განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020211418700071635
საქმე№2/ბ-1363-18
ganCineba
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წელი. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ნ-------- კუ–--
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ-------- კუ–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანება - ნ-------- კუ–--ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;
ნ-------- კუ–-- აღდგენილ იქნა სსიპ ქ--–------------------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე;
საქართველოს გ------–------------–-----------------------ს დაეკისრა, აუნაზღაუროს ნ-------- კუ–--ს იძულებითი განაცდური, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 720 ლარის ოდენობით;
მოპასუხეს დაეკისრა, ნ-------- კუ–--ს სასარგებლოდ, მოსაჩელის მიერ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
მოპასუხე გ------–------------–-----------------------ს დაეკისრა, მოსარჩელის მიერ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის-1000 ლარის გადახდა ნ-------- კუ–--ს სასარგებლოდ.
2017 წლის 03 ნოემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ-------- კუ–--ს წარმომადგენელმა რ--------- ხუ--–--–---მ და სამუშაოზე აღდგენისა და 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ იგი არის უმუშევარი, მის ოჯახს, გარდა ნ. კუ–--ს სამუშაოდან მიღებული ხელფასისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია და იგი არის მათი ერთადერთი საარსებო წყარო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ნ-------- კუ–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; N2/320-17 სამოქალაქო საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი-ნ-------- კუ–--ს სსიპ ქ--–------------------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, მიღებულია გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის შესახებ და ნ-------- კუ–--ს პირვანდელ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების დაცვის რეალიზაციას.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს----------–-----------–-----------–-----------------------ს წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობას, შესაბამისად, კიდევ უფრო გაურკვეველია სასამართლოს მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში, კანონი სასამართლოს არ ავალდებულებს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, არამედ ეს მისი უფლებაა, ამ უფლებას კი საფუძვლად უნდა ედოს რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოს მიერ მითითებული არაა.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ-------- კუ–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანება - ნ-------- კუ–--ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;
ნ-------- კუ–-- აღდგენილ იქნა სსიპ ქ--–------------------- საჯარო სკიოლის დირექტორის თანამდებობაზე;
საქართველოს გ------–------------–-----------------------ს დაეკისრა, აუნაზღაუროს ნ-------- კუ–--ს იძულებითი განაცდური, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 720 ლარის ოდენობით;
ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა შორის განაწილდა საპროცესო ხარჯები.
დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ნ-------- კუ–--ს შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი, რომლითაც ნ-------- კუ–-- აღდგენილი იქნა სსიპ ქ--–------------------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს----------–-----------–-----------–-----------------------ს წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე, საქართველოს გ------–------------–-----------------------ს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება.
შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, როგორც წაგებული მხარის (შუამდგომლობის ავტორის) მოთხოვნის საფუძვლიანობა, ისე მოგებული მხარის პრეტენზიათა მართებულობა, ამ გზით უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის და ამგვარად გადაწყდეს კანონით დაშვებული შეზღუდვის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი) პროპორციულობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც, მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, რაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული დადგენილია, სსიპ ქ--–------------------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნ-------- კუ–--ს აღდგენა.
ამდენად, შესაძლებელია, ამ სამუშაოს შესრულებისათვის ასანაზღაურებელი ხელფასის კონკრეტული ოდენობის და მისგან გამომდინარე იმ ზიანის განსაზღვრა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულებით შეიძლება მიადგეს მოპასუხე მხარეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების, (ნ.კუ–-- არის უმუშევარი, მის ოჯახს, გარდა ამ სამუშაოდან მიღებული ხელფასისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია და იგი არის მათი ერთადერთი საარსებო წყარო) გათვალისწინებით, ვიდრე არ გადაწყდება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებების კანონიერება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით, მოპასუხე მხარის უფლების კანონით დაშვებული შეზღუდვა, მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დარღვევას არ გამოიწვევს და გამართლებულია.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დადგენილი იქნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება-დასაბუთებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე 2/320;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე