განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
330100118002621144
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002621144

საქმე №1ბ/223-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გი-------------ს

მსჯავრდებულების: მა------------------ს, ად--–---------------ს, რი------------------ს, ას-–---------------ს

ადვოკატის: ელ-----------–--–-ს, ან--–-------ს, გი---------------–---–-ს

თარჯიმნის: ზა---------------ს

მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მაია სილაგაძის და მსჯავრდებულ ას-–---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა: მა------------------ს მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: მ--------–--------------------–-----------------–----

რი------------------ს მიმართ, დაბადებული - 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: მ--------–--------------------–------------

ად--–---------------ს მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: მ--------–----------------------–----–--–-------------------

ას-–---------------ს მიმართ დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: მ--------–---------------------–----------------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, მა------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

რი------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით

ად--–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ას-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს: ას-–--------------ს ად--–--------------ს, რი-----------------ს, მა-----------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - მა------------------ს საქართველოს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა მა------------------ შსს-ში მუშაობდა 27 წელი,2 თვე და 6 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც მა-----------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 8 ოქტომბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას -19464,45 ლარს

---------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - რი------------------ს საქართველოს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა რ-------------------- შსს-ში მუშაობდა 24 წელი, 9 თვე და 7 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც რი-----------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 1 მაისიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16283,8 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ად--–---------------ს საქართველოს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ად--–--------------- შსს-ში მუშაობდა 28 წელი და 18 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ად--–--------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 1 ოქტომბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19087,12 ლარს.

---------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა---–-----------–---–-- შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ას-–---------------ს საქართველოს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ა--–---------------- შსს-ში მუშაობდა 22 წელი, 8 თვე და 21 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ას-–--------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 1 ოქტომბრიდან და 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16918,36 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მა------–-----მ და მსჯავრდებულ ას-–---------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ას-–---------------სათვის დანიშნული ჯარიმის შემცირება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების: ს------------–------------------------------------------------------------------------------------------ მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ვა–----------–---–ის, ლ--–---------–---–---------------------–---–-------–-----------–---–----------–---------–---- გამოკითხვის ოქმებს, სოციალური სამსახურის სააგენტოდან მიღებულ მასალებს, საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმებს და ამოღებულ დოკუმენტაციას, დათვალიერების ოქმებს, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებს, კალიგრაფიული ექსპერტიზის №---------------- დასკვნას, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მათი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მა-----------------მა, რი-----------------მა და ად--–--------------მა სრულად აანაზღაურეს მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია. ასეთი პირობების არსებობისას, პალატას სასჯელის დამძიმება მით უმეტეს თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თვალსაზრისით, მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ ას-–---------------სათვის დანიშნული ჯარიმის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პოზიციის დასასაბუთებლად სოციალურ პირობებზე მითითება ერთმნიშვნელოვნად ვერ გამოდგება, რადგანც სხვა მსჯავრდებულებიც იგივე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, მიუხედავად ამისა, მათ აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, მსჯავრდებულ ას-–---------------ს მხრიდან კი ამ ეტაპზე ამის მცდელობა არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს: მა-----------------ს, რი-----------------ს, ად--–--------------ს და ას-–--------------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ მაია სილაგაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ას-–---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. მა------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მა------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

6.რი------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რი------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

8. ად--–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ად--–---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

10. ას-–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

11.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ას-–---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

12.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს №12/10317-18 განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ელ---------------ს (პირადი №28----------, აფ-------------ს (პირადი №-----------), გი--------------ს (პირადი №2----------) და გუ-–-----------ს (პირადი №-----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე მ--------–--------------------–-------------–- (საკადასტრო კოდით №83-----------, რომლის საერთო ფართი არის 2040.00 მ2.

13.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- ერთი ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

14. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

15. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი