განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 8202-0118002740388
საქმე №2/ბ-1377-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ს----–-–----- შ----------- სა------ო
წარმომადგენელი: გ------- მე–---–---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,მ–------–- 2-“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შ-------- მუ--–----–------ი
გასაჩივრებული განჩინება: ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
გამოარკვია:
2018 წლის 29 ნოემბერს, ხ--–---------- რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,მ–------–- 2-“-ის წარმომადგენელმა თ----- ახ------–მა, მოპასუხედ დაასახელა შ-------- მუ--–----–------ი და მოითხოვა, მოპასუხისაგან დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
მოსარჩელეს მითითებით, 2017 წლის 29 სექტემბერს, შ-------- მუ--–----–------სა და შპს ,,მ–------–--2-’’-ს შორის N----------- ტენდერის საფუძველზე გაფორმდა ს----–-–----- შესყიდვის შესახებ N 2-8 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ ჩანჩხალოში გზის შეკეთების სამუშაოებს (ბეტონის დასხმა).
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 67251.95 ლარი.
სამუშაოების შესრულებისას შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, რის გამოც შ-------- მუ--–----–------ს მოსთხოვეს გადაევადებინა სამუშაოების შესრულების ვადა, რაზეც უარი განუცხადეს.
2018 წლის 13 სექტემბერს, შ-------- მუ--–----–------მა გამოსცა N06-6-- ბრძანება, რომლითაც დაეკისრათ პირგასამტეხლო 7070.62 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტის შესაბამისად, 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე-336.26 ლარი და ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმა -6725.2 ლარი.
2018 წლის 08 ოქტომბერს, შ-------- მუ--–----–------მა №07/5---- წერილით მიმართა სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს და აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაზეც თავის მხრივ სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ვინაიდან, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ ყოფილა მოვალის ბრალით, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
შპს ,,მ–------–- 2-“-ს წარმომადგენელმა, იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს, წინამდებარე სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მათ მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სსიპ ს----–-–----- შესყიდვის სა------ოს მიერ მიღებული იქნას უსამართლო გადაწყვეტილება შპს ,,მ–------–- 2-“-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, რაც გამოიწვევს მათთვის ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, კერძოდ: მოხდება კომპანიის გაკოტრება და დასაქმებული თანამშრომლები დარჩებიან სამსახურის გარეშე.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესები შესაძლოა გაგრძელდეს ერთ წელზე მეტი ვადით, ხოლო სასამართლოს მიერ, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკვე გასული იქნება შავ სიაში კომპანიის ყოფნის ვადა და მათ, ისედაც მოეხსნებათ შეზღუდვა.
ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,მ–------–--2-’’-ის წარმომადგენელის, თ----- ახ------–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ დაევალა, წინამდებარე სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც ეცნობათ სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით.
სასამართლომ, სსკ-ის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს----–-–----- შ----------- სა------ოს თავჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესის და პირობების'' მე-6 მუხლის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სა------ოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას.
სსკ-ის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ გარკვეული მოქმედებების შეჩერება მიიჩნია გამართლებულად, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ომ და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,მ–------–- 2-“ ს----–-–----- შ----------- შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ს----–-–----- შ----------- სა------ოს თავმჯდომარის 2018 წლის 09 ოქტომბრის №---- განკარგულების საფუძველზე, დარეგისტრირდა შავ სიაში, რომელიც შპს ,,მ–------–- 2-“-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, რაც 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომ შავ სიაში დარეგისტრირებით კომპანიას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან ს----–-–----- შ----------- სა------ოს თავმჯდომარის 2018 წლის 09 ოქტომბრის №---- განკარგულების საფუძველზე, იგი უკვე დარეგისტრირებულია შავ სიაში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწარმე სუბიექტის შავ სიაში რეგისტრაციის შემდეგ, კომპანიას შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ს----–-–----- შესყიდვებში და დადოს ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. თუმცა, შავ სიაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს არ ეზღუდება კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილების უფლება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია, მხოლოდ სახელწიფო შ----------- კუთხით საქმიანობს.
ამდენად, სა------ო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ–------–- 2-“-ის შუამდგომლობა არ შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზეც სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობა გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.
ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ს----–-–----- შ----------- სა------ოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, ხ--–---------- რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,მ–------–- 2-“-ის წარმომადგენელმა თ----- ახ------–მა, მოპასუხედ დაასახელა შ-------- მუ--–----–------ი და მოითხოვა, მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
დადგენილია, რომ შპს ,,მ–------–- 2-“-ს წარმომადგენელმა, იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაევალოს სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს, წინამდებარე სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით.
დადგენილია, რომ ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,მ–------–--2-’’-ის წარმომადგენელის თ----- ახ------–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ დაევალა, წინამდებარე სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც ეცნობათ სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით.
დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ომ და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან.
მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).
დასაბუთება კი უნდა იყოს საფუძვლიანი, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.
დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ წარმოდგენილი სარჩელით შპს ,,მ–------–- 2-“-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს, შ-------- მუ--–----–------ის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე მოითხოვს, დაევალოს სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
საჩივარზე თანდართული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დგინდება, რომ ს----–-–----- შ----------- სა------ოს თავმჯდომარის 2018 წლის 09 ოქტომბრის №---- განკარგულების საფუძველზე, შპს ,,მ–------–- 2-“ უკვე დარეგისტრირებულია შავ სიაში.
ამდენად, 2018 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს----–-–----- შ----------- სა------ოს დაევალოს შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
გარდა ამისა, პალატას ასევე მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი ბუნებით აღიარებითია, თუმცა მთავარი კრიტერიუმი ასეთი სარჩელის დასაშვებობისათვის არ იკვეთება, ვინაიდან მოსარჩელეს არ ედავებიან უფლებაში ანუ მოსარჩელე მხარის უფლების დარღვევის მოცემულობა არ გვაქვს სახეზე.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში უფლების დარღვევა და უფლებაში შედავება არ დასტურდება, ასეთ ვითარებაში, მოსარჩელის მსჯელობა აღიარებითი სარჩელის უზრუნველსაყოფად ღონისძიების გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა, რაც ასევე გამორიცხავს შპს ,,მ–------–--2-’’-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შეუძლია თავისი პოზიცია პირგასამტეხლოს შესაბამისობასთან დაკავშირებით დააყენოს მას შემდეგ, თუ მოპასუხე (ხ--–---------- მუ--–----–------ი) წარადგენს სასარჩელო მოთხოვნას მის მიმართ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობის დაკისრების შესახებ ან დაუკავებს შესრულებული სამუშაოსათვის გადასახდელი თანხიდან პირგასამტეხლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-386-ე მუხლების შესაბამისად, ს----–-–----- შ----------- სა------ოს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ დაევალა წინამდებარე სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც ეცნობათ სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით;
შპს ,,მ–------–- 2-“-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ს----–-–----- შ----------- სა------ოს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ დაევალა, წინამდებარე სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მ–------–--2-’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც ეცნობა სსიპ ,,ს----–-–----- შ----------- სა------ოს’’ 2018 წლის 10 ოქტომბრის №---- წერილით.
3. შპს ,,მ–------–--2-’’-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. საჩივარზე ს----–-–----- ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე