განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001511794
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3885-17 “ 30” ნოემბერი, 2018 წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე
აპელანტი წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარეები წარმომადგენელი _ _ - - გ----------–--ე ზ------------ა მ--------------–---–ი, ა-–------------------------ი, გ-----------–---–ი, ი-----–--–-------ე, ნ---------–--ე. დ--------------–---–ი (მ. კ------–---–ის, ა-–---------------ის,გ.ო---–---–ის წარმომადგენელი).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
უ 2.1. 2003 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–-----------–-------, ფართობი 1---------, ირიცხება საერთო საკუთრება. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მ--------------–---–ის, გ----------–--ის, გ-------–-------ის, ო--------------ის და რ---------------ის საერთო საკუთრება. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, საერთო ფართით 1-------- (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 104 კვ.მ), საკუთრება რეგისტრირებულია შემდეგი წილობრივი მონაცემებით: 41/104 ნაწილი - მ--------------–---–ი, 14/104 ნაწილი - გ----------–--ე და გ-------–-------ე, 16/104 ნაწილი - იო--------------ი და 33/104 ნაწილი - რ---------------ი. (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 24-25). 2.2. სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–-----------–-------, 2003 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგინდა შემდეგი: - მიწის ნაკვეთი N-, დაახლოებით 3--------- (საკადასტრო რუქის მიხედვით მოხაზულია ყვითელი ფერით) მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ცნობილ იქნა მ--------------–---–ის საკუთრებად; - მიწის ნაკვეთი N-, დაახლოებით 3---------- (საკადასტრო რუქის მიხედვით მოხაზულია წითელი ფერით) მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ცნობილ იქნა ო--------------ის საკუთრებად; - მიწის ნაკვეთი N-, დაახლოებით 3---------- (საკადასტრო რუქის მიხედვით მოხაზულია მწვანე ფერით) მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ცნობილ იქნა რ----------------ის საკუთრებად; - მიწის ნაკვეთი N-, დაახლოებით 37---------- (საკადასტრო რუქის მიხედვით მოხაზულია ლურჯი ფერით) ცნობილ იქნა მ--------------–---–ის, გ----------–-ის და გ-------–-------ის, ო--------------ის, რ---------------ის საკუთრებად საერთო საკუთრებაში, ხოლო მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, საერთო სასარგებლო ფართით 1-------- (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 104 კვ.მ.), საკუთრება რეგისტრირებულია შემდეგი წილობრივი მონაცემებით: 41/104 ნაწილი - მ--------------–---–ი, 14/104 ნაწილი - გ----------–--ე და გ-------–-------ე, 16/104 ნაწილი - იო--------------ი და 33/104 ნაწილი - რ---------------ი. (მტკიცებულება: ხელშეკრულება, საკადასტრო რუკა, ს.ფ. 17-20, 145). 2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–-----------–------- მიმდინარე დროისთვის ფიქსირდება ა-–-------------------------ის (33/104 ნაწილი), გ-----------–--ის (4/104 ნაწილი), გ----- ო---–---–ის (ფართი 78.93 კვ.მ.), ი-----–--–-------ის, ნ---------–--ის (7/104 ნაწილი) და მ--------------–---–ის (41/104 ნაწილი) საკუთრების უფლება. (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 21-22) 2.4. მოპასუხე ნ---------–--ე არის მოსარჩელე გ----------–--ის და და გარდაცვლილი გ-------–-------ის მეუღლე/მემკვიდრე. (მტკიცებულება: 08.05.17წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 2.5. მ------ კ------–---–ის სახელზე ცალკე საკადასტრო კოდით - N---------------- რეგისტრირებულია საკუთრების უფლება 3-------- ფართზე სადავო მისამართზე, თ---–-----------–------------. განცხადების რეგისტრაციის თარიღია 27/01/2004., უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 2002 წლის 10 აგვისტოს დამოწმებული ნასყიდობის და 2003 წლის 17 დეკემბერს დამოწმებული გამიჯვნის ხელშეკრულება, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი აპელირებდა, რომ მისი მხარე ძირითადად სადავოდ ხდიდა სწორედ მ------ კ------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. 2.6. მოსარჩელე ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ გამიჯვნის ხელშეკრულებაზე რეალურად მას ხელი არ მოუწერია. (მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 34-39). 2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მისთვის გამიჯვნის ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი გახდა 2015 წელს აღძრულ სამოქალაქო საქმეზე N---------- სარჩელისა და თანდართულ დოკუმენტების ჩაბარების შემდგომ, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი უნდა გამხდარიყო სადავო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს. მ------ კ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ჩანს, რომ ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღია 2004 წლის იანვარი. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამ დროიდან უნდა იქნეს ათვლილი. 2.8. ის ფაქტი, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სადავო მისამართზე მისი კუთვნილი ფართის არსებობის თაობაზე დგინდება ასევე საქმეში წარმოდგენილი მისივე მიმართვებით საჯარო რეესტრში 2010 წელს, შესაბამისად, აღნიშნულიც უარყოფს გ----------–--ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2015 წლამდე უცნობი იყო უზრავი ქონების გამიჯვნის თაობაზე. (მტკიცებულება: განცხადება, ქვითარი, ს.ფ. 75-77). 2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ----------–--ის მოთხოვნა გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2004 წლის იანვრიდან. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავო გამიჯვნის ხელშეკრულების თაობაზე უნდა შეეტყო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, 2004 წლის იანვრის თვეში. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ, გარდა ნ---------–--ისა, არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა მის ხანდაზმულობაზე. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო იმ პერიოდიდან, როცა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სამართლებრივ დავაზე უნდა გავრცელდეს საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რომელიც ამოეწურა მხარეს 2014 წლის იანვარში. 2.12. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. მოცემულ შემთხვევაში ადრესატი/მოპასუხეები სადავოდ ხდიან ხანდაზმულობის საკითხს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩლეს მოთხოვნა წარმოეშვა მას შემდეგ, რაც სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სასამართლო აღარ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად, დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის ჭრილში. 2.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სარჩელში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, რომ მისთვის გამიჯვნის ხელშეკრულება იყო უცნობი და მხოლოდ 2015 წლის სარჩელის ჩაბარების შემდგომ გახდა ცნობილი. მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელზე აპელირებითაც განმარტავდა, რომ ხელმოწერა არ იყო მის მიერ შესრულებული, თუმცა, მასზე სასამართლო არსებითად არ იმსჯელებს, რადგანაც პირველ რიგში განხილვის საგანს წარმოადგენდა მოთხოვნის ხანდაზმულობა, რაც მოპასუხეებმა სასამართლოს დაუდასტურეს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. 3. სააპელაციო საჩივარი 3.1. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოეშვა მას შემდეგ, რაც სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. სასამარლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამიჯვნის ხელშეკრულება დაიდო აპელანტის საქართველოში არყოფნის დროს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გაყალბების საფუძველზე. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლს, აპელანტისთვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც მოპასუხე მ--------------–---–მა. აღძრა უკანონო სარჩელი უკანონო ხელშეშლის თაობაზე (საქმე 2---------). აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსოპერტიზის დასკვნა, საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და მხედველობაში მიიღო მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის განცხადება, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის მიზნით აპელანტის მიერ გამოყენებული იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი. აპელანტის განმარეტებით, მას კიდევაც რომ გამოეყენებინა ამონაწერი, ამით ვერ გაიგებდა ქონების გამიჯვნის შესახებ, რადგან ამონაწერი იყო ძველი მდგომარეობით და არა ახალი. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ფაქტობრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის საფუძლით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო იმ პერიოდიდან, როცა სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ანუ 2004 წლის იანვრის თვიდან. აღნიშნულის შემდგომ სასამართლომ საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2014 წლის იანვარში და 20.09.2016წ. წარდგენილი სარჩელი იყო ხანდაზმული. სააპელაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაუკავშირა საჯარო რეესტრში სადავო გამიჯვნის ხელშეკრულების რეგისტრაციის ფაქტს, რაც სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გამიჯვნის ხელშეკრულება სადავოდ არის გამხდარი იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მსჯელობა მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრა უნდა დაუკავშირდეს სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციის მომენტს - 2004 წლის იანვარს. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით პოზიტიური ცოდნის გარდა გათვალისწინებულ ბრალეულ არცოდნის ფაქტორს, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია საჯარო რეესტრში და მესაკუთრის მიერ არ ხდება მის რაიმე ფორმით განკარგვა, მხარეს ბრალეულ არცოდნად ვერ შეერაცხება ის გარემოება, რომ იგი გარკვეული პერიოდულობით არ ამოწმებდა საჯარო რეესტრის მონაცემებს მის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელე დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, რისთვისაც რეესტრში წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს მითითებულ განაცხადს არ უკავშირებს, ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული განაცხადი მოსარჩელის მიერ რეესტრში წარდგენილია 2010 წლის 10 ნოემბერს (ტ.1, ს.ფ. 75-80). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევას. სარჩელის ხადამუზლად მიჩნევის გამო სასამართლომ აღარ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად, დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის ჭრილში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი). აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლები არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ დავაში დასადგენი გარემოებები წარმოადგენს ისეთ საკითხებს, რომელთა დადგენა უნდა მოხდეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, რაც მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მისი ხანდაზმულობის მოტივით და სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი არსებითად განიხილული არ ყოფილა. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევას, აღნიშნული გარემოება მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას, რათა საქმის წარმოების მხარეებს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 160 ლარის ოდენობით. რადგან სააპელაციო პალატა სარჩელზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ იღებს და საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, წინამდებარე განჩინებით პალატა არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. გ----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 3. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი