დ--------- ქუჩა N1--ში მდებარე, N--.3-.1-.0-- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, უძრავი ქონების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვა, სესხის ოდენობად 10000 აშშ დოლარის განსაზღვრა და სესხის უზრუნველსაყოფად N--.3-.1-.0--.0-.0-.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გამოყენება მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს, ლ---- შ----ის წარმომადგენელმა დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა:
1. 2014 წლის 13 ივნისს, ქ.ბ------–-, დ--------- ქუჩა N1--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--) ლ---- შ----ესა და მ-------–--- ე-----ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2. ამ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--) 38570 აშშ დოლარად ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების დადებულად აღიარება;
3. საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0-- უძრავი ქონების გამოსყიდვის საფასურის ნაწილის-23000 აშშ დოლარის დ----- გ-----ის მიერ, მ-------–--- ე-----ისათვის გადახდის ფაქტის დადგენა;
4. N--.3-.1-.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების გამოსყიდვისათვის გადასახდელად დარჩენილი თანხის ოდენობად, 17 000 აშშ დოლარის მიჩნევა;
5. N--.3-.1-.0--, N--.3-.1-.0--.0-.0-.0-- და N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2 საკადასტრო კოდის უძრავი ქონებების ლ---- შ----ის საკუთრებაში აღრიცხვა.
მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა, დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ბათუმი, დ--------- ქუჩა N1--ში მდებარე, მ-------–--- ე-----ის (დაბ: 2-.1-.1---; C/N C--------) საკუთრებაში რიცხულ, N--.3-.1-.0--.0-.0-.0--; N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2; N--.3-.1-.0--) საკადასტრო კოდის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ე.ი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).
დასაბუთება კი უნდა იყოს საფუძვლიანი, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.
დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
განსახილველ შემთხვევაში დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ვაჟს, დ----- გ-----ს მომჩივანის-მ-------–---ე ე-----ისაგან სესხის სახით მიღებული ვალი გააჩნდა. ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის გამოც, 2014 წლის 13 დეკემბერს, ლ---- შ----ემ, მ-------–---ე ე-----თან ფორმალურად გააფორმა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქონება დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად, რაც რეალურად წარმოადგენდა ვალის გადახდის გარანტიას.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ლ---- შ----ემ სადავო მიწის ნაკვეთზე განახორციელა მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. ამ დროისთვის აშენებული აქვს 4 სართული.
ლ. შ----ეს სურდა აშენებული ბინების რეალიზაციით მიღებული თანხით მ.ე-----ის ვალის გასტუმრება და ქონების კვლავ მის საკუთრებაში დაბრუნება, თუმცა მოპასუხემ, მესამე პირებზე გასხვისებაზე და ქონების დაბრუნებაზე უარი განუცხადა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული ფაქტებიდან გამომდინარეობს არა ის, რომ მხარეებმა ნასყიდობა-გამოსყიდის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მყიდველზე საკუთრების გადასვლაზე ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგია, არამედ ის, რომ ე.წ. „მყიდველი“, რეალურად წარმოადგენდა სესხის გამცემს (კრედიტორი), რომელმაც ვალის დაბრუნების სანაცვლოდ ე.წ. სხვა შესრულება მიიღო (სკ-ის 428-ე მუხლი).
ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს სადავო გარიგების „ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებად“ აღიარებას, ასევე ამ ხელშეკრულების საგნის-უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვას, სარჩელში მითითებული ფაქტების, მათ შორის იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გამოსყიდვის საფასურის ნაწილი გადაუხდელი აქვს, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ლ---- შ----ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდება.
ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს მ-------–--- ე-----ის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელი და მიზანშეწონილია- არასწორია.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლისა მ-------–--- ე-----ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ლ---- შ----ის განცხადება (შუამდგომლობა) დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------–--- ე-----ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. ყადაღა მოეხსნას, მ-------–--- ე-----ის (დაბ: 2-.1-.1---; C/N C--------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ. ბათუმი, დ--------- ქუჩა N1--ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.3-.1-.0--.0-.0-.0--; N--.3-.1-.0--.0-.0-.0-2; N--.3-.1-.0--;
4. ლ---- შ----ის შუამდგომლობა, დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე