განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN330100118002580063
საქმე №1ბ/83-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მა------–-----ს
მსჯავრდებულების: ქა-----------ს, შა---–-------------ს, ტო-------–----ს, ელ-------------------ს, მი-----------–----ს
ადვოკატების: ელ-----------–--–----------------------–---–--------------------ს
თარჯიმნის: ას--------–---------ს
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მა------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა: ქა------–------------------ მიმარ, დაბადებული 1-----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი
№------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–----–-----------–--–--
მი----------------–--------–----ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------------ საქართველოსმოქალაქე, პირადი №2----------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–----–-–-–--–--
ელ----------------------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–--–--–-------------------–--
შა---–-----------------------------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–-----------–-- აქართველოს მოქალაქე, პირადი № 2----------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–--–--–--
ტო--------------–------------–----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №2---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–----–--
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, ქა----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მი-----------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ელ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
შა---–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ტო-------–---- ცნობილ იქა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს ქა----------ს, შა---–------------ს, ტო-------–---ს, ელ----------------ს, მი-----------–---ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ქა-----------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ქა----------- შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 26 წელი, 03 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ქა----------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 2 ივნისიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 18 114,79 ლარს.
ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - მი------------–---ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა მი-----------–---- შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 25 წელი, 8 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც მი-----------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 11 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 17 346,37 ლარს.
ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ელ-----------------ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ელ----------------ი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 28 წელი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ელ----------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 11 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას - 19 517,33 ლარს.
ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - შა---–-------------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა შა---–-------------ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 24 წელი, 1 თვე და 13 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც შა---–------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 1 სექტემბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 20 326 ლარს.
ქ.რ--------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ტო-------–----ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო, თითქოსდა ტო-------–---- შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 24 წელი და 5 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ტო-------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2004 წლის 1 ოქტომბრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16 170,04 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მა------–-----მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმება - დანიშნული ჯარიმის გაზრდა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების:
ქა-----------ს, შა---–-------------ს, ტო-------–----ს, ელ----------------ის, მი-----------–----ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ვა–----------–---–ის, ლ--–---------–---–------------------–---–--------–----------–---–--- ბრალდებულების: ქა-----------ს, შა---–-------------ს, ტო-------–----ს, ელ----------------ის, მი-----------–----ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, ამასთან, მხედველობაშია მისაღები მათი სოციალური პირობები, ასევე ის ფაქტი, რომ მათ ზიანის ანაზღაურება დაწყებული აქვთ, ხოლო მი-----------–---ს სრულად აქვს ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ მა------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.ქა----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი)ლარის ოდენობით.
4.მი-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
5.ელ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
6.შა---–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
7.ტო-------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, ქა-----------ს, შა---–-------------ს, ტო-------–----ს, ელ----------------ის და მი-----------–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, შა---–-------------ს, ელ----------------ის და ქა-----------ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხები სრულად დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს.
9.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას მი-----------–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მისსავე საკუთრებაში არსებულ, მ--------–--------------------–----–-–-–--–-- 1200.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: 8------------
10.მხედველობაში იქნეს მირებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ტო-------–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მისსავე საკუთრებაში არსებულ, მ--------–---------------------–---–----–---------------- დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავ ქონებას, საკადასტრო: კოდით8------------
11.მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელების - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების შესაბამისად. 12.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ერთი დისკი, რაც ჩაკერებულია საქმეში, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
14. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი