განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002558598
საქმე №1ბ/1326-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნა-----------–---–-ს
მსჯავრდებულის: ჟა-------------–---–-ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურორის მოადგილის ალ---------------–------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ჟა------------------–------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პ/N3----------- ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: დ--------–--–------------------------------------–-------------------------------–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ჟა-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურორის მოადგილემ ალ---------------–------–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ჟა-------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ-------------------–--------------------–---–-------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, საკრედიტო დოკუმანტაციით და ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჟა-------------–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულ მა------------------–--ეს მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადებით. გარდა ამისა, მსჯავრდებული არის ორი მცირეწლოვანი შვილის დედა. უმცროსი შვილი, ორი თვის ქე-------------–---–ს დაბადებიდან აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც თავის მხრივ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით.
პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ ჟა-------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურორის მოადგილის ალ---------------–------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ჟა-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ჟა-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
5. ნივთმტკიცება:
- სს „ლიბერთი ბანკიდან“ ამოღებული მა------------------–--ის სახელზე შედგენილი საბანკო ხელშეკრულება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ინახება თბილისის ი-------------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი