განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210118002790564
საქმე №2/ბ-51-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ლ--–- ჭა---------
წარმომადგებელი: მა----–ი არ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: ა--- და------–--
გასაჩივრებული განჩინება: ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 31 დეკემბერის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გამოარკვია:
20-- წლის 31 დეკემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა--- და------–--ს წარმომადგენელმა ს--–---- გე-–-–---–მა, მოპასუხედ დაასახელა ლ--–- ჭა--------- და მოითხოვა:
1. 2016 წლის 23 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უკვე გადახდილი თანხის ნაწილში, 2017 წლის 11 მაისს გამოცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
2. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელად დარჩენილი სესხის თანხის შემცირება;
3. გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2016 წლის 23 მარტს, ლ--–- ჭა---------ს (როგორც „გამსესხებელი-იპოთეკარი“) და შ----- ჯა----ს (როგორც „მსესხებელი“) შორის, ერთი წლის ვადით, 2016 წლის 23 მარტიდან-2017 წლის 23 მარტის ჩათვლით, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის რაოდენობა შეადგენდა 14000 აშშ დოლარს, თვეში 1,8%-ის, ანუ-252 აშშ დოლარის დარიცხვით.
აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილი იყო კ---- და------–--ს, ა--- და------–--ს და ც------ და------–--ს საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის თანხა შეადგენდა 17024 აშშ დოლარს.
ა---, კ---- და ც------ და------–-ებმა აიღეს ვალდებულება, იმავდროულად ყოფილიყვნენ თავდებები და სოლიდარულად ეგოთ პასუხი გამსესხებლის - ლ--–- ჭა---------ს წინაშე, ძირითადი მოვალის, შ----- ჯა----ს მიერ, 2016 წლის 23 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
20-- წლის 06 ივნისს, მოსარჩელემ მიიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ძირითადმა მოვალემ - შ----- ჯა----მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის სრული ოდენობა, კრედიტორმა ლ--–- ჭა---------მ მიმართა ნოტარიუსს და აიღო სააღსრულებო ფურცელი.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება და თავდებებს დაევალათ, სოლიდარულად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 17024 აშშ დოლარის გადახდა.
გადახდის ვადა განესაზღვრათ 7 დღე.
20-- წლის 28 მაისს მოხდა მათი კუთვნილი უძრავი ქონების დაყადაღება, ხოლო 03 დეკემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ უძრავ ქონებაზე დაიწყო იძულებითი აუქციონი.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი მოვალე-შ----- ჯა----, 2016 წლის 23 მარტიდან კეთილსინდისიერად იხდიდა სესხით გათვალისწინებულ თანხას და პროცენტს. დღეის მდგომარეობით, მის მიერ გადახდილი თანხის რაოდენობა შეადეგენს 3700 აშშ დოლარს, თუმცა სააღსრულებო ფურცელით მოვალეს ეკისრება ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული თანხის 17024 აშშ დოლარის გადახდა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ გაცემული 11.05.2017 წლის №--------- სააღსრულებო ფურცელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის უკვე გადახდილი ნაწილის შესაბამისად, უნდა შემცირდეს გადასახდელად დარჩენილი დავალიანების ოდენობა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს, ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ, 11.05.2017 წელს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, რომლითაც უნდა მოხდეს მოსარჩელის - ა--- და------–--ს, კ---- და------–--ს და ც------ და------–--ს საერთო საკუთრებაში არსებული, №4----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, კერძოდ 5707 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართი: 1----- კვ.მ., მდებარე: რაიონი - ზ-----------------–-------–-----) რეალიზაცია.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თუ პროცესის დასრულებამდე არ მოხდება სადავო სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, სასამართლოს მიერ შემდგომში საქმეზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, მისი აღსრულება შეუძლებელი გახდება უძრავი ნივთის არარსებობის გამო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ, 11.05.2017 წელს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელის თ---------- ხა-------ს მიერ დაწყებული A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - ლ--–- ჭა--------- მოვალე - შ----- ჯა----, მესაკუთრე: ა--- და------–--, კ---- და------–--, ც------ და------–--).
სასამართლომ განმარტა:
სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მსჯელობს, მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე. კერძოდ: სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეაჩეროს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, თუ ასეთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ოდენობა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მოსარჩელე ითხოვს, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ გაცემული 11.05.2017 წლის №--------- სააღსრულებო ფურცელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის უკვე გადახდილი ოდენობის ნაწილში და ამის შესაბამისად შემცირდეს გადასახდელი სესხის თანხის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ღონისძიებებისა, შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
წარმოდგენილი სარჩელითა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის შინაარსით ირკვევა, რომ ა--- და------–--ს მიზანია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული სესხის შემცირება, უკვე გადახდილი თანხების საფუძველზე.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში წარმატების პერსპექტივა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დავის გადაწყვეტამდე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გასხვისდება ა--- და------–--ს და სხვათა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოცემული სარჩელი აზრს დაკარგავს, ვინაიდან, ა.და------–--ს კუთვნილი უძრავი ქონება გასხვისებული იქნება იმ ვალდებულებისათვის, რომელიც მოპასუხის მიმართ არ გააჩნია და, რაც საფუძველი გახდება მხარეთა შორის ახალი დავის წარმოშობისა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ--–- ჭა---------ს წარმომადგენელმა მა----–ი არ---–--ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივარის ავტორმა განმარტა, რომ მოსარჩელემ, სარჩელში არასწორად მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც სურს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო.
ძირითადი მოვალე არღვევდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. უძრავი ქონების მესაკუთრეების, ძირითადი მოვალის, ასევე ნათესავების და სხვა პირების თხოვნით, ლ--–- ჭა---------ს ერთი წლის განმავლობაში არ შეუტანია სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ხოლო შემდეგ, მათივე თხოვნით, არაერთხელ შეაჩერა სააღსრულებო წარმოება.
მოსარჩელის შუამდგომლობა ემსახურება დროის მოგებას და სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. გარდა ამისა, სარჩელი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების პერსპექტივა არ არსებობს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
გასაჩივრებული განჩინების
გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 20-- წლის 31 დეკემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა--- და------–--ს წარმომადგენელმა ს--–---- გე-–-–---–მა, მოპასუხედ დაასახელა ლ--–- ჭა--------- და მოითხოვა:
1. 2016 წლის 23 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უკვე გადახდილი თანხის ნაწილში, 2017 წლის 11 მაისს გამოცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
2. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახდელად დარჩენილი სესხის თანხის შემცირება;
3. გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა.
დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 31 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა,;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ 11.05.2017 წელს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელის თ---------- ხა-------ს მიერ დაწყებული A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - ლ--–- ჭა--------- მოვალე - შ----- ჯა----, მესაკუთრე: ა--- და------–--, კ---- და------–--, ც------ და------–--).
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ--–- ჭა---------ს წარმომადგენელმა მა----–ი არ---–--ემ და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე დართული მტკიცებულებით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს №A---------0--/0-- ცნობით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 ივლისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული 1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ა--- და------–--ს, კ---- და------–--ს და ც------ და------–--ს სახელზე რიცხული ს/კ 4----------- უძრავი ქონების (მდებარე ზ----------------------------–-------–------) სარეალიზაციოდ უკვე დანიშნულია იძულებითი აუქციონი (ს/ფ 39-42).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა.
ამავე კოდექსის 198.1 მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
ვინაიდან, ა--- და------–--ს თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ დანიშნულია იძულებითი აუქციონი, პალატა მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ამ ქონების რეალიზაციის შეჩერება (გასხვისების აკრძალვა), დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ლ--–- ჭა---------ს წარმომადგენლის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 31 დეკემბრის განჩინება და ა--- და------–--ს შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა ეთქვას უარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ--–- ჭა---------ს (წარმომადგენელი - მა----–ი არ---–--ე) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 31 დეკემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ნოტარიუს მ----- ჯი---ს მიერ 11.05.2017 წელს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი თ---------- ხა-------ს მიერ დაწყებული A-------- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - ლ--–- ჭა--------- მოვალე - შ----- ჯა----, მესაკუთრე: ა--- და------–--, კ---- და------–--, ც------ და------–--)
3. მოსარჩელე ა--- და------–--ს წარმომადგენლის, ს--–---- გე-–-–---–ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე