განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002099014 (3/ბ-428-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
აპელანტი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე--------- გ------ე, რ----- ფ----------ე (მოსარჩელეები)
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 21 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის წარმომადგენლებმა ნ-------------ემ და ა-----------–---–მა მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში „კომისია“) მიმართ და მოითხოვეს კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- სხდომისა და 1------------ის №- სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოსარჩელეთა ნაწილში, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა განცხადებაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007-2008 წლებში უღიარა საკუთრების უფლება მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და გასცა საკუთრების უფლების მოწმობები.
2010 წლის 3-----------ს კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო №-- საოქმო გადაწყვეტილება და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად სცნო 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და საკუთრების მოწმობები.
2014 წლის 1-----------ს მოპასუხე კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
მოპასუხე კომისიის 2016 წლის 2-------ის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილებით გაურკვეველი გახდა, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ვის მიმართ და რა საფუძვლით იქნა კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დატოვებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომისიის 2016 წლის 1------------ის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა, 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კომისიას მოსარჩელეთა საკითხი ინდივიდუალურად არ განუხილავს, ამასთან, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, გაურკვეველია, კონკრეტულად რის საფუძველზე ეთქვათ მათ უარი საკუთრების უფლებისა და მოწმობების აღდგენაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ იყო, გონიოს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა, თუმცა ამის მიუხედავად ერთ-ერთ საფუძვლად ზოგადად ეს გარემოება იქნა მითითებული, _ რომ საკუთრების უფლების მოწმობები გაცემული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე. გადაწყვეტილებაში მითითებული არც ის გარემოება ყოფილა, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებაგაუქმებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხე კომისიის სადავო გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნა, მოსარჩელეთა გაუქმებული საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ემყარება სწორ ფაქტებს და ამასთან, არის დისკრიმინაციული ხასიათის. სხვა ფიზიკური პირების მიმართ იგივე მოცემულობის პირობებში დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო მოსარჩელეები კომისიის გადაწყვეტილებამ მათთან მიმართებით ჩააყენა არათანაბარ პირობებში და გამოარჩია იმ ნიშნით, რომ მათ საკითხის გადასაწყვეტად ადრე მიმართული ჰქონდათ სასამართლოსთვის, რაც პირდაპირ დისკრიმინაციას წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსარჩელეთაგან ყველას არც მიუმართვას სასამართლოსთვის და არ ჰქონია ასეთი დავა.
ამდენად მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც შეუძლებელია შეფასდეს მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კომისიას არსებითად არ გაუანალიზებია თითოეული მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული მონაცემები და მხოლოდ ზოგადი დასკვნით შემოიფარგლა, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეების კანონიერ უფლებასა და ინტერესს, საკუთრებასთან დაკავშირებით.
მოპასუხე კომისიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, - ბათილად იქნა ცნობილი:
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებლი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის ნაწილში;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილება, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის ნაწილში;
ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება), გამოცემა მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.
მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებებით აღიარებული იქნა მოსარჩელეების, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. კერძოდ, კომისიის 2007 წლის 1-----------ის საოქმო გადაწყვეტილებით ე--------- გ------ის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა - №0---. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 2008 წლის 10 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ე--------- გ------ის სახელზე;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 2-----------ის საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება გონიოში მდებარე 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა - №0---. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში 2007 წლის 25 დეკემბრიდან აღირიცხა რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელეების, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები;
მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება და მათი უფლებების აღდგენის მიზნით არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს;
გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 0-------------ს №8 ოქმით მომზადდა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;
2014 წლის 1-----------ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის (მოპასუხე კომისიის) №-- საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით;
მოპასუხე კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებული იქნა ის პირები, ვის მიმართაც აღდგენილი იქნა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე ის პირები, ვისი საკუთრების უფლება არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა;
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს (ე.გ------ესა და რ.ფ----------ეს) არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის გადაწყვეტილება;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 2-------ის №-- და 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის შეფასებისას გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ მათი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სადავო გადაწყვეტილებები გამოიცა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც კომისიას არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა ანალიზის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტს.
კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 2-------ის №-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ დარჩა ძალაში, იმ საკუთრების მოწმობების მიმართ, რომლებიც გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებზე (მოსარგებლეებზე), ასევე, რომელთა მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ასევე, იმ საკუთრების უფლების მოწმობებზე, რომლებიც გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (საკადასტრო კოდი: 0-----------). ამის შემდეგ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია 143 ფიზიკური პირის სახელი, მათზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის ნომერი. ამ ჩამონათვალში არიან შეყვანილი მოსარჩელეებიც.
გადაწყვეტილების მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საკუთრების უფლება აღუდგათ გადაწყვეტილების ამ ნაწილში ჩამოთვლილ 97 ფიზიკურ პირს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებაში განხილული საკითხის შესახებ სხვა რაიმე დასაბუთება არ არის მოცემული, არ არის ამ აქტით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ განხილული საკითხის ინდივიდუალური ანალიზი და შეფასებები, რის გამოც შეუძლებელია როგორც თვითონ მოსარჩელეების, ისე სასამართლოს მიერ განისაზღვროს კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ეთქვათ უარი მოსარჩელეებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილობისა (მათ ნაწილში) და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის 1-----------ს მოპასუხე კომისიის №-- საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. №-- საოქმო გადაწყვეტილებაში აღწერილია ის ძირითადი გარემოებები, რომელთა შესწავლა და ანალიზი იყო საჭირო კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რაც გულისხმობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმებას, დაინტერესებული 271 პირის, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ, ანუ ამ აქტის კანონიერების გადასინჯვას, არსებული ფაქტობრივი მოცემულობებისა და სამართლებრივი რეგულაციის პირობებში, თუმცა ამისი შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის მიერ არ არის მიღებული.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომელიც განსახილველ საკითხზე კომისიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული სრული მონაცემების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა _ მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა, ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო იმ გარემოებების დადგენა, რასაც აღნიშნული კანონის რეგულაციები იძლეოდა მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელეთა (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობთ განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოყვანილი არცერთი დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გაურკვეველია, როგორ დაადგინა კომისიამ, რომ მოსარჩელეებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება უღიარეს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, მაშინ, როცა მათივე განმარტებით, ისინი მიწის ნაკვეთების თვითნებურ დამკავებლებს წარმოადგენენ და სწორედ ამ საფუძვლით მოხდა მათი საკუთრების უფლების აღიარება კომისიის მიერ. ასევე, არანაირ კონკრეტულ გარემოებასა და მტკიცებულებაზე არ არის მითითებული, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეების საკუთრების უფლება აღიარებულია ისეთ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალშია მოხვედრილი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №15/09/1893 წერილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინააღმდეგი არ არის მოხდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე გონიოს ინდივიდუალური და არქეოლოგიური დაცვის ზონებში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება.
რაც შეეხება კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულ გარემოებას, რომ 143 ფიზიკურ პირს და მათ შორის მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, - საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და სადავო აქტში არც არის დაკონკრეტებული, რომელი დავა ჰქონდა კომისიას მხედველობაში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებაში არ არის გაანალიზებული და დასაბუთებული, რატომ იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრა და სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა გამორიცხავდა, თვით ამ აქტის გამომცემი ორგანოს მიერ, თავისივე აქტის კანონიერების გადასინჯვას იმ წესით, რასაც განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის რეგულაცია. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ კომისიის 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღუდგა რამდენიმე ისეთ პირსაც, რომელთა მიმართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ აღძრულ სარჩელზე ასევე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არ უარუყვია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელსაც.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- და 2016 წლის 1------------ის №- საოქმო გადაწყვეტილებების გამოცემისას დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული პრინციპები და იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წესი _ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დასაბუთების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომისიას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების შესაბამისობას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და კომისიის 2010 წლის 3----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის ობიექტურ გამოკვლევა-შეფასებას, მოსარჩელეებისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში. შესაბამისად, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, კომისია თავის საქმიანობის დროს ძირითადად ხელმძღვანელობს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონითა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულებით.
ზემოაღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულება არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკურიб კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
კანონის მე-2 მუხლის "გ" პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, "ვ" ქვეპუნქტის თანახმად ცნობა-დახასიათება არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ 2016 წლის 2-------ს გამოცემულ N-- საოქმო გადაწყვეტილებასა და 2016 წლის 1-----------ის N- საოქმო გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია ის წინაპირობები, თუ რა შემთხვევაში ექნებოდა კომისიას ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენის შესაძლებლობა და რა შემთხვევებში იქნებოდა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენა შეუძლებელი. კომისიამ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იქნებოდა იმ პირებზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენა, რომლებსაც უკვე გასაჩივრებული ჰქონდათ თავიანთი საკურების უფლების მოწმობის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინიატრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოში და მათი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. მოსარჩელეებს ე--------- გ------ეს და რ----- ფ----------ეს, ჰქონდათ გასაჩივრებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 1------------ს ე--------- გ------ეზე გაცემული N0--- საკუთრების უფლების მოწმობა და 2007 წლის 1------------ს რ----- ფ----------ის სახელზე გაცემული N0--- საკუთრების უფლების მოწმობა, რაც არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის განმარტებით, საქმეებზე რომლებზეც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კომისია არ არის უფლებამოსილი დადებითად გადაწყვიტოს ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენის საკითხი, შესაბამისად, აპელანტი მხარე არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაში გაკეთებულ შეფასებებს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რითაც დაირღვა კანონით დადგენილი მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად შეაფასა, რომ მოპასუხე კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 107- 114-ე და 96-98-ე მუხლების მოთხოვნები.
რ----- ფ----------ის და ე--------- გ------ის სარჩელით სადავო კომისიის 2016 წლის 2-------ის N-- და 2016 წლის 1------------ის N- საოქმო გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაცულია აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებებით აღიარებული იქნა მოსარჩელეების, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. კერძოდ, კომისიის 2007 წლის 1-----------ის საოქმო გადაწყვეტილებით ე--------- გ------ის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა - №0---. შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 2008 წლის 10 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ე--------- გ------ის სახელზე. იმავე კომისიის 2007 წლის 2-----------ის საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება გონიოში მდებარე 0.25 ჰა მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა - №0---. აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში 2007 წლის 25 დეკემბრიდან აღირიცხა რ----- ფ----------ის საკუთრების უფლება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ 271 მოქალაქის, მათ შორის მოსარჩელეების, ე--------- გ------ისა და რ----- ფ----------ის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები.
გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 0-------------ს N- ოქმით მომზადდა დასკვნა და მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
2014 წლის 1-----------ს მოპასუხე კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. ამავე კომისიის 2016 წლის 2-------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება. რადგან აქტი ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი, კომისიამ 2016 წლის 1-------------ს მიღებული №- საოქმო გადაწყვეტილებით მოახდინა იდენტიფიცირება იმ პირებისა, ვის მიმართაც აღდგა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე იმ პირებისა, ვისი საკუთრების უფლებაც არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს - რ----- ფ----------ეს და ე--------- გ------ეს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რ----- ფ----------ის სახელზე გაცემული N0--- და ე--------- გ------ის სახელზე გაცელული N0--- საკუთრების უფლების მოწმობები.
05.12.2018 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის სოფელ გონიოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 2-----------, დაუზუსტებელი ფართით - 2 500 კვ.მ., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.12.2010წ. N-- ოქმის საფუძველზე რეგისტრაცია გაუქმებულია.
ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-----2016 წლის N-- ოქმით ირკვევა, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-----2016 წლის N- ოქმში შევიდა ცვლილება და პირველ პუნქტს, რომლითაც კომისიამ ძალაში დატოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება (მისი შესაბამისი ნაწილი) საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ - დაემატა და შესაბამის პირებს უარი ეთქვათ შემდეგი საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენაზე ... რ----- ფ----------ეზე 1-----2007წ, გაცემულ N0--- საკუთრების უფლების მოწმობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 53.4 მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96.1 და 96.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
როგორც ზემოთ აღნიშნა გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 1 სექტემბერს N- ოქმით მომზადდა დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებითა და წინადადებებით, _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 1-----------ს მოპასუხე კომისიის N-- საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა, ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო იმ ფაქტების დადგენა, რასაც სადავო პერიოდში (მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს) მოქმედი კანონი ითვალისწინებდა. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის № 525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, კონკრეტული გარემოებები.
აღნიშნულის მიუხედევად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მტკიცებას, რომ მოსარჩელების (ე.გ------ესა და რ.ფ----------ეს) საკუთრების უფლების აღდგენა დააბრკოლა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 0-----------ის N-- საოქმო გადაწყვეტილების (რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 1------------ს ე--------- გ------ეზე გაცემული N0--- საკუთრების უფლების მოწმობა და 2007 წლის 1------------ს რ----- ფ----------ის სახელზე გაცემული N0--- საკუთრების უფლების მოწმობა) ბათილად ცნობაზე. ამ მიმართებით, სასამართლოს აზრით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიურ პირობებში მყოფი სხვა პირების საკითხი კომისიამ დადებითად გადაწყვიტა (მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ), რითაც დაირღვა სზაკ-ის 4.1 და 4.3 მუხლით დადგენილი კანონის წინაშე თანასწორობის პრონციპი და მეორეც, სრულიად არაგონივრულია, რაიმე უპირატესობა მიენიჭოს ადმინისტრაციულ პროცესში იმ პირებს რომლებმაც დარღვეული უფლების აღსადგენად არ მიმართეს სასამართლოს და მათგან განსხვავებულ, მდგომარეობაში იქნეს ჩაყენებული პირი, რომელიც სასამართლო წესით შეეცადა უფლების დაცვას (მხედველობაშია მისაღები, რომ დავის მოგებული მხარე იყო ის ორგანო, რომელმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება აქტის კანონიერების გადამოწმების შესახებ, ის არ შეხებია სხვა მესამე პირებს, ამასთან სასამართლო აქტს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო, - ასევე მიზანშეწონილობის თვალსაზრისითაც).
ამდენად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა (რ----- ფ----------ის და ე--------- გ------ის) საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და შეფასების, ასევე აქტის დასაბუთების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნები, რაც მიუთითებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევაზე და ქმნის მათი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრულ საფუძველს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე