განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
020310417002066933
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310417002066933 (3/ბ-389-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის'' რეაბილიტაციის მმართველი/ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ს---–--- ზ----------ე

 

მესამე პირები - გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ები, ნ--- ხ-----–-----

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის'' სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 29 აგვისტოს სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის'' („ს--“) რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ს---–--- ზ----------ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მესამე პირების - გ------- ლ-----ას, ე----- ლ-----ას, ლ---- ლ-----ას, მ-----ა ლ-----ას, ნ--- ხ-----–-----ს მიმართ მათ მიერ ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით საქმეზე N3/233-16 ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2-----2016წ. N--- ბრძანება მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 4-----------, სამშენებლოდ გამოყენების თაობაზე და 2-----2017წ. N--- ბრძანება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის თაობაზე. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ების და ნ--- ხ-----–-----ს თანასაკუთრებას. 2-----2017წ. N------- განცხადებით მოსარჩელემ მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ლ-----ებისა და ნ--- ხ-----–-----ს თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ. 4----------- მიმდინარე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 1------017წ N------- წერილით გამგეობამ მოსარჩელე მხარეს აცნობა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----ში მცხოვრებმა ლ-----ების ოჯახმა ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შეიტანეს განცხადება საცხოვრებელი სახლის განთავსებაზე, რაზედაც დაწყებულია საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვა. შედეგებზე ეცნობათ დამატებით. მოსარჩელემ 2-----2017წ. N------- წერილით მიმართა გამგეობას და მოითხოვა ლ-----ების განცხადების საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში „ს---ს“, როგორც დაინტერესებული პირის ჩართვა. N------- წერილის პასუხად გამგეობამ ითხოვა ლ-----ების განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ების საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაეცათ წერილობითი თანხმობა.

მოსარჩელის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა უნებართვო მშენებლობა, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საფუძველზე გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, რაზედაც ადმინისტრაციული ორგანო არ რეაგირებს.

საქმეში მესამე პირებად მონაწილეობდნენ - გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ები და ნ--- ხ-----–-----.

მოპასუხე ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები და ცნო სარჩელი. მოპასუხის განმარტებით, საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ მშენებლობა უნებართვოა, რადგან ნებართვის გაცემისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ჰქონდა მიღებული სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის" ნებართვა.

 

მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემა მესამე პირების - გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ების და ნ--- ხ-----–-----ს მიმართ, მათ მიერ ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 100 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2-----2016წ. ბრძანება მიწის ნაკვეთის (ს/კ 4-----------) სამშენებლოდ გამოყენების თაობაზე და 2-----2017წ. ბრძანება მიწის ნაკვეთზე (ს/კ 4-----------) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 4----------- წარმოადგენს გ------- ლ-----ას (პ/ნ 1-----------), ე----- ლ-----ას (პ/ნ 1----------), ლ---- ლ-----ას (პ/ნ 1----------), მ-----ა ლ-----ასა (პ/ნ 1----------) და ნ--- ხ-----–-----ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებას. თანამესაკუთრეები ოჯახის წევრები არიან.

 

დადგენილია, რომ ოჯახი მრავალწევრიანია და სჭირდებათ დამატებითი საცხოვრებელი ფართი.

 

მიწის ნაკვეთი ს/კ 4----------- მდებარეობს ზუგდიდის რაიონის, სოფელ კ-----ში და მასზე გადის ელექტროგადამცემი ხაზი ,,პ--–--------ი 2", რაც მოსარჩელის საკუთრებაა.

 

დადგენილია, რომ გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ებმა და ნ--- ხ-----–-----მ განცხადებით მიმართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული ნებართვა გაიცა და დაიწყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, კედლები ამოყვანილია.

 

მშენებარე ობიექტი მდებარეობს ელექტროგადამცემი ხაზი ,,პ--–--------ი 2"-ის დაცვის ზონაში - შენობის განაპირა წერტილი ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან დაშორებულია 16 მ-ით. ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრის თანხმობა მშენებლობაზე არ მოუთხოვია.

 

2-----2017წ. სს „ს----------–---------–-–--------–---------------ამ'' განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.

 

დადგენილია, რომ გამგეობას ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონზე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

 

ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ასეთი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

იმ შემთხვევაში თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭიროა კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი დრო, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების ვადის გაგრძელებაზე, რაც უნდა ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს.

 

განსახილველ შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გაუგრძელებია საქმისწარმოების ვადა და არც რაიმე გადაწყვეტილება მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან გამოცემაზე უარის შესახებ.

 

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობას ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრე გასცემს წინასწარ, რაც გულისხმობს თანხმობის მიღებას მშენებლობის დაწყებამდე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თანხმობის გაცემის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე გასცემს უსაფრთხოების პირობებს, რაც ნებართვის გამცემმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა გაითვალისწინონ.

 

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის არსებობა თავისთავად საფრთხის შემცველია, როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ზოგადად შენობა- ნაგებობის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებით წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნა რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის'' რეაბილიტაციის მმართველი/ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ს---–--- ზ----------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3. პუნქტში მოსამართლე უთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უნებართვო მშენებლობის ფაქტზე და დემონტაჟზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და აქტი არ გამოუცია. აპელანტის მხარის განმარტებით გამგეობას 2-----2017წ N------- განცხადებით მიმართა სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ამ’’ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამგეობიდან 0-----2017 წ. გაიგზავნა N------- წერილის პასუხი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეთანხმების თაობაზე, რაზედაც 1-----2017 წლის N------- წერილით სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ამ’’ უარი განაცხადა, ვინაიდან შენობის დემონტაჟი რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ისედაც მრავალსულიან ოჯახს. გამგეობა ცდილობდა საკითხის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, მოსარჩელე კი არ დაელოდა ადმინისტრაციული წარმოების დასრულებას და სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით განმარტავს, რომ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ამ’’ 2-----2017წ N------- განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის ,,პ--–--------ი 2’’-ის დაცვის ზონაში მდებარე გ-------, ე-----, ლ----, მ-----ა ლ-----ებისა და ნ--- ხ-----–-----ს თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 4-----------) უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და უნებართვო მშენებლის დემონტაჟი (ს.ფ. 39-40 ).

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 1------017 წლის N------- წერილით სს „ს----------–---------–-–--------–---------------ას“ ეცნობა, რომ 2-----2017 წლის N------- განცხადებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----ში მცხოვრებმა ლ-----ების ოჯახმა ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შემოიტანეს ახალი განცხადება საცხოვრებელი სახლის განთავსებაზე, რაზედაც დაიწყო ადმინისტრაციულ წარმოება და რომ შედეგები ეცნობოდათ დამატებით (ს.ფ. 41).

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 1------017 წლის N------- წერილზე სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ამ’’ 2-----2017 წელს N------- წერილით მიმართა გამგეობას და აცნობა, რომ გამგეობისთვის მომართვის მომენტიდან ლ-----ებს სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ისთვის’’ არ მიუმართავთ წერილობითი თანხმომობის გაცემაზე ეგხ-ს დაცვის ზონაში მშენებლობის განხორციელების თაობაზე. ამავე წერილით ელექტროსისტემამ დამატებით მოითხოვა მათი განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და შესაბამისის ღონისძიებების გატარება. ამასთან მოითხოვა ლ-----ების განცხადების საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის’’ ჩაბმა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის’’ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე (ს.ფ. 42-43).

 

პალატა განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დაინტერესებული მხარეა – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. 76.1 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ,,ა’’ დაინტერესებული პირის განცხადება. 100.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. მე-4 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

როგორც საქმეში დაცული მასალებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა გამგეობას (უფლებამონაცვლე მერია) სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის’’ 2-----2017წ N------- განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“ არის საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიებს.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 322 მუხლის შესაბამისად, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებების მოთხოვნები.

 

საქმეში დაცული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N020310416001559162 (3/233-16)) დადგენილია, რომ №4----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცულ ზონაში, რაც დაუშვებელია, რამეთუ იგი საფრთხეს უქმნის მოსარჩელის, როგორც საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას.

 

ამდენად პალატა იზიარებს მოსარჩელე - სს „ს----------–---------–-–--------–---------------ის“ პოზიციას, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობას ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრე გასცემს წინასწარ, რაც გულისხმობს თანხმობის მიღებას მშენებლობის დაწყებამდე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თანხმობის გაცემის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე გასცემს უსაფრთხოების პირობებს, რაც ნებართვის გამცემმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის არსებობა თავისთავად საფრთხისშემცველია, როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ზოგადად შენობა-ნაგებობის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა;გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-13 მუხლის თანახმად შემოწმების აქტის შედგენიდან 02 (ორი) თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 02 (ორი) თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი - ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მშენებარე შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზედამხედველობის სამსახური შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში და კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ. ამდენად, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის'' („ს--“) განცხადების საფუძველზე უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტი ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი