განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002582122
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002582122

საქმე №1ბ/142-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: მა------–-----ს

მსჯავრდებულების: თე----------------ს, ვა-–----------------ს, გა---------------ს, ნუ----–-----------ს, ტე--------–------------ს, სა---------------ს, ფა-----------ს

ადვოკატების: ე-–-----------–--–-----------------–---–-------------------–---–--

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის მა------–-----ს, მსჯავრდებულების თე----------------ს, ვა-–----------------ს, სა---------------ს, ფა-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის და მსჯავრდებულების ნუ----–-----------ს, ტე--------–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა:

თე----------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–------------

ფა------------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–------------

ვა-–-----------------ს მიმართ, დაბადებული 1---–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული,ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–------------

გა---------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–---------–-------–---

ნუ----–-----------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–---

ტე--------–------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–---

სა---------------ს მიმართ, - დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–------------

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, თე---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ფა------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით

ვა-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

გა--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

ნუ----–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სა--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ტე--------–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს: თ----------------------–--------------------------------------------–------------------------–-------------------------------------------------- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი - თე----------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა თე---------------- შსს-ში მუშაობდა 30 წელი, 1 თვე და 7 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე თ----------------- დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2007 წლის 19 დეკემბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით თე---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 15261,59 ლარს.

--------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ფა------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ფა----------- შსს-ში მუშაობდა 35 წელი, 9 თვე და 16 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე ფა----------ს დაენიშნა სახელმწიფო კონპენსაცია 2007 წლის 19 დეკემბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ფა----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 16604,84 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ვა-–----------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ვა-–---------------- შსს-ში მუშაობდა 30 წელი, 4 თვე და 4 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე ვა-–---------------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2008 წლის 31 ოქტომბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ვა-–---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 13489,79 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი გა---------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა გა--------------- შსს-ში მუშაობდა 24 წელი, 4 თვე და 22 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე გა--------------ს დაენიშნა სახელმწიფო კონპენსაცია 2002 წლის 13 მაისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით გა--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 15868, 24 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ნუ----–-----------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ნუ----–----------- შსს-ში მუშაობდა 30 წელი, 1 თვე და 6 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე ნუ----–----------ს დაენიშნა სახელმწიფო კონპენსაცია 2010 წლის 7 მაისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ნუ----–----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 15116,9 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ტე--------–------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ტე--------–------------ს შსს-ში მუშაობდა 28 წელი, 2 თვე და 10 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე ტ---------–------------ დაენიშნა სახელმწიფო კონპენსაცია 2010 წლის 7 მაისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ტე--------–------------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას - 14645,34 ლარს.

- ქ------------- დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების ყოფილმა უფროსმა ინსპექტორმა ვა–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი სა---------------ს შსს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოს და სა--------------- შსს-ში მუშაობდა 34 წელი, 1 თვე და 5 დღე, რაც არ შესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვა–----------–---–მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზე ს---------------- დაენიშნა სახელმწიფო კონპენსაცია 2011 წლის 14 იანვრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით სა--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობის თანხას 15054,82 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მ-------–------- მსჯავრდებულების თე----------------ს, ვა-–----------------ს, სა---------------ს, ფა-----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მსჯავრდებულების ნუ----–-----------ს, ტე--------–------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება, დანიშნული ჯარიმების გაზრდის კუთხით.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის დანიშნული ჯარიმების შემცირება.

მსჯავრდებულ გა--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების: თე----------------ს, ვა-–----------------ს, გა---------------ს, ნუ----–-----------ს, ტეხრან ალახვერდოვის, სა---------------ს, ფა-----------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ვა–----------–---–ის და სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თ------------------- ვა-–---------------მა, ნუ----–----------მა, ტ---------–---------------------------------, ფა----------მა სრულად აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, ხოლო გა--------------ს დაწყებული აქვს ზიანის ანაზღაურება. ასეთი პირობების არსებობისას, პალატას სასჯელის დამძიმება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების თე----------------ს, ვა-–----------------ს, სა---------------ს, ფა-----------ს, ნუ----–-----------ს და ტე--------–------------ს მიმართ სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დანიშნული ჯარიმები, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ადეკვატურია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორ მა------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულების თე----------------ს, ვა-–----------------ს, სა---------------ს და ფა-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

3. მსჯავრდებულების ნუ----–-----------ს და ტე--------–------------ს დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

4.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

5. თე---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თე----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

7. ფა------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ფა-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

9.ვა-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვა-–----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

11. გა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

12. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გა---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

13. ნუ----–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

14. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნუ----–-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

15. სა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

16. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სა---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

17. ტე--------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

18. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ტე--------–------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

19.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- ერთი ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

20. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

21. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი