განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 091210018002597672
საქმე №2/ბ-1340-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ნ---- ტ--–--–-–---–ი
წარმომადგენელი- ი---- ლ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ------- ვ-–-----ე
წარმომადგენელი-გ------ ნ------------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ- ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. 2018 წლის 20 აგვისტოს ნ---- ტ--–--–-–---–მა (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე ვ------- ვ-–-----ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვ--ი შვილებისათვის - ე---- ვ-–-----ისა და ე-–--- ვ-–-----ის სასარგებლოდ მათი სრულწლოვ--ების ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200-200 (ორასი-ორასი) ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ.ს.ფ. 2-13)
სარჩელის საფუძვლები
1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წელს დაქორწინდა მოპასუხე ვ------- ვ-–-----ესთან, 2011 წლის 01 სექტემბერს მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2011 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ე---- ვ-–-----ე და 2015 წლის 03 აპრილს დაბადებული ე-–--- ვ-–-----ე.მეუღლეები ხასიათის შეუთავსებლობის გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამჟამად მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, მდებარე ვ--ის რაიონი, სოფელი ბზვ--ი. ოჯახის მთლიანობის შენარჩუნება არის გამორიცხული, მეუღლე ეჭვიანობს, რის საფუძველზეც ხდება კონფქლიქტი, შესაბამისად ბავშვები იზრდებიან არაჯანსაღ გარემოში, მოპასუხე ვ------- ვ-–-----ე თავს არიდებს მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში, მაშინ როდესაც აქვს სოლიდური შემოსავალი, ფლობს ხე-ტყის გადამამუშავებელ საამქროს და ასევე ამზადებს ავეჯს, რომლის რეალიზებასაც ახდენს.
მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრვ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე 1212-ე, 1214-ე მუხლებზე.
მოპასუხის პოზიცია
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო (იხ.ს.ფ. 20-28), ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, განქორწინებისა და თითოეულ შვილთან მიმართებაში ალიმენტის სახით 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდის ნაწილში. (იხ. ოქმი)
მოპასუხემ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ- ნ---- ტ--–--–-–---–მა 2 თვის უკან წაიყვ--ა მათი შვილები თავის მშობლებთან ვ--ის რაიონის სოფელ ბზვ--ში, ისე რომ არ გააფრთხილა.მან არაერთხელ მიაკითხა მას და სთხოვა შვილებთან ურთიერთობის მოწესრიგება, რაზეც ნ---- ტ--–--–-–---–მა განუცხადა უარი. იგი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას არასრულწლოვ--ი შვილების წინაშე და ვალდებულებას, არჩინოს ისინი, მაგრამ არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ფიზიკურად შრომობს სხვის საკუთრებაში არსებულ ავეჯის საამქროში და მისი შემოსავალი კარგ შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, მასთან ერთად ასევე მუშაობს მამა, რომლის შემოსავალიც არის ყოველთვიურად 300 ლარი, სხვა დამატებითი შემოსავალი მას არ გააჩნია. შესაბამისად ზემოხსენებულისა, შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვ--ი შვილების სასარგებლოდ შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი თითოეულისათვის 50 ლარის ოდენობით, ამასთან თანახმაა შეწყდეს ქორწინება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვ--ის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ---- ტ--–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა ნ---- ტ--–--–-–---–სა (დაბ:1---------წ. პ/№1----------) და ვ------- ვ-–-----ეს (დაბ.1---------წ, პ/№1----------) შორის 2011 წლის 01 სექტემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვ--ის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი № 2----------).
მოპასუხე ვ------- ვ-–-----ეს არასრულწლოვ--ი შვილების – 2011 წლის 22 სექტემბერს დაბადებულ ე---- ვ-–-----ისა და 2015 წლის 03 აპრილს დაბადებულ ე-–--- ვ-–-----ის რჩენა – აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეულთან მიმართებაში 100 (ასი)-100(ასი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან მათი სრულწლოვ--ების ასაკის მიღწევამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნასთან მიმართებაში დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1 მოსარჩელე ნ---- ტ--–--–-–---–სა და მოპასუხე ვ------- ვ-–-----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2011 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ე---- ვ-–-----ე და 2015 წლის 03 აპრილს დაბადებული ე-–--- ვ-–-----ე;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ. 15-17).
2.2.2 მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვ--ი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი ).
2.2.3. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ვ------- ვ-–-----ის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს სოლიდურს., სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის დადასტურების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც მან ვერ შეძლო, რადგან შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით.
2.2.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ---- ტ--–--–-–---–ს და ვ------- ვ-–-----ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკრძალული აქვთ ფიზიკური შრომა, რადგან მოცემულ შემთხვევაში მხარეებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დასკვნა), რომელიც დაადასტურებდა მათ შრომისუუნარობა
2.3.გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.3.1.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ უპირველესად მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულაზე, მე-3, მე-18 მუხლებზე და აქცენტირება გააკეთა ამავე კონვენციის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვ--ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
2.3.2.სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
2.3.3.სასამართლომ აპელირება გააკეთა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1213-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვ--ი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვ--ი ან სრულწლოვ--ი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
2.3.4.სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
2.3.5.სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვლისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
2.3.6.ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით, უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს და ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობლების (და შვილების) რეალური მატერიალური მდგომარეობა.
2.3.7.საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარემოებების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვ------- ვ-–-----ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვ--ი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 50 ლარი. არასრულწლოვ--ის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვ--ი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვ--ის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვ--ი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვ--ის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი, აქვე მიუთითა იმაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და სხვა.
2.3.8.სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას და რომ ვ------- ვ-–-----ეს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვ--ი შვილების სასარგებლოდ, რომლებიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფებიან და აღნიშნა ვ------- ვ-–-----ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით.ამასთან სასამართლომ ხაზგასმა გააკეთა იმაზეც, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს, გარდა არასრულწლოვ--ი შვილებისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია, რომ არასრულწლოვ--ი ბავშვები ცხოვრობენ დედის -ნ---- ტ--–--–-–---–ის რჩენა-კმაყოფაზე, რომელიც არის უმუშევარი, თუმცა ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 200-200 ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას და განმარტა, მართალია, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვ--ი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
2.3.9.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვ--ი შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო თითოეულ ბავშვისათვის 100(ასი)-100 (ასი) ლარის ოდენობით.
3.ნ---- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ -ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
3.1. აპელანტის მითითებით, მიღებული გადაწყვეტილება ალიმენტის თანხის დაკისრების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან დაკისრებული თანხა 100 (ასი)-100(ასი) ლარის ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც აუცილებელია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის.
3.2. სარჩელის შეტანის დროს აპელანტი ცხოვრობდა ვ--ის რა-ნ.სოფ.ბზვ--ში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ახალი სასწავლო წლის დაწყებისას საცხოვრებლად გადმოვიდა ქ.ქ-------ში და უფროსი შვილი-ე---- ვ-–-----ე შეიყვ--ა სასწავლებლად ქ.ქ-------ში,კერძო სკოლაში, სახელდობრ აკ.ი---- ჯ-----–---–-ს სახ. საშუალო სკოლა ,,ი----ში", სადაც სწავლის ქირას იხდის თვეში 75 ლარს და კვების თანხას 30 ლარს--სულ 105 ლარს, ხოლო მეორე შვილი - ე-–--- ვ-–-----ე შეიყვ--ა საბავშვო ბაღში.
3.3. 2018 წლის 17 აგვისტოს თვალთმაქცურად პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მოპასუხე ვ------- ვ-–-----ემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ხის საამქრო გადააფორმა მის ძმაზე უშანგი ვ-–-----ეზე, სინამდვილეში საამქროს დღესაც განაგებს მისი ყოფილი მეუღლე და აქვს სოლიდური შემოსავალი.
3.4. მოწინააღმდეგე მხარემ ვ------- ვ-–-----ემ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით, უარყო სააპელაციო საჩივრის მოტივები და განმარტა, იგი არ არის მეწარმე სუბიექტი და თვლის,რომ 100-100 ლარის გადახდაც გაუჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ გაასაჩივრა სწორედ იმიტომ რომ შვილების ინტერესები გაითვალისწინა. რაც ეეხება აპელანტის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული ფაქტს, ასეთი არ წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას,რადგან აღნიშნულზე იგი მაგისტრატ სასამართლოშიც უთითებდა . მოსარჩელემ მასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა თუ სად ისწავლიდა ბავშვი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიიყვ--ა იგი კერძო სკოლაში, მას კი სურს, რომ შვილმა ისწავლო საჯარო სკოლაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვ--ელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.2.1. -2.2.4. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. დაბადების მოწმობათა საფუძველზე დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ე---- ვ-–-----ე და 2015 წლის 03 აპრილს დაბადებული ე-–--- ვ-–-----ე; (იხ.ს.ფ..
4.1.2. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად დადგენილია, რომ მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, აღარ ეწევიან ერთ საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვ--ი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად. (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
4.1.3. აპელანტის (მოსარჩელე) ნ---- ტ--–--–-–---–ის მიერ დადასტურებულ ვერ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ვ------- ვ-–-----ეს გააჩნია სოლიდური შემოსავალი.
4.2.სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3.1.-2.3.9 პუნქტში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს.
4.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
4.2.3. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
4.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვ--ი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
4.2.5. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
4.2.6. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვ-- შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.2.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
4.2.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.
4.2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
4.2.10. ამდენად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.
აღიარებულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მეტიც, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ყოველი ბავშვის უფლებაა - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
თითოეული ბავშვის ზემოაღნიშნული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ტვირთს სახელმწიფო უპირატესად ბავშვის მშობლებს აკისრებს. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავდროულად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვ--ი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სწორედ, მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო პირველ რიგში აფასებს და ითვალისწინებს არასრულწლოვნის რეალურ საჭიროებებს, კერძოდ, დადგენილია, რომ არასრულწლოვ-- ე---- და ე-–--- ვ-–-----ეებს, ესაჭიროებათ დაცვა და ზრუნვა, რაც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. დადგენილია, რომ მამას - ვ------- ვ-–-----ეს მეუღლეთა დაშორებიდან დღემდე მათ აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვნები ე---- და ე-–--- ვ-–-----ეები,ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ერთად, რომელიც არის უმუშევარი და ის მოკლებულია რეალურ შესაძლებლობას, რათა საკუთარი გამომუშავებით მოიპოვოს შვილების რჩენისათვის საჭირო სახსრები. თუმცა, აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაშიც კი, შრომისუნარიანი მეორე მშობელი (მამა) შვილის რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.
აპელანტი აპელირებს მასზედ, რომ მოპასუხეზე დაკისრებული ალიმენტი არ არის საკმარისი და გონივრული არასრულწლოვ--ი შვილების რჩენა-აღზრდისათვის და რომ ალიმენტის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს თითოეულ არასრულწლოვ-- შვილზე 200-200 ლარის ოდენობით მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები დამადასტურებელი იმის, რომ მისი მეუღლე არის მეწარმე სუბიექტი, საკუთრებაში აქვს ავეჯის საამქრო და აღნიშნულიდან იღებს სოლიდურ შემოსავლებს იმგვარად, რომ თითოეულ შვილთან მიმართებაში ალიმენტის სახით 200-200 ლარის გადახდის დაკისრება შესაბამისობაში იქნება მის მატერიალურ მდგომარეობასთან. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი სააპელაციო საჩივარში თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება განეკუთვნოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანს -დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობას(1215-ე მუხლი).
პალატა განმარტავს,რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, რასაც მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან შეძლებულ ვერ იქნა.
4.2.11.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ------- ვ-–-----ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 200 ლარი (თითოეული არასრულწლოვ--ი შვილისათვის 100-100 ლარი), არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვ--ი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა.
4.2.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, ნ---- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვ--ის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი ნ---- ტ--–--–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე