განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-2031-018002-66840
საქმე N3/ბ-427-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ ა-–---–- მ-------ე
მესამე პირი _ აჭარის ა/რ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისია
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 2- იანვარს ა-–---–- მ-------ის წარმომადგენელმა შოთა ჯიბლაძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისიის მიმართ და მოითხოვა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0- ნოემბრის №- და 2017 წლის 2- დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და კომისია დავალდებულება აღძრას შუამდგომლობა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მ----–-----ებში მცხოვრები ა-–---–- მ-------ის ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ა-–---–- მ-------ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.მ----–-----ებში, შ----------- სათავე ნაგებობიდან 40-50 მეტრში. შ----------- გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლის მცხოვრებთა საცხოვრებელ სახლებზე მოსალოდნელი რისკებისა და შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიზნით 2014 წლის 0------ს აჭარის ა/რ მთავრობამ და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სოფ. მ----–-----ების მოსახლეობასთან გააფორმა შეთანხმება იმაზე, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანების შემთხვევაში მოხდებოდა შესაბამისი კომპენსაციის გაცემა ან/და განსახლება. კომისიურად საკითხის შესწავლის შედეგად სოფ.მ----–-----ების 23 ოჯახის საცხოვრებელი სახლი შეტანილი იქნა ქვათაცვენის ზონაში, 9 ოჯახი მეწყერ საშიშ ზონაში, 62 ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარა აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ა-–---–- მ-------ის საცხოვრებელი სპეციალისტების დასკვნით მოხვდა ქვათაცვენის ზონაში, რის გამოც საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ა-–---–- მ-------ის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა. აჭარის ა/რ მთავრობის 2016 წლის 16 მარტს №25 განკარგულებით დამტკიცებული „ემიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) შუამდგომლობას აღძრავს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საბოლოოდ მიიღება გადაწყვეტილება, საკითხთან დაკავშირებით. 2017 წლის მარტში სხვებთან ერთად ა-–---–- მ-------ის ოჯახის საკითხიც გადაიგზავნა შუახევის მუნიციპალიტეტში და ეთხოვა შესაბამისი ქმედების განხორციელება. 2017 წლის 25 ოქტომბერს „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ“ ზეპირი მოსმენით განიხილა ა-–---–- მ-------ის განაცხადი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის გაწევაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე ცალკეული გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასების შედეგად. კერძოდ, №- საოქმო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ თითქოს ა-–---–- მ-------ეს 2017 წლის 07 ივლისამდე საკუთრებაში გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ბინა, რომელიც გამორიცხავს სოფ. მ----–-----ებში ქვათაცვენის ზონაში მოხვედრილი სახლის გამო შუამდგომლობის აღძვრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე. საოქმო გადაწყვეტილება ა-–---–- მ-------ეს გადაეგზავნა 2017 წლის 0-----------ს წერილით №0------. ოქმში არ იყო მითითებული და განმარტებული გასაჩივრების წესი და ვადა. შემდგომში კომისიის №- ოქმში ყოველგვარი მსჯელობისა და განხილვის შედეგად შეიცვალა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ა-–---–- მ-------ეს ქ. ბათუმში, ბ----------ის I შესახვევში ბინა გააჩნდა არა 2017 წლის 07 ივლისამდე, არამედ 2016 წლის 07 ივლისამდე, რაც გაკეთდა არსებული წესების იგნორირებით.
მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის 1---------ერს ა-–---–- მ-------ემ კვლავ მიმართა განცხადებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გარემოებათა სრულფასოვანი გამოკვლევით განეხილა მისი საკითხი სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. 2017 წლის 2- დეკემბერს „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ“ კვლავ განიხილა ა-–---–- მ-------ის განცხადება და №-- საოქმო დადგენილებით კვლავ უარი უთხრა მას სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. პარალელურად ა-–---–- მ-------ეს წერილობით ჰქონდა მიმართული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, რომ ჩართულიყო საქმის განხილვაში და გაეწია დახმარება კომისიისათვის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების საქმეში, რაც სამინისტროს მიერ არ შესრულებულა. კომისიამ თავისი განმეორებითი საოქმო გადაწყვეტილებაც დააფუძნა გამოუკვლევ და არასწორად შეფასებულ გარემოებებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2--------ის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისია.
მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
მესამე პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომ ის არ წარმოადგენს მესამე პირს, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს სამთავრობო კომისიის უფლებებსა და მოვალეობაზე, დაზარალებული ოჯახების შესწავლასა და კრიტერიუმების შესაბამისობას ამოწმებენ მუნიციპალიტეტები, რის შემდგომაც აღიძრება შუამდგომლობა ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს არასასურველი გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ა-–---–- მახარძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0-----------ის №- და 2017 წლის 2-----------ის N1- საოქმო გადაწყვეტილებებები, ა-–---–- მ-------ის ნაწილში და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივ კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ა-–---–- მ-------ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ა-–---–- მ-------ის ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–-----ებში საკუთრებაში გააჩნია ორსართულიანი ნახევრადკაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ქვათაცვენის ზონაში და საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ა-–---–- მ-------ის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა.
ა-–---–- მ-------ეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება საცხოვრებელი ბინა 85.1- კვ. მეტრი ფართით, მდებარე ქ. ბათუმი, ბ----- ქუჩა, შესახვევი 1, N1-, რომელიც 2016 წლის 1-----–--ის ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა თავის შვილზე მ--–---- მ-------ეზე.
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0----------ის №- და 2017 წლის 2-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე ა-–---–- მ-------ის განცხადებები იმ საფუძვლით, რომ ა-–---–- მ-------ის ორივე შვილს ცალკ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი. ასევე თვითონ ა-–---–- მ-------ეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუში, მწვანე კონცხზე მდებარე 859 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი .
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 1- აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/ მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა.შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/ რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–---–- მ-------ის ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–-----ებში საკუთრებაში აქვს ორსართულიანი ნახევრადკაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ქვათაცვენის ზონაში და საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ა-–---–- მ-------ის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა.
დადგენილია, რომ ა-–---–- მ-------ემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას, რომელმაც 2017 წლის 0----------ის №- და 2017 წლის 2-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებებით უარი უთხრა ა-–---–- მ-------ეს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. უარის თქმის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ა-–---–- მ-------ის ორივე შვილს ცალკ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, ანუ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ა-–---–- მ-------ის ოჯახს (თვითონ ა-–---–- მ-------ე და მეუღლე ჟ--–---- მ-------ე) არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, ბ----- ქუჩა, პირველი შესახვევი N1-_ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის მ--–---- მ-------ის საკუთრება, რომელშიც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა კონკრეტული გარემოებების გამო, რომ ა-–---–- მ-------ე მუშაობს ქ.ბათუმში და სხვა საცხოვრებელი არ აქვს, აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრობს ა-–---–- მ-------ეც და მისი საცხოვრებელი არის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.მ----–-----ებში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.
როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ა-–---–- მ-------ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ.ბათუმში, ბ----- ქუჩა, პირველი შესახვევი N1-_ში მდებარე ბინა ეკუთვნის მ--–---- მ-------ეს, ბინა არის სამ ოთახიანი, ოჯახში ცხოვრობს ექვსი წევრი, მ--–---- მ-------ე თავის ცოლ-შვილით და ა-–---–- მ-------ე მეუღლესთან ერთად. რეესტრის მასალებით, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ა-–---–- მ-------ის საკუთრებას და ის ჩუქებით 2016 წლის 1-----–--ს გადასცა მ--–---- მ-------ეს.
კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ა-–---–- მ-------ისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, როცა მსგავს პირობებში საცხოვრებელი სახლის დაზიანების სტიქიური მოვლენებით დაზიანების გამო სხვა პირების მიმართ გავრცელდა შეღავათები, შვილების საკუთრებაში საცხოვრებელი ბინების არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0-----------ის №- და 2017 წლის 2-----------ის N1- საოქმო გადაწყვეტილებებები, ა-–---–- მ-------ის ნაწილში და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ა-–---–- მ-------ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ა-–---–- მ-------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მთლიანად აგებულია მსჯელობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესის დარღვევის თაობაზე. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმებს და არასწორად მიიჩნია ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან ადგილობრივი კომისია არ არის ის ორგანო რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს და დააკამყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
აპელანტის განმარტებით კომისიის გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევ შერეულ სამთავრობო კომისიას წარედგინება მერის წერილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი კომისიის მიერ მიღებული თუ მერის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი შინაარსის დოკუმენტი არ წარმოადგენს სამთავრობო კომისიისთვის აუცილებლად შესასრულებელ დოკუმენტს. აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების დანართი N2-ს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების განხილვის თითოეულ ეტაპზე სამთავრობო კომისია იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, სამთავრობო კომისია არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი პროგრამაში დაინტერესებული მხარეების ჩართვის თაობაზე და მუნიციპალიტეტის ვერცერთი აქტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენას აუცილებლად ვერ მოახდენს.
აპელანტის განმარტებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომელთაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის არგუმენტი ა-–---–- მ-------ის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე. დადგენილია, რომ ა-–---–- მ-------ე 1976 წლიდან დღემდე ცხოვრობს და მუშაობს ქ.ბათუმში შვილთან ერთად. საცხოვრებელი ბინა სადაც ის ცხოვრობს ამჟამად, შეძენილია მის მიერ და შვილზე ჩუქების ხელშეკრულებით გადაფორმება არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა ის და აღარ არის მისი საცხოვრებელი ფართი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 1-2-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 1- აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
,,წესის’’ მე-3 მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0----------ის (N- სხდომის ოქმით) და 2017 წლის 2-----------ის (N1- სხდომის ოქმი) სხდომებზე განიხილებოდა ქ.ბათუმში, ბ----- პირველი შესახვევის N1--------ში, ცხოვრები ა-–---–- მ-------ის განცხადებები დახმარების გაწევის შესახებ, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მას (ა.მ-------ეს) სოფელ მ----–-----ებში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქვათაცვენის ზოლშია და მინიჭებული აქვს შესაბამისი კომისიის მიერ ქულა.
კომისიამ, ორივე შემთხვევაში (0-.1-.2017 წ და 2-.1-.2017წ) მსჯელობის შედეგად, უარი უთხრა ა-–---–- მ-------ეს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ ჩართვაზე, იმ საფუძვლით, რომ ა-–---–- მ-------ის ორივე შვილს ცალ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, ასევე თვითონ ა-–---–- მ-------ეს საკუთრებაში დღემდე ქ.ბათუმში, მწვანე კონცხზე გააჩნია 859 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებებს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხებთან დაკავშირებით. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი პრინციპებისა და წესების მოთხოვნები დაცული არ ყოფილა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 0----------ის №- საოქმო და ამავე კომისიის 2017 წლის 2-----------ის N1- საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას _ ა-–---–- მ-------ისთვის ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ ჩართვაზე საკითხის განხილვა-გადაწყვეტის დროს.
კომისიის გადაწყვეტილებები ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ ჩართვაზე უარის შესახებ ეფუძნება მხოლოდ ერთ არგუმენტს, რომ ა-–---–- მ-------ეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, მაშინ, როცა დახმარებას ექვემდებარება დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ კატეგორიები, მათ მფლობელობაში/ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხის მიხედვით და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ა-–---–- მ-------ის ოჯახს (თვითონ ა-–---–- მ-------ე და მეუღლე ჟ--–---- მ-------ე) არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, ბ----- ქუჩა, პირველი შესახვევი N1-_ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის მ--–---- მ-------ის საკუთრება, რომელშიც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა კონკრეტული გარემოებების გამო, რომ ა-–---–- მ-------ე მუშაობს ქ. ბათუმში და სხვა საცხოვრებელი არ აქვს, აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრობს ა-–---–- მ-------ეც და მისი საცხოვრებელია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მ----–-----ებში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
”წესით“ განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, ეს გარემოება მართლაც წარმოადგენს დახმარების გაცემისათვის დადგენილ კრიტერიუმს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განიმარტოს “ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის” ცნება ამ ”წესის” მიზნებიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა ”წესში” გამოყენებული ტერმინი და მიუთითა, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი იმის შესახებ მ--–---- მ-------ის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ა-–---–- მ-------ის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად, მაშინ, როცა მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მისი შვილი ოჯახით. ამ მიმართებით კომისიას უნდა გამოეკვლია ა-–---–- მ-------ის ოჯახის შემადგენლობა, მისი შვილის ოჯახის შემადგენლობა და რამდენად იყო შესაძლებელი ამ ორი ოჯახის ერთ ბინაში (ქ. ბათუმში, ბ----- ქუჩის პირველი შესახვევის N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში) ცხოვრება.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ა-–---–- მ-------ის სახლი, რომელიც მდებარეობს შუახევის სოფელ მ----–-----ებში დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ბ----- ქუჩა, პირველი შესახვევი N1--ში მდებარე ბინა ეკუთვნის მ--–---- მ-------ეს, ბინა არის სამ ოთახიანი, ოჯახში ცხოვრობს ექვსი წევრი, მ--–---- მ-------ე თავის ცოლ-შვილით და ა-–---–- მ-------ე მეუღლესთან ერთად. რეესტრის მასალებით, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ა-–---–- მ-------ის საკუთრებას და ის ჩუქებით 2016 წლის 1-----–--ს გადასცა მ--–---- მ-------ეს.
კომისია შემოიფარგლა მხოლოდ ნორმატიული აქტის რეგულაციაში მოცემული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ა-–---–- მ-------ისთვის დახმარების გაცემას. კომისიამ შინაარსობრივად არ გამოიკვლია _ რეალური მოცემულობების პირობებში შესაძლებელი იყო თუ არა ა-–---–- მ-------ის ოჯახის მიერ ამ ფართით სარგებლობა და ხომ არ არსებობდა ასეთის ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლოს აზრით, ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტის დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, უნდა განიმარტოს ფართო გაგებით და ის არ გულისხმობს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით საკითხის გადაწყვეტას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, აჭარის ა/რ. მთავრობის 2016 წლის 16 მარტის №25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ”წესის” ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია და შეესწავლა ამ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები, რომ ქალაქ ბათუმში, ბ----- ქუჩის პირველი შესახვევის N1-/ბ N1--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა თუ არა ა-–---–- მ-------ის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, სადაც მისი ოჯახისათვის შესაძლებელი იყო საცხოვრებლად გადასვლა. ამისათვის უნდა შეესწავლა ა-–---–- მ-------ის ოჯახის და მისი იმ შვილის ოჯახის შემადგენლობა, ასევე, სოციალური პირობები, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით ცხოვრობს მითითებულ ბინაში, ასევე, იმ საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას ზეპირ განხილვაზე უნდა მიეწვია თვითონ დაინტერესებული პირი, ა-–---–- მ-------ე და მოესმინა მისი განმარტებაც. ამ გარემოებათა დეტალური გამოკვლევის შედეგად იქნებოდა შესაძლებელი, კომისიის მიერ ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, განსახილველ საკითხზე, რომ ა-–---–- მ-------ეს გააჩნდა თუ არა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, სადაც მისი ოჯახი შეძლებდა გადასვლას, თუ ასეთს მოკლებული იყო, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა მისთვის დახმარების გაწევის საკითხის გადაწყვეტისას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მისი გადაწყვეტილება არ წარმოქმნის არავითარ შედეგს.
პალატა განმარტავს, რომ კომისია შექმნილია კანონის შესაბამისად და მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მიიღო გადაწყვეტილებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იგი იხილავს საკითხს და უნდა მიეღო ერთ-ერთი გადაწყვეტილება - გაეწია შუამდგომდგომლობა ა-–---–- მ-------ის, როგორც სტიქიით დაზარალებული ოჯახისთვის, თუ არ გაეწია ასეთი შუამდგომლობა აჭარის ა/რ შესაბამის კომისიის წინაშე. კომისია თავის გადაწყვეტილებებს ღებულობს საკითხის მოსმენის შემდეგ გამართულ სხდომაზე. ა-–---–- მ-------ის განცხადების განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაკმაყოფილდეს ,,ემიგრანთტა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ ჩართული ა-–---–- მ-------ის მოთხოვნა შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შეილახა ა-–---–- მ-------ის უფლებები, მას შეეზღუდა უფლება მისი საკითხი განეხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შექმნილ შესაბამის სამთავრობო კომისიას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამ განმარტებების მიხედვით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ა-–---–- მ-------ეს შუამდგომლობის გაწევაზე არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგანაც მას მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-1- მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი