განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2019
საქმის ნომერი
330310117002109391
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1276-18

N330310117002109391

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ე--------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს-----–----–---------------------“

წარმომადგენელი - მ-----–--------, დირექტორი - რ----------------

 

მესამე პირი - შპს „რ------–----------–----“

წარმომადგენელი - ა------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-----–----–---------------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ და დაევალა მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ბათუმში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა კონკურსი 97,3 მჰც სიხშირეზე. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სალიცენზიო პირობები (ტ. 1, ს.ფ. 22-26).

 

1.2.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები შპს „ს-----–----–--------------------მა“ და შპს „რ------–-----------–---მა“ წარადგინეს. ასევე ორივე კომპანიამ კომისიის მოთხოვნით დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა (ტ. 1, ს.ფ. 44-108).

 

1.2.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი სამაუწყებლო კონეფციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად ორივე მაძიებლის მიერ წარდგენილი კონცეფცია შეფასდა დადებითად, ლიცენზიის პირობების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 28-43).

 

1.2.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო.

 

გამარჯვებულის გამოსაცხადებლად გამართულ კომისიის სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს რ------–----------–----ს გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ვ-----------–--- და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ე-–------------) მხარი არ დაუჭირა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ------–----------–----“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში.

 

შემდეგ კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ე-–------------ და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ვ-----------–---) მხარი არ დაუჭირა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ს-----–----–---------------------“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში.

 

კომისიის სხდომაზე გამართული კენჭისყრების შედეგად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. შესაბამისად, სხდომაზე კენჭი ეყარა ზემოაღნიშნული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების საკითხს, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის სხდომაზე მყოფმა ოთხივე წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრები: ვ-----------–---, მ--------------- და ე-–------------). (ტ. 1, ს.ფ. 110-118; 377-389).

 

1.2.5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების 23-ე პუნქტით გამოცხადდა კონკურსი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით; ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები: ვ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ბათუმი, ს----------–--------–---------–-------------; ვ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 4------------------------------; ვ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 3-------; ვ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დ------------; ვ. ე) პოლარიზაცის სიბრტყე V------; ვ.ზ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წ------–-; შენიშვნა : შესუსტება აზიმუტალურ სექტორში (---------------------; ვ.თ) სიხშირე (მჰც) - 9------–; ვ.ი) მოდულაციის სახეობა - F-------–------–--; ვ. კ) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 3-----–; ვ.ლ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 5------.

 

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 5--- რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

 

ამავე გადაწყვეტილების 24-ე-44-ე პუნქტებით განისაზღვრა სალიცენზიო, საკონკურსო და ლიცენზიის გაცემის პირობები (ტ. 1, ს.ფ. 130-142).

 

1.2.6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების 23-ე პუნქტით გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა (ტ. 2, ს.ფ. 74).

 

1.2.7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის N------ გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რ------–----------–----“ (ტ. 2, ს.ფ. 75-76).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე; 2. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. ამავე კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს.

 

ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი-მე-4 პუნქტის თანახმად: 1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე; 2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა და კერძო მაუწყებლობა. 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. ამავე კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულია ლიცენზიის გაცემის წესი, ხოლო 43-ე მუხლი ადგენს კონკურსის ჩატარების წესს.

 

აღნიშნული მუხლის მე-6-მე-11 პუნქტების თანახმად: 6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე; 7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; 8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა; 9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით; 10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; 11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები შპს „ს-----–----–--------------------მა“ და შპს „რ------–-----------–---მა“ წარადგინეს. ასევე ორივე კომპანიამ კომისიის მოთხოვნით დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი სამაუწყებლო კონეფციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად, ორივე მაძიებლის მიერ წარდგენილი კონცეფცია შეფასდა დადებითად, ლიცენზიის პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო. გამარჯვებულის გამოსაცხადებლად გამართულ კომისიის სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს რ------–----------–----ს გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ვ-----------–--- და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ე-–------------) მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ე-–------------ და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ვ-----------–---) მხარი არ დაუჭირა.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ??????????? ?????? ??????????????? ???????? IX ????? განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად. 4. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს ??????????? ?????? ??????????????? ???????? IV ????? ??????????????? ????????????? ?????????? ???????? ?????????? .

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტების თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა არის საუკეთესო განაცხადის შერჩევით საკითხის გადაწყვეტისათვის მიღებული დადებითი შედეგი, რაც კონკრეტული ლიცენზიის მაძიებლის მიმართ დგება, ხოლო დანარჩენთათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ტოლფასია („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლი). ამასთან, ვიდრე კომისიის წინაშე დადგება ლიცენზიის გაცემის საკითხი, კომისას აქვს ვალდებულება საკითხის მომზადების ეტაპზე, ზეპირი მოსმენის შედეგად განუხილველად დატოვოს და კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრას იმ ლიცენზიის მაძიებელებს, რომელთა განაცხადები წარდგენილი იქნება დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველად („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43.5 მუხლი). ამგვარი პროცედურის დაცვით შერჩეული განაცხადები დაიშვება კონკურსზე, რომელთა განხილვა ხდება საჯარო სხდომაზე, ხოლო ფასდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით (იმავე მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები). ამდენად, კონკურსის პროცედურაზე დაშვებული უნდა იქნეს ის განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ სალიცენზიო პირობებს და კონკურსის წესით უნდა შეირჩეს მათ შორის უკეთესი პირობების მქონე ლიცენზიის მაძიებელი. კანონმდებელი ადგენს საგამონაკლისო წესს კონკურსის გარეშე ლიცენზიის გაცემისათვის ორ შემთხვევაში: 1. თუ კონკურსზე წარდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი; 2. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით (ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ განაცხადების გადარჩევის (უსრულობის ან შეუსაბამობის მიზეზით) შემდეგ დარჩენილი განაცხადები უნდა აკმაყოფილებდნენ სალიცენზიო პირობებს, სწორედ ამიტომ კონკურსის გამართვის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილება არის ლიცენზიის გაცემა ერთი მაძიებლისათვის, ხოლო დანარჩენთათვის მასზე უარის თქმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის საკითხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას განიხილება საკითხი ლიცენზიის გაცემის თაობაზე და არა კონკრეტული კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე. კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადება უნდა მოხდეს საკითხის (ლიცენზიის გაცემის) გადასაწყვეტად გამართული კენჭისყრისას განაცხადებისათვის კომისიის წევრების მიერ ხმისმიცემის შედეგების შესაბამისად. თავის მხრივ, ხმის მიცემის შედეგი არის კომისიის წევრების მიერ დოკუმენტაციის პროგრამირების ასპექტის მიხედვით შეფასებულ კონკურსანტებს შორის უკეთესის შერჩევა, რაც კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთებულობით უნდა აიხსნას. ამდენად, ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადებისათვის და არა გადასაწყვეტი საკითხისათვის კენჭისყრის პროცედურის ჩატარება ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა, ვინაიდან განაცხადებისათვის კენჭისყრის პირობებში ერთი საკითხის (ლიცენზიის გაცემა) გადასაწყვეტად კომისიის წევრმა ხმა შეიძლება მისცეს კონკურსზე დაშვებულ ყველა ან რამდენიმე განაცხადს, ვიდრე ხმათა საჭირო რაოდენობით გამარჯვებული არ გამოვლინდება.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მითითებზე, რომ კანონი არ ითვალისწინებს კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესაძლებლობას, თუმცა კომისიას უწევს მიიღოს ამ შინაარსის გადაწყვეტილება, თუ კონკურსზე განაცხადები არ იქნა წარდგენილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების გადაწყვეტილება თუ, ნებისმიერ ეტაპზე, ყველა ლიცენზიის მაძიებელმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, რაც უპირობოდ გამორიცხავს პროცედურის გაგრძელებას და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას; ასევე კომისიას აქვს უფლებამოსილება ჩაშლილად გამოაცხადოს კონკურსი, თუ ვერცერთმა ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა, ან ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის დადებითი ხმა არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია. სწორედ ამიტომ კომისიას აქვს ვალდებულება დეტალურად დაასაბუთოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ (კანონის 43.10 და 44.1 მუხლები). სხვა შემთხვევაში, მაგალითად, კენჭისყრის შედეგების გამო კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების გადაწყვეტილება დაეფუძნება კომისიის წევრთა ხმათა განაწილების შედეგებს, ვინაიდან რომელიმე კონკურსანტმა გამარჯვებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ასევე 43.11 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისას გამარჯვებულის გამოცხადება ცალკე კენჭისყრის პროცედურის გამართვას არ საჭიროებს.

 

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი, კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება, არ არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგად პრინციპებს, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა, მაგრამ კენჭისყრის პროცედურის არასწორად წარმართვა მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას განაპირობებს. კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიას კენჭი უნდა ეყარა არა თითოეული განაცხადისათვის ცალ-ცალკე, არამედ გადასაწყვეტი საკითხისათვის - ლიცენზიის გაცემისათვის. შესაბამისად, ამგვარად წარმართული კენჭისყრის პროცედურა კომისიის წევრს ავალდებულებს ხმა მისცეს რომელიმე, მის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ განაცხადს, ან მხარი არ დაუჭიროს არცერთს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრისას კომისიის წევრთა მიერ საკითხის გადასაწყვეტად გამართული ხმისმიცემის პროცედურით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა. ამგვარი დარღვევის არარსებობას, შესაძლოა საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია, ვინაიდან გამართული კენჭისყრის შედეგად ერთ-ერთმა წევრმა (მ---------------მ) ორივე განაცხადს მხარი დაუჭირა, რაც შეუძლებელი იქნებოდა კენჭისყრაზე ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად განაცხადებისათვის ერთიანი ხმისმიცემის პროცედურის ჩატარებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს მისი მიზანშეწონილობის, კანონიერებისა და თანაზომიერების გათვალისწინებით. შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილება, ხმა მისცეს მის მიერ მოწონებულ განაცხადს, ან მხარი არ დაუჭიროს რომელიმეს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს შეესაბამება. ამდენად, სადავო კენჭისყრის პროცედურის კანონშეუსაბამობის პირობებში სახეზეა კომისიისათვის გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის გადასაწყვეტად ხელახალი განხილვის დავალების საფუძველი. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაავალოს მოპასუხე მხარეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კონკურსში გამარჯვებულად ცნობისა და მასზე ლიცენზიიის გაცემის თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ და მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა დაევალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს ,,ს-----–----–---------------------ს" იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ითხოვდა „ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; სასამართლო გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კომისიის 2017 წლის 22 ივნისის 4----- გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სასამართლოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

აპელანტის განმარტებით, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი, ქ. ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში, სიხშირეზე 97,3 მჰც. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სალიცენზიო პირობები. განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილების შესაბამისად, წარადგინა შპს „რ------–----------–----ა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის No1---------, 2---------წ) და შპს „ს-----–----–--------------------მა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის N----------, 2---------წ). კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, კომისიამ შეისწავლა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიის 2016 წლის 10 მარტის N------ გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის საკითხი, ასევე შეადარა და შეაფასა წარდგენილი კონცეფციები. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, ორივე კონკურსანტი აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და სალიცენზიო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე კომისიის მიერ დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გამართულ საკონკურსო სხდომაზე, კომისიამ პირველად კენჭი უყარა ქ. ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „რ------–----------–----ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს (კომისიაში განაცხადის შემოტანის რიგითობის მიხედვით). აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ვ-----------–--- და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ე-–------------) მხარი არ დაუჭირეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ------–----------–----“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში. შემდეგ კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ე-–------------ და კომისიის წევრი მ---------------), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ვ-----------–---) მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ს-----–----–---------------------“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში. გამართული კენჭისყრების შედეგად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შესაბამისად, სხდომაზე კენჭი ეყარა ზემოაღნიშნული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების საკითხს, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის სხდომაზე მყოფმა ოთხივე წევრმა. კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის დასაბუთებულ, ამომწურავ დასკვნას, რომელიც სრულად არის ასახული გადაწყვეტილებაში და რომლის თანახმადაც, ორივე კონკურსანტი აკმაყოფილებდა ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და სალიცენზიო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე კომისიის მიერ დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. აღნიშნული კი, აპელანტის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ გახდებოდა კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ან კონკურსში მონაწილეთათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კონკურსი ჩაიშალა. ამასთანავე, კომისიის ყველა წევრს გაზიარებული აქვს კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სხდომაზე გაცხადებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ კონკურსზე თანაბარი შეფასების მქონე სამაუწყებლო კონცეფციის არსებობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კომისიას ჰქონდა არასწორი პრაქტიკა და ამ შემთხვევაშიც პროგრამული პრიორიტეტები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმისათვის, რომ კონკურსის ბოლოს შედარებულიყო კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციები, არამედ კონკურსის გამოცხადების ეტაპზე საკონკურსო პირობებში უნდა მომხდარიყო მათი ასახვა.

 

აპელანტის მოსაზრებით, არასწორი იყო სრულიად განსხვავებული პლატფორმების მაუწყებელთა ურთიერშედარება, კერძოდ, მაუწყებლის, რომელსაც სურს მაუწყებლობის ზონის გაფართოება და იმ მაუწყებლისა, რომელსაც სურს ადგილობრივი რადისადგურის შექმნა. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მომავალში კონკურსების გამოცხადების გადაწყვეტილებებში პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებში უნდა ყოფილიყო ასახული, რომ კონკურსი ცხადდება ან მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის, რომელთაც მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოება სურთ, ან ცხადდება ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შესაქმნელად. ცალ-ცალკე ორივე პლატფორმის მაუწყებლობაზე ლიცენზიის მოპოვების მიზნით, ორი კონკურსის გამოცხადების პირობებში, სამაუწყებლო ქსელის გაფართოების მსურველი არსებული მაუწყებელი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შექმნის მსურველთათვის გამოცხადებულ კონკურსში და პირიქით, ამგვარად, ორივე განსხვავებული პლატფორმის მაუწყებელს მიეცემოდა შესაძლებლობა, სამაუწყებლო საქმიანობა განეხორციელებინათ მომსახურების სხვა ზონებშიც.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესები და შესაბამისად, არასწორად დაადგინა კომისიის მიერ პროცედურული წესების დარღვევის ფაქტი. აპელანტის განმარტებით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას გასცემს მხოლოდ კომისია, ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით. ,,მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულია ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიაში სავალდებულო წესით წარსადგენი დოკუმენტაცია. კომისია წარმოებაში არ მიიღებს: ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ; გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე (,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43.1 მუხლი). სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად („მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43.3 მუხლი). საჯარო გაცნობისთვის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ (,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 43.5 მუხლი). კომისია კონკურს ატარებს საჯარო სხდომაზე. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; გ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა (,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6-მე-8 მუხლები). კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ (,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43.10 მუხლი). კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.

 

აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადება უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად გამართული კენჭისყრისას განაცხადებებისათვის კომისიის წევრების მიერ ხმის მიცემის შედეგების შესაბამისად. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, კომისიამ კონკურსის ჩატარების ეტაპზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე და არა გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კომისია ლიცენზიის გაცემისას ღებულობს ორ გადაწყვეტილებას, კერძოდ, გადაწყვეტილებას გამაჯვებულის გამოვლენის თაობაზე და გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა შეფასების საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე და ამ გადაწყვეტილებით გამოვლენილ გამარჯვებულს განუსაზღვრავს ვადას ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43.12 მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის 20 პროცენტის გადასახდელად. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43.10 მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად, კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებულმა გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა სალიცენზიო გადასახდელის 20%. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43.12 მუხლთან, რომლის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.

აპელანტი მიუთითებს, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, რადიომაუწყებლობის ლიცენზია გასცეს კონკურსში გამარჯვებულზე, ვიდრე ის არ გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს, შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, ერთი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოავლინოს კონკურსში გამარჯვებული და გასცეს ლიცენზია. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს 5----- გადაწყვეტილება მიღებულია ამ კანონისმიერი მოთხოვნების დაცვით.

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად, გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადებისათვის და არა გადასაწყვეტი საკითხისათვის კენჭისყრის პროცედურის ჩატარება ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა, ვინაიდან, განაცხადებისათვის კენჭისყრის პირობებში ერთი საკითხის (ლიცენზიის გაცემა) გადასაწყვეტად კომისიის წევრმა ხმა შეიძლება მისცეს კონკურსზე დაშვებულ ყველა ან რამდენიმე განაცხადს, ვიდრე ხმათა საჭირო რაოდენობით გამარჯვებული არ გამოვლინდება. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო თავად უშვებს ლიცენზიის მაძიებელთა განაცხადებისათვის კენჭისყრის პირობებში კონკურსზე დაშვებულ ყველა ან რამდენიმე განაცხადისთვის კომისიის წევრის მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობას და საჭიროებას, ვიდრე ხმათა საჭირო რაოდენობით გამარჯვებული არ გამოვლინდება, შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ხმათა საჭირო რაოდენობის მქონე გამარჯვებულოს გამოვლენის მიზნით, ლიცენზიის მაძიებელთა განაცხადებისათვის კენჭისყრის პირობებში კომისიის წევრების მიერ რამდენიმე განაცხადისთვის (ლიცენზიის მაძიებლისთვის) ხმის მიცემა, სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, კანონიერი იქნებოდა, ვინაიდან, სასამართლო მსჯელობის მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის უკანონობა განპირობებულია იმით, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე და არა ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის მისსავე მსჯელობასთან, სადაც ის განიხილავს შემთხვევებს, როდესაც კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიას აქვს უფლებამოსილება ჩაშლილად გამოაცხადოს კონკურსი, თუ ვერცერთმა ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა ან ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის დადებითი ხმა არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ კომისიას აქვს ვალდებულება დეტალურად დაასაბუთოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გამართულ საკონკურსო სხდომაზე კომისიამ პირველად კენჭი უყარა ქ. ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „რ------–----------–----ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს (კომისიაში განაცხადის შეტანის რიგითობის მიხედვით). აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა, ხოლო კომისიის ორმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ------–----------–----“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში. შემდეგ კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა, ხოლო კომისიის ორმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ს-----–----–---------------------“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში.

 

აპელანტის განმარტებით, კომისიის სხდომაზე თითოეული ლიცენზიის მაძიებლის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს კენჭი ეყარა ცალ-ცალკე, თანმიმდევრულად (კომისიაში განაცხადის შემოტანის რიგითობის მიხედვით), შესაბამისად, კომისიის წევრების მიერ ხმის მიცემას ადგილი ჰქონდა ორი, განცალკევებული კენჭისყრის ფარგლებში, რომელთა დროს კენჭი ეყრებოდა ორ სხადასხვა საკითხს - შპს „რ------–----------–----ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს და შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აქედან გამომდინარე, კანონის დანაწესი კომისიის წევრისთვის ერთი ხმის უფლების მინიჭების თაობაზე დაცული იყო. აპელანტი ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა წარმოადგენს კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა შორის საუკეთესოს შერჩევას, რაც ხდება კომისიის წევრების მიერ თითოეული მონაწილის შეფასების საფუძველზე. თითოეული მონაწილის შეფასების შედეგი დგება თითოეული მონაწილის მიმართ კენჭისყრის ჩატარების საფუძველზე, როცა კომისიის წევრები ხმას აძლევენ კონრეტული ლიცენზიის მაძიებლის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის სასარგებლოდ ან პირიქით, გამარჯვებულად გამოვლენის წინააღმდეგ. თითოეული მონაწილის მიმართ კენჭისყრის ცალ-ცალკე ჩატარება არ არის უცხო ასევე სხვა სახის კონკურსებში, მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ასარჩევი კონკურსის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის თითოეულ კანდიდატურას ცალ-ცალკე. ამასთან, პარლამენტის წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ცალ-ცალკე ჩატარებულ ყველა კენჭისყრაში და ხმა მისცეს რამდენიმე კანდიდატურას. იგივე წესი მოქმედებს ცესკოს წევრების, სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, საკონსიტუციო სასამართლოს წევრების არჩევის დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ „ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------) გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს კომისიის სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნების ფარგლებში.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

 

აღნიშნული კანონის 5.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე კანონის 36.1 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო 36.2 მუხლის შესაბამისად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. ამავე კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით, ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს.

 

მითითებული კანონის 38-ე მუხლის თანახმად: 1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე; 2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე; 3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა და კერძო მაუწყებლობა. 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. ამავე კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულია ლიცენზიის გაცემის წესი, ხოლო 43-ე მუხლი ადგენს კონკურსის ჩატარების წესს. ამავე მუხლის მე-6-მე-11 პუნქტების თანახმად, 6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე; 7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; 8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა; 9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით; 10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; 11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. ამავე კანონის 7.7. მუხლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. 7.8. მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ??????????? ?????? ??????????????? ???????? IX ????? განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს ??????????? ?????? ??????????????? ???????? IV ????? ??????????????? ????????????? ?????????? ???????? ?????????? .

 

დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ბათუმში, კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, გამოცხადდა კონკურსი 97,3 მჰც სიხშირეზე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები წარადგინეს შპს „ს-----–----–--------------------მა“ და შპს „რ------–-----------–---მა“. დადგენილია ასევე, რომ ორივე კომპანიამ, კომისიის მოთხოვნით, წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილი სამაუწყებლო კონეფციების შედარებითი ანალიზი. ანალიზის შედეგად, ორივე მაძიებლის მიერ წარდგენილი კონცეფცია შეფასდა დადებითად, ლიცენზიის პირობების შესაბამისად.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი, გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო. აღნიშნულ კონკურსში, გამარჯვებულის გამოსაცხადებლად გამართულ კომისიის სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა შპს „რ------–----------–----ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს, რასაც მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა: ვ-----------–---მ მ---------------მ, ხოლო კომისიის სხვა ორმა წევრმა: თავმჯდომარე კ------------მა და კომისიის წევრმა ე-–------------მ მხარი არ დაუჭირეს საკითხს. შემდეგ კენჭი ეყარა შპს „ს-----–----–---------------------ს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს, რასაც მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა: ე-–------------მ და მ---------------მ, ხოლო კომისიის სხვა ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კ------------- და კომისიის წევრი ვ-----------–---), საკითხს მხარი არ დაუჭირა.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა არის საუკეთესო განაცხადის შერჩევით საკითხის გადაწყვეტისათვის მიღებული დადებითი შედეგი, რაც კონკრეტული ლიცენზიის მაძიებლის მიმართ დგება, ხოლო დანარჩენთათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ტოლფასია („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლი). ამასთან, ვიდრე კომისიის წინაშე დადგება ლიცენზიის გაცემის საკითხი, კომისას აქვს ვალდებულება, საკითხის მომზადების ეტაპზე, ზეპირი მოსმენის შედეგად განუხილველად დატოვოს და კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრას იმ ლიცენზიის მაძიებელებს, რომელთა განაცხადები წარდგენილი იქნება დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველად („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43.5 მუხლი). ამგვარი პროცედურის დაცვით შერჩეული განაცხადები დაიშვება კონკურსზე, რომელთა განხილვა ხდება საჯარო სხდომაზე, ხოლო ფასდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით (იმავე მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები). ამდენად, კონკურსის პროცედურაზე დაშვებულ უნდა იქნეს ის განაცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ სალიცენზიო პირობებს და კონკურსის წესით უნდა შეირჩეს მათ შორის უკეთესი პირობების მქონე ლიცენზიის მაძიებელი. კანონმდებელი ადგენს საგამონაკლისო წესს კონკურსის გარეშე ლიცენზიის გაცემისათვის ორ შემთხვევაში: 1. თუ კონკურსზე წარდგენილია მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი; 2. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით (ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტები). ამდენად, განაცხადების გადარჩევის შემდეგ დარჩენილი განაცხადები უნდა აკმაყოფილებდნენ სალიცენზიო პირობებს, სწორედ ამიტომ, კონკურსის გამართვის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილება არის ლიცენზიის გაცემა ერთი მაძიებლისათვის, ხოლო დანარჩენთათვის მასზე უარის თქმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის საკითხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას განიხილება საკითხი ლიცენზიის გაცემის თაობაზე და არა კონკრეტული კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე. კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადება უნდა მოხდეს საკითხის (ლიცენზიის გაცემის) გადასაწყვეტად გამართული კენჭისყრისას განაცხადებისათვის კომისიის წევრების მიერ ხმის მიცემის შედეგების შესაბამისად. თავის მხრივ, ხმის მიცემის შედეგი არის კომისიის წევრების მიერ დოკუმენტაციის პროგრამირების ასპექტის მიხედვით შეფასებულ კონკურსანტებს შორის უკეთესის შერჩევა, რაც კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთებულობით უნდა აიხსნას. ამდენად, ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადებისათვის და არა გადასაწყვეტი საკითხისათვის კენჭისყრის პროცედურის ჩატარება ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა, ვინაიდან განაცხადებისათვის კენჭისყრის პირობებში ერთი საკითხის (ლიცენზიის გაცემა) გადასაწყვეტად კომისიის წევრმა ხმა შეიძლება მისცეს კონკურსზე დაშვებულ ყველა ან რამდენიმე განაცხადს, ვიდრე ხმათა საჭირო რაოდენობით გამარჯვებული არ გამოვლინდება.

 

სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების გადაწყვეტილება, თუ ნებისმიერ ეტაპზე, ყველა ლიცენზიის მაძიებელმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, რაც უპირობოდ გამორიცხავს პროცედურის გაგრძელებას და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანასვე, კომისიას აქვს უფლებამოსილება ჩაშლილად გამოაცხადოს კონკურსი, თუ ვერცერთმა ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა, ან ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, თავმჯდომარის დადებითი ხმა არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას აქვს ვალდებულება, დეტალურად დაასაბუთოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ (კანონის 43.10 და 44.1 მუხლები). სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაეფუძნება კომისიის წევრთა ხმათა განაწილების შედეგებს, ვინაიდან რომელიმე კონკურსანტმა გამარჯვებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ასევე 43.11 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისას გამარჯვებულის გამოცხადება, ცალკე კენჭისყრის პროცედურის გამართვას არ საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი - კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება არ არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგად პრინციპებს, თუმცა კენჭისყრის პროცედურის არასწორად წარმართვა მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას განაპირობებს, კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიას კენჭი უნდა ეყარა არა თითოეული განაცხადისათვის ცალ-ცალკე, არამედ გადასაწყვეტი საკითხისათვის - ლიცენზიის გაცემისათვის. შესაბამისად, ამგვარად წარმართული კენჭისყრის პროცედურა კომისიის წევრს ავალდებულებს ხმა მისცეს რომელიმე, მის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ განაცხადს, ან მხარი არ დაუჭიროს არცერთს. ამდენად, 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრისას კომისიის წევრთა მიერ საკითხის გადასაწყვეტად გამართული ხმის მიცემის პროცედურით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა. ამგვარი დარღვევის არარსებობას, შესაძლოა საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია, ვინაიდან გამართული კენჭისყრის შედეგად ერთ-ერთმა წევრმა (მ---------------მ) ორივე განაცხადს მხარი დაუჭირა, რაც შეუძლებელი იქნებოდა კენჭისყრაზე ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად განაცხადებისათვის ერთიანი ხმისმიცემის პროცედურის ჩატარებისას.

 

3.2.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს მისი მიზანშეწონილობის, კანონიერებისა და თანაზომიერების გათვალისწინებით, შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილება, ხმა მისცეს მის მიერ მოწონებულ განაცხადს, ან მხარი არ დაუჭიროს რომელიმეს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს შეესაბამება. ამდენად, სადავო კენჭისყრის პროცედურის კანონშეუსაბამობის პირობებში, სახეზეა კომისიისათვის გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის გადასაწყვეტად ხელახალი განხილვის დავალების საფუძველი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაავალოს მოპასუხე მხარეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კონკურსში გამარჯვებულად ცნობისა და მასზე ლიცენზიიის გაცემის თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ და მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა დაევალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი