განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1392-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო;
წარმომადგენელი - ლ---------–----;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--–----------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–----------–----------------–--ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თ---–----------–----------------–--ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თ---–----------–----------------–--ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ლ--–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 2 ნოემბრის №------- განკარგულება;
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 11 სექტემბრის №------ ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თ---–----------–----------------–----------------–- ლ--–---------ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.(ს.ფ. 51).
2.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 12 სექტემბრის N----- წერილით აცნობა ლ--–----------ს 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. იმავე წერილით ლ--–----------ს ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაციის, კერძოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით). ასევე 2012 წელს სს „თიბისი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, შესაბამის დანართთან ერთად (გადახდის გრაფიკი) და დეკლარაციაში დაფიქსირებული 2016 წლის სწავლის გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.(ს.ფ. 52).
2.3. საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია - ამონაწერები საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგრიშებისა და შენატანების შესახებ, ლ--–----------მ ბიუროს დადგენილ ვადაში წარუდგინა.(ს.ფ. 71-170).
2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 12 ოქტომბრის N----- წერილით ლ--–----------ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის შემდეგი შეუსაბამობები: 1) დეკლარაციის მიხედვით, მის თანასაკუთრებაში ნ-----–-----------–-–---–თან ერთად ფიქსირდება უძრავი ქონება - კომერციული ფართი - 93.00კვ.მ (მის: ქ-------–--------------------------), ხოლო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემების მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონების ფართია - 73.00 კვ.მ. ასევე ზემოაღნიშნული ქონების თანამესაკუთრეა ნ------–------, რაც დეკლარაციაში არ არის ასახული; 2) მის მიერ წარდგენილი საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის 4 ივნისს სს “რესპუბლიკა ბანკთან“ გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება, თანხის ოდენობა - 9200 ლარი. ეს ინფორმაცია დეკლარაციაში არ არის ასახული; 3) დეკლარაციაში, მისმა ანაზღაურებამ საანგარიშო პერიოდში (2016 წელი) თ---–----------–----------------–--დან შეადგინა 67158 ლარი, ხოლო სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული ელექტრონული ბაზის მიხედვით, იმავე დაწესებულებიდან საანგარიშო პერიოდში მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 73597,38 ლარი. მისი მეუღლის - გ-------------–---–ის ანაზღაურებამ საანგარიშო პერიოდში (2016 წელი) ქ. თბ--–-----------დან შეადგინა 12480 ლარი, ხოლო სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული ელექტრონული ბაზის მიხედვით, იმავე დაწესებულებიდან საანგარიშო პერიოდში გ-------------–---–ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 19654 ლარი. იმავე წერილით ლ--–----------ს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების/დოკუმენტაციის წარდგენისთვის.(ს.ფ. 171).
2.6. ლ--–----------მ 2017 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და განუმარტა, რომ გამოვლენილი უზუსტობები იყო მექანიკური შეცდომა და არა მიზანმიმართული დარღვევა.(ს.ფ. 173-174).
2.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 31 ოქტომბერს შეადგინა N--- დასკვნა თ---–---------–----------------–----------------–- ლ--–---------ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული შევსებული დეკლარაციის რამდენიმე გრაფა. დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანა. განიმარტა, რომ შესაძლო იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება თ---–----------–----------------–--ს მოსამართლის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.(ს.ფ. 47-50).
2.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 2 ნოემბრის N-------- განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ--–---------ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.(ს.ფ. 45-46).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-16–მე-19 მე-601 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-14, მე-181 , მე-20 მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-3, მე-13, მე-15-16, მე-18 მუხლებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება აღნიშნული შერჩევის პროცედურის კანონშესაბამისად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან მათი გამოვლენის აუცილებლობა. სხვაგვარად შეუძლებელია ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩიოს და გამოავლინოს ჯერ შეუქმნელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ამგვარი შერჩევა ეწინააღმდეგება თანასწორობისა და მონიტორინგის პრინციპებს, ვინაიდან თანამდებობის პირი, რომელიც წლის ბოლოს წარადგენს დეკლარაციას და ეს უკანასკნელი შესაძლოა შეირჩეს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლისა, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება განსხვავებით იმ თანამდებობის პირისაგან, რომელისთვისაც 15 თებერვლის შერჩევის პროცედურის შემდეგ უკვე ცნობილია მონიტორინგის განხორციელების გარდაუვალობა, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით ცვლის პროცედურისადმი პირის დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ დეკლარაციის მონიტორინგის პერიოდი (გრაფიკი) განისაზღვრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე. იმავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად, მონიტორინგის პროცესში დეკლარაციების შემოწმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის შედეგად უნდა გამოვლინდეს თანამდებობის პირთა მიერ უკვე წარდგენილი ბოლო დეკლარაციები. ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს მათი შემოწმების გრაფიკი, ხოლო თითოეული დეკლარაციის შემოწმების პროცედურის ვადები უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული წესი დარღვეულ იქნა, ვინაიდან ფაქტობრივად დეკლარაციების შერჩევის მომენტში განისაზღვრა არა უკვე შევსებული დეკლარაციის შემოწმება, არამედ შეირჩა შესამოწმებელი თანამდებობის პირი. სწორედ ამ თანამდებობის პირის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დაექვემდებარა მონიტორინგს. პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას, რომ დეკლარაციების შერჩევის პროცედურის დაგვიანება, კერძოდ ინსტრუქციით განსაზღვრული თარიღიდან 2 დღის დაგვიანების შერჩევა პროცედურის კანონშეუსაბამობას განაპირობებს, ვინაიდან ამგვარი დარღვევა არ არის ისეთი არსებითი ხასიათის, რაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შეიძლება ქმნიდეს; განსხვავებით იმ პროცედურის დარღვევისაგან, რომელმაც მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაციის არასწორად შერჩევა გამოიწვია. სასამართლომ ჩათვალა, სწორედ ამ შინაარსის დარღვევა ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ლ--–---------ის მიმართ განხორციელებული მონიტორინგის პროცედურა კანონშეუსაბამოა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ისეთი დარღვევა იწვევს სადავო აქტის ბათილად გამოცხადებას, რაც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას განაპირობებს (ზაკ-ის მე-601 მუხლი).
4. თ---–----------–----------------–--ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის მიხედვით, მისი გაუქმების საფუძველია.
4.2. აპელანტის მითითებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის №------ ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თ---–----------–----------------–----------------–- ლ--–---------ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და მოსარჩელის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად ასახვა, ასევე, მითითებული მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არ ასახვა.
4.3. სააპელაციო საჩივრის თანახამად, თ---–----------–----------------–-- განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის თანახმად: 1. დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც დგება ოქმი; 2. ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს; 3. თუ 15 თებერვალი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, შერჩევა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს; 4. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად მომზადებული ელექტრონული ფაილი, შერჩეული მონაცემებისა და მისი მომზადების თარიღის მითითებით, თან ერთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმს; 5. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად იმ დეკლარაციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შერჩეულია კომისიის მიერ, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, შესამოწმებლად შეირჩევა სხვა დეკლარაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ოქმში; 6. ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
4.4. იმავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით; 2. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით.
4.5. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა ლ--–---------ის 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან მათი გამოვლენის აუცილებლობა. სხვაგვარად შეუძლებელია ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩიოს და გამოავლინოს ჯერ შეუქმნელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ამგვარი შერჩევა ეწინააღმდეგება თანასწორობისა და მონიტორინგის პრინციპებს. მ-----------–--------------ით მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის შედეგად უნდა გამოვლინდეს თანამდებობის პირთა მიერ უკვე წარდგენილი ბოლო დეკლარაციები. ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს მათი შემოწმების გრაფიკი, ხოლო თითოეული დეკლარაციის შემოწმების პროცედურის ვადები უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილ ვადებს. მ-----------–--------ით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა აღნიშნული წესი, ვინაიდან ფაქტობრივად დეკლარაციების შერჩევის მომენტში განისაზღვრა არა უკვე შევსებული დეკლარაციის შემოწმება, არამედ შეირჩა შესამოწმებელი თანამდებობის პირი.
4.6. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ განვითარებული ლოგიკის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს არ უნდა შეემოწმებინა მოსარჩელის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების დროისათვის (2017 წლის 11 სექტემბერი) მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 29 ივნისის დეკლარაცია, არამედ ბიუროს უნდა შეემოწმებინა დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის დროს, ანუ 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ 2016 წლის 02 ივნისს შევსებული დეკლარაცია.
4.7. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის გარემოებების სრულყოფილი შეფასებისა და მონიტორინგთან დაკავშირებული პროცედურების ობიექტური ანალიზიდან, ვინაიდან ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამ მიზნით, აპელანტი აუცილებლად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას თავად დეკლარაციის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებაზე, კერძოდ, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული დეკლარაციების შერჩევისა და მათი შემოწმების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა, ხოლო იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „დეკლარაციების შემოწმება არის ადმინისტრაციული წარმოება დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამდენად, მონიტორინგი მოიცავს როგორც შერჩევას, ასევე შემოწმების პროცესებს.
4.8. მონიტორინგის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნორმას წარმოადგენს ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-16 მუხლი (ბიუროს მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცედურა). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით“.
4.9. აპელანტი უდავოდ მიიჩნევს, შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ შემოწმების, ანუ სწორედაც, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (და არა შემთხვევითი შერჩევის დროს) დეკლარანტის მიერ წარდგენილი უახლესი დეკლარაცია; ხოლო, უახლეს დეკლარაციამდე წარდგენილი სხვა (წინა) დეკლარაციები გამოიყენება მხოლოდ უახლეს დეკლარაციაში ასახულ მონაცემებთან შედარების მიზნით.
4.10. აპელანტი აღნიშნავს, მოსარჩელის დეკლარაციის შემოწმება დაიწყო 2017 წლის 11 სექტემბერს, ხოლო შემოწმებას დაექვემდებარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი უახლესი, ანუ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი დეკლარაცია, რაც შესაბამისობაში მოდის ზემოაღნიშნულ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტთან, ხოლო მ-----------–---------–---ის გაზიარების პირობებში ადგილი ექნებოდა მონიტორინგის პროცედურების მარეგულირებელი ნორმების დარღვევას და ამდენად, შემოწმებას უნდა დაქვემდებარებოდა მოსარჩელის არა ბოლოს, არამედ 2016 წელს წარდგენილი დეკლარაცია.
4.11. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის პირობებში, შეიქმნება იმგვარი ვითარებას, რომ შემოწმებას დაექვემდებარება მოსარჩელის მიერ ბოლოს წინა შევსებული დეკლარაცია, რომელიც ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოიყენება არა შემოწმების (მონიტორინგის), არამედ მხოლოდ და მხოლოდ უახლეს წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით.
4.12. აპელანტს მიაჩნია, ნორმის განმარტების ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, დეკლარაციების შერჩევისა და შემოწმების ცნებების როგორც ერთი მთლიანი პროცესის მხედველობაში მიღებით და დეკლარაციებისა და დეკლარანტების ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად უნდა შეფასდეს მონიტორინგის პროცედურა.
4.13. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ბიუროს მხრიდან, მოსარჩელის მიერ თუნდაც 2016 წლის 02 ივნისს წარდგენილი დეკლარაციის (ბოლოს წინა დეკლარაცია) შემოწმების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა მიღებული განსხვავებული (სხვაგვარი) გადაწყვეტილება, ვინაიდან მონიტორინგის დროს გამოკვეთილი დარღვევები მოსარჩელის, როგორც 2017 წლის, ასევე 2016 წლის დეკლარაციაში ფაქტობრივად იდენტურია. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ 2017 წელს წარდგენილი და ბიუროს მიერ უკვე შემოწმებული დეკლარაციის პირობებში, მოსარჩელის მიერ 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციის შემოწმება ეწინააღმდეგება ეკონომიურობის, ეფექტურობისა და ოპერატიულობის პრინციპებს.
4.14. აპელანტი თვლის, ომ ადმინისტრაციული წარმოების წესის ყოველგვარი დარღვევა, არ იწვევს უპირობოდ აქტის გაუქმებას, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლი არასწორად იქნა გამოყენებული. აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელე, მის მიერ ბოლოს წარდგენილი დეკლარაციის შემოწმებით, აღმოჩნდა ბიუროს მიერ შემოწმებას დაქვემდებარებულ სხვა დეკლარანტებთან მიმართებით თანაბარ მდგომარეობაში, ვინაიდან სხვა დეკლარანტების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ თანახმად, შემოწმებულ იქნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის წარდგენილი ბოლო დეკლარაცია.
4.15. სააპელაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმის შესახებ, რომ „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტი მართალია მიუთითებს შესაბამისი კომისიის მიერ დეკლარაციების შერჩევაზე, მაგრამ აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტორების, ინტერესებისა და დარღვევების გათვალისწინებით, სწორედაც, რომ დეკლარანტების ანუ თანამდებობის პირების შერჩევას. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, იყენებს განსხვავებულ ტერმინებს - „დეკლარაციების შერჩევა“, „შერჩეული დეკლარანტები“, რაც უნდა განიმარტოს სისტემურად, ერთიანობის პრინციპის საფუძველზე, მონიტორინგის ცნების, დეკლარაციების შერჩევისა და დეკლარაციების შემოწმების ცნებების გათვალისწინებით.
4.16. სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამდებობის პირების 74,960 (სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას სამოცი) დეკლარაცია.
4.17 დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დეკლარაციების (და არა თანამდებობის პირთა) ამ უზარმაზარი რაოდენობიდან დეკლარაციების შერჩევის შემთხვევაში, მიიღება იმგვარი ვითარება, რომელიც შეუძლებელს გახდის მონიტორინგის პროცესის გამართულ მუშაობას და ვერ უზრუნველყოფს მონიტორინგის მიზნების მიღწევას, კერძოდ: 1. შეუძლებელია მონიტორინგის შერჩევის სისტემამ უზრუნველყოს 74,960 დეკლარაციიდან მხოლოდ და მხოლოდ იმ 5 %-ი დეკლარაციების შერჩევა, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის პირის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციას. ამდენად მარტივად არის შესაძლებელი ამ 5%-დან მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდეს არა ბოლოს შევსებული დეკლარაციები, არამედ წლების წინ შევსებული, შესაბამისად არარელევანტური და მონიტორინგის მიზნებისათვის გამოუსადეგარი დეკლარაციები, რაც გამოიწვევს შერჩევის პროცედურის დაუსრულებლად განახლების აუცილებლობას.
2. დეკლარაციების შერჩევის შემთხვევაში, მონიტორინგის სისტემამ შეიძლება შეარჩიოს იმ პირის დეკლარაცია, რომელიც არ წარმოადგენს თანამდებობის პირს და რაც მნიშვნელოვანია, თანამდებობაზე გამწესებიდან გასული იყოს მონიტორინგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით დადგენილი 1 წლიანი ვადა, რაც იმთავითვე გამორიცხავს მონიტორინგის დაწყების შესაძლებლობას და საგრძნობლად შეამცირებს წლის განმავლობაში დეკლარაციების 5%-ის შემოწმებას, ვინაიდან დეკლარაციების შერჩევის შემხთვევაში შერჩეული დეკლარაციების 5%-დან დიდი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ყოფილი თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდენენ მონიტორინგის დაწყებამდე 1 წლით ადრე. ამდენად, ამ კეტგორიის ყოფილი თანამდებობის პირების შემოწმება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მონიტორინგის მიზნებს.
3. დეკლარაციების შერჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემამ შეარჩიოს ერთი თანამდებობის პირის რამოდენიმე დეკლარაცია ერთდროულად, რაც ალოგიკურს ხდის მონიტორინგის განხორციელებას.
4.18. აპელანტის მითითებით, პრაქტიკული თვალსაზრისით და მონიტორინგის პროცესის ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემა ახდენს თანამდებობის პირთა (და არა დეკლარაციების) ამორჩევას, რომლის საფუძველზე დგება შერჩეულ თანამდებობის პირთა სია და იწყება კანონით გათვალსიწინებული პროცედურები. ამდენად არ შეიძლება გაზიარებულ იქნას სასამართლოს პოზიცია, რომ ბიურომ მონიტორინგის მარეულირებელი ნორმების დარღვევით 2017 წლის 17 თებერვალს შეარჩია და მონიტორინგს დაუქვემდებარა ლ--–---------ის 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი დეკლარაცია და რომ შეუძლებელია ელექტრონულმა პროგრამამ გამოავლინოს ჯერ კიდევ შეუქმნელი დოკუმენტი.
4.19. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მონიტორინგის ელექტრონულმა სისტემამ 2017 წლის 17 თებერვალს შეარჩია ლ--–----------, ხოლო ბიუროს მიერ შედგენილი გრაფიკისა და მოსარჩელის მიმართ დაწყებული წარმოების ვადის (2017 წლის 11 სექტემბერი) გათვალისწინებით, მონიტორინგს დაექვემდებარა არა შეუქმნელი დოკუმენტი, როგორც ამას სასამართლო უთითებს, არამედ მოსარჩელის მიერ ბოლოს, ანუ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი დეკლარაცია.
4.20. აპელანტი საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს როლზე და მნიშვნელობაზე. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემეობა, რომ მოსარჩელის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დაფიქსირდა მონაცემების არასრულად და არასწორად შეტანის და შესაბამისად დადგინდა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. კერძოდ, სახეზეა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად ასახვა, ასევე, მითითებული მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არ ასახვა.
4.21. აპელანტი განმარტავს, რომ მითითებული დარღვევები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზნებთან, რომლებიც მდგომარეობს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფაში, რომელიც მიიღწევა მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, დეკლარაციის შევსებისა და წარმოდგენის პირობებში. ამიტომ აპელანტს მიაჩნია, რომ თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში, კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტის გამოვლენა, რომელიც თავისი ხასიათით არ განეკუთვნება ტექნიკურ ცდომილებას, პირდაპირ ზიანს აყენებს დეკლარაციის შევსების მიზანს და შესაბამისად იმ საჯარო ინტერესს, რომელიც გამოიხატება საზოგადოების თითოეული წევრისათვის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის აუცილებლობაში.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 11 სექტემბრის №------ ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თ---–----------–----------------–----------------–- ლ--–---------ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.(ს.ფ. 51).
6.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 12 სექტემბრის N----- წერილით აცნობა ლ--–----------ს 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. იმავე წერილით ლ--–----------ს ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაციის, კერძოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით). ასევე 2012 წელს სს „თიბისი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, შესაბამის დანართთან ერთად (გადახდის გრაფიკი) და დეკლარაციაში დაფიქსირებული 2016 წლის სწავლის გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.(ს.ფ. 52).
6.3. საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია - ამონაწერები საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგრიშებისა და შენატანების შესახებ, ლ--–----------მ ბიუროს დადგენილ ვადაში წარუდგინა.(ს.ფ. 71-170).
6.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 12 ოქტომბრის N----- წერილით ლ--–----------ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის შემდეგი შეუსაბამობები: 1) დეკლარაციის მიხედვით, მის თანასაკუთრებაში ნ-----–-----------–-–---–თან ერთად ფიქსირდება უძრავი ქონება - კომერციული ფართი - 93.00კვ.მ (მის: ქ-------–--------------------------), ხოლო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემების მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონების ფართია - 73.00 კვ.მ. ასევე ზემოაღნიშნული ქონების თანამესაკუთრეა ნ------–------, რაც დეკლარაციაში არ არის ასახული; 2) მის მიერ წარდგენილი საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის 4 ივნისს სს “რესპუბლიკა ბანკთან“ გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება, თანხის ოდენობა - 9200 ლარი. ეს ინფორმაცია დეკლარაციაში არ არის ასახული; 3) დეკლარაციაში, მისმა ანაზღაურებამ საანგარიშო პერიოდში (2016 წელი) თ---–----------–----------------–--დან შეადგინა 67158 ლარი, ხოლო სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული ელექტრონული ბაზის მიხედვით, იმავე დაწესებულებიდან საანგარიშო პერიოდში მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 73597,38 ლარი. მისი მეუღლის - გ-------------–---–ის ანაზღაურებამ საანგარიშო პერიოდში (2016 წელი) ქ. თბ--–-----------დან შეადგინა 12480 ლარი, ხოლო სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული ელექტრონული ბაზის მიხედვით, იმავე დაწესებულებიდან საანგარიშო პერიოდში გ-------------–---–ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 19654 ლარი. იმავე წერილით ლ--–----------ს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების/დოკუმენტაციის წარდგენისთვის.(ს.ფ. 171).
6.5. ლ--–----------მ 2017 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და განუმარტა, რომ გამოვლენილი უზუსტობები იყო მექანიკური შეცდომა და არა მიზანმიმართული დარღვევა.(ს.ფ. 173-174).
6.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 31 ოქტომბერს შეადგინა N--- დასკვნა თ---–---------–----------------–----------------–- ლ--–---------ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული შევსებული დეკლარაციის რამდენიმე გრაფა. დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანა. განიმარტა, რომ შესაძლო იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება თ---–----------–----------------–--ს მოსამართლის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.(ს.ფ. 47-50).
6.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 2 ნოემბრის N-------- განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ--–---------ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.(ს.ფ. 45-46).
7.1. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით თავდაპირველად ხელმძღვანელობს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს; სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია.
7.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით; ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.
7.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან; ასევე აღნიშნული ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი იმის შესახებ, რომ დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით.
7.4. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად: დეკლარაციის მონიტორინგის მიზნებისთვის ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიუროს ელექტრონულად მიეწოდება ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შესახებ და რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას; გ) შემთხვევითი შერჩევა – შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევის თანაბარი ალბათობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდება კონკრეტული რაოდენობის დეკლარაციები; იმავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა.
7.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის თანახმად: 1. დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი; 2. ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს; 3. თუ 15 თებერვალი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, შერჩევა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს; 4. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად მომზადებული ელექტრონული ფაილი, შერჩეული მონაცემებისა და მისი მომზადების თარიღის მითითებით, თან ერთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმს; 5. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად იმ დეკლარაციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შერჩეულია კომისიის მიერ, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, შესამოწმებლად შეირჩევა სხვა დეკლარაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ოქმში; 6. ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%- ს.
7.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, 1. დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით; 2. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით. იმავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას.
7.7. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და ერთობლივი შემოწმება- შეფასების შედეგად აღნიშნავს, რომ 2017 წლის 17 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა ლ--–---------ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება აღნიშნული შერჩევის პროცედურის კანონშესაბამისად მიჩნევის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნა, რომ პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან მათი გამოვლენის აუცილებლობა. სხვაგვარად შეუძლებელია ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩიოს და გამოავლინოს ჯერ შეუქმნელი დოკუმენტი.
7.8. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, ამგვარი შერჩევა ეწინააღმდეგება თანასწორობისა და მონიტორინგის პრინციპებს, ვინაიდან თანამდებობის პირი, რომელიც წლის ბოლოს წარადგენს დეკლარაციას და ეს უკანასკნელი შესაძლოა შეირჩეს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლისა, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება განსხვავებით იმ თანამდებობის პირისაგან, რომელისთვისაც 15 თებერვლის შერჩევის პროცედურის შემდეგ უკვე ცნობილია მონიტორინგის განხორციელების გარდაუვალობა, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით ცვლის პროცედურისადმი პირის დამოკიდებულებას.
7.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის შედეგად უნდა გამოვლინდეს თანამდებობის პირთა მიერ უკვე წარდგენილი ბოლო დეკლარაციები. შესაბამისად აღნიშნულ ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს მათი შემოწმების გრაფიკი, ხოლო თითოეული დეკლარაციის შემოწმების პროცედურის ვადები უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წესი დარღვეულ იქნა, ვინაიდან ფაქტობრივად დეკლარაციების შერჩევის მომენტში განისაზღვრა არა უკვე შევსებული დეკლარაციის შემოწმება, არამედ შეირჩა შესამოწმებელი თანამდებობის პირი, რომლის მიერ 2017 წლის 29 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დაექვემდებარა მონიტორინგს.
7.10. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად დაადგინა, რომ ლ--–---------ის მიმართ განხორციელებული მონიტორინგი კანონშეუსაბამოა.
7.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თ---–----------–----------------–--ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი